ჭეშმარიტებას თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია
ჭეშმარიტებას თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია
შეიძლება გსმენიათ ან უსწავლებიათ კიდეც თქვენთვის სტატიათა ამ სერიაში მოხსენიებული ერთ-ერთი მცდარი შეხედულება ღვთის შესახებ. თქვენ შეიძლება ჯერ კიდევ ყოყმანობთ საკუთარი მრწამსის შეცვლას, რადგან შესაძლოა უკვე დიდი ხანია ამის გწამთ.
ეს გასაგებიცაა. ზოგი ეკლესია არ იწონებს იმ აზრს, რომ მათმა მრევლმა ეკლესიის მოძღვრებები ბიბლიას შეადაროს. სხვები კი ცდილობენ მცდარი შეხედულებების დაცვას და ამბობენ, რომ ბიბლია რთული გასაგებია და ყველა ვერ ჩასწვდება მას. უნდა აღინიშნოს, რომ იესოს მოწაფეები უბრალო ადამიანები იყვნენ და უმაღლესი განათლება არ ჰქონდათ მიღებული, მაგრამ მათ არ უჭირდათ იესოს სიტყვების გაგება (საქმეები 4:13).
შეიძლება ფიქრობთ, რომ თუ გამოიკვლევთ საკუთარ მრწამსს, ეს თქვენი რწმენის ნაკლებობის მაჩვენებელი იქნება. ნუთუ განაწყენდება ღმერთი, თუ მის სიტყვას, კაცობრიობისთვის მიწერილ მის წერილს გამოვიკვლევთ, რათა გავიგოთ, რას მოითხოვს იგი ჩვენგან? პირიქით, ღმერთი თავის სიტყვაში მოგვიწოდებს, რომ პირადად გამოვიკვლიოთ საღვთო წერილი, რათა „დავრწმუნდეთ, რა არის ღვთის ნება — კარგი, მოსაწონი და სრულყოფილი“ (რომაელები 12:2).
ღვთის შესახებ სიმართლის გაგება უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღება; ბიბლიას შეუძლია შეცვალოს თქვენი ცხოვრება (იოანე 8:32). პირველ სტატიაში მოხსენიებულმა დინიმ თავისი რწმენა ღვთის სიტყვაზე ააგო. იგი გვიზიარებს: „სანამ ბიბლიის შესწავლას დავიწყებდი, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ღვთის სიტყვა ასე ადვილად გასაგები იქნებოდა. ახლა უკვე ვიცი, რომ იეჰოვა უპიროვნო ძალა კი არა, მოსიყვარულე ზეციერი მამაა. ჩემმა ცხოვრებამ ნამდვილი აზრი შეიძინა“.
შეიძლება სწავლობთ ბიბლიას, მაგრამ ფიქრობთ, რომ ვერანაირ სარგებლობას ვერ მიიღებთ. მაგრამ ნუ შეწყვეტთ შესწავლას. როდესაც ღვთის შესახებ თავს გახვევენ მცდარ თვალსაზრისს და ცდილობთ, ჩასწვდეთ ბიბლიას, ეს იმის მსგავსია, რომ შეეცადოთ მოზაიკის აწყობას მაშინ, როცა ხელთ არასწორი ნიმუში გაქვთ. თქვენ შეიძლება მოზაიკის რამდენიმე ნაწილი სწორად შეაერთოთ, მაგრამ შემდეგ იმედი გაგიცრუვდეთ იმის გამო, რომ ისეთი სურათი არ გამოგივიდათ, როგორიც ნიმუშზეა გამოსახული. ამიტომ, ჯერ მოიძიეთ სწორი ნიმუში და შემდეგ მოზაიკის ნაწილები თავ-თავის ადგილზე ჩაჯდება.
გსურთ, გაიგოთ ღვთის შესახებ ჭეშმარიტება? თუ გინდათ ბიბლიის შესწავლა, დაუკავშირდით თქვენ მეზობლად მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს ან მისწერთ ამ ჟურნალის მეოთხე გვერდზე მოცემულ მისამართზე.
[ჩანართი 9 გვერდზე]
„დარწმუნდით, რა არის ღვთის ნება — კარგი, მოსაწონი და სრულყოფილი“ (რომაელები 12:2)