ᲘᲤᲮᲘᲖᲚᲔᲗ!
სად გაქრა ურთიერთპატივისცემა?
უპატივცემულობას ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით. პაციენტები ექიმებს ეუხეშებიან და უყვირიან. რესტორნის მომხმარებლები პერსონალს უპატივცემულოდ ეპყრობიან. მგზავრები ბორტგამცილებლებს აყენებენ შეურაცხყოფას. ბავშვები დასცინიან, ემუქრებიან და თავს ესხმიან მასწავლებლებს. ზოგი პოლიტიკოსი სკანდალში ეხვევა თავისი საქციელის გამო, ზოგი კი ცდილობს თავი სხვებს ისე მოაჩვენოს, თითქოს ყველას პატივისცემით ეპყრობა.
ბიბლიიდან ნათლად ვხედავთ, რას ნიშნავს პატივისცემით მოვექცეთ სხვებს. ის იმასაც გვიხსნის, თუ რატომ იკლო დღეს ადამიანებში ურთიერთპატივისცემამ.
სად გაქრა ურთიერთპატივისცემა?
მართალია პატივისცემა და თავაზიანობა კარგ და სასიამოვნო ჟესტად ითვლება, მაგრამ დღეს ძალიან ცოტა ადამიანი ავლენს სხვების მიმართ ასეთ კარგ მანერებს.
შეერთებულ შტატებში ბოლო დროს ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ ამერიკელების აზრით, ბოლო 22 წლის მანძილზე, მორალური ფასეულობები ასეთ დაბალ დონეზე არასდროს ყოფილა.
ერთ-ერთ გამოკითხვაში, რომელშიც 28 ქვეყნიდან 32 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, გამოკითხულთა 65-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ დღეს ადამიანები ისეთ უპატივცემულობას ავლენენ ერთმანეთის მიმართ, როგორც არასდროს.
ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ადამიანებს ერთმანეთის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება ექნებოდათ.
„ბოლო დღეებში მძიმე და ძნელად ასატანი დრო დადგება. ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, მოტრაბახეები, ამპარტავნები, ღვთისმგმობელები, მშობლების ურჩები, უმადურები, . . თავშეუკავებლები [და] სასტიკები“ (2 ტიმოთე 3:1–3).
წაიკითხეთ სტატია „იწინასწარმეტყველა ბიბლიამ, თუ როგორ იაზროვნებდნენ და მოიქცეოდნენ ადამიანები დღეს?“ და გაიგეთ, როგორ სრულდება ეს წინასწარმეტყველება.
ბიბლია პატივისცემის გამოხატვას გვასწავლის
მიუხედავად იმისა, რომ დღეს უპატივცემულობის გამოხატვა ადამიანებისთვის ჩვეული რამაა, ბევრს ბიბლიური პრინციპები ეხმარება, სხვების მიმართ პატივისცემით განეწყონ. ეს პრინციპები „სანდოა . . . ახლაც და მარადიულადაც“ (ფსალმუნი 111:8). მოვიყვანოთ ორი მაგალითი:
ბიბლიაში წერია: „ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7:12).
მნიშვნელობა: ყველას გვსურს, რომ კეთილად და პატივისცემით გვეპყრობოდნენ, ამიტომ ჩვენც მსგავსად უნდა მოვექცეთ სხვებს.
ბიბლიაში წერია: „ამიტომ, რადგან უკვე მოიშორეთ სიცრუე, თითოეულმა თქვენგანმა მოყვასს სიმართლე ელაპარაკოს“ (ეფესოელები 4:25).
მნიშვნელობა: ჩვენს საუბარსა და საქციელში პატივისცემა უნდა ჩანდეს.
თუ ამ საკითხზე მეტის გაგება გსურთ, წაიკითხეთ:
ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ სათაურით:„სწორი და არასწორი – რა არის განმსაზღვრელი?“.
სტატია „ტოლერანტობა – როგორ გვეხმარება ბიბლია?.“