არჩეულ მასალაზე გადასვლა

რატომ ვეუფლებით ბენგალურ ენას?

რატომ ვეუფლებით ბენგალურ ენას?

კუინზში (ნიუ-იორკი) ახლახან 23 იეჰოვას მოწმე ესწრებოდა ბენგალური ენის შესასწავლ კურსებს. ამ ენაზე ბანგლადეშსა და ინდოეთის ზოგიერთ ნაწილში ლაპარაკობენ. ისინი ესწრებოდნენ ენის სწრაფი მეთოდით შესასწავლ კურსებს, რომელსაც მათი თანამორწმუნეები, იეჰოვას მოწმეები ატარებდნენ.

ასეთი კურსები შეერთებულ შტატებსა თუ სხვა ქვეყნებში ბევრ ენაზე ტარდება. ენის შესასწავლი კურსების ჩატარების ძირითადი მიზანი ის არის, რომ ადამიანებს მშობლიურ ენაზე გააცნონ ბიბლიური ცნობა.

მაგალი, რომელიც ბენგალურ ენას სწავლობს, ამბობს: «ჩვენს რაიონში სულ უფრო და უფო იზრდება ბენგალურენოვანი მოსახლეობა. მათ აინტერესებთ ისეთ მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხი, როგორიცაა „რატომ იტანჯებიან ადამიანები?“. როდესაც მათ მომავალთან დაკავშირებულ ღვთის განზრახვებზე ვესაუბრები, უფრო მეტის გაგება სურთ. მაგრამ ენა ყოველთვის ბარიერს მიქმნის“.

სწრაფად რომ შეასწავლონ მსურველებს ენა, მასწავლებლები სწავლების სახალისო მეთოდებს იყენებენ. ერთ-ერთი მეთოდი იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც მოსწავლე რამე ახალ სწავლობს, ამას თან სდევს კონკრეტული მოქმედება, რაც მას ახალი მასალის დამახსოვრებას უადვილებს.

კურსის დამთავრებისთანავე შემსწავლელები პრაქტიკაში იყენებენ ნასწავლს, ბენგალურ ენაზე მოლაპარაკე ხალხთან მიდიან და ბიბლიურ თემებზე ესაუბრებიან. მაგალი ამბობს: „ამ ენაზე მოლაპარაკეებს უკვირთ, რატომ ვსწავლობ მათ ენას. ის ფაქტი, რომ დროს გამოვყოფ მათი მშობლიური ენის შესასწავლად, ეხმარებათ იმის დანახვაში, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ცნობა“.

იეჰოვას მოწმეები არა მარტო სწავლობენ უცხო ენას, არამედ აყალიბებენ უცხო ენის შესასწავლ კურსებს. 2006 წლის იანვრიდან 2012 წლის იანვრის ჩათვლით მარტო იმ ტერიტორიაზე, რომელსაც შეერთებული შტატების ფილიალი უწევს ზედამხედველობას, დაახლოებით 38 ენის შემსწავლელი კურსი ჩატარდა. ეს კურსები 2 244-მა მოწმემ გაიარა. იმ ტერიტორიაზე, რომელსაც შეერთებული შტატების ფილიალი უწევს ზედამხედველობას 2012 წლის 1 სექტემბრამდე მთლიანობაში 1 500 კურსი ჩატარდა 37 ენაზე.