არჩეულ მასალაზე გადასვლა

ანიმაციური ფილმები გულს უთბობს ჩვენს პატარებს

ანიმაციური ფილმები გულს უთბობს ჩვენს პატარებს

„თითქოს იეჰოვამ ჩვენს გულში ჩაიხედა“, — ასეთი სიტყვები თქვა ერთმა მალაიზიელმა მამამ მულტსერიალის „დაუმეგობრდი იეჰოვას“ შესახებ.

მას შემდეგ, რაც ამ მულტსერიალის პირველი სერიები გამოვიდა, იეჰოვას მოწმეებმა მათესა და მის ოჯახზე კიდევ ბევრი სერია გადაიღეს. მათი ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე jw.org. ეს მულტსერიალი ბავშვებს ბიბლიური პრინციპების გამოყენებას ასწავლის და მათ ზნეობრივ ფასეულობებს უნერგავს. ისინი სწავლობენ, მაგალითად, რატომაა არასწორი ქურდობა, როგორ შეუძლიათ ილოცონ და სხვა.

ამ მულტსერიალის პირველი სერიები უკვე 131 ენაზეა ხელმისაწვდომი. ასე რომ, მთელ მსოფლიოში ბავშვებს შეუძლიათ საკუთარ ენაზე უყურონ ამ ვიდეორგოლებს.

მრავალი სიხარულით ეხმაურება

ხუთი შვილის დედა ამბობს: «ერთი კვირის წინ მივიღეთ DVD „უსმინე, იყავი მორჩილი და მიიღე კურთხევები“ და უკვე 50-ჯერ ვუყურეთ».

12 წლის მილეს, რომელიც ინგლისში ცხოვრობს, 15 წლის ძმა ჰყავს. მას ტომასი ჰქვია. ტომასს დაუნის სინდრომი აქვს. აი, რა მოგვწერა მილემ: „ტომასმა მათეს ვიდეოები თავის აიპადში ჩაწერა, რომ სკოლაში მეგობრებს აჩვენოს. მას ძალიან უყვარს სიმღერები და ისეთი გრძნობებით მღერის, რომ ერთხელ, ერთი ჩვენი და აატირა“.

ევამ, რომელიც როგორც თვითონ ამბობს, 8 წლის, 9 თვის და 25 დღისაა, შემდეგი სიტყვები მოიწერა: „მათე და მისი და ძალიან კარგი მასწავლებლები არიან“.

მიქაილამ კი მოგვწერა: «მე ექვსი წლის ვარ. მადლობა DVD-თვის „უსმინე, იყავი მორჩილი და მიიღე კურთხევები“. ის მასწავლის, რომ მშობლებს მოვუსმინო, რადგან ამით იეჰოვას გულს გავახარებ».

ღრმა შინაარსი

ერთმა ახალგაზრდა მულტიპლიკატორმა, რომელიც არ არის იეჰოვას მოწმე, უყურა ანიმაციას „ქურდობა არ შეიძლება“. ნანახმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, განსაკუთრებით როდესაც გაიგო, რომ ამ ვიდეოს შექმნაზე სულ რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი მუშაობდა. აი, რას ამბობს ის: ბევრს ვიცნობ, ვინც დიდ თუ პატარა ანიმაციურ სტუდიებში მუშაობს. არაერთხელ მიფიქრია, რა სასიამოვნო იქნებოდა მათთან ერთად მუშაობა. მაგრამ მათი ნამუშევარი რამდენიმე საათით თუ გაამხიარულებს მაყურებელს და სულ ეს არის. თქვენ მიერ შექმნილი ანიმაციები კი ბავშვებს ბევრ რამეს ასწავლის, მაგალითად სწორის არასწორისგან გარჩევას და, ამავდროულად, ბრძნული გადაწყვეტილებების მიღებაშიც ეხმარება. თქვენ დიდ საქმეს ემსახურებით, რადგან ის, რასაც თქვენ აკეთებთ, ხალხს ნამდვილად ადგება ცხოვრებაში“.

ალბათ ყველა მშობელი უსიტყვოდ დაეთანხმება ამ ახალგაზრდას. ერთი პატარა ბიჭუნას დედა შემდეგ სიტყვებს წერს: «როდესაც ჩემი სამი წლის ბიჭუნა, ქვინი, ვიდეოს „დაუმეგობრდი იეჰოვას“ უყურებდა, შემომხედა, თავისი პაწაწინა ხელი გულზე მიიდო და მითხრა: „დედიკო, ძალიან მომწონს ეს მულტფილმი“».