არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

John Moore/Getty Images

ჯანდაცვა — რას მოიმოქმედებს ღვთის სამეფო?

ჯანდაცვა — რას მოიმოქმედებს ღვთის სამეფო?

 „მართალია, კორონავირუსი აღარ წარმოადგენს გლობალური ჯანდაცვისთვის კრიტიკულ საფრთხეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საშიშროება აღარ არსებობს . . . ჩვენ მზად უნდა დავხვდეთ მომდევნო ეპიდემიას“ (ჯანმოს გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი, 22 მაისი, 2023).

 უამრავი ადამიანი დღემდე ებრძვის კორონავირუსის შედეგად გამოწვეული ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს. შეძლებენ ხელისუფლებები და ჯანდაცვის ორგანიზაციები, მზად დახვდნენ მომდევნო პანდემიას ან ჩვენ დაგვეხმარონ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სირთულეების მოგვარებაში?

 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ არსებობს მთავრობა, რომელიც ჯანდაცვის პრობლემებს მოაგვარებს. ბიბლიაში ნათქვამია: „ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს“ ანუ ხელისუფლებას (დანიელი 2:44). ამ მთავრობის მმართველობის დროს „არცერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ესაია 33:24). მაშინ ყველა გაიხარებს შესანიშნავი ჯანმრთელობით და ყველას ახალგაზრდული ენერგია ექნება (იობი 33:25).