არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

Thai Liang Lim/E+ via Getty Images

ᲘᲤᲮᲘᲖᲚᲔᲗ!

რა გავლენას ახდენს სოციალური მედია თქვენს შვილებზე?

რა გავლენას ახდენს სოციალური მედია თქვენს შვილებზე?

 „ახალგაზრდებში მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებმა კატასტროფულად იმატა. ამაში კი სოციალურ მედიას დიდი წვლილი მიუძღვის“, – აცხადებს აშშ-ს მთავარი ქირურგი, ვივეკ მურტი („ნიუ–იორკ ტაიმზი“, 17 ივნისი, 2024).

 როგორ უნდა დაიცვან მშობლებმა შვილები სოციალური მედიის საფრთხისგან? ბიბლია პრაქტიკულ რჩევებს გვთავაზობს.

როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები?

 განვიხილოთ ორი ბიბლიური პრინციპი.

 „წინდახედული აკვირდება თავის ნაბიჯებს“ (იგავები 14:15).

 იმის გათვალისწინებით, თუ რა საფრთხეებს შეიცავს სოციალური მედია, კარგად დაფიქრდით, მისცემთ თუ არა შვილს მისით სარგებლობის უფლებას. თუ ნებას დართავთ ისარგებლოს სოციალური ქსელებით, დაფიქრდით შემდეგ კითხვებზეც: ძალიან ბევრ დროს ხომ არ დაუთმობს მას? როგორ ხალხთან ექნება ურთიერთობა? თუ შეუფერებელ მასალას წააწყდება, შეძლებს თავი აარიდოს მას?

 „გონივრულად გამოიყენეთ დრო“ (ეფესოელები 5:16).

 თუ ნებას რთავთ შვილს, ისარგებლოს სოციალური ქსელებით, კონკრეტული წესები დაუდგინეთ და აუხსენით, რომ ამას მისი უსაფრთხოებისთვის აკეთებთ. დააკვირდით, უარყოფითად ხომ არ მოქმედებს თქვენი შვილის ჩვევებზე სოციალური მედია? თუ ასეა, ეს იმის მიმანიშნებელია, რომ უფრო უნდა შეუზღუდოთ სოციალურ მედიასთან წვდომა.

  •   აყურებინეთ თქვენს შვილს ანიმაცია „ნუ გაებმები სოციალურ ქსელში!“, რაც დაეხმარება, უკეთ გაიგოს, რატომ არის საჭირო სიფრთხილე სოციალური ქსელებით სარგებლობისას.

გაიგეთ მეტი

 ბიბლია ჩვენს დროს „მძიმე და ძნელად ასატან დროს“ უწოდებს (2 ტიმოთე 3:1–5). თუმცა მასში არაერთი რჩევაა ჩაწერილი, რომლებიც დღევანდელ პრობლემებთან გამკლავებაში გვეხმარება. მაგალითად სტატიაში „მენტალური ჯანმრთელობის კრიზისი მოზარდებში — რას ამბობს ბიბლია?“ 20-ზე მეტი სტატიისა თუ ვიდეოს ბმულია მოცემული, რომლებშიც განიხილება ბიბლიური რჩევები. ეს მასალა განკუთვნილია როგორც შვილებისთვის, ისე მშობლებისთვის.