არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იესო ქრისტე — როგორ მოქმედებს მისი ცნობა ადამიანებზე?

იესო ქრისტე — როგორ მოქმედებს მისი ცნობა ადამიანებზე?

იესო ქრისტე — როგორ მოქმედებს მისი ცნობა ადამიანებზე?

„კაპერნაუმელი * ბრძენი მამაკაცის სათუთად ნათქვამი სიტყვები დღემდე ღრმად არის ჩაბეჭდილი ადამიანთა გულსა და გონებაში“ (მწერალი გრეგ ისტერბრუკი).

სიტყვებს დიდი ძალა აქვს. კარგად შერჩეულ სიტყვებს შეუძლია გაათბოს ადამიანთა გულები, იმედი ჩაუნერგოს და შეცვალოს მათი ცხოვრება. არავინ იყო სიტყვაში იესო ქრისტესავით ძლიერი. ერთმა მამაკაცმა, რომელმაც თავად მოისმინა იესოს მიერ მთაზე წარმოთქმული კარგად ცნობილი სიტყვები, მოგვიანებით დაწერა: „როცა დაასრულა იესომ ეს სიტყვები, ხალხი განცვიფრებული იყო იმით, თუ როგორ ასწავლიდა“ (მათე 7:28).

იესოს ბრძნული გამონათქვამები დღემდეა ცნობილი მთელ მსოფლიოში. ქვემოთ მოყვანილია ზოგი იესოს გამონათქვამი, რომლებშიც ღრმა აზრია ჩადებული:

„ვერ იქნებით ღვთის მონაც და სიმდიდრისაც“ (მათე 6:24).

„ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7:12).

„კეისრისა კეისარს მიეცით, ღვთისა კი — ღმერთს“ (მათე 22:21).

„გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35).

იესოს ბრძნული გამონათქვამები მხოლოდ ლამაზ სიტყვებად არ დარჩენილა. მის ცნობას დიდი ძალა აქვს, რადგან ის ღვთის შესახებ ჭეშმარიტებას ქადაგებდა, ხალხს ცხოვრების აზრის შეძენაში ეხმარებოდა და ყურადღებას კაცობრიობის ხსნის ერთადერთ საშუალებაზე — ღვთის სამეფოზე ამახვილებდა. მომდევნო სტატიებში დაწვრილებით ვისაუბრებთ, რა ცნობა გადასცა იესომ ხალხს, და რატომ არის მისი სიტყვები დღემდე ასე „ღრმად ჩაბეჭდილი ადამიანთა გულსა და გონებაში“.

[სქოლიო]

^ აბზ. 2 იესო გალილეის მხარეში მდებარე კაპერნაუმში ცხოვრობდა (მარკოზი 2:1).