იეჰოვა ანუგეშებს ყველა მგლოვიარეს
იეჰოვა ანუგეშებს ყველა მგლოვიარეს
„იეჰოვამ მცხო . . . ყველა მგლოვიარის სანუგეშებლად“ (ეს. 61:1, 2).
1. რას აკეთებდა იესო მგლოვიარეთათვის და რატომ?
იესო ქრისტემ თქვა: „ჩემი საჭმელი ის არის, რომ ჩემი გამომგზავნელის ნება შევასრულო და მისი საქმე დავასრულო“ (იოან. 4:34). ღვთისგან მიღებული დავალების შესრულებისას იესო ირეკლავდა მამის დიდებულ თვისებებს და, მათ შორის, ხალხისადმი უდიდეს სიყვარულს (1 იოან. 4:7—10). მოციქულმა პავლემ ხაზი გაუსვა ამ სიყვარულის ერთ-ერთ გამოვლინებას, როდესაც იეჰოვას „ყოველგვარი ნუგეშის მამა“ უწოდა (2 კორ. 1:3). ესაიას წინასწარმეტყველებაში ჩაწერილი სიტყვების შესრულებით იესომაც გამოავლინა ასეთი სიყვარული (წაიკითხეთ ესაია 61:1, 2 ). ნაზარეთის სინაგოგაში იესომ წაიკითხა ეს წინასწარმეტყველება და თქვა, რომ ის მას ეხებოდა (ლუკ. 4:16—21). მთელი მისი მსახურების განმავლობაში იესო სიყვარულით ამხნევებდა და ამშვიდებდა მგლოვიარეებს, და ამგვარად ანუგეშებდა მათ.
2, 3. რატომ უნდა მიბაძონ ქრისტიანებმა იესოს და ანუგეშონ სხვები?
2 იესოს ყველა მიმდევარმა უნდა მიბაძოს მას და ანუგეშოს მგლოვიარენი (1 კორ. 11:1). პავლემ თქვა: „ამიტომ ანუგეშეთ და აღაშენეთ ერთმანეთი, რასაც აკეთებთ კიდეც“ (1 თეს. 5:11). ადამიანები განსაკუთრებით ახლა, ამ „მძიმე, ძნელად ასატან დროს“, საჭიროებენ ნუგეშს (2 ტიმ. 3:1). მთელ მსოფლიოში უფრო და უფრო მეტი გულწრფელი ადამიანი განიცდის მწუხარებას, სევდასა და გულის ტკივილს ზოგიერთების მოქმედებისა თუ სიტყვების გამო.
3 როგორც ბიბლიაშია ნაწინასწარმეტყველები, დღეს, ამ ბოროტი ქვეყნიერების აღსასრულის წინ, ადამიანები არიან: „საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, თავდაჯერებულები, ამპარტავნები, ღვთისმგმობელები, მშობლების ურჩები, უმადურები, ორგულები, თბილ გრძნობებს მოკლებულები, მათთან შეუძლებელი იქნება მორიგება, იქნებიან ცილისმწამებლები, თავშეუკავებლები, სასტიკები, კარგის მოძულეები, გამცემები, თავნებები, გაყოყოჩებულები, უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა“. ასეთი თვისებები დღეს უფრო ფართოდ არის გავრცელებული, ვიდრე ოდესმე, რადგან „ბოროტები და თვითმარქვიები . . . უფრო უარესად“ იქცევიან (2 ტიმ. 3:2—4, 13).
4. რა მდგომარეობაშია მსოფლიო დღეს?
4 ამან არ უნდა გაგვაკვირვოს, რადგან ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „მთელი ქვეყნიერება . . . ბოროტის ხელშია“ (1 იოან. 5:19). „მთელ ქვეყნიერებაში“ იგულისხმება პოლიტიკური, რელიგიური და კომერციული სტრუქტურები; აგრეთვე ყველა ის საშუალება, რომლებსაც სატანა თავისი იდეების გასავრცელებლად იყენებს. სატანა ეშმაკს მართებულად ეწოდება „ქვეყნიერების მმართველი“ და „ამ ქვეყნიერების ღმერთი“ (იოან. 14:30; 2 კორ. 4:4). მდგომარეობა მთელ დედამიწაზე უფრო და უფრო უარესდება, ვინაიდან სატანა დიდად არის განრისხებული. მან იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა (გამოცხ. 12:12). მართლაც მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ მალე ღმერთი მეტად აღარ მოუთმენს სატანასა და მის ბოროტ ქვეყნიერებას და გადაიჭრება სატანის მიერ წამოჭრილი იეჰოვას უზენაესობის საკითხი (დაბ. მე-3 თავი; იობ. მე-2 თავი).
სასიხარულო ცნობის ქადაგება მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს
5. როგორ სრულდება ამ ბოლო დღეებში სამქადაგებლო საქმიანობასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველება?
5 კაცობრიობის ისტორიის ამ რთულ პერიოდში სრულდება იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველები სიტყვები: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათ. 24:14). მთელ მსოფლიოში ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგება არნახულ მასშტაბებს აღწევს. დღეს 7 500 000-ზე მეტი იეჰოვას მოწმე, რომლებიც 107 000-ზე მეტ კრებაში არიან გაერთიანებულნი, ქადაგებენ იმ სამეფოს შესახებ, რომელზედაც იესო ქადაგებდა და ასწავლიდა (მათ. 4:17). ასეთმა სამქადაგებლო საქმიანობამ არაერთ დამწუხრებულს მოუტანა დიდი ნუგეში. ბოლო ორი წლის განმავლობაში 570 601 ადამიანი მოინათლა და იეჰოვას მოწმე გახდა.
6. რას ფიქრობთ სამქადაგებლო საქმიანობის მასშტაბებზე?
6 სამქადაგებლო საქმიანობის უდიდეს მასშტაბებზე მეტყველებს ისიც, რომ იეჰოვას მოწმეები თარგმნიან და ავრცელებენ ბიბლიურ ლიტერატურას 500-ზე მეტ ენაზე. ასეთი რამ კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს! იეჰოვას ორგანიზაციის მიწიერი ნაწილის საქმიანობა და ზრდა მართლაც უჩვეულოა! ღვთის ძლიერი წმინდა სულის ხელმძღვანელობისა და დახმარების გარეშე ყოველივე ამის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა ქვეყნიერებაში, რომლის მმართველიც სატანაა. ვინაიდან სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას მთელ დედამიწაზე ქადაგებენ, ბიბლიური ნუგეშის მიღება არა მარტო ჩვენს თანამორწმუნეებს შეუძლიათ, არამედ ყველას, ვინც ამ ცნობას დადებითად ეხმაურება.
ვანუგეშოთ თანამორწმუნეები
7. ა) რატომ არ უნდა მოველოდეთ, რომ დღეს იეჰოვა აგვარიდებს ყველა სტრესულ სიტუაციას? ბ) საიდან ვიცით, რომ შესაძლებელია, ავიტანოთ დევნა და გასაჭირი?
7 ბოროტებითა და ტანჯვა-წამებით აღსავსე ამ ქვეყნიერებაში შეუძლებელია, არ ჩავვარდეთ სტრესულ სიტუაციაში. სანამ ეს ქვეყნიერება არსებობს, არ უნდა მოველოდეთ, რომ ღმერთი აგვარიდებს უბედურებისა თუ მწუხარების ყოველგვარ მიზეზს. მანამდე კი, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, დევნილი ვიქნებით, რითაც გამოიცდება იეჰოვას უზენაესი ხელისუფლებისადმი ჩვენი ერთგულება (2 ტიმ. 3:12). მაგრამ ჩვენი ზეციერი მამა გვეხმარება და გვანუგეშებს, რის შედეგადაც შეგვიძლია ვიყოთ თესალონიკეში მცხოვრები ცხებული ქრისტიანებივით, რომლებმაც მოთმინებითა და რწმენით გაუძლეს დევნასა და გასაჭირს (წაიკითხეთ 2 თესალონიკელების 1:3—5 ).
8. როგორ ცხადყოფს ბიბლია, რომ იეჰოვა ანუგეშებს თავის მსახურებს?
8 უეჭველია, იეჰოვა ანუგეშებს თავის მსახურებს. მაგალითად, როდესაც ბოროტი დედოფალი იზებელი დევნიდა ელიას, წინასწარმეტყველმა დაკარგა სიმხნევე და გაიქცა; ის სიკვდილსაც კი ნატრობდა. მაგრამ განსჯის ნაცვლად, იეჰოვამ ანუგეშა ელია და გაბედულება შემატა, რომ შეესრულებინა თავისი მოვალეობა, და ეწინასწარმეტყველა (1 მეფ. 19:1—21). ის, რომ იეჰოვა ანუგეშებს თავის ხალხს, პირველი საუკუნის ქრისტიანული კრების მაგალითიდანაც ჩანს. ბიბლიაში ვკითხულობთ იმ პერიოდის შესახებ, რომლის დროსაც „კრებას მთელ იუდეაში, გალილეასა და სამარიაში მშვიდობის დრო დაუდგა და შენდებოდა“; უფრო მეტიც, კრება „იეჰოვას შიშითა და წმინდა სულის ნუგეშით რიცხობრივად იზრდებოდა“ (საქ. 9:31). ნამდვილად მადლიერი ვართ იმისათვის, რომ „წმინდა სულის ნუგეში“ გვაქვს!
9. როგორ გვანუგეშებს იესოს შესახებ შემეცნების მიღება?
9 ქრისტიანებს გვანუგეშებს იესო ქრისტეს შესახებ შემეცნების მიღება და მისი მაგალითის მიყოლა. იესომ თქვა: „მოდით ჩემთან, მძიმედ მშრომელნო და ტვირთმძიმენო, და მე გამოგაცოცხლებთ. დაიდგით ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან რბილი და გულით თავმდაბალი ვარ, და გამოცოცხლდება თქვენი სული. ჩემი უღელი ადვილი სატარებელია და ჩემი ტვირთი მსუბუქია“ (მათ. 11:28—30). როდესაც ვსწავლობთ, როგორ უყვარდა იესოს ადამიანები და, როგორ ზრუნავდა მათზე, შემდეგ კი ვბაძავთ მის დადებით მაგალითს, ეს უკვე თავისთავად გვიმსუბუქებს სტრესს.
10, 11. ვის შეუძლია კრებაში ნუგეშისცემა?
10 ჩვენი ნუგეშისცემა თანაქრისტიანებსაც შეუძლიათ. მაგალითად, განვიხილოთ, როგორ ეხმარებიან უხუცესები სტრესულ სიტუაციაში მყოფ კრების წევრებს. მოწაფე იაკობმა დაწერა: „[სულიერად] ავად არის რომელიმე თქვენგანი? მოუხმოს კრების უხუცესებს, მათ კი ილოცონ მასზე“. რა მოჰყვება ამას შედეგად? „რწმენით წარმოთქმული ლოცვა გამოაჯანმრთელებს დასუსტებულს. იეჰოვა წამოაყენებს მას და, თუ ცოდვები აქვს ჩადენილი, ეპატიება“ (იაკ. 5:14, 15). ნუგეშისცემა კრების სხვა წევრებსაც შეუძლიათ.
ტიტეს 2:3—5 ). რა თქმა უნდა, უხუცესებსა და სხვებს შეუძლიათ და მართებთ კიდეც „ანუგეშონ დამწუხრებული სულები“ (1 თეს. 5:14, 15). კარგი იქნება, თუ გვემახსოვრება, რომ ღმერთი „ყოველგვარ გასაჭირში გვანუგეშებს, რათა ჩვენც შევძლოთ ყოველგვარ გასაჭირში მყოფთა ნუგეშისცემა“ (2 კორ. 1:4).
11 ქალებს თავიანთი პრობლემების შესახებ საუბარი ერთმანეთთან უფრო უადვილდებათ. განსაკუთრებით უფროსი ასაკის გამოცდილ დებს შეუძლიათ კარგი რჩევები მისცენ ახალგაზრდა დებს. ეს მოწიფული ქრისტიანი ქალები შეიძლება უკვე შეხვედრიან მსგავს სიტუაციებს ცხოვრებაში. მათი თანაგრძნობა და მზრუნველობა მართლაც დამხმარე იქნება (წაიკითხეთ12. რატომ არის მნიშვნელოვანი ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება?
12 ნუგეშის მიღების კარგი საშუალება ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრებაა. ამ შეხვედრებზე განიხილება ბიბლიური თემები, რომლებიც ძალებს გვმატებს. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ იუდა და სილა „ძმებს მრავალი სიტყვით ამხნევებდნენ და განამტკიცებდნენ“ (საქ. 15:32). კრების შეხვედრის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ ქრისტიანები ერთმანეთს ესაუბრებიან და ამხნევებენ. მაშინაც კი, როცა რთული სიტუაციის გამო დათრგუნული ვართ, არ განვმარტოვდეთ, რადგან ეს მდგომარეობას ნამდვილად არ შეგვიმსუბუქებს (იგავ. 18:1). პირიქით, კარგია, თუ გავითვალისწინებთ მოციქულ პავლეს მიერ ღვთის შთაგონებით დაწერილ რჩევას: „ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ გავამხნეოთ ერთმანეთი და მით უფრო მეტად, რაც უფრო ვხედავთ იმ დღის მოახლოებას“ (ებრ. 10:24, 25).
ნუგეში პოვეთ ღვთის სიტყვაში
13, 14. როგორ შეიძლება გვანუგეშოს ბიბლიამ?
13 მონათლული ქრისტიანები ვართ თუ ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ შესწავლა ახლახან დავიწყეთ, შეგვიძლია ნუგეში ღვთის სიტყვაში ვპოვოთ. პავლემ დაწერა: „ყველაფერი, რაც წინათ დაიწერა, ჩვენ სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეშით გვქონდეს იმედი“ (რომ. 15:4). ბიბლია გვანუგეშებს და გვეხმარება, „ყველაფერში ჩახედული და ყოველმხრივ მომზადებული ვიყოთ ნებისმიერი კარგი საქმისთვის“ (2 ტიმ. 3:16, 17). ღვთის განზრახვების შესახებ ჭეშმარიტების ცოდნა და მომავლის უტყუარი იმედი ნამდვილად გვანუგეშებს. ამიტომ სრულად ვისარგებლოთ ბიბლიითა და მასზე დაფუძნებული პუბლიკაციებით, რომლებსაც შეუძლია გვანუგეშოს და სარგებლობა მრავალმხრივ მოგვიტანოს.
14 იესომ შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა, თუ როგორ შეგვიძლია წმინდა წერილების ლუკ. 24:32). მოციქული პავლეც მიჰყვებოდა იესოს ბრწყინვალე მაგალითს და „მსჯელობდა წმინდა წერილების საფუძველზე“. ბერეაში მისმა მსმენელებმა „უდიდესი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე გულდასმით იკვლევდნენ წმინდა წერილებს“ (საქ. 17:2, 10, 11). მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველდღე ვიკითხოთ ბიბლია, რათა სარგებლობა მოგვიტანოს მან და მასზე დაფუძნებულმა ქრისტიანულმა პუბლიკაციებმა, რომლებიც ამ რთულ დროს გვანუგეშებს და იმედს გვაძლევს.
დახმარებით დავარიგოთ და ვანუგეშოთ სხვები. მაგალითად, ერთხელ, მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო თავის ორ მოწაფეს გამოეცხადა და „წმინდა წერილებს უხსნიდა“. იესოს სიტყვები მათთვის გულში ჩამწვდომი იყო (კიდევ როგორ შეიძლება ვანუგეშოთ სხვები
15, 16. რის გაკეთება შეგვიძლია თანაქრისტიანების დასახმარებლად და სანუგეშებლად?
15 თანაქრისტიანებს შეგვიძლია სხვადასხვა სახით დავეხმაროთ და ნუგეში ვცეთ. მაგალითად, შეიძლება ხანდაზმულ ან ავადმყოფ ქრისტიანს საყიდლებზე გავეგზავნოთ. ასევე შეგვიძლია საოჯახო საქმეებში აღმოვუჩინოთ დახმარება და ამგვარად გამოვავლინოთ ყურადღება (ფილ. 2:4). კარგი იქნება, თუ შევაქებთ თანაქრისტიანებს კარგი თვისებების, მაგალითად, სიყვარულის, რთული სიტუაციების გამკლავების უნარის, გამბედაობისა და რწმენის გამო.
16 ხანდაზმულებს ვანუგეშებთ, თუ მოვინახულებთ და გულისყურით მოვუსმენთ, როდესაც თავიანთ წარსულსა და იეჰოვას მსახურებაში მიღებულ კურთხევებზე გვიყვებიან. ასე მოქცევა ჩვენვე გაგვამხნევებს და გვანუგეშებს. აგრეთვე შეგვიძლია წავუკითხოთ ბიბლია ან ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციები. შეგვიძლია მათთან ერთად განვიხილოთ „საგუშაგო კოშკიდან“ მიმდინარე სასწავლო სტატია ან კრების ბიბლიის შესწავლაზე იმ კვირას განსახილველი მასალა. კარგი იქნება, თუ მათთან ერთად ვუყურებთ ჩვენი საზოგადოების მიერ გამოცემულ DVD ფილმებს. აგრეთვე გამამხნევებელი იქნება ჩვენს პუბლიკაციებში მოყვანილი რომელიმე შემთხვევის მოყოლაც.
17, 18. რატომ ვართ დარწმუნებული, რომ იეჰოვა მხარს დაუჭერს და ანუგეშებს თავის ერთგულ მსახურებს?
17 თუ შევამჩნევთ, რომ თანაქრისტიანებს ნუგეშისცემა სჭირდებათ, შეგვიძლია ისინი პირად ლოცვებში მოვიხსენიოთ (რომ. 15:30; კოლ. 4:12). როდესაც ცხოვრებისეულ პრობლემებს ვუმკლავდებით და ამასთანავე მთელი გულით ვცდილობთ სხვების ნუგეშისცემას, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ ფსალმუნმომღერალივით, რომელმაც თქვა: „იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი და ის ამოგიდგება მხარში, ის არასოდეს დაუშვებს მართლის წაბორძიკებას“ (ფსალმ. 55:22). დიახ, იეჰოვა ყოველთვის ანუგეშებს და ამოუდგება მხარში თავის ერთგულ მსახურებს.
18 ძველად ღმერთმა თავის თაყვანისმცემლებს უთხრა: „მე, მე განუგეშებთ თქვენ“ (ეს. 51:12). იეჰოვა ჩვენც ასევე მოგვექცევა და აკურთხებს მგლოვიარეთა სანუგეშებლად გაწეულ ჩვენს ძალისხმევას. ზეცაში ცხოვრების იმედი გვაქვს თუ დედამიწაზე, თითოეულს შეგვიძლია ვინუგეშოთ ცხებული თანაქრისტიანებისთვის მიწერილი პავლეს სიტყვებით: „დაე, თვით ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და ჩვენმა ღმერთმა და მამამ, რომელმაც შეგვიყვარა და თავისი წყალობით მარადიული ნუგეში და კარგი იმედი მოგვცა, ანუგეშონ თქვენი გულები და განგამტკიცონ ყოველ კარგ საქმესა და სიტყვაში“ (2 თეს. 2:16, 17).
გახსოვთ?
• რა მასშტაბებს მიაღწია სამქადაგებლო საქმიანობამ, რომელსაც მგლოვიარეებისთვის ნუგეში მოაქვს?
• რა და რა სახით შეგვიძლია ვანუგეშოთ სხვები?
• როგორ ცხადყოფს ბიბლია, რომ იეჰოვა ანუგეშებს თავის ხალხს?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 28 გვერდზე]
ანუგეშებთ მგლოვიარეებს?
[სურათი 30 გვერდზე]
ახალგაზრდებსაც და ხანდაზმულებსაც შეუძლიათ სხვების გამხნევება