რა პოზიცია უნდა დაიკავონ დღეს ქრისტიანებმა?
რა პოზიცია უნდა დაიკავონ დღეს ქრისტიანებმა?
ჭეშმარიტი ქრისტიანები არ ერევიან პოლიტიკაში. ისინი იესოს მაგალითს მიჰყვებიან. იესომ საკუთარ თავზე თქვა: „მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი“. თავის მიმდევრებს კი უთხრა: „ქვეყნიერების ნაწილი არა ხართ“ (იოანე 15:19; 17:14). ახლა განვიხილოთ რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ არ უნდა ერეოდნენ ქრისტიანები პოლიტიკაში.
1. ადამიანის შესაძლებლობები შეზღუდულია. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ადამიანს არც უნარი აქვს და არც უფლება, რომ საკუთარი თავი მართოს. „ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა; მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“, — დაწერა წინასწარმეტყველმა იერემიამ (იერემია 10:23).
როგორც ფრენის უნარით არ იყო შექმნილი ადამიანი, ისე არც იმის უნარით იყო შექმნილი, რომ ემმართველა. ისტორიკოსმა დეივიდ ფრომკინმა ადამიანური ხელისუფლებების შეზღუდულ შესაძლებლობებზე საუბრისას, შემდეგი სიტყვები თქვა: „ხელისუფლების სათავეში ადამიანები არიან. ამიტომ, მთავრობები დაზღვეული არ არიან შეცდომებისგან და წინასწარ არაფრის განჭვრეტა არ შეუძლიათ. მართალია, მათ აქვთ გარკვეული ძალაუფლება, მაგრამ მათი ძალაუფლება შეზღუდულია“ (The Question of Government). გასაკვირი არ არის, რომ ბიბლია გვაფრთხილებს, ადამიანებზე არ ვიყოთ დაიმედებული (ფსალმუნი 146:3).
2. მათზე ბოროტი სულიერი ძალები ახდენენ გავლენას. როდესაც სატანამ იესოს შესთავაზა, მთელი მსოფლიოს მმართველი გამხდარიყო, მას არ უარუყვია ის ფაქტი, რომ სატანას მართლაც შეეძლო მთელი მსოფლიოს სამეფოების შეთავაზება. მოგვიანებით, იესომ სატანას „ქვეყნიერების მმართველიც“ კი უწოდა. რამდენიმე წლის შემდეგ პავლე მოციქულმა სატანა „ამ ქვეყნიერების ღმერთად“ მოიხსენია (იოანე 14:30; 2 კორინთელები 4:4). პავლემ თანაქრისტიანებს მისწერა: „ვიბრძვით . . . ქვეყნიერების სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ზეციერი ბოროტი სულების წინააღმდეგ“ (ეფესოელები 6:12). ადამიანები ვერც კი წარმოიდგენენ, რომ სინამდვილეში ბოროტი სულიერი ძალები მართავენ მთელ მსოფლიოს. რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს პოლიტიკის მიმართ, თუ მხედველობაში მივიღებთ ამ ფაქტს?
როგორც ზღვის მღელვარე ტალღები ათამაშებს ნავს, ისე ბოროტი სულიერი ძალები მარიონეტებივით ათამაშებენ მიწიერ მმართველებს. გამოცხადება 12:12). აქედან გამომდინარე, ძირეული ცვლილებების მოხდენა მხოლოდ მას შეუძლია, ვინც სატანასა და მის დემონებზე გაცილებით ძლიერია. ეს პიროვნება კი იეჰოვა ღმერთია (ფსალმუნი 83:18; იერემია 10:7, 10).
როგორც მეზღვაურები ბევრს ვერაფერს ხდებიან ზვირთებთან, ისე პოლიტიკოსები არიან უძლურნი ბოროტი სულიერი ძალების წინაშე. მათი მიზანია, უკიდურესად გარყვნან ადამიანები და დედამიწას უბედურება დაატეხონ თავს (3. ჭეშმარიტი ქრისტიანები სრულ ერთგულებას მხოლოდ ღვთის სამეფოს უცხადებენ. იესომ და მისმა მოწაფეებმა იცოდნენ, რომ იეჰოვა ღმერთი დანიშნულ დროს ზეცაში შექმნიდა მთავრობას, რომელიც მთელ დედამიწაზე იმმართველებდა. ბიბლია ამ მთავრობას ღვთის სამეფოს უწოდებს, რომლის მეფედაც ღმერთმა იესო ქრისტე დანიშნა (გამოცხადება 11:15). ვინაიდან ეს სამეფო ყველა ადამიანის ცხოვრებაზე ახდენს გავლენას, სწორედ ამიტომ იყო „სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ“ იესოს სწავლების დედაარსი (ლუკა 4:43). ის აგრეთვე ასწავლიდა თავის მოწაფეებს, ასე ელოცათ: „მოვიდეს შენი სამეფო“. იესოს მოწაფეებს იმიტომ უნდა ელოცათ სამეფოზე, რომ სწორედ მისი მეშვეობით შესრულდებოდა ღვთის ნება ზეცაში და დედამიწაზე (მათე 6:9, 10).
რა ბედი ეწევათ ადამიანურ მთავრობებს? ბიბლიიდან ვიგებთ, რომ „მთელი მსოფლიოს“ მთავრობები განადგურდება (გამოცხადება 16:14; 19:19—21). თუ ადამიანს სჯერა, რომ ღვთის სამეფო მიწიერ მთავრობებს ბოლოს მოუღებს, ლოგიკურია, რომ ის აღარ ჩაერევა პოლიტიკაში და აღარც რომელიმე ადამიანური მთავრობის მხარეს დაიკავებს. და თუ მაინც ვინმეს მხარეს დაიკავებს, ეს ღვთის წინააღმდეგ წასვლის ტოლფასი იქნება.
მართალია, ჭეშმარიტი ქრისტიანები არ ერევიან პოლიტიკაში, მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ მათ გარშემომყოფთა მდგომარეობა არ აღელვებთ? ამაზე მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ.
[ჩანართი 7 გვერდზე]
იეჰოვას მოწმეები აქტიურად უჭერენ მხარს ღვთის სამეფოს და არა რომელიმე ადამიანურ ხელისუფლებას