რატომ არ ეძახით თქვენს შესაკრებელ ადგილს ეკლესიას?
ბიბლიაში ბერძნული სიტყვა, რომელიც ზოგჯერ „ეკლესიად“ ითარგმნება, მიუთითებს ღვთის თაყვანისმცემლებისგან შემდგარ ჯგუფზე და არა მათ შესაკრებელ ადგილზე.
როდესაც პავლე მოციქულმა წერილი მისწერა რომაელ ქრისტიანებს, მოკითხვა შეუთვალა აკვილასა და პრისკას და თან დასძინა: „მოიკითხეთ ... ეკლესია, რომელიც არის მათს სახლში“ (რომაელები 16:3, 4, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). ამ სიტყვებში პავლე შენობას არ გულისხმობდა. მან მოკითხვა შეუთვალა ადამიანებს, რომლებიც ზემოთ ნახსენებ სახლში იკრიბებოდნენ. a
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენს შესაკრებელ ადგილს ეკლესიას კი არ ვუწოდებთ, არამედ უბრალოდ დარბაზს.
რატომ უწოდებდნენ იეჰოვას მოწმეები თავიანთ შესაკრებელს „სამეფო დარბაზს“?
ეს სახელი რამდენიმე მიზეზის გამო იყო შესაფერისი:
შენობა არის დარბაზი, შესაკრებელი ადგილი.
ჩვენ ვიკრიბებით იმისათვის, რომ თაყვანი ვცეთ იეჰოვა ღმერთს და სხვებსაც გავაცნოთ ის (ფსალმუნი 83:18; ესაია 43:12).
ჩვენ აგრეთვე ვსწავლობთ ღვთის სამეფოს შესახებ, რომელზეც ხშირად საუბრობდა იესო (მათე 6:9, 10; 24:14; ლუკა 4:43).
თქვენც გულთბილად გეპატიჟებით იეჰოვას მოწმეთა დარბაზში, რათა საკუთარი თვალით ნახოთ, როგორ ატარებენ ისინი კრების შეხვედრებს.
a მსგავსი გამოთქმები გვხვდება 1 კორინთელების 16:19-ში, კოლოსელების 4:15-სა და ფილიმონის 2-ში.