არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოერიდე ცუდ საზოგადოებას!

მოერიდე ცუდ საზოგადოებას!

ახალგაზრდებისთვის

მოერიდე ცუდ საზოგადოებას!

მითითებები: ეს სავარჯიშო მშვიდ გარემოში გააკეთე. ბიბლიური მუხლების კითხვისას წარმოიდგინე, რომ მოვლენები შენ თვალწინ ვითარდება. რას ხედავ? რა გესმის? რას იგრძნობდი მოქმედ პირთა ადგილზე?

მოქმედი პირები: დინა, შექემი, იაკობი, სიმონი და ლევი.

მოკლე მიმოხილვა: დინა შექემმა გააუპატიურა. დინას ძმები გამწარდნენ და შური იძიეს.

1. წარმოიდგინე, რა გარემოში ვითარდება მოვლენები. წაიკითხე დაბადების 34:1—31.

შენი აზრით, რას აკეთებდა ხოლმე დინა თავის ქანაანელ ამხანაგებთან ერთად?

․․․․․

შენი აზრით, რა სიტყვებით ცდილობდა შექემი დინას სიყვარულში დარწმუნებას?

․․․․․

როგორ ფიქრობ, რა გრძნობით ეტყოდა იაკობი 30-ე მუხლში ჩაწერილ სიტყვებს სიმონსა და ლევის?

․․․․․

2. გამოიკვლიე

რატომ ფიქრობ, რომ დინა ხშირად სტუმრობდა ქანაანელ გოგონებს? (მაგალითად, რა საერთო ჰქონდა დინას მათთან? რა ნახა მან ქანაანელებთან ისეთი, რაც სახლში არ ჰქონდა?)

․․․․․

შენი აზრით, დინას რა თვისებებმა მიიზიდა შექემი? (კიდევ ერთხელ წაიკითხე მე-3, მე-12, და მე-19 მუხლები)

․․․․․

საიდან ჩანს, რომ დინას არ უნდოდა შექემთან დაწოლა? (კიდევ ერთხელ წაიკითხე მე-2 მუხლი)

․․․․․

როგორ ფიქრობ, სწორად მოიქცნენ სიმონი და ლევი, როცა შური იძიეს და ქალაქ შექემის მკვიდრნი ამოხოცეს? რატომ ფიქრობ ასე?

․․․․․

3. მოიქეცი ნასწავლის შესაბამისად. ჩამოწერე, რაც ისწავლე . . .

მეგობრების სწორად არჩევაზე.

․․․․․

თავშეკავებაზე (იმ შემთხვევაშიც, როცა გამწარების მიზეზი გაქვს).

․․․․․

საფიქრებელი კითხვები.

რა უნდა გააკეთო, რომ სექსუალური შეურაცხყოფა არ მოგაყენოს მან, ვინც ღვთის ნორმებს არაფრად აგდებს?

4. რა იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ბიბლიური მონაკვეთიდან, და რატომ?

․․․․․

თუ არა გაქვს ბიბლია, შეგიძლია სთხოვო იეჰოვას მოწმეებს ან წაიკითხო ვებ-გვერდზე www.watchtower.org