არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

JW ბიბლიოთეკა

როგორ შეგიძლიათ დააყენოთ JW ბიბლიოთეკა, თუ წვდომა არ გაქვთ App Store — Windows-ზე

როგორ შეგიძლიათ დააყენოთ JW ბიბლიოთეკა, თუ წვდომა არ გაქვთ App Store — Windows-ზე

თუ Windows-ის მხარდაჭერის მქონე მოწყობილობაში Microsoft Store-დან ვერ აინსტალირებთ აპლიკაცია „JW ბიბლიოთეკას“, მაშინ მისი ჩამოტვირთვა შეგიძლიათ JW ბიბლიოთეკის Windows-ის საინსტალაციო ფაილების მეშვეობით.

შეიძლება საჭირო იყოს, რომ თქვენს მოწყობილობაში გააქტიუროთ აპლიკაციების სხვადასხვა წყაროდან ჩამოტვირთვის ფუნქცია. Settings-დან მოძებნეთ დეველოპერების პარამეტრები და გააქტიურეთ სხვადასხვა წყაროდან ჩამოტვირთვის ფუნქცია. შენიშვნა: Windows-ის სხვადასხვა ვერსიაზე შეიძლება გამოყენებული იყოს შემდეგი ორი სახის ტერმინი: Developer Mode ან Sideload apps.

ჩამოტვირთეთ და დააყენეთ Windows-ის საინსტალაციო ფაილები, რომლებიც განკუთვნილია აპლიკაციისთვის „JW ბიბლიოთეკა“.

  1. აირჩიეთ Download, რათა შეინახოთ საინსტალაციო ფაილები ადგილობრივ დისკზე.

  2. მარჯვენა ღილაკზე დაწკაპუნებით შედით zip-ფაილში და დააჭირეთ ფუნქციას „unzip“.

  3. გახსენით ფოლდერი, დააჭირეთ მარჯვენა ღილაკს Install.ps1-ს და აირჩიეთ Run with PowerShell.

  4. საჭიროების შემთხვევაში დაადასტურეთ სერტიფიკატის დაყენება.

  5. დაინსტალირების დასრულების შემდეგ გამოჩნდება დასტურის შეტყობინება.

დროდადრო შეამოწმეთ, არის თუ არა ხელმისაწვდომი აპლიკაციის განახლებული ვერსიები.

  1. გახსენით პარამეტრები JW ბიბლიოთეკაში, რომ შეამოწმოთ ამჟამად რომელი ვერსიაა დაყენებული თქვენს მოწყობილობაში.

  2. თუ პარამეტრებში გამოჩნდება, რომ თქვენს მოწყობილობაში დაყენებული აპლიკაციის ვერსია უფრო ძველია, ვიდრე ქვემოთ ნაჩვენები ვერსია, მაშინ მიჰყევით ზემოთ მოცემულ ინსტრუქციას და დააყენეთ ახალი ვერსია.

ვერსია: 14.3.45 (429479)