ფოტოგალერეა „უორიკი“ (2014 წლის სექტემბერი-დეკემბერი, ნაწილი 2)
ეს ფოტოგალერეა წარმოდგენას შეგიქმნით, თუ როგორი წარმატებით მიმდინარეობდა იეჰოვას მოწმეების მთავარი სამმართველოს ახალი კომპლექსის მშენებლობა 2014 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით.
2014 წლის 11 სექტემბერი (ავტოსადგომი სტუმრებისთვის)
ლითონის მასალა C საცხოვრებელი სახლის სახურავის კარკასისთვის.
2014 წლის 18 სექტემბერი (უორიკის სამშენებლო ობიექტი)
ხედი სამხრეთიდან; უკანა პლანზე მოჩანს ლურჯი ტბა, ხოლო წინა პლანზე ვხედავთ, როგორ სრულდება B საცხოვრებელი სახლისთვის საძირკვლის ჩასხმა. სამშენებლო ობიექტზე ერთდროულად 13 ამწე მუშაობს.
2014 წლის 26 სექტემბერი (ადმინისტრაციული შენობა)
ფოლადის შველერები და ძელები გამზადებულია კარკასის ასაწყობად. ასეთი ტიპის რკინის კონსტრუქციები დიდი და ფართე დარბაზების აშენების საშუალებას იძლევა; ამავე დროს, აჩქარებს პროექტის დასრულებას.
2014 წლის 9 ოქტომბერი (უორიკის სამშენებლო ობიექტი)
C საცხოვრებელი სახლის სახურავისთვის აგებული ლითონის კარკასი მეტალითა და წყალგაუმტარი მასალით იფარება. უკანა პლანზე ვხედავთ, როგორ აგებენ ნახევარგანიან სახურავის კარკასს.
2014 წლის 15 ოქტომბერი (ადმინისტრაციული შენობა)
კონტრაქტორები ფოლადის შველერებით აგებენ კარკასს. შენობის ამ ნაწილში განთავსდება სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო და სხვა სახის მომსახურებისთვის საჭირო განყოფილებები.
2014 წლის 15 ოქტომბერი (უორიკის სამშენებლო ობიექტი)
ძმას, რომელიც საკანალიზაციო ჭაში მუშაობს, საწმენდ ჯაგრისს აწვდიან.
2014 წლის 20 ოქტომბერი (უორიკის სამშენებლო ობიექტი)
საცდელი კედელი, რომელიც იმ მიზნით აიგო, რომ განესაზღვრათ, როგორი უნდა ყოფილიყო აგურისა და დუღაბის გამოყენების შედეგად კედლის ფასადი. ის აგრეთვე ნიმუშად გამოიყენებოდა ახალმოსული კალატოზებისთვის. მისი საჭიროება უკვე აღარ არის, ამიტომ შლიან.
2014 წლის 31 ოქტომბერი (საცხოვრებელი სახლი C)
ასაწყობი ტიპის სახურავის ერთ ნახევარს ამწეთი დებენ შენობაზე. სამკუთხა ფორმის სახურავი გაალამაზებს შენობის ფასადს.
2014 წლის 7 ნოემბერი (მომსახურების შენობა და ავტოსადგომი ბეთელელებისთვის)
ამწეთი ჩამოაქვთ 95 000 ლიტრიანი ავზი, რომელიც საწვავისთვისაა განკუთვნილი. მსგავსი ავზების მეშვეობით მოხდება ბოილერების საწვავით მომარაგება.
2014 წლის 12 ნოემბერი (საცხოვრებელი სახლი C)
ფოტოზე ნაჩვენებია შენობის სამხრეთ ფასადი. სურათის მარჯვენა კიდეში ჩანს ლურჯი ტბა. შენობის ფასადის გასალამაზებლად ხდება სხვადასხვა ფერის წინასწარ გამზადებული მასალის გამოყენება.
2014 წლის 21 ნოემბერი (მომსახურების შენობა და ავტოსადგომი ბეთელელებისთვის)
სანტექნიკოსი წყვილი ამონტაჟებს საკანალიზაციო მილებს, რის შემდეგაც ზედაპირზე ბეტონს დაასხამენ.
2014 წლის 28 ნოემბერი (ადმინისტრაციული შენობა)
მოხალისეები წმენდენ დათოვლილ სახურავს.
2014 წლის 1 დეკემბერი (მომსახურების შენობა და ავტოსადგომი ბეთელელებისთვის)
კიდევ ერთი სანტექნიკოსი წყვილი წყალგაყვანილობის სისტემის გეგმას ამოწმებს.
2014 წლის 10 დეკემბერი (მომსახურების შენობა და ავტოსადგომი ბეთელელებისთვის)
სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ხდება ბეტონის ყალიბების აწყობა და ბეტონის ჩასხმა. სურათის მარცხენა კიდეში ჩანს მშენებარე ადმინისტრაციული შენობა. მისი გარკვეული ნაწილი დაფარულია სპეციალური ბრეზენტით, რათა ხანძარდამცავი მასალისა და ჩასხმული ბეტონისთვის საჭირო ტემპერატურა იყოს შენარჩუნებული. ამგვარად სამუშაოები ზამთარშიც შეუფერხებლად მიმდინარეობს.
2014 წლის 12 დეკემბერი (საცხოვრებელი სახლი D)
კედლის პანელების დამაგრებამდე მშენებლები ორთქლგაუმტარი მასალით ფარავენ ბეტონის ფილებსა და სვეტებს.
2014 წლის 15 დეკემბერი (უორიკის სამშენებლო ობიექტი)
დასავლეთით ასეთი ხედია გადაშლილი. სურათის ბოლოში ჩანს საცხოვრებელი სახლები, ცენტრში კი, მარჯვენა მხარეს — თეთრი ფერის ადმინისტრაციული შენობა. დაახლოებით 100 ჰექტარი მიწიდან მშენებლობისთვის 20 პროცენტზე ნაკლები იქნა გამოყენებული, რაც საშუალებას გვაძლევს, ირგვლივ მდებარე ტყე ხელუხლებელი დავტოვოთ.
2014 წლის 15 დეკემბერი (უორიკის სამშენებლო ობიექტი)
აღმოსავლეთით ასეთი ხედი იშლება. წინა პლანზე ვხედავთ C და D საცხოვრებელ შენობებს. სრულდება სამუშაოები C საცხოვრებელი სახლის სამკუთხა სახურავზე, რომელზეც ლითონის პანელებს ამაგრებენ.
2014 წლის 25 დეკემბერი (საცხოვრებელი სახლი C)
დურგალი აგებს ლამინატს იმ ოთახში, რომელიც ნიმუშად გამოიყენება. წინასწარ მოწყობილი 4 ასეთი ოთახი ნიმუშად იქნება აღებული საცხოვრებელი სახლების ოთახების მოსაწყობად. სანიმუშო ოთახებისთვის წინასწარ არის შერჩეული საღებავი, ხალიჩა, ლამინატი, კაფელი და სამზარეულოს ინვენტარი.
2014 წლის 31 დეკემბერი (ადმინისტრაციული შენობა)
მშენებელი ხელით ასწორებს ბეტონის ზედაპირს, რათა იატაკს ისეთი დაქანება ჰქონდეს, რომ წყალი ჩასადინარში ადვილად ჩავიდეს.
2014 წლის 31 დეკემბერი (საცხოვრებელი სახლი C)
ტექნიკოსს, რომელიც 77 წლისაა, მრავალწვერიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი გაჰყავს. იმ დროისთვის, როცა ეს პროექტი დასრულდება, მთლიანობაში 32 კილომეტრი სიგრძის კაბელი იქნება გაყვანილი.