არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ძმის რისხვა

ძმის რისხვა

პატარა მკითხველებისთვის

ძმის რისხვა

მითითებები: ეს სავარჯიშო მშვიდ, წყნარ გარემოში გააკეთეთ. ბიბლიური მუხლების კითხვისას წარმოიდგინეთ, რომ თქვენც ხართ იქ განვითარებული მოვლენების მოწმე. აგრეთვე წარმოიდგინეთ, რა გარემოში ვითარდება მოვლენები, რა ხმები გესმით, და ეცადეთ, გაიზიაროთ მოქმედ პირთა გრძნობები.

წარმოიდგინეთ, რა გარემოში ვითარდება მოვლენები. წაიკითხეთ დაბადების 4:1—12.

როგორ აღწერდით კაენის გარეგნობასა და ხასიათს? რას იტყოდით აბელზე?

_______

„ხორცის საქმეებიდან“ რომელი გამოავლინა კაენმა, და მისი რომელი საქციელიდან გამოჩნდა ეს? (გალატელები 5:19—21).

_______

კარგად დაფიქრდით. ხელმეორედ წაიკითხეთ მე-4—7 მუხლები.

მიიღებდა თუ არა იეჰოვა მსხვერპლს, ამას მარტო შესაწირავი განსაზღვრავდა თუ სხვა რამეც? (იგავები 21:2).

_______

რა შემთხვევებში შეიძლება რისხვის გამართლება, მაგრამ რატომ იყო ყოვლად გაუმართლებელი კაენის ‘რისხვით ანთება’?

_______

რა უნდა გაეკეთებინა კაენს, რათა ‘ებატონა’ თავის რისხვაზე?

_______

მოიქეცით ნასწავლის შესაბამისად. ჩამოწერეთ, რაც ისწავლეთ.

რა ისწავლეთ რისხვის შესახებ?

_______

როგორ ‘ვიბატონოთ’ არასწორ მიდრეკილებებზე?

_______

წაკითხულ ბიბლიურ მონაკვეთში რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, და რატომ?

_______