არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჭეშმარიტი რელიგია აღგვძრავს, გამოვავლინოთ ძმური სიყვარული

ჭეშმარიტი რელიგია აღგვძრავს, გამოვავლინოთ ძმური სიყვარული

„ვისაც არ უყვარს, მას არ შეუცვნია ღმერთი, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8, ბსგ). მაშასადამე, ჭეშმარიტი რელიგია ძმური სიყვარულისკენ უნდა აღგვძრავდეს.

მისასალმებელია, რომ მრავალი რელიგია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ავადმყოფებზე, მოხუცებულებსა და ღარიბებზე ზრუნვას. ამ რელიგიების მიმდევრებს მოუწოდებენ, მიჰყვნენ მოციქულ იოანეს რჩევას: „ვისაც აქვს სიმდიდრე ამ ქვეყნად, და ხედავს თავისი ძმის გაჭირვებას, მაგრამ გულს იხშობს მისთვის, როგორღა დაემკვიდრება მასში ღმრთის სიყვარული? შვილნო ჩემნო, მოდით, გვიყვარდეს, მაგრამ არა სიტყვით და ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით“ (1 იოანე 3:17, 18, სსგ).

მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ერები ერთმანეთს ებრძვიან? ნუთუ ღვთის მცნებას „გიყვარდეს მოყვასი შენი“ მხოლოდ მშვიდობიან დროს უნდა ვიცავდეთ და როგორც კი ერებს შორის კონფლიქტი წარმოიშობა, ვივიწყებდეთ? (მათე 22:39, სსგ)

იესო ამბობს: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის“ (იოანე 13:35, ბსგ). მას შემდეგ, რაც მომდევნო კითხვებს უპასუხებთ, ჰკითხეთ თავს: ნებისმიერ დროს ავლენენ ამ რელიგიის მიმდევრები სიყვარულს ყველას მიმართ როგორც სიტყვით, ისე საქმით?

თემა: ომი.

რას გვასწავლის ბიბლია:

იესომ მოუწოდა თავის მოწაფეებს: „თქვენ, ჩემს მსმენელთ გეტყვით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ“ (ლუკ. 6:27, სსგ).

ჯარისკაცები იესოს შესაპყრობად რომ მივიდნენ, მოციქულმა პეტრემ მის დასაცავად მახვილი იშიშვლა, მაგრამ იესომ უთხრა: „ჩააგე მახვილი ქარქაშში, რადგან ყველა, ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება“ (მათე 26:52, სსგ).

მოციქულმა იოანემ დაწერა: „ამით შეიცნობიან ღვთის შვილნი და ეშმაკის შვილნი: ყოველი, ვინც კი არ იქმს სიმართლეს, იგი არ არის ღვთისაგან, და ისიც, ვისაც თავისი ძმა არ უყვარს. რადგან ეს არის უწყება, რომელიც დასაბამიდან მოისმინეთ, რათა გვიყვარდეს ერთმანეთი. ისე კი არა, როგორც კაენს, რომელიც ბოროტისაგან იყო და მოკლა თავისი ძმა“ (1 იოანე 3:10—12, ბსგ).

კითხვა:

მოუწოდებს ეს რელიგია თავის მიმდევრებს ომში მონაწილეობისკენ?

თემა: პოლიტიკა.

რას გვასწავლის ბიბლია:

როცა დაინახეს, რომ იესო სასწაულებს ახდენდა, ზოგიერთმა მისი გამეფება მოინდომა. რა რეაქცია ჰქონდა ამაზე იესოს? „იესომ გაიგო, რომ აპირებენ მოსვლას და მის მოტაცებას, რათა გაამეფონ იგი, და ხელახლა განმარტოვდა მთაზე“ (იოანე 6:15, სსგ).

მას შემდეგ, რაც იესო დააპატიმრეს და პოლიტიკურ აგიტაციაში დასდეს ბრალი, მან თქვა: „ჩემი სამეფო არ არის ამ წუთისოფლისა. ჩემი სამეფო რომ ამ წუთისოფლისა ყოფილიყო, მაშინ ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ იუდეველებს ხელში არ ჩავვარდნოდი. არა, ჩემი სამეფო არ არის სააქაო“ (იოანე 18:36, ბსგ).

იესო მოწაფეებისთვის ლოცულობდა: „მე მათ მივეცი შენი სიტყვა და წუთისოფელმა შეიძულა ისინი, რადგან არ არიან წუთისოფლისანი, როგორც მე არა ვარ წუთისოფლისა“ (იოანე 17:14, ბსგ).

კითხვა:

ჰბაძავენ ამ რელიგიის მიმდევრები იესოს და ერიდებიან პოლიტიკაში ჩარევას მაშინაც კი, თუ ზოგი პოლიტიკოსი მტრულად განეწყობა მათ მიმართ?

თემა: წინასწარ შექმნილი აზრი.

რას გვასწავლის ბიბლია:

წინადაუცვეთელი უცხოტომელების გაქრისტიანების შემდეგ მოციქულმა პეტრემ აღნიშნა: „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის“ (საქმეები 10:34, 35, ბსგ).

მოციქულმა იაკობმა ქრისტიანებს მისწერა: „ჩემო ძმებო, მიკერძოებით ნუ გექნებათ ჩვენი დიდების უფლის, იესო ქრისტეს რწმენა. რადგან, თუ შემოვა კაცი თქვენს სინაგოგაში, ოქროსბეჭდიანი და ბრწყინვალე სამოსელში გამოწყობილი, და შემოვა აგრეთვე ღარიბი ჭუჭყიანი სამოსით, შეხედავთ ბრწყინვალე სამოსში გამოწყობილს და ეტყვით მას: აქ დაბრძანდითო კარგად, ღარიბს კი ეტყვით: შენ იქ დადექ, ანდა: აქ დაჯექ, ჩემს ფერხთითო. განა ამით არ განიკითხავთ თქვენს შორის და ბოროტი ფიქრებით განმკითხველნი არ გამოდიხართ?“ (იაკობი 2:1—4, ბსგ).

კითხვა:

ასწავლის ეს რელიგია, რომ ყველა ადამიანი ღვთის თვალში თანასწორია და მისი მიმდევრები არ უნდა არჩევდნენ ადამიანებს წარმოშობისა თუ ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით?