არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘ 4

ბიბლიური მუხლების სათანადოდ წარდგენა

ბიბლიური მუხლების სათანადოდ წარდგენა

მათე 22:41—45

ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲐᲖᲠᲘ: ბიბლიური მუხლის წაკითხვამდე შეამზადე მსმენელი.

ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲐᲙᲔᲗᲝ:

  • დაფიქრდი, რატომ კითხულობ კონკრეტულ ბიბლიურ მუხლს. ისე წარადგინე თითოეული ბიბლიური მუხლი, რომ მსმენელმა ყურადღება იმ აზრზე გაამახვილოს, რომლის ხაზგასმაც გინდა.

  • მიმართე ბიბლიას, როგორც ავტორიტეტულ წყაროს. როცა მორწმუნეებს ესაუბრები, ყურადღება გაამახვილე ბიბლიაზე, როგორც „ღვთის სიტყვაზე“. ამგვარად დაანახვებ მათ, რომ ბიბლია აღმატებული სიბრძნის წყაროა.

  • აღძარი ინტერესი ბიბლიური მუხლის მიმართ. დასვი კითხვა, რომელზეც ბიბლიური მუხლი პასუხობს, წამოჭერი პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ეს მუხლი გვეხმარება ან მოიყვანე პრინციპი, რომლის გაგებაც ამ ბიბლიური მონაკვეთის მეშვეობით არის შესაძლებელი.