ყველაფერს თავისი დრო აქვს
ყველაფერს თავისი დრო აქვს
„ყველაფერს თავისი დრო აქვს, ყველა საქმეს აქვს თავისი დრო ცისქვეშეთში“, — ნათქვამია ბიბლიაში. ეს სიტყვები ძველი ისრაელის ბრძენმა მეფე სოლომონმა წარმოთქვა, და შემდეგ დასძინა, რომ არსებობს შობისა და სიკვდილის დრო, აშენებისა და დანგრევის დრო, სიყვარულისა და სიძულვილის დრო. ბოლოს კი თქვა: „რას არგებს მკეთებელს თავისი გარჯა?“ (ეკლესიასტე 3:1—9)
ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ ზოგი ასკვნის, რომ ყველაფრის დრო წინასწარ არის განსაზღვრული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბიბლია მხარს უჭერს ბედისწერის არსებობას. მართლა ასეა ეს? იზიარებს ბიბლია იმ მოსაზრებას, რომ ადამიანის ცხოვრებას ბედისწერა განაგებს? „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული“, ამიტომ რასაც ბიბლიის ერთ მუხლში ვკითხულობთ, შეთანხმებული უნდა იყოს სხვა მუხლებთან. ახლა ვნახოთ, რას ამბობს ბიბლიის სხვა მონაკვეთები ამ საკითხზე (2 ტიმოთე 3:16).
დრო და შემთხვევა
აი, კიდევ რას წერს ბიბლიის წიგნ „ეკლესიასტეში“ სოლომონი: „გავიხედე და დავინახე, რომ მზის ქვეშ ვერც სწრაფები იმარჯვებენ რბოლაში და ვერც ძლიერები — ბრძოლაში; არც ბრძენებს აქვთ საკვები და არც გაგების უნარის მქონეთ — სიმდიდრე; არც მცოდნეთ ეპყრობიან კეთილგანწყობით“. რატომ ამბობს ამას სოლომონი? „რადგან ყველა ადამიანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს“ (ეკლესიასტე 9:11).
სოლომონი არ ამბობს, რომ ყველაფერს ბედისწერა განაგებს. იგი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ ზუსტად განსაზღვრონ, როგორ დამთავრდება ესა თუ ის საქმე, „რადგან ყველა ადამიანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს“. ხშირად, როცა ვინმეს კარგი რამ შეემთხვევა, ეს უბრალო მიზეზით აიხსნება — ის სათანადო დროს აღმოჩნდა საჭირო ადგილას, ხოლო თუ
ცუდი რამ შეემთხვევა — ცუდ დროს აღმოჩნდა ცუდ ადგილას.დავფიქრდეთ ამ სიტყვებზე: „ვერც სწრაფები იმარჯვებენ რბოლაში“. შეიძლება გაგახსენდეთ 1984 წელს ლოს-ანჯელესში (კალიფორნიის შტატი, აშშ) გამართული ოლიმპიური თამაშების დროს ქალთა შეჯიბრება სირბილში 3 000 მეტრიან დისტანციაზე. ორი მორბენალი, რომელთაგანაც ერთი ბრიტანელი იყო, მეორე კი ამერიკელი, ოქროს მედლის მოპოვებას იმედოვნებდა. მაგრამ დისტანციის მხოლოდ ნახევარი ჰქონდათ დაფარული, როცა ერთმანეთს შეეჯახნენ. ერთი წაიქცა და შეჯიბრებას გამოეთიშა, ხოლო მეორემ გული აიცრუა და მეშვიდე მივიდა ფინიშის ხაზამდე.
ბედისწერა იყო ეს? ზოგმა შეიძლება ასეც იფიქროს, მაგრამ მიზეზი აშკარაა: ისინი ერთმანეთს დაეჯახნენ, რასაც ვერც ერთი მათგანი წინასწარ ვერ განჭვრეტდა. სწორედ შეჯახება გახდა მათი მარცხის მიზეზი. და მაინც, იქნებ მათი შეჯახება იყო წინასწარ განსაზღვრული? მაგრამ სპორტული კომენტატორების შეფასებით, გამარჯვებისთვის ორი უძლიერესი სპორტსმენის გამალებული რბოლა გახდა ამის მიზეზი. როგორც ბიბლია ამბობს, „ყველა ადამიანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს“. რაოდენ კარგადაც არ უნდა იყოს ვინმე მომზადებული, გაუთვალისწინებელი რამ ყოველთვის შეიძლება მოხდეს, რამაც შესაძლოა საბოლოო შედეგზე იმოქმედოს. ამას კი ნამდვილად ვერ დავარქმევთ ბედისწერას.
მაშ, რატომ არის ბიბლიაში ნათქვამი, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს? ნუთუ ბედისწერა განაგებს ჩვენს ცხოვრებას?
ხელსაყრელი დრო
ზემოხსენებულ სიტყვებში სოლომონი არ გულისხმობდა ადამიანის ხვედრს, არამედ ღვთის განზრახვას და იმას, თუ რას მოუტანდა ეს განზრახვა ადამიანებს. რის საფუძველზე ვამბობთ ამას? რასაკვირველია, ისევ კონტექსტის საფუძველზე. მას შემდეგ, რაც ბევრი ისეთი რამ მოიხსენია, რასაც „თავისი დრო აქვს“, სოლომონმა აღნიშნა: „ვნახე საქმე, რომელიც ღმერთმა მისცა ადამიანთა მოდგმას გასაკეთებლად. მან ყველაფერი მშვენივრად შექმნა თავის დროზე“ (ეკლესიასტე 3:10, 11).
ღმერთმა ადამიანებს მრავალი საქმის გაკეთება დაავალა, რომელთაგანაც ზოგი სოლომონმა მოიხსენია. ღმერთმა ნების თავისუფლებაც ეკლესიასტე 3:2). მიწათმოქმედმა იცის, როდის უნდა დათესოს თესლი. რა მოხდება, თუ ისეთ დროს დათესავს როცა თესვის სეზონი არ არის? ბედს უნდა მიაწეროს, თუ მძიმე შრომის მიუხედავად კარგ მოსავალს ვერ აიღებს? რასაკვირველია, არა, რადგან მიწათმოქმედს თესლი თავის დროზე არ დაუთესავს. იგი იმ შემთხვევაში აიღებდა კარგ მოსავალს, თუ შემოქმედის მიერ ბუნებაში დადგენილ წესებს დაემორჩილებოდა.
გვიბოძა, რათა თავად გავაკეთოთ არჩევანი. მაგრამ ნებისმიერი საქმე მაშინ გამოიღებს საუკეთესო ნაყოფს, თუ სათანადო და ხელსაყრელ დროს გაკეთდება. მაგალითად, სოლომონი ამბობს, რომ არსებობს „დარგვის დრო და დარგულის ამოძირკვის დრო“ (ასე რომ, ღმერთმა ჩვენი მომავალი წინასწარ კი არ განსაზღვრა, არამედ დაადგინა კანონები და წესები, რომლებზეც დამოკიდებულია ჩვენი ცხოვრება. ადამიანი რომ წარმატებული იყოს თავის საქმეში, უნდა ესმოდეს, რა არის ღვთის მიერ დადგენილი წესები თუ კანონები და მათ თანახმად მოქმედებდეს. წინასწარ განსაზღვრული და შეუცვლელი ღვთის განზრახვაა და არა ადამიანის ბედი. ესაია წინასწარმეტყველის პირით იეჰოვა ამბობს: „ჩემი პირიდან გამოსული სიტყვა . . . უშედეგოდ არ დამიბრუნდება, შეასრულებს იმას, რაც მსურს, და მიაღწევს იმას, რისთვისაც გავგზავნე“ (ესაია 55:11).
როგორ შეასრულებს ღმერთი თავის „სიტყვას“ ანუ განზრახვას, რაც დედამიწასა და კაცობრიობის მომავალს ეხება?
ღვთის მიერ დადგენილი დრო
სოლომონი ასეთ მინიშნებას აკეთებს: „[ღმერთმა] ყველაფერი მშვენივრად შექმნა თავის დროზე“. შემდეგ დასძენს: „მარადიულობაც კი ჩადო მათ გულებში, რათა ადამიანებს თავიდან ბოლომდე ვერასოდეს გაეგოთ, რაც ჭეშმარიტმა ღმერთმა შექმნა“ (ეკლესიასტე 3:11).
ამ მუხლის გარშემო ბევრი დაიწერა. მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ ნებისმიერ ჩვენგანს ერთხელ მაინც უფიქრია, რა არის სიცოცხლის აზრი და რა მოგველის. მთელი ისტორიის მანძილზე ადამიანებს უჭირდათ იმ აზრთან შეგუება, რომ ცხოვრება გარჯასა და შრომაში უნდა გაეტარებინათ და ბოლოს მომკვდარიყვნენ. ყველა ქმნილებას შორის ადამიანი ყველაზე უნიკალურია; მას შეუძლია იფიქროს არა მხოლოდ დღევანდელ დღეზე, არამედ მომავალზეც. ჩვენ მარადიულ სიცოცხლესაც კი ვნატრობთ, რადგან, როგორც ღვთის სიტყვაშია ნათქვამი, ღმერთმა ‘მარადიულობა ჩადო ჩვენს გულებში’.
ადამიანს მარადიულად ცხოვრების იმდენად ძლიერი სურვილი აქვს, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობაც კი დაიჯერა. ზოგის აზრით, სიცოცხლე სიკვდილით არ მთავრდება ანუ რჩება რაღაც, რაც განაგრძობს არსებობას; ზოგს რეინკარნაციის სჯერა; ზოგსაც სწამს, რომ მათ ცხოვრებაში ყველაფერს ბედისწერა განაგებს, რის გამოც არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ. მაგრამ ყველა ეს მოსაზრება საფუძველს არის მოკლებული.
როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, ამის მიზეზი ის არის, რომ ‘ადამიანები თავიდან ბოლომდე ვერასოდეს გაიგებენ, რაც ჭეშმარიტმა ღმერთმა შექმნა’.საუკუნეების მანძილზე მოაზროვნეებსა და ფილოსოფოსებს მოსვენებას არ აძლევდა სიცოცხლის აზრთან დაკავშირებული კითხვები. რამდენადაც ღმერთმა ჩადო ჩვენს გულებში მარადიული სიცოცხლის სურვილი, განა ლოგიკური არ არის, გვჯეროდეს, რომ იგი დაგვიკმაყოფილებს კიდეც ამ სურვილს? ბიბლიაში ხომ იეჰოვაზე ნათქვამია: „შლი შენს ხელს და აკმაყოფილებ ყოველი ცოცხალი არსების სურვილს“ (ფსალმუნი 145:16). თუ ღვთის სიტყვას მივმართავთ, ჩვენთვის ნათელი მოეფინება იმას, თუ რა არის სიცოცხლის აზრი, რატომ კვდებიან ადამიანები და ღვთის განზრახვის თანახმად, რა მომავალი გველის (ეფესოელები 3:11).
[ჩანართი 5 გვერდზე]
„ვერც სწრაფები იმარჯვებენ რბოლაში“ (ეკლესიასტე 9:11)
[ჩანართი 6 გვერდზე]
თუ მიწათმოქმედმა თავის დროზე არ დათესა თესლი, ცუდი მოსავალი რომ აიღოს, ბედს უნდა მიაწეროს?
[ჩანართი 7 გვერდზე]
ჩვენ გამუდმებით ვფიქრობთ სიცოცხლის აზრზე, რადგან ღმერთმა მარადიულობა ჩადო ადამიანთა გულებში