JW ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ხშირად დასმული კითხვები — JW ბიბლიოთეკა Android-ისთვის
JW ბიბლიოთეკა თავსებადია…
ანდროიდის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე მოწყობილობებთან, რომლებშიც ჩაწერილია სისტემის 7.0 ან უფრო ახალი ვერსია.
iOS-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე მოწყობილობებთან, რომლებშიც ჩაწერილია სისტემის 15.0 ან უფრო ახალი ვერსია.
macOS-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე მოწყობილობებთან M1 ან უფრო ახალი ჩიპით.
Windows-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე მოწყობილობებთან, რომლებშიც ჩაწერილია Windows 10-ის 1903 ან უფრო ახალი ვერსია.
JW ბიბლიოთეკამ გამართულად რომ იმუშაოს, დროდადრო, ჩვენ შეიძლება მოგვიწიოს მინიმალური მოთხოვნების გაზრდა. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ყოველთვის განაახლებთ თქვენი მოწყობილობის ოპერაციულ სისტემას. თუ შეუძლებელია მოწყობილობის განახლება, თქვენ მაინც შეძლებთ გარკვეული პერიოდის მანძილზე ამ აპლიკაციით სარგებლობას, თუმცა ვეღარ ისარგებლებთ უახლესი ფუნქციებით.
პერიოდულად დაემატება ახალი ენები. იმისთვის, რომ ნახოთ ხელმისაწვდომი ენების სია, გახსენით ენები.
„ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ შესავალში „ძირითადი ბიბლიური საკითხები“ (ქართულ ენაზე გამოცემულია ბროშურის სახით) მე-19 კითხვაში ბიბლიის წიგნები 8 ჯგუფადაა დაყოფილი; სწორედ ამიტომაა სანავიგაციო ეკრანზე ბიბლიის წიგნები განსხვავებული ფერებით მოცემული.
„სამეფოს სტრიქონობრივი თარგმანი“ თავსებადია მხოლოდ Android-ის 4.0 და სხვა უფრო ახალ ვერსიებთან.
მომავალში JW ბიბლიოთეკის ძირითადი ფუნქციები სხვადასხვა ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე ყველა მოწყობილობაში ერთნაირი იქნება. თუმცა ყოველი ოპერაციული სისტემისთვის განახლებული აპლიკაცია დამატებითი ფუნქციებით შეიძლება სხვადასხვა დროს გამოვიდეს.
დიახ. თქვენ შეგიძლიათ შეინახოთ თქვენი შენიშვნები, ტეგები, მონიშნული ტექსტები, რჩეულები და სანიშნები მარქაფ ფაილში. შემდეგ ამ ფაილის აღდგენა შეგიძლიათ იგივე ან სხვა მოწყობილობაში.
არა. ამჟამად თქვენი შენიშვნების, ტეგების, მონიშნული ტექსტების, რჩეულებისა და სანიშნების სინქრონიზაცია სხვა მოწყობილობაში შეუძლებელია.
პრობლემა: განახლების დაყენების შემდეგ შეიძლება გამოგიჩნდეთ შეტყობინება, რომ თქვენი შენიშვნები და მონიშვნები დაიკარგა.
გამოსავალი: აპლიკაციის შემდგომი განახლების დაყენების შემდეგ ეს პრობლემა გადაიჭრება. დააყენეთ განახლება და მიჰყევით მითითებებს, რომლებიც დაგეხმარებათ, აღადგინოთ თქვენი შენიშვნები და მონიშვნები.
შესაძლოა დახმარება გაგიწიოთ რომელიმე მეგობარმა, რომელიც კარგად ერკვევა JW ბიბლიოთეკის ფუნქციებში. თუ ასეთი ვერავინ იპოვეთ, მაშინ გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს უახლოეს ფილიალს.