ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო
შაბათი, 12 აპრილი, 2025
წელიწადში ერთხელ იეჰოვას მოწმეები აღნიშნავენ იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს იმ მითითებისამებრ, რომელიც თავად მისცა თავის მიმდევრებს: „ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“ (ლუკა 22:19).
გულთბილად გიწვევთ ამ ღონისძიებაზე დასასწრებად.
ხშირად დასმული კითხვები
რამდენ ხანს გაგრძელდება შეხვედრა?
დაახლოებით ერთ საათს.
სად ჩატარდება?
ინფორმაციისთვის მიმართეთ იეჰოვას მოწმეებს.
დასწრება უფასოა?
დიახ. იეჰოვას მოწმეების შეხვედრებზე არ ხდება ფულის აკრეფა.
განსაზღვრულია დრესკოდი?
ამ ღონისძიებაზე დრესკოდი განსაზღვრული არ არის, მაგრამ იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, ბიბლიური რჩევის თანახმად მოკრძალებულად და ღირსეულად ჩაიცვან (1 ტიმოთე 2:9). არაა საჭირო, რომ ძვირადღირებული ან ოფიციალური ტანსაცმელი გეცვათ.
რა ხდება გახსენების საღამოზე?
შეხვედრა იწყება და მთავრდება სიმღერით და ლოცვით. ლოცვას წარმოთქვამს ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე. შეხვედრაზე მოისმენთ მოხსენებას, რომელიც შეგვახსენებს ქრისტეს სიკვდილის მნიშვნელობას. აგრეთვე გაიგებთ, როგორ შეუძლია უკეთესობისკენ შეცვალოს თქვენი ცხოვრება იმან, რაც ღმერთმა და იესომ გააკეთეს კაცობრიობისთვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატია „რატომ არ აღნიშნავენ იეჰოვას მოწმეები უფლის სერობას სხვა რელიგიების მსგავსად?“.
მომდევნო წლებში როდის ჩატარდება გახსენების საღამო?
2025: 12 აპრილი, შაბათი
2026: 2 აპრილი, ხუთშაბათი