არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

fcafotodigital/E+ via Getty Images

ვეგანური ცხოვრების წესი — რას ამბობს ბიბლია?

ვეგანური ცხოვრების წესი — რას ამბობს ბიბლია?

 მსოფლიოში ვეგანიზმის მიმართ ინტერესი დიდია.

  •   „ვეგანიზმი არის ფილოსოფია და ცხოვრების წესი, რომელიც მაქსიმალურად გამორიცხავს ცხოველების ექსპლუატაციას, სასტიკ მოპყრობას და მათ გამოყენებას კვებისთვის, ტანსაცმლის წარმოებისა თუ სხვა მიზნებისთვის“ („ვეგანთა საზოგადოება“).

 ვეგანური ცხოვრების წესს ადამიანი მხოლოდ ცხოველების დასაცავად კი არ ირჩევს, არამედ სურს, გაუფრთხილდეს გარემოს, იზრუნოს ჯანმრთელობაზე ან დაიცვას რაიმე რელიგიური წესი.

  •   „ვეგანიზმი სხვა არაერთი დიეტისგან იმით განსხვავდება, რომ ის ეფუძნება ფილოსოფიურ შეხედულებებს, ეთიკურ მიზეზებს და ადამიანის სურვილს, მსოფლიო უკეთესობისკენ შეცვალოს“ (Britannica Academic).

 არის ვეგანიზმი გამოსავალი და დედამიწაზე პრობლემების გადაჭრის საშუალება? რას ამბობს ბიბლია?

შემოქმედის შეხედულება ადამიანებსა და ცხოველებზე

 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ჩვენმა შემოქმედმა, იეჰოვამ, a ადამიანებს ცხოველებზე აღმატებული მდგომარეობა მიანიჭა და ისინი მათ დაუმორჩილა (დაბადება 1:27, 28). ღმერთმა ადამიანებს იმის უფლებაც მისცა, რომ ცხოველები საკვებად გამოეყენებინათ (დაბადება 9:3). თუმცა ის არ იწყნარებს ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას (იგავები 12:10).

 ბიბლიის თანახმად, ყველა პირადად წყვეტს, გამოიყენებს თუ არა ხორცს საკვებად. b თუმცა რა არჩევანიც არ უნდა გავაკეთოთ, ეს ღვთის თვალში უკეთეს ადამიანად არ გვაქცევს (1 კორინთელები 8:8). ჩვენ არ გვაქვს უფლება, გავაკრიტიკოთ სხვა ადამიანები კვების საკითხში მათი არჩევანის გამო (რომაელები 14:3).

გზა უკეთესი მომავლისკენ

 ბიბლია გვიმჟღავნებს, რომ როგორი ცხოვრების წესიც არ უნდა ავირჩიოთ, მსოფლიოში ასე ვერ მოგვარდება პრობლემები, რომელთა გამომწვევი მიზეზიც პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური წყობაა. შესაბამისად, არცერთ ადამიანს არ შესწევს მათი გადაჭრის ძალა. ბიბლიაში ნათქვამია:

 მხოლოდ ჩვენს შემოქმედს შესწევს ძალა, გადაჭრას დღეს არსებული პრობლემები. ბიბლია სიმბოლური ენით აღწერს, რასაც ის მოიმოქმედებს:

  •   „ვიხილე ახალი ცა და ახალი დედამიწა; წინანდელი ცა და წინანდელი დედამიწა განადგურებულიყო, და აღარც ზღვა იყო“ (გამოცხადება 21:1).

 ღმერთი „ახალი ცით“ ანუ თავისი ზეციერი სამეფოს მეშვეობით ჩაანაცვლებს „წინანდელ ცას“ ანუ ადამიანთა მთავრობებს. ეს სამეფო გაანადგურებს „წინანდელ დედამიწას“ ანუ ბოროტ ადამიანებს და იმმართველებს „ახალ დედამიწაზე“ ანუ იმ ადამიანებზე, რომელთაც მის ქვეშევრდომად ყოფნა სურთ.

 მხოლოდ ღვთის სამეფოს მმართველობის დროს შეძლებენ ადამიანები ცხოველებთან ჰარმონიულ ურთიერთობას და იდეალურ გარემოში ცხოვრებას (ესაია 11:6—9).

a იეჰოვა ღვთის სახელია (ფსალმუნი 83:18).

b ბიბლია მოგვიწოდებს, მოვერიდოთ სისხლს (საქმეები 15:28, 29). ეს გულისხმობს, რომ სისხლი არ უნდა დავლიოთ, არც ისეთი ხორცი უნდა ვჭამოთ, რომლიდანაც სისხლი არაა გამოშვებული, და არც ისეთი საკვები, რომელშიც სისხლია დამატებული.