პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
ნამდვილად აღადგინა იესომ მკვდრები?
ბიბლიაში აშკარად და გასაგებად წერია, რომ იესომ მკვდრებს სიცოცხლე დაუბრუნა. ეს ჩანაწერები მითები არ არის. ისინი რეალურ ადგილას, კონკრეტულ დროს მოხდა. მაგალითად, ახ. წ. 31 წლის ზაფხულში დიდძალი ხალხი მიჰყვებოდა იესოს კაპერნაუმიდან ნაინისკენ მიმავალ გზაზე. ქალაქში შესვლისას მათ უამრავი ხალხი შემოხვდათ, რომლებიც მკვდარს მოასვენებდნენ. იესომ აღადგინა მიცვალებული. თქვენ შეგიძლიათ ირწმუნოთ ეს ფაქტი, ვინაიდან ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში, ჩაიწერა და მას უამრავი თვითმხილველი ჰყავდა (წაიკითხეთ ლუკას 7:11—15).
იესომ თავისი მეგობარი, ლაზარეც აღადგინა, რომელიც ოთხი დღის მკვდარი იყო. ეს ფაქტიც სარწმუნოა, რადგან ლაზარეს აღდგომასაც ბევრი შეესწრო (წაიკითხეთ იოანეს 11:39—45).
რატომ აღადგინა იესომ მკვდრები?
იესომ იმიტომ აღადგინა მკვდრები, რომ გული ეწვოდა მათ გამო. გარდა ამისა, ამით ხალხს აჩვენა, რომ სიცოცხლის შემოქმედმა ღმერთმა მას სიკვდილზე ძალაუფლება მისცა (წაიკითხეთ იოანეს 5:21, 28, 29).
იესოს მიერ მკვდრეთით აღდგენის შემთხვევები მომავალთან დაკავშირებული მისი დაპირებებისადმი იმედს გვიმტკიცებს. ის მილიონებს აღადგენს, მათ შორის უმართლოებს, რომელთაც არაფერი სმენოდათ ჭეშმარიტი ღვთის შესახებ. მათ მიეცემათ იეჰოვა ღმერთის გაცნობის და შეყვარების შესაძლებლობა (წაიკითხეთ საქმეების 24:15).