არჩეულ მასალაზე გადასვლა

Moment/Robert D. Barnes via Getty Images

ᲕᲘᲜ ᲨᲔᲥᲛᲜᲐ?

კოლიბრის ენა

კოლიბრის ენა

 წლების წინ მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ ზედაპირული დაჭიმულობის ძალა ეხმარებოდა კოლიბრს, პატარა მილაკების მეშვეობით აეღო ნექტარი. სითხის მიღების ამ მეთოდს ისინი „კაპილარულ ქმედებას“ უწოდებდნენ. თუმცა მოგვიანებით აღმოაჩინეს, რომ კოლიბრი უფრო ეფექტიან მეთოდს იყენებს, რომელსაც მკვლევრებმა „სითხის დამწყვდევა“ უწოდეს.

 დაფიქრდით: კოლიბრის ენა ყვავილიდან ნექტრის აღებისას ორ ჰორიზონტალურ ნაწილად იყოფა ისე, რომ ორივე მხარეს წარმოიქმნება დახურული ღარები. თითოეული ღარის კიდეების გასწვრივ იქმნება ღრმულები. როცა სითხე ღრმულებში შედის, ენის კიდეები იშლება. ეს საშუალებას აძლევს კოლიბრს, შთანთქას ნექტარი, ნაცვლად იმისა, რომ მილაკით შეიწოვოს სითხე. ენის უკან გაწევის შემთხვევაში კი საპირისპირო ხდება — ღარები იხურება და ნექტარი შიგნით „მომწყვდეული“ რჩება.

 „მთელი ამ პროცესის განსახორციელებლად წამის მეათედზე ნაკლებია საჭირო. ენის წვერი არის დინამიური სითხის შესაკავებელი მოწყობილობა, რომელიც მკვეთრად იცვლის ფორმას სითხის შეწოვის და გამოდევნის პარალელურად”, – აღნიშნავს მკვლევართა ჯგუფი (ალეხანდრო რიკო-გევარა, ტაი-ჰსი ფანი და მარგარეტ რუბეგა).

 ენის კიდეები კომპლექსური ძალის ზემოქმედების საპასუხოდ იხსნება და იხურება, რაც ამ პაწაწინა არსებას ეხმარება, ნექტარი ყოველგვარი ძალდატანების გარეშე შეიწოვოს.

 მკვლევრები თვლიან, რომ კოლიბრის ენაზე დაკვირვებით მოპოვებული ინფორმაცია შეუძლიათ გამოიყენონ მედიცინაში, რობოტექნიკასა თუ სხვა სფეროებში. ამ ტექნიკის გამოყენება აგრეთვე შესაძლებელია დაღვრილი სითხის ან ზეთის მოსაწმენდ ხელსაწყოებში.

 იხილეთ კოლიბრის ენა

 რას ფიქრობთ? კოლიბრის ასეთი რთული აგებულების ენა ევოლუციის შედეგია თუ ეს შემოქმედის დამსახურებაა?

იხილეთ კოლიბრის ენა