არჩეულ მასალაზე გადასვლა

ბიბლია მათ მშობლიურ ენაზე

ბიბლია მათ მშობლიურ ენაზე

იეჰოვას მოწმეები სთავაზობენ ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“ ყველას, ვისაც მისი წაკითხვა სურს.

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ბიბლიურმა საზოგადოებამ ბიბლიის არა ერთი თარგმანის მილიარდობით ეგზემპლარი დაბეჭდა, ბევრს სიღარიბე და წინასწარ შექმნილი აზრი ხელს უშლის, საკუთარ ენაზე ჰქონდეს ბიბლია. ამიტომ, იეჰოვას მოწმეებმა „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ 115-ზე მეტ ენაზე გამოსცეს.

განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი:

  • რუანდა: «ჩვენ ძალიან ღარიბები ვართ, — ამბობენ სილვესტრე და ვენანტი, რომელთაც ოთხი შვილი ჰყავთ. — ამიტომ, არ შეგვეძლო ოჯახის თითოეული წევრისთვის გვეყიდა ბიბლია. ახლა კი თითოეულ ჩვენგანს გვაქვს „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ კინიარუანდა ენაზე და ყოველდღე ერთად ვკითხულობთ».

    იქ მცხოვრებმა ანგლიკანური ეკლესიის პასტორმა თქვა: „ეს არის ბიბლია, რომლის გაგებაც არ გამიჭირდა. ეს გაცილებით კარგი თარგმანია იმ თარგმანებთან შედარებით, რომელიც კი ოდესმე წამიკითხავს. იეჰოვას მოწმეები მართლაც ფიქრობენ ადამიანებზე!“

  • კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა: ზოგმა ეკლესიამ უარი თქვა, იეჰოვას მოწმეებისთვის მიეყიდა ბიბლიები ლინგალა ენაზე, რომელზეც, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ლაპარაკობს.

    ამიტომ, მას შემდეგ, რაც ლინგალა ენაზე გამოიცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, კონგოში მცხოვრები მოწმეები დიდი მონდომებით კითხულობენ ბიბლიას, მისი მეშვეობით ასწავლიან სხვებს და მსურველებსაც აძლევენ. როდესაც იეჰოვას მოწმეთა კონგრესზე გამოცხადდა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოცემა, ამან დამსწრეები ისე აღაფრთოვანა, რომ პოლიციელებიც კი, რომლებიც სტადიონზე იმყოფებოდნენ, რიგში ჩადგნენ, რომ საკუთარი ეგზემპლარი აეღოთ.

  • ფიჯი: ბიბლია ფიჯი ენაზე იმდენად ძვირი ღირს, რომ ადრე ბევრი იეჰოვას მოწმე იყენებდა „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“ ინგლისურ ენაზე. მაგრამ 2009 წელს კუნძულზე მცხოვრებმა და-ძმებმა მიიღეს მშობლიურ ენაზე „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ („ახალი აღთქმა“).

    ერთ მამაკაცზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ფიჯი ენაზე ადვილად გასაგები იყო. ამიტომ ითხოვა, მისთვისაც მიეცათ ერთი ეგზემპლარი. მაგრამ მოწმეებმა აუხსნეს, რომ მოცდა მოუწევდა მანამ, სანამ ბიბლიების შემდეგი პარტია ჩავიდოდა მის ქალაქში. მას იმდენად დიდი სურვილი ჰქონდა, ბიბლიის ეს თარგმანი ჰქონოდა, რომ მზად იყო, შეხვედროდა სხვა მოწმეს, რომელიც 35 კილომეტრის მოშორებით ცხოვრობდა და შეეძლო მისთვის ამ წიგნის მიცემა. ამ კაცმა თქვა: „ეს თარგმანი გაცილებით უკეთესია იმ თარგმანზე, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ. ის ადვილად გასაგებია“.

  • მალავი: მას შემდეგ, რაც დევიდმა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო, ადგილობრივი ბაპტისტური ეკლესიის წევრები მივიდნენ მასთან და ის ბიბლია უკან გამოართვეს, რომელიც ადრე მისცეს. ამიტომ, როცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ჩიჩევა ენაზე გამოიცა, დევიდს ოცნება აუხდა.

    ვინაიდან მალავიში ბიბლია ძალიან ძვირი ღირს, დევიდი ფიქრობდა, ოდესმე თუ შეძლებდა, კვლავ ჰქონოდა ბიბლია. მაგრამ როდესაც „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მისცეს, მან თქვა: „ახლა იმაზე უკეთესი ბიბლია მაქვს, ვიდრე მანამდე მქონდა!“

60 წელზე მეტი ხნის წინ, როდესაც ინგლისურ ენაზე „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ პირველი ნაწილის გამოცემა გამოცხადდა ქალაქ ნიუ-იორკში ჩატარებულ კონგრესზე, დამსწრეებს მოუწოდეს: „თავიდან ბოლომდე წაიკითხეთ ბიბლია, გამოიკვლიეთ ის ... სხვებსაც მიეცით“. სწორედ ამიტომ, იეჰოვას მოწმეებმა დღეისათვის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ 175-ზე მეტი ეგზემპლარი დაბეჭდეს. გარდა ამისა, დღეს თქვენ შეგიძლიათ დაახლოებით 50 ენაზე წაიკითხოთ ბიბლია ონლაინში.