ᲘᲤᲮᲘᲖᲚᲔᲗ!
რატომ ვერ ამყარებს ხალხი მშვიდობას? რას ამბობს ბიბლია?
მსოფლიო ლიდერებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ვერ შეძლეს მშვიდობის დამყარება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არცერთ ქვეყანაში არ ყოფილა იმდენი ძალადობრივი კონფლიქტი, რამდენიც დღეს არის. დღესდღეობით დაახლოებით ორი მილიარდი ადამიანი — მსოფლიო მოსახლეობის მეოთხედი — კონფლიქტის ზონაში ცხოვრობს.
რატომ ვერ აღწევენ ადამიანები მშვიდობას? რას ამბობს ბიბლია?
სამი მიზეზი, რის გამოც ადამიანები მშვიდობას ვერ ამყარებენ
1) როგორც არ უნდა ეცადონ ადამიანები მშვიდობის დამყარებას, თავიანთი არასწორი დამოკიდებულებები მათ არ მისცემს ამის საშუალებას. ბიბლიაში ჩვენს დროსთან დაკავშირებით ნათქვამია: „ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, მოტრაბახეები, ამპარტავნები, . . ორგულები, . . ჯიუტები, . . თავშეუკავებლები, სასტიკები, . . თავნებები, გაყოყოჩებულები“ (2 ტიმოთე 3:2—4).
2) არც ცალკეულ პირებს და არც ჯგუფებს არ შესწევთ ძალა, თავიანთი შემოქმედის, იეჰოვას, a გარეშე გადაჭრან პრობლემები. როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, „კაცს საკუთარი ცხოვრების წარმართვა არ შეუძლია“ (იერემია 10:23).
3) დღეს მსოფლიოს ძლიერი და ბოროტი მმართველი ჰყავს — სატანა ეშმაკი. მას „შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო“ (გამოცხადება 12:9). ასე რომ, სანამ „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ხელშია“, ომები სულ იარსებებს (1 იოანე 5:19).
ვინ დაამყარებს მშვიდობას?
ბიბლია გვარწმუნებს, რომ მშვიდობა აუცილებლად დამყარდება, მაგრამ ამას ადამიანები კი არა, ღმერთი გააკეთებს.
„ვიცი, რასაც ვიზრახავ თქვენთვის, — ამბობს იეჰოვა, — მშვიდობას ვიზრახავ და არა უბედურებას; მინდა, რომ მომავლის იმედი გქონდეთ“ (იერემია 29:11).
როგორ შეასრულებს ღმერთი ამ დაპირებას? „მშვიდობის მომცემი ღმერთი მალე შემუსრავს სატანას“ (რომაელები 16:20). ღმერთი ზეციერი ხელისუფლების მეშვეობით, რომელსაც ბიბლია „ღვთის სამეფოს“ უწოდებს, მთელ მსოფლიოში დაამყარებს მშვიდობას (ლუკა 4:43). ამ სამეფოს მეფე, იესო ქრისტე, ადამიანებს ასწავლის, როგორ იცხოვრონ მშვიდობიანად (ესაია 9:6, 7).
დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით სტატიას „რას გააკეთებს ღვთის სამეფო?“.
a იეჰოვა ღვთის სახელია (ფსალმუნი 83:18).