რას ხმარდება თქვენი შესაწირავები?
და-ძმები კრების შეხვედრებს ვიდეოკონფერენციის მეშვეობით ატარებენ
2020 წლის 26 ივნისი
მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში ხელისუფლების მიერ იკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრა და მოითხოვება სოციალური დისტანციის დაცვა. იეჰოვას მოწმეებს გადაწყვეტილი აქვთ, დაემორჩილონ ამ შეზღუდვებს და, ამავდროულად, არ შეწყვიტონ კრების შეხვედრების ჩატარება. ამიტომ კრების შეხვედრებს მოწმეები ვიდეოკონფერენციის მეშვეობით ატარებენ, რისთვისაც იყენებენ აპლიკაცია „ზუმს“.
კრების შეხვედრები რომ რეგულარულად და უსაფრთხოდ ჩატარებულიყო, ხელმძღვანელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, „ზუმის“ აპლიკაციის შესაძენად საჭირო თანხები ნებაყოფლობითი შესაწირავებიდან დაიფაროს. ეს გადაწყვეტილება იმ კრებების კეთილდღეობას ემსახურება, რომლებსაც არა აქვთ საშუალება, რომ ამ პროგრამით სარგებლობისთვის 15—20 ან უფრო მეტი ამერიკული დოლარი გადაიხადონ. ეს კრებები ხშირად უფასო აპლიკაციებით სარგებლობდნენ, მაგრამ ისინი ვერ უზრუნველყოფდნენ სათანადო უსაფრთხოებას. გარდა ამისა, მათში ჩართვა ერთდროულად ბევრ ადამიანს არ შეეძლო. მაგრამ მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ შეიძინა აპლიკაცია „ზუმი“, კრებები უფრო ადვილად იცავენ უსაფრთხოებას და ბევრად მეტ და-ძმას ეძლევა შეხვედრებზე ჩართვის საშუალება. დღევანდელი მონაცემებით, ამ პროგრამით 65 000-ზე მეტი კრება სარგებლობს 170-ზე მეტ ქვეყანაში.
ინდონეზიაში, ჩრდილოეთი სულავესის დედაქალაქ მანადოში, კაირაგის კრებამ შეწყვიტა „ზუმის“ უფასო ვერსიით სარგებლობა და ორგანიზაციის მიერ შეძენილი ამავე აპლიკაციის გამოყენება დაიწყო. ძმა ჰადი სანტოსო ამბობს: „ახლა შეხვედრებს ის და-ძმებიც ისმენენ, რომლებსაც უჭირთ ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება, რადგან კრების მსვლელობისას პროგრამაში რამდენჯერმე შესვლა აღარ არის საჭირო“.
ეკვადორში, ქალაქ გუაიაკილში, გუაიაკანა ოესტეს კრების უხუცესი ლესტერ ჯიჯონი, ამბობს: „ბევრი ჩვენი და-ძმა ძალიან ღარიბია, რის გამოც ზოგი კრება ვერ გადაიხდიდა ზუმის აპლიკაციის გადასახადს. ახლა კი ჩვენი ორგანიზაციის დახმარებით შეგვიძლია უფრო მეტი ადამიანი დავპატიჟოთ კრების შეხვედრების მოსასმენად, რადგან აღარ გვეშინია, რომ დამსწრეთა ლიმიტს გადავაჭარბებთ“.
ზამბიის დადაქალაქ ლუსაკაში არსებულ ნგუერერეს ჩრდილოეთი კრების ერთ-ერთი უხუცესი, ჯონსონ მუანზა, გვწერს: „ბევრმა და-ძმამ არაერთხელ აღნიშნა, რომ ემადლიერება იეჰოვას ორგანიზაციას, რომელმაც შეიძინა აპლიკაცია „ზუმი“. ამან მათ შესაძლებლობა მისცა, არა მარტო ერთმანეთის სიახლოვე ეგრძნოთ, არამედ იეჰოვას სიყვარული და მზრუნველობაც“.
აპლიკაცია„ზუმის“ შესაძენად საჭირო თანხა სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად განკუთვნილი შესაწირავებიდან იფარება, რომელსაც ნებაყოფლობით სწირავენ და-ძმები მსოფლიო სამქადაგებლო საქმისთვის. ბევრი ჩვენი თანამორწმუნე ამგვარ შესაწირავს ვებგვერდის donate.isa4310.com-ის მეშვეობით იღებს. მადლობას გიხდით გულუხვად გაღებული თქვენი შესაწირავებისთვის, რაც სხვა სასიკეთო საქმეებსაც ხმარდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით (2 კორინთელები 8:14).