არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘ 15

დამაჯერებლობა

დამაჯერებლობა

1 თესალონიკელები 1:5

ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲐᲖᲠᲘ: დაანახვე მსმენელს, რომ მტკიცედ ხარ დარწმუნებული შენი ნათქვამის სიმართლესა და მნიშვნელოვნებაში.

ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲐᲙᲔᲗᲝ:

  • გულდასმით მოემზადე. კარგად შეისწავლე მასალა, რათა უკეთ გაიგო საკითხი და შეძლო მისი ბიბლიური მუხლებით დამტკიცება. შეეცადე, მთავარი აზრები რამდენიმე მარტივი სიტყვით გადმოსცე. დაფიქრდი, როგორ დაეხმარება ეს ინფორმაცია მსმენელს. ილოცე წმინდა სულისთვის.

  • გამოიყენე დამაჯერებლობის გამომხატველი სიტყვები. ნაცვლად იმისა, რომ სიტყვასიტყვით გაიმეორო მოცემული მასალა, აზრები ისე ჩამოაყალიბე, რომ მათში დამაჯერებლობა იგრძნობოდეს.

  • იყავი მტკიცე და გულწრფელი. ილაპარაკე სათანადო სიმაღლის ხმით. თუ უხერხული არ არის, შეინარჩუნე მხედველობითი კონტაქტი მსმენელთან.