არჩეულ მასალაზე გადასვლა

E+/IvanJekic via Getty Images

ᲕᲘᲜ ᲨᲔᲥᲛᲜᲐ?

ბაბუაწვერას მოფარფატე თესლები

ბაბუაწვერას მოფარფატე თესლები

 ბუნებაში ბაბუაწვერას თესლი ფრენის განსაკუთრებული უნარით გამოირჩევა. ქარის დროს ბაბუაწვერას ათობით თესლი ჰაერში იფანტება, რაც პარაშუტით დაშვების პროცესს მოგვაგონებს. ჰაერის ნაკადებში თესლმა შეიძლება კილომეტრი ან მეტიც კი იფრინოს. როგორ ახერხებს ბაბუაწვერას თესლი დიდი დროის მანძილზე ფრენას მიწაზე დავარდნის გარეშე? ამ თესლის შესწავლისას მეცნიერებმა ფრენის ახალი ფორმა აღმოაჩინეს, რომელიც პარაშუტის დაშვებასთან შედარებით ოთხჯერ უფრო ეფექტიანი და სტაბილურია.

 დაფიქრდით: თითოეული თესლი მიმაგრებულია ყუნწზე, ყუნწი კი — ქოჩრისმაგვარ ბუმბულებზე, ანუ პაპუსზე, რომელიც მთავარ როლს ასრულებს თესლის ფრენის პროცესში.

ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ თესლის მიწაზე დაცემის პროცესს ჰაერის წრიული ნაკადი ანელებს.

 პაპუსში გამავალი ჰაერი წარმოქმნის ჰაერის წრიულ ნაკადს და ქმნის დაბალი წნევის არეს, რაც თესლს ჰაერში იტაცებს და მიწაზე მისი დავარდნის პროცესს ანელებს.

 ყუნწზე ბუმბულების განლაგება ეხმარება პაპუსს, რომ ჰაერის გამტარი პარაშუტის მსგავსად შეძლოს ფრენა, თუმცა უფრო სტაბილურად. აღსანიშნავია, რომ პაპუსში სივრცის 90% ცარიელია, ამიტომ ის ძალიან მსუბუქია.

 მეცნიერებს სურთ, რომ ბაბუაწვერას თესლზე დაკვირვებით შექმნან ფრენის ეფექტიანი საშუალება და ეს პრინციპები გამოიყენონ, მაგალითად, პატარა ენერგოეფექტური დრონების შესაქმენლად. ამ დრონების გამოყენება მოხდება ჰაერის ხარისხის მონიტორინგისთვისა თუ სხვა მიზნების განსახორცილებლად.

 იხილეთ ბაბუაწვერას მოფარფატე თესლები.

 რას ფიქრობთ? ევოლუციის შედეგად განუვითარდა ბაბუაწვერას თესლს ფრენის ასეთი გასაოცარი უნარი, თუ ეს შემოქმედის დამსახურებაა?