ღვთის მოწყალების მაგალითი
ახალგაზრდებისთვის
ღვთის მოწყალების მაგალითი
იონა — ნაწილი II
მითითებები: ეს სავარჯიშო მშვიდ გარემოში გააკეთე. ბიბლიური მუხლების კითხვისას წარმოიდგინე, რომ მოვლენები შენ თვალწინ ვითარდება. რას ხედავ? რა გესმის? რას იგრძნობდი მოქმედ პირთა ადგილზე?
1. წარმოიდგინე, რა გარემოში ვითარდება მოვლენები. წაიკითხე იონას 3:1—4:11.
როგორ ფიქრობ, რას იგრძნობდა იონა, როცა ქალაქ ნინევეში შევიდა?
․․․․․
წარმოიდგინე, რა გრძნობით გააცხადებდა იონა იეჰოვას განაჩენს?
․․․․․
რამ შეაწუხა იონა, როცა ქალაქიდან გამოვიდა? (წაიკითხე იონას 4:5—8)
․․․․․
2. გამოიკვლიე
რატომ უნდოდა იონას, რომ ღმერთს შეესრულებინა თავისი ნათქვამი და გაენადგურებინა ნინევე?
․․․․․
გამოიკვლიეთ თქვენ ხელთ არსებულ პუბლიკაციებში (1) რა მცენარე იყო აყირო? (2) რატომ მოიხვია ნინევეს მეფემ თავზე ჯვალო და რატომ ჩაჯდა ნაცარში?
․․․․․
რატომ ეწოდა იონას ერთგული და გაბედული წინასწარმეტყველი მაშინ, როცა თავიდან არ სურდა ნინევეში წასვლა? (․․․․․
3. მოიქეცი ნასწავლის შესაბამისად. ჩამოწერე, რაც ისწავლე:
ადამიანს შეუძლია ზურგი აქციოს ბოროტებას.
․․․․․
იეჰოვა გულმოწყალეა.
․․․․․
ჩვენ უნდა ვიყოთ გულმოწყალენი.
․․․․․
4. რა იყო შენთვის ყველაზე საინტერესო ამ ბიბლიური მონაკვეთიდან, და რატომ?
․․․․․
დამატებითი გამოკვლევისთვის იხილე 2009 წლის 1 აპრილი „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 14—18.
თუ არა გაქვს ბიბლია, მისი წაკითხვა შეგიძლია ვებ-გვერდზე www.watchtower.org