ᲛᲝᲬᲐᲤᲔᲔᲑᲘᲡ ᲛᲝᲛᲖᲐᲓᲔᲑᲐ
ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘ 12
გულწრფელად თქვი სათქმელი
ბიბლიური პრინციპი: „ზეთი და საკმეველიც ახალისებს გულს და გულწრფელი რჩევის მომცემი კარგი მეგობარიც“ (იგავ. 27:9).
იესოს მაგალითი
1) უყურე ᲕᲘᲓᲔᲝᲡ ან წაიკითხე მარკოზის 10:17—22 და დაფიქრდი:
რას ვსწავლობთ იესოსგან
2) თუ გვინდა, შემსწავლელს დავეხმაროთ სულიერ ზრდაში, სათქმელი გულწრფელად, თუმცა რბილად და ტაქტიანად უნდა ვუთხრათ.
მიჰბაძე იესოს
3) დაეხმარე შემსწავლელს მიზნების დასახვასა და მიღწევაში.
-
ა) გამოიყენე წიგნის „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“ თითოეული გაკვეთილის ბოლოს მოცემული ჩარჩო „დავალება/მიზანი“.
-
ბ) დაანახვე შემსწავლელს, რა ნაბიჯები უნდა გადადგას დიდი თუ პატარა მიზნების მისაღწევად.
4) გაიგე, რა უშლის შემსწავლელს ხელს წინსვლაში და დაეხმარე.
-
ა) თუ შემსწავლელი არ დგამს ნათლობისკენ ნაბიჯებს, დაფიქრდი:
-
რა უშლის ხელს?
-
როგორ შეგიძლია დაეხმარო?
-
-
ბ) ლოცვაში სთხოვე იეჰოვას, გაბედულება შეგმატოს, რომ გულახდილად და რბილად აუხსნა შემსწავლელს, როგორ უნდა მოიქცეს.
5) შეწყვიტე შესწავლა, თუ შემსწავლელი სულიერად წინ არ მიიწევს.
-
ა) იმის გასაგებად ღირს თუ არა შესწავლის გაგრძელება, დაფიქრდი:
-
ცდილობს, ნასწავლის თანახმად იცხოვროს?
-
ესწრება კრების შეხვედრებს და უზიარებს სხვებს ნასწავლს?
-
ნამდვილად სურს, იეჰოვას მოწმე გახდეს, მით უმეტეს, თუ უკვე დიდი ხანია ბიბლიას სწავლობს?
-
-
ბ) თუ ხედავ, რომ შემსწავლელი არ ცდილობს, სულიერად წინ წაიწიოს, . .
-
სთხოვე, დაფიქრდეს, რა უშლის ხელს.
-
ტაქტიანად აუხსენი, რატომ წყვეტ შესწავლას.
-
აუხსენი, რა ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ განაახლოთ შესწავლა.
-