არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღმერთი მიუკერძოებელია

ღმერთი მიუკერძოებელია

ახალგაზრდებისთვის

ღმერთი მიუკერძოებელია

მითითებები: ეს სავარჯიშო მშვიდ გარემოში გააკეთე. ბიბლიური მუხლების კითხვისას წარმოიდგინე, რომ მოვლენები შენ თვალწინ ვითარდება. რას ხედავ? რა გესმის? რას იგრძნობდი მოქმედ პირთა ადგილზე?

მოქმედი პირები: კორნელიუსი, პეტრე.

მოკლე მიმოხილვა: პეტრე ღმერთს მიუკერძოებლობაში ჰბაძავს და არაებრაელ კორნელიუსს უქადაგებს.

1 წარმოიდგინე, რა გარემოში ვითარდება მოვლენები. წაიკითხე საქმეების 10:1—35, 44—48.

შენი აზრით, როგორ გამოიყურებოდა კორნელიუსი.

․․․․․

როგორ ფიქრობ, რას იგრძნობდა კორნელიუსი ანგელოზთან საუბრისას, როგორც ეს მე-3—6 მუხლებშია აღწერილი?

․․․․․

შენი აზრით, როგორი დიალოგი შედგა კორნელიუსსა და მის მსახურებს შორის, როგორც ეს მე-7 და მე-8 მუხლებში წერია?

․․․․․

2 გამოიკვლიე

რატომ იმოქმედა პეტრეზე მე-10—16 მუხლებში ჩაწერილმა ხილვამ? (მინიშნება: გაითვალისწინე, რომ პეტრე ებრაელი იყო და როგორც მე-14 მუხლიდან ვიგებთ, უწმინდურს არაფერს ჭამდა)

․․․․․

როგორ დაახასიათებდი კორნელიუსს 25-ე მუხლის მიხედვით? რატომ იყო ეს თვისება იშვიათი მისი წოდების მქონე კაცისთვის? (მინიშნება: იხილე 1-ლი მუხლი)

․․․․․

შენთვის ხელმისაწვდომ წყაროებში მოძებნე, რამდენი ჯარისკაცისგან შედგებოდა იტალიური რაზმი, რომლის მეთაურიც კორნელიუსი იყო.

․․․․․

რატომ იყო კორნელიუსის გაქრისტიანება განსაკუთრებული მოვლენა?

․․․․․

3 მოიქეცი ნასწავლის შესაბამისად. ჩამოწერე, რაც ისწავლე . . .

მაგალითების ეფექტურად გამოყენების შესახებ.

․․․․․

ღვთის მიუკერძოებლობაზე.

․․․․․

როგორ შეგიძლია აჩვენო, რომ მიუკერძოებელი ხარ.

․․․․․

4 რა იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ბიბლიური მონაკვეთიდან, და რატომ?

․․․․․

თუ არა გაქვს ბიბლია, შეგიძლია სთხოვო იეჰოვას მოწმეებს ან წაიკითხო ვებ-გვერდზე www.watchtower.org