არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

30-ე გაკვეთილი

გარდაცვლილებს სიცოცხლე დაუბრუნდებათ!

გარდაცვლილებს სიცოცხლე დაუბრუნდებათ!

საყვარელი ადამიანის სიკვდილი უდიდეს ტკივილს გვაყენებს. სწორედ ამიტომ ეწოდება ბიბლიაში სიკვდილს „მტერი“ (1 კორინთელები 15:26). როგორც 27-ე გაკვეთილიდან გავიგეთ, იეჰოვა ბოლოს მოუღებს სიკვდილს. მაგრამ რისი თქმა შეიძლება გარდაცვლილებზე? ამ გაკვეთილიდან შეიტყობთ ღვთის კიდევ ერთი გასაოცარი დანაპირების შესახებ: იგი მილიარდობით ადამიანს აღადგენს მკვდრეთით, რათა მარადიულად გაიხარონ ცხოვრებით! თუმცა შეიძლება დაგაინტერესოთ: ნუთუ ეს მართლა შესაძლებელია?! სად აღდგებიან მკვდრები — ზეცაში თუ დედამიწაზე?

1. რა სურს იეჰოვას?

იეჰოვას ძალიან უნდა, სიცოცხლე დაუბრუნოს გარდაცვლილებს. ღვთის ერთგული მსახური იობი დარწმუნებული იყო, რომ ღმერთი სიკვდილის შემდეგაც არ დაივიწყებდა მას. იობმა ასეთი რამ უთხრა ღმერთს: „დამიძახებ და მეც გიპასუხებ [სამარიდან]“ (წაიკითხეთ იობის 14:13—15).

2. საიდან ვიცით, რომ მკვდრეთით აღდგომა შესაძლებელია?

როდესაც იესო დედამიწაზე ცხოვრობდა, ღმერთმა მას ძალა მისცა, აღედგინა მკვდრები. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იესომ 12 წლის გოგონა და ერთი ქვრივის ვაჟი აღადგინა მკვდრეთით (მარკოზი 5:41, 42; ლუკა 7:12—15). იესომ თავის მეგობარ ლაზარესაც დაუბრუნა სიცოცხლე. ის უკვე ოთხი დღე სამარხში ესვენა. მის სამარხთან მდგომმა იესომ ჯერ ლოცვით მიმართა ღმერთს, შემდეგ კი დაიძახა: „ლაზარე, გამოდი!“ და „კაცი, რომელიც მკვდარი იყო, . . გამოვიდა“ (იოანე 11:43, 44). წარმოიდგინეთ, როგორი გახარებული იქნებოდნენ ლაზარეს ოჯახის წევრები და მეგობრები.

3. რა იმედი არსებობს გარდაცვლილთათვის?

ბიბლია გვპირდება, რომ „იქნება მკვდრეთით აღდგომა“ (საქმეები 24:15). ისინი, ვინც იესომ აღადგინა მკვდრეთით, ზეცაში არ წასულან (იოანე 3:13). მან ეს ადამიანები დედამიწაზე საცხოვრებლად აღადგინა, რისთვისაც უზომოდ მადლიერნი იყვნენ. მალე იესო მილიარდობით ადამიანს სიცოცხლეს დაუბრუნებს, რათა მარადიულად გაიხარონ ცხოვრებით სამოთხედქცეულ დედამიწაზე. მან თქვა, რომ „ყველა, ვინც სამარხშია . . . აღდგება“. ღმერთს არც ისინი დაავიწყდება, ვინც შესაძლოა აღარავის ახსოვს (იოანე 5:28, 29).

გაიღრმავეთ ცოდნა

ქვემოთ შეიტყობთ, კიდევ რა გვარწმუნებს, რომ იესოს მკვდრების აღდგენის ძალა შესწევს და, რომ მომავალში ამას ნამდვილად გააკეთებს. გაიგებთ იმასაც, თუ რატომაა მანუგეშებელი და დამაიმედებელი იმის ცოდნა, რომ მკვდრები აღდგებიან.

4. იესომ დაამტკიცა, რომ მკვდრების აღდგენის ძალა შესწევს

წაიკითხეთ იოანეს 11:14, 38—44 და გაიგეთ მეტი ლაზარეს მკვდრეთით აღდგომის შესახებ. შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • საიდან ვიცით, რომ ლაზარე ნამდვილად მკვდარი იყო? (იხილეთ 39-ე მუხლი)

  • ლაზარე რომ ზეცაში წასულიყო, დააბრუნებდა მას იესო დედამიწაზე საცხოვრებლად?

ნახეთ ვიდეო.

5. მილიარდობით ადამიანს დაუბრუნდება სიცოცხლე

წაიკითხეთ ფსალმუნის 37:29 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • სად იცხოვრებენ მკვდრეთით აღდგენილები?

იესო მხოლოდ მათ არ დაუბრუნებს სიცოცხლეს, ვინც იეჰოვას სცემდა თაყვანს. წაიკითხეთ საქმეების 24:15 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • ვისთან შეხვედრას ელით ყველაზე მეტად?

იესოს ისევე ადვილად შეუძლია მკვდრების აღდგენა, როგორც მშობელს შვილის გაღვიძება.

6. გვანუგეშებს და გვაიმედებს იმის ცოდნა, რომ მკვდრეთით აღდგომა იქნება

ბიბლიაში მოთხრობილია ერთი მამაკაცის, იაიროსის, ქალიშვილის მკვდრეთით აღდგენის ამბავი. ამ შემთხვევამ ბევრი მგლოვიარე ანუგეშა და დააიმედა. წაიკითხეთ ლუკას 8:40—42, 49—56.

ვიდრე გოგონას აღადგენდა, იესომ მამამისს, იაიროსს, უთხრა: „ნუ გეშინია, მხოლოდ გწამდეს“ (იხილეთ 50-ე მუხლი). როგორ ანუგეშებს ადამიანს აღდგომის იმედი, თუკი . . .

  • საყვარელი ადამიანი გამოეცლება ხელიდან?

  • მის სიცოცხლეს შეექმნება საფრთხე?

ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • როგორ ანუგეშა და როგორ შემატა მხნეობა ფელისიტის მშობლებს აღდგომის იმედმა?

ვინმემ შეიძლება გითხრათ: „მკვდრეთით აღდგომა დაუჯერებლად ჟღერს“.

  • თქვენ რას ფიქრობთ?

  • რომელ ბიბლიურ მუხლს გამოიყენებთ იმის ასახსნელად, რომ მკვდრეთით აღდგომა ნამდვილად იქნება?

შეჯამება:

ღმერთი თავის სიტყვაში გვპირდება, რომ მილიარდობით ადამიანს აღადგენს მკვდრეთით. იეჰოვას სურს, რომ გარდაცვლილებმა კვლავ იცოცხლონ, ამიტომ მან იესოს მკვდრეთით აღდგენის ძალა მისცა.

გასამეორებელი კითხვები:

  • რა სურთ იეჰოვასა და იესოს? ახსენით.

  • სად აღდგებიან მკვდრები — ზეცაში თუ დედამიწაზე? ახსენით.

  • რა გარწმუნებთ, რომ კვლავ შეხვდებით გარდაცვლილ ახლობლებს?

მიზანი:

გაიგეთ მეტი:

გაიგეთ, რისი გაკეთება შეუძლიათ მგლოვიარეებს მდგომარეობის შესამსუბუქებლად.

„რა შეუმსუბუქებს მგლოვიარეებს მდგომარეობას?“ („გამოიღვიძეთ!“, №3, 2018)

შეუძლია ბიბლიურ რჩევებს მგლოვიარეთა დახმარება?

„რა შეუმსუბუქებს მგლოვიარეებს მდგომარეობას?“ (5:06)

როგორ დავეხმაროთ ბავშვებს, როცა საყვარელი ადამიანი უკვდებათ?

„გამოსასყიდი“ (2:07)

აღდგება ვინმე ზეცაში საცხოვრებლად? ვინ არ აღდგება?

„რა არის მკვდრეთით აღდგომა?“ (სტატია ვებგვერდზე)