მკითხველები გვეკითხებიან
მკითხველები გვეკითხებიან
დღევანდელი ეკონომიკური კრიზისის პირობებში ბევრი ფიზიკური თუ იურიდიული პირი თავს გაკოტრებულად აცხადებს. გამართლებულია ქრისტიანისთვის სასამართლოში განცხადების შეტანა ვალის გადახდისუუნარობის შესახებ?
▪ ბიბლია ასეთ საკითხებსაც კი ჰფენს ნათელს, რაც იმას ადასტურებს, რომ ეს წიგნი დღესაც პრაქტიკულია. მრავალ ქვეყანაში არსებობს კანონი გაკოტრების შესახებ. ეს კანონი ყველგან განსხვავებულია, ამიტომ ქრისტიანული კრების პასუხისმგებელი პირები იურიდიულ საკითხებში რჩევებს არ იძლევიან. ვნახოთ, რას ამბობს კანონი გაკოტრების თაობაზე.
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მთავრობა ნებას რთავს ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, სასამართლოში განცხადება წარადგინოს გაკოტრების შესახებ, არის ის, რომ ვინც სესხად ფულს ან გრძელვადიან კრედიტს გასცემს (კრედიტორები), გარკვეულწილად დაცული იყოს ისეთი ფიზიკური პირისა თუ კომპანიისგან, რომლებიც იღებენ სესხს (დებიტორები), მაგრამ არ აბრუნებენ. კრედიტორის აზრით, ერთადერთი გამოსავალია, მიმართოს სასამართლოს და დებიტორი გაკოტრებულად გამოაცხადოს, რათა ამ უკანასკნელის ქონებით ეტაპობრივად დაიფაროს ვალი.
მეორე მხრივ, გაკოტრება დამცავიც კია იმ მოვალეებისთვის, ვისაც არ შეუძლია კრედიტის დაფარვა. მოვალეს შეუძლია თავი გამოაცხადოს გაკოტრებულად, რის შემდეგაც კრედიტორებს შეუძლიათ ისარგებლონ მისი ქონებით. თუმცა, კანონით მას შეუძლია დაიტოვოს სახლი ან სხვა ძირითადი საარსებო წყარო, და არ ჰქონდეს იმის შიში, რომ კრედიტორები მთელი მისი ქონების კონფისკაციას მოახდენენ.
აშკარაა, რომ ეს კანონები ითვალისწინებს ფინანსური თუ საქმიანი გარიგებების დროს ორივე მხარის ინტერესების დაცვას. განვიხილოთ, რა რჩევებს გვაძლევს ბიბლია ამ საკითხზე.
ბიბლიის კითხვისას შეუმჩნეველი არავის დარჩება, რომ არ არის გამართლებული ვალების აღება. იგავების 22:7-ში ვკითხულობთ: „მდიდარი ღარიბებზე ბატონობს; მოვალე მევალის მსახურია“.
გაიხსენეთ აგრეთვე მონის მაგალითი, რომელიც იესომ მათეს 18:23—34-ში მოიყვანა. ამ მონას თავისი ბატონის ძალიან დიდი ვალი ემართა. „მისმა ბატონმა ბრძანა, გაეყიდათ ის, მისი ცოლ-შვილი, მთელი მისი საბადებელი და გადაეხადათ“ ვალი. მოგვიანებით ბატონმა მის მიმართ წყალობა გამოავლინა და ვალი აპატია. თუმცა ცოტა ხანში, როცა ამ მონამ არ შეიწყალა თავისი მევალე, ბატონმა „გადასცა იგი საპყრობილის ზედამხედველებს, ვიდრე მთლიანად არ გადაიხდიდა, რაც ემართა“. ამ მაგალითიდან ჩანს, რომ უმჯობესია, თავი ავარიდოთ ვალის აღებას.
ღვთის მსახურები ძველ ისრაელში ვაჭრობას ეწეოდნენ, ამიტომ დროდადრო ვალის აღება უწევდათ. რა მითითებებს აძლევდა მათ იეჰოვა? თუ ვინმე ვაჭრობის დასაწყებად ან უფრო დიდი საქმის წამოსაწყებად ვალის აღებას გამოსვლა 22:25). კანონის 15:7, 8-ში ნათქვამია: ‘თუ გაღარიბდება შენი ძმა, ხელგაშლილი იყავი მის მიმართ; იმდენი ასესხე გირაოთი, რამდენსაც საჭიროებს’.
მოისურვებდა, კანონის თანახმად ვალდებული იყო თავისი ნამუშევრიდან რაღაც წილი გაეღო. უფრო მეტიც, ღმერთი აფრთხილებდა თავის ხალხს, რომ უანგაროდ გაეღოთ შესაწირი გაჭირვებული ისრაელისთვის და მათ ხარჯზე არ ენახათ მოგება (სიკეთის გამოვლენა იყო ისიც, რომ თუ ვინმე სესხად რამეს გასცემდა, არ ჰქონდა უფლება, მევალისთვის წაერთმია სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთები, მაგალითად, ხელსაფქვავი ან ტანსაცმელი, რომელიც გასათბობად სჭირდებოდა (კანონი 24:6, 10—13; ეზეკიელი 18:5—9).
ყველა იუდეველს ბოლომდე არ ესმოდა დიდებული მოსამართლისა და წესების დამდგენის მიერ სიყვარულით მოცემული კანონების არსი და, შესაბამისად, არ იყენებდა ამ კანონებს (ესაია 33:22). ზოგი ხარბი იუდეველი სასტიკად ექცეოდა თავის ძმას. დღესაც ზოგი კრედიტორი სასტიკად ექცევა გულწრფელ ქრისტიანებს და ზედმეტად მომთხოვნია მათ მიმართ, რომლებსაც მოცემულ მომენტში გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო არ შეუძლიათ ვალის დაფარვა (ეკლესიასტე 9:11). ქვეყნიური კრედიტორების მხრიდან ასეთმა მოპყრობამ შეიძლება მოვალეს თავის დაცვისკენ უბიძგოს. როგორ შეუძლია მოვალეს თავის დაცვა? ზოგ შემთხვევაში კრედიტორებმა შეიძლება ოფიციალურად გააცხადონ გაკოტრების შესახებ. ამ დროს ქრისტიანს, რომელიც სიხარბისა და უპატიოსნობის გამო არ ჩავარდნილა ვალებში, შეუძლია სასამართლოში განცხადება შეიტანოს ვალის გადახდისუუნარობის შესახებ.
მეორე მხრივ, საჭიროა სიფრთხილის გამოვლენა. ქრისტიანი შეიძლება იმის გამო ჩავარდა ვალებში, რომ არ გააკონტროლა რაში ან რამდენს დახარჯავდა თანხას, და საქმიანი გარიგებების დროს წინასწარ ყველაფერი კარგად არ გათვალა. გამართლებული იქნებოდა, თუ ის ასეთ შემთხვევაში უმალვე წარადგენდა სასამართლოში განცხადებას ვალის გადახდისუუნარობის შესახებ და თავისი დაუკვირვებლობის გამო სხვებს დააზარალებდა? ბიბლია განსჯის ისეთ ადამიანს, რომელიც უპასუხისმგებლოდ იქცევა. ღვთის სიტყვა მოუწოდებს ქრისტიანებს, რომ მათი „დიახ იყოს დიახ“ (მათე 5:37). იესომ თავის მიმდევრებს ურჩია, რომ კოშკის აშენებამდე გამოეთვალათ ხარჯები (ლუკა 14:28—30). ასე რომ, ქრისტიანმა ვალის აღებამდე წინასწარ უნდა განჭვრიტოს გაუთვალისწინებელი შემთხვევები. ის სესხის აღებისას პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს ფიზიკური თუ იურიდიული პირის წინაშე. თუ სხვები დაინახავენ, რომ ქრისტიანი არ არის სანდო და უპასუხისმგებლოა, ეს შელახავს მის კარგ რეპუტაციას, რომელიც მან დიდი ძალისხმევის ფასად მოიპოვა, და გარეშეებისგანაც არ ექნება კარგი მოწმობა (1 ტიმოთე 3:2, 7).
ფსალმუნის 15:4-ში ვკითხულობთ, როგორი ადამიანები მოსწონს იეჰოვას. მას უყვარს ის, „ვინც არ ცვლის თავის საზიანოდ დაფიცებულს“ (ფსალმუნი 15:4). ღმერთი ქრისტიანებისგან მოითხოვს, ისე მოექცნენ კრედიტორებს, როგორც თავად სურთ, რომ მოექცნენ (მათე 7:12).
ბოლოს, შეგვიძლია აღვნიშნოთ: ბიბლია არ კრძალავს, რომ გამოუვალ სიტუაციებში ქრისტიანმა საკუთარი თავის დასაცავად მიმართოს კანონს გაკოტრების შესახებ. თუმცა, ქრისტიანს ყველგან უნდა იცნობდნენ პატიოსან და სანდო ადამიანად. ამიტომ, ის სამაგალითო უნდა იყოს ამ მხრივ და გულწრფელად უნდა სურდეს, შეასრულოს თავისი ფინანსური ვალდებულება.