არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რჩევა

რჩევა

რჩევის მიღება

რატომ უნდა დავინტერესდეთ ბიბლიის თვალსაზრისით?

რატომ სჯობს რჩევის მიღება თავის მართლებას?

იგ. 12:15; 29:1

იხილეთ აგრეთვე იგ. 1:23—31; 15:31.

  • ბიბლიური მაგალითები:

    • 1სმ. 15:3, 9—23 — როცა წინასწარმეტყველმა სამუელმა მეფე საულს შეცდომაზე მიუთითა, მან თავის მართლება დაიწყო და უგულებელყო რჩევა. ამის გამო იეჰოვამ უარყო ის.

    • 2მტ. 25:14—16, 27 — როცა იეჰოვას წინასწარმეტყველმა ცოდვაში ამხილა მეფე ამაცია, მან ყური არ ათხოვა მას, რის გამოც იეჰოვამ ზურგი აქცია.

როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს პასუხისმგებელი ძმების მიმართ, რომლებიც რჩევებს გვაძლევენ?

1თს. 5:12; 1ტმ. 5:17; ებ. 13:7, 17

  • ბიბლიური მაგალითი:

    • 3ინ. 9, 10 — ხანდაზმულმა მოციქულმა იოანემ დიოტრეფე პასუხისმგებელი ძმების მიმართ უპატივცემულობაში ამხილა.

რატომ უნდა მოვუსმინოთ უფროსი ასაკის თანაქრისტიანების რჩევებს?

ლვ. 19:32; იგ. 16:31

იხილეთ აგრეთვე იობ. 12:12; 32:7; ტიტ. 2:3—5.

  • ბიბლიური მაგალითები:

    • 1სმ. 19:2, 3; 23:16—18 — დავითი განამტკიცა მასზე დაახლოებით 30 წლით უფროსი მეგობრის, იონათანის, რჩევამ.

    • 1მფ. 12:1—17 — რობოამმა უგულებელყო უხუცესების გონივრული რჩევა და თანატოლების უგუნური აზრი გაითვალისწინა, რის გამოც სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა.

რა ცხადყოფს იმას, რომ ქრისტიან ქალებს და იეჰოვას ახალგაზრდა მსახურებსაც შეუძლიათ სხვებისთვის კარგი რჩევის მიცემა?

იობ. 32:6, 9, 10; იგ. 31:1, 10, 26; ეკ. 4:13

იხილეთ აგრეთვე ფს. 119:100.

  • ბიბლიური მაგალითები:

    • 1სმ. 25:14—35 — აბიგაილის რჩევამ დავითი უდანაშაულო ადამიანების სისხლის ღვრისგან შეაკავა.

    • 2სმ. 20:15—22 — ერთი გონიერი ქალის რჩევამ მთელი ქალაქი გადაარჩინა განადგურებას.

    • 2მფ. 5:1—14 — პატარა ებრაელი გოგონას რჩევის წყალობით მამაცი მებრძოლი კეთრისგან განიკურნა.

რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად, როცა რჩევას ისინი გვაძლევენ, ვინც პატივს არ სცემენ იეჰოვას და არად აგდებენ მის სიტყვას?

ფს. 1:1; იგ. 4:14

იხილეთ აგრეთვე ლკ. 6:39.

  • ბიბლიური მაგალითები:

    • 1მტ. 10:13, 14 — მეფე საული იეჰოვას კი არა, სულების გამომძახებელს დაეკითხა. საბოლოოდ, ის ორგულობის გამო მოკვდა.

    • 2მტ. 22:2—5, 9 — მეფე ახაზიამ ბოროტი ადამიანები გაიხადა მრჩევლებად, რაც საბოლოოდ მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

    • იობ. 21:7, 14—16 — იობი არ იზიარებდა მათ შეხედულებებს, ვინც პატივს არ სცემდა იეჰოვას.

რჩევის მიცემა

რატომ იქნება კარგი, თუ ვინმესთვის რჩევის მიცემამდე სიტუაციაში ბოლომდე გავერკვევით და ორივე მხარეს მოვუსმენთ?

იგ. 18:13, 17

იხილეთ აგრეთვე იგ. 25:8.

  • ბიბლიური მაგალითები:

    • 1სმ. 1:9—16 — მღვდელმთავარმა ელიმ ნაჩქარევად დაასკვნა, რომ ხანა მთვრალი იყო და უხეშად მისცა რჩევა.

    • მთ. 16:21—23 — მოციქულმა პეტრემ გაუაზრებლად ისეთი რჩევა მისცა იესოს, რომელიც იეჰოვას ნებას ეწინააღმდეგებოდა და სატანის წისქვილზე ასხამდა წყალს.

რატომ უნდა ვთხოვოთ იეჰოვას ხელმძღვანელობა ვინმესთვის რჩევის მიცემამდე?

ფს. 32:8; 73:23, 24; იგ. 3:5, 6

  • ბიბლიური მაგალითები:

    • გმ. 3:13—18 — მოსემ ხელმძღვანელობისთვის იეჰოვას მიმართა, რათა მზად ყოფილიყო იმ კითხვებისთვის, რომლებიც შეიძლება ისრაელებს გასჩენოდათ.

    • 1მფ. 3:5—12 — ახალგაზრდა მეფე სოლომონი საკუთარ თავს არ დაენდო და სიბრძნე იეჰოვას სთხოვა, რის გამოც აკურთხა ღმერთმა.

რატომ არის მნიშვნელოვანი, ჩვენი რჩევები ღვთის სიტყვას ეფუძნებოდეს?

ფს. 119:24, 105; იგ. 19:21; 2ტმ. 3:16, 17

იხილეთ აგრეთვე კნ. 17:18—20.

  • ბიბლიური მაგალითები:

    • მთ. 4:1—11 — იესო საკუთარ სიბრძნეს არ დაენდო და ღვთის სიტყვიდან უპასუხა სატანას, რომელიც მის ცდუნებას შეეცადა.

    • ინ. 12:49, 50 — იესო რასაც ასწავლიდა, ყველაფერი მამისგან ჰქონდა ნასწავლი, რითაც კარგი მაგალითი დაგვიტოვა.

რატომ უნდა გამოვავლინოთ რბილი ხასიათი რჩევის მიცემისას და, თუ შესაძლებელია, საქებარი სიტყვებიც არ დავიშუროთ?

გლ. 6:1; კლ. 3:12

იხილეთ აგრეთვე ეს. 9:6; 42:1—3; მთ. 11:28, 29.

  • ბიბლიური მაგალითები:

    • 2მტ. 19:2, 3 — იეჰოვამ წინასწარმეტყველის მეშვეობით შეაგონა მეფე იეჰოშაფატი, თუმცა შეაქო კიდეც კარგი საქმეებისთვის.

    • გმც. 2:1—4, 8, 9, 12—14, 18—20 — რჩევის მიცემამდე იესომ შეაქო კრებები.

დავუშვათ, თანაქრისტიანი შემოგვჩივის, რომ რომელიმე დამ ან ძმამ ცილი დასწამა ან თაღლითურად მოექცა, რატომ უნდა ვურჩიოთ, რომ ერთი ერთზე დაელაპარაკოს მას?

მთ. 18:15—17; ლკ. 17:3

იხილეთ აგრეთვე ლვ. 19:17.

თუ თანაქრისტიანი თავს უსამართლობის მსხვერპლად მიიჩნევს, როგორ უნდა წავახალისოთ ის, რომ მოთმინება, გულმოწყალება და მიმტევებლობა გამოავლინოს?

მთ. 18:21, 22; მრ. 11:25; ლკ. 6:36; ეფ. 4:32; კლ. 3:13

იხილეთ აგრეთვე მთ. 6:14; 1კრ. 6:1—8; 1პტ. 3:8, 9.

  • ბიბლიური მაგალითი:

    • მთ. 18:23—35 — იესოს მიერ მოყვანილი იგავიდან კარგად ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია, მიმტევებლები ვიყოთ.

რატომ უნდა ვიყოთ პრინციპულები რჩევის მიცემის დროს, როცა საქმე იეჰოვას ნორმებს ეხება?

ფს. 141:5; იგ. 17:10; 2კრ. 7:8—11

  • ბიბლიური მაგალითები:

    • 1სმ. 15:23—29 — წინასწარმეტყველი სამუელი არ შეუშინდა მეფე საულს და პირდაპირ უთხრა სათქმელი.

    • 1მფ. 22:19—28 — მეფე ახაბის მუქარისა და სასტიკი მოპყრობის მიუხედავად წინასწარმეტყველმა მიქაიამ არ შეარბილა სათქმელი.

როგორ მივცეთ სხვას რჩევა ისე, რომ არ დავაბრკოლოთ?

ებ. 12:11—13

  • ბიბლიური მაგალითები:

    • ლკ. 22:31—34 — იესოს ეჭვი არ ეპარებოდა იმაში, რომ მოციქული პეტრე დაშვებულ შეცდომებს გამოასწორებდა და სხვების განმტკიცებას შეძლებდა.

    • ფლმ. 21 — მოციქულ პავლეს სჯეროდა, რომ ფილიმონი გაითვალისწინებდა მიღებულ რჩევას.

როგორ გამოვიჩინოთ სიკეთე, როცა დამწუხრებულ თანაქრისტიანს რჩევას ვაძლევთ?

როგორ დავანახვოთ შემცოდველს, რომ გვსურს, დავეხმაროთ, დაუბრუნდეს იეჰოვას და აღადგინოს მასთან ურთიერთობა?

როგორ უნდა გამოვიჩინოთ რჩევის მიცემის დროს პატივისცემა ნებისმიერი ადამიანის მიმართ?

თუ ქრისტიანი არაერთი რჩევის მიუხედავად აგრძელებს არასწორად მოქცევას, რატომ მართებთ უხუცესებს უფრო მეტი სიმტკიცის გამოვლენა?