წმინდა სულით შექმნილი სამყარო — ღვთის შემოქმედების შედევრი
წმინდა სულით შექმნილი სამყარო — ღვთის შემოქმედების შედევრი
„იეჰოვას სიტყვით შეიქმნა ზეცა და მისი ბაგეთა სულით — ზეცის ლაშქარი“ (ფსალმ. 33:6).
1, 2. ა) დროის სვლასთან ერთად რატომ იძენს ადამიანი უფრო და უფრო მეტ ცოდნას ცისა და დედამიწის შესახებ? ბ) რა კითხვაზე უნდა მივიღოთ პასუხი?
ალბერტ აინშტაინმა საფუძველი ჩაუყარა ფარდობითობის სპეციალურ თეორიას და 1905 წელს ამის თაობაზე გამოაქვეყნა ნაშრომი. მას და ბევრ სხვა მეცნიერს სჯეროდათ, რომ სამყარო შედგებოდა მხოლოდ ერთი გალაქტიკისგან — „ირმის ნახტომისგან“. რა მცდარი წარმოდგენა ჰქონდათ მათ სამყაროს ზომებზე! სამყაროში არის 100 მილიარდზე მეტი გალაქტიკა და ზოგ ამ გალაქტიკაში მილიარდობით ვარსკვლავია. რაც უფრო მძლავრ და ზემგრძნობიარე ტელესკოპებს ამონტაჟებენ ობსერვატორიებსა თუ დედამიწის ორბიტაზე გაშვებულ ხელოვნურ თანამგზავრებზე, მით უფრო მეტი გალაქტიკის დაფიქსირება ხდება შესაძლებელი.
2 მეცნიერებს 1905 წელს მწირი ცოდნა ჰქონდათ როგორც ცის, ისე დედამიწის შესახებ. სინამდვილეში წინა საუკუნეში მცხოვრებმა ხალხმა უფრო მეტი იცოდა სამყაროს შესახებ, ვიდრე მათმა წინაპრებმა. მაგრამ წარსულთან შედარებით დღეს გაცილებით საფუძვლიან ცოდნას ვფლობთ რთული აგებულების ნაირფეროვან ცოცხალ ქმნილებებზე და დედამიწის ჯგუფის პლანეტებზე, რომლებიც საუკეთესოდ უწყობენ ხელს დედამიწაზე სიცოცხლის შენარჩუნებას. მომავალში ჩვენ, უდავოდ, კიდევ უფრო ბევრს გავიგებთ დედამიწისა და ცის შესახებ. მაგრამ კარგი იქნება, თუ შევეკითხებით თავს: როგორ გაჩნდა სამყარო? ამ კითხვაზე პასუხის მიღება მხოლოდ შემოქმედის წყალობით შეგვიძლია, რადგან მან წმინდა წერილებში გაგვიმჟღავნა ამის შესახებ.
შემოქმედების სასწაული
3, 4. როგორ შექმნა ღმერთმა სამყარო და როგორ განადიდებს ღმერთს მისი „ხელთა ნამოქმედარი“?
3 ბიბლიის პირველ სიტყვებში ახსნილია, თუ როგორ გაჩნდა სამყარო: „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა“ (დაბ. 1:1). ჯერ არარსებულის, მათ შორის „სამშენებლო მასალის“, შესაქმნელად იეჰოვამ გამოიყენა თავისი წმინდა სული — უძლიერესი ძალა. სწორედ წმინდა სულით შექმნა ღმერთმა ცა, დედამიწა და სხვა ყველაფერი. ხელოსანი რაიმეს შესაქმნელად ხელსაწყოებს იყენებს, მაგრამ ღმერთმა თავისი წმინდა სულით მოიმოქმედა დიდებული საქმეები.
4 საღვთო წერილი წმინდა სულს „ღვთის ხელთან“ აიგივებს (ლუკ. 11:20; მათ. 12:28). ღვთის „ხელთა ნამოქმედარს“, ანუ იმას, რაც იეჰოვამ წმინდა სულით შექმნა, დიდება მოაქვს მისთვის. ფსალმუნმომღერალი დავითი მღეროდა: „ღვთის დიდებას აუწყებს ზეცა და სივრცე მის ხელთა ნამოქმედარზე მეტყველებს“ (ფსალმ. 19:1). ფიზიკური სამყარო იმაზე მოწმობს, რომ ღვთის წმინდა სული მოწიწების შთამნერგავი დიდებული ძალაა (რომ. 1:20).
ღვთის უსაზღვრო ძალა
5. რა მეტყველებს იმაზე, რომ იეჰოვას წმინდა სული სამყაროში უძლიერესი ძალაა? მოიყვანეთ მაგალითი.
5 უკიდეგანო სამყარო იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვა უსაზღვრო ძალასა და ენერგიას ფლობს (წაიკითხეთ ესაიას 40:26 ). დღეს მეცნიერებისთვის სიახლე არ არის, რომ მატერია შეიძლება გარდაიქმნას ენერგიად, ენერგია კი მატერიად. მზის, უზარმაზარი ვარსკვლავის მაგალითიდან კარგად ჩანს, თუ როგორ გარდაიქმნება მატერია ენერგიად. ყოველ წამში მზე დაახლოებით ოთხ მილიონ ტონა მატერიას მზის ენერგიად და სხვა სახის სხივურ ენერგიად გარდაქმნის. ამ ენერგიის უმცირესი ნაწილიც კი საკმარისია, რომ დედამიწაზე სიცოცხლემ იარსებოს. ეჭვგარეშეა, რომ ღვთის უსაზღვრო ძალისა და ენერგიის წყალობით შეიქმნა არა მარტო მზე, არამედ მილიარდობით სხვა ვარსკვლავიც. აღსანიშნავია, რომ იეჰოვა გაცილებით მეტ ძალასა და ენერგიას ფლობს, ვიდრე ყველაფრის შესაქმნელად გამოიყენა.
6, 7. ა) რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ღმერთმა წმინდა სულით ყველაფერი კანონზომიერად შექმნა? ბ) რა ცხადყოფს, რომ სამყარო შემთხვევით არ გაჩენილა?
6 სამყარო იმაზე მოწმობს, რომ ღმერთმა წმინდა სული იმ მიზნით გამოიყენა, რომ ყველაფერი კანონზომიერად შეექმნა. წარმოიდგინეთ, რომ სხვადასხვა ფერის ბურთებით სავსე ყუთი გაქვთ. თქვენ ანჯღრევთ ყუთს და ბურთები ერთმანეთში ირევა. შემდეგ ყუთს აპირქვავებთ და ბურთებს ძირს ყრით. თქვენ, რასაკვირველია, არა გაქვთ იმის მოლოდინი, რომ ბურთები ფერების მიხედვით დაჯგუფდება — ლურჯი ბურთები ერთად, ყვითლები ერთად და ასე შემდეგ. მსგავსად ამისა, გაუკონტროლებელი ქმედება ყოველთვის უწესრიგობას იწვევს. ეს ფაქტი ბუნების უნივერსალურ კანონზომიერებადაა მიჩნეული. *
7 როცა ტელესკოპით ცას აკვირდებით, რას ხედავთ? უზარმაზარ და საოცრად მოწესრიგებულ გალაქტიკათა სისტემას და მათში შემავალ ვარსკვლავებსა და პლანეტებს, რომლებიც საოცარი სიზუსტით მოძრაობენ თავიანთ ტრაექტორიაზე. განა გონივრული იქნებოდა, სამყაროს არსებობა შემთხვევითი კოსმოსური აფეთქებისთვის მიგვეწერა. კარგი იქნება, თუ ვკითხავთ საკუთარ თავს, რა ძალამ შექმნა ასე საოცრად მოწესრიგებული სამყარო. მხოლოდ მეცნიერული კვლევითა თუ ექსპერიმენტებით ადამიანს არ შეუძლია, ბოლომდე ჩასწვდეს, რა ძალამ შექმნა სამყარო. მაგრამ ბიბლია ამ ძალას უწოდებს ღვთის წმინდა სულს — ეს არის უდიდესი ძალა სამყაროში. ფსალმუნმომღერალი მღეროდა: „იეჰოვას სიტყვით შეიქმნა ზეცა და მისი ბაგეთა სულით — ზეცის ლაშქარი“ (ფსალმ. 33:6). შეუიარაღებელი თვალით მოწმენდილ ცაზე ჩვენ მხოლოდ „ზეცის ლაშქრის“, ანუ ვარსკვლავების ძალიან მცირე ნაწილის დანახვა შეგვიძლია.
დედამიწა — ღვთის წმინდა სულით შექმნილი საოცარი პლანეტა
8. რა ვიცით სინამდვილეში იეჰოვას დიდებული საქმეების შესახებ?
8 რაც დღეს ბუნების შესახებ ვიცით, ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რასაც მომავალში გავიგებთ. სინამდვილეში ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით ღვთის დიდებულ საქმეებზე, რასაც ღვთის ერთგული მსახური იობიც ადასტურებდა: „აი, მისი გზების კიდეები, მასზე ჩურჩულით გვესმის! მაგრამ ვინ ჩასწვდება მისი ძლიერების გრგვინვას?“ (იობ. 26:14). საუკუნეების შემდეგ მეფე სოლომონმა, რომელიც გულდასმით აკვირდებოდა იეჰოვას შემოქმედებას, აღნიშნა: „მან [ღმერთმა] ყველაფერი მშვენივრად შექმნა თავის დროზე. მარადიულობაც კი ჩადო მათ გულებში, რათა ადამიანებს თავიდან ბოლომდე ვერასოდეს გაეგოთ, რაც ჭეშმარიტმა ღმერთმა შექმნა“ (ეკლ. 3:11; 8:17).
9, 10. რა ძალა გამოიყენა ღმერთმა დედამიწის შესაქმნელად, და რა შექმნა ღმერთმა პირველი სამი შემოქმედებითი დღის მანძილზე?
9 მიუხედავად ამისა, იეჰოვა გვიმჟღავნებს უმნიშვნელოვანეს წვრილმანებს თავისი შემოქმედების შესახებ. მაგალითად, წმინდა წერილებში ნათქვამია, რომ მილიარდობით წლის წინათ ღვთის სული იძვროდა წყლის ზევით (წაიკითხეთ დაბადების 1:2). იმ დროისთვის დედამიწაზე არ არსებობდა ხმელეთი, არ იყო სინათლე და, როგორც ჩანს, არც ჰაერი.
10 ბიბლიაში აღწერილია ღვთის შემოქმედებითი დღეები. შემოქმედებითი დღე არ იყო 24-საათიანი დღე, არამედ დროის გაცილებით დიდ პერიოდს მოიცავდა. პირველ შემოქმედებით დღეს დედამიწაზე თანდათანობით გამოჩნდა სინათლე. ეს პროცესი დაბ. 1:3, 14). მეორე შემოქმედებით დღეს წარმოიქმნა ატმოსფერო (დაბ. 1:6). ახლა დედამიწაზე წყალიც იყო, სინათლეც და ჰაერიც, მაგრამ ჯერ კიდევ არ იყო ხმელეთი. მესამე შემოქმედებით დღეს ღმერთმა თავისი წმინდა სულით შექმნა ხმელეთი — როგორც ჩანს, გეოლოგიური ძალების ზემოქმედების შედეგად წყლიდან ხმელეთი ამოიმართა და ამგვარად წარმოიქმნა კონტინენტები (დაბ. 1:9). მესამე და მომდევნო შემოქმედებითი დღეების მანძილზე ღმერთმა კიდევ სხვა არაერთი შემოქმედებითი სასწაული მოახდინა.
მაშინ უნდა დასრულებულიყო, როცა მოგვიანებით დედამიწიდან აშკარად გახდებოდა შესამჩნევი მზე და მთვარე (ცოცხალი ქმნილებები — ღვთის შემოქმედების კიდევ ერთი სასწაული
11. რაზე მოწმობს უსაზღვროდ პროპორციული და თვალწარმტაცი ნაირფეროვანი ცოცხალი ქმნილებები?
11 ღვთის წმინდა სულით შეიქმნა აგრეთვე უმაღლეს დონეზე ორგანიზებული ბიოლოგიური მრავალფეროვნება. მესამე შემოქმედებითი დღიდან მეექვსეს ჩათვლით ღმერთმა წმინდა სულის მეშვეობით დედამიწაზე სიცოცხლის ათასგვარი ფორმა შექმნა (დაბ. 1:11, 20—25). უსაზღვროდ პროპორციული და თვალწარმტაცი ნაირფეროვანი ცოცხალი ქმნილებები იმაზე მოწმობს, რომ იდეალურად არიან შექმნილნი.
12. ა) რა არის დნმ? ბ) რაზე მოწმობს ის, რომ დნმ-ის წყალობით ყველა ცოცხალი ორგანიზმი ასრულებს თავ-თავიანთ ფუნქციას?
12 ახლა დავფიქრდეთ დნმ-ზე (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა). დნმ გადასცემს გენეტიკურ ინფორმაციას ერთი თაობიდან მეორეში ცოცხალი ორგანიზმების მემკვიდრეობითი ნიშან-თვისებების შესახებ. დედამიწაზე ყველა ცოცხალი ორგანიზმი, იქნება ეს მიკრობები, ბალახი, სპილო, ლურჯი ვეშაპი თუ ადამიანი, დნმ-ის გარეშე ვერ გამრავლდება. თუმცა მრავალფეროვანი ცოცხალი ქმნილებები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება, გენეტიკური კოდი, რომელიც მოლეკულურ დონეზე განსაზღვრავს მემკვიდრეობით მიღებულ ნიშან-თვისებებს, უცვლელია. ამ კოდის წყალობით საუკუნეების ფსალმ. 139:16). ეს საოცრად მაღალორგანიზებული და მოწესრიგებული მექანიზმი კიდევ ერთი მტკიცებაა იმისა, რომ ყველაფერი „ღვთის ხელით“ ანუ მისი წმინდა სულით შეიქმნა.
მანძილზე შესაძლებელია ცოცხალი ქმნილებების ძირითადი სახეობების ერთმანეთისგან განსხვავება. სწორედ ამიტომ, იეჰოვას განზრახვის თანახმად, დედამიწაზე მრავალფეროვანი ცოცხალი ორგანიზმები თავ-თავიანთ ფუნქციას ასრულებენ ურთულეს ეკოსისტემაში (ღვთის შემოქმედების გვირგვინი
13. როგორ შექმნა ღმერთმა ადამიანი?
13 საუკუნეების მანძილზე ღმერთმა უთვალავი ცოცხალი ქმნილება შექმნა და უამრავი დიდებული საქმე მოიმოქმედა, რის შემდეგაც დედამიწა აღარ იყო „უფორმო და უდაბური“. მაგრამ მას ამით არ დაუსრულებია თავისი შემოქმედება. ღმერთმა წმინდა სულით უნიკალური ქმნილება შექმნა — მეექვსე შემოქმედებითი დღის ბოლოს ღმერთმა მიწის ელემენტებისგან გამოსახა ადამიანი (დაბ. 2:7).
14. ყველაზე მეტად რით განსხვავდებიან ადამიანები ცხოველებისგან?
14 დაბადების 1:27-ში ვკითხულობთ: „დაიწყო ღმერთმა ადამიანის შექმნა თავის ანარეკლად, ღვთის ანარეკლად შექმნა იგი. კაცად და ქალად შექმნა ისინი“. ის, რომ ღმერთმა თავის ანარეკლად შეგვქმნა, იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ გვაქვს სიყვარულის გამოვლენის უნარი, ვსარგებლობთ თავისუფალი ნებით, და თითოეულს შემოქმედთან ახლო ურთიერთობის განვითარებაც კი შეგვიძლია. ადამიანის ტვინი ისეა შექმნილი, რომ ბევრად აღემატება ცხოველის ტვინს. მაგალითად, ცხოველებისგან განსხვავებით, ჩვენ შეგვიძლია უსასრულოდ ვეცნობოდეთ იეჰოვას და მის განზრახვებს.
15. რა პერსპექტივა ჰქონდათ ადამსა და ევას?
15 კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში ღმერთმა ადამს და მის ცოლს, ევას უთხრა, რომ დაპატრონებოდნენ დედამიწას და გაეხარათ მასზე ცხოვრებით (დაბ. 1:28). იეჰოვამ ისინი დედამიწაზე სამოთხეში დაასახლა და იზრუნა, რომ უხვად ჰქონოდათ მრავალფეროვანი საკვები. ადამსა და ევას შესაძლებლობა ჰქონდათ, მარადიულად ეცხოვრათ და მილიარდობით სრულყოფილი შთამომავალი წარმოეშვათ. მაგრამ ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც ღმერთს ჰქონდა განზრახული.
წმინდა სულის უმნიშვნელოვანესი როლი
16. ჩვენი პირველი მშობლების ურჩობის მიუხედავად, როგორი მომავლის იმედი გვაქვს?
16 ნაცვლად იმისა, რომ ადამი და ევა მადლიერების ნიშნად შემოქმედს დამორჩილებულიყვნენ, საკუთარ ეგოისტურ სურვილს აყოლილებმა ზურგი აქციეს ღმერთს. მათი მცდარი ნაბიჯის გამო ყველა მათი არასრულყოფილი შთამომავალი საკუთარ თავზე იწვნევს ცოდვის შედეგებს. მაგრამ ბიბლიაში ახსნილია, თუ როგორ წაშლის ღმერთი ჩვენი პირველი მშობლების მიერ ჩადენილი ცოდვის ყოველგვარ კვალს. უფრო მეტიც, საღვთო წერილიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა სისრულეში მოიყვანს თავის თავდაპირველ განზრახვას — დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა, რომელზეც მარადიულად იცხოვრებენ ბედნიერი და ჯანმრთელი ადამიანები (დაბ. 3:15). ასეთი შესანიშნავი მომავლის იმედი რომ არ დავკარგოთ, ჩვენ ღვთის წმინდა სულის დახმარება გვესაჭიროება.
17. როგორ აზროვნებას უნდა მოვერიდოთ?
17 ჩვენ ლოცვაში უნდა ვთხოვთ იეჰოვას წმინდა სული (ლუკ. 11:13). ეს დაგვეხმარება, განვიმტკიცოთ რწმენა, რომ მთელი სამყარო „ღვთის ხელმა“ შექმნა. დღეს ათეიზმის ახალი ტალღა აგორდა — ევოლუციონისტები ცდილობენ, ხალხს თავს მოახვიონ უსაფუძვლო და ყოველგვარ საღ აზრს მოკლებული მოსაზრებები. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ასეთმა მცდარმა აზროვნებამ შეგვაცდინოს ან ფარ-ხმალი დაგვაყრევინოს. ყველა ქრისტიანი მომზადებული უნდა იყოს, რომ შეეწინააღმდეგოს ასეთ პროპაგანდას და არ მოექცეს მათ გავლენაში, რომლებსაც მსგავსი აზროვნება აქვთ (წაიკითხეთ კოლოსელების 2:8).
18. რატომ იქნებოდა დიდი შეცდომა, უარგვეყო ის ფაქტი, რომ სამყარო და ადამიანი გონიერი შემოქმედის ხელთა ქმნილებაა?
18 ღვთისა და მისი სიტყვისადმი ჩვენი რწმენა უდავოდ განმტკიცდება, თუ გულწრფელად გამოვიკვლევთ იმის დამადასტურებელ მტკიცებებს, რომ ყველაფერი ღვთის შემოქმედების ნაყოფია. დღეს ბევრი, ვინც სამყაროსა და კაცობრიობის წარმოშობით არის დაინტერესებული, გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ ყველაფერი შეიქნა ზეადამიანური ძალით, რომელიც არ არის მატერიალური სამყაროს ნაწილი. თუ მათსავით ვიმსჯელებდით, იობ. 9:10; ფსალმ. 104:25). ჩვენ, ქრისტიანები დარწმუნებულები ვართ, რომ იეჰოვამ, გონიერმა შემოქმედმა წმინდა სულის ძალით შექმნა სამყარო.
ღვთის შემოქმედების დამადასტურებელ აშკარა მტკიცებებს უგულებელვყოფდით. უფრო მეტიც, ჩვენ უარვყოფდით ურიცხვი ქმნილებების არსებობას, რომლებიც საოცრად მოწესრიგებულნი არიან და შემოქმედის განზრახვის თანახმად, თავიანთ ფუნქციას საუკეთესოდ ასრულებენ (წმინდა სული ღვთისადმი რწმენის განვითარებაში გვეხმარება
19. პირადად თქვენ რა გარწმუნებთ იმაში, რომ ღმერთი არსებობს და თავისი წმინდა სულით ასრულებს თავის განზრახვას?
19 იმისათვის, რომ გვწამდეს ღმერთი, გვიყვარდეს ის და ღრმა პატივისცემის გრძნობით ვიყოთ მისდამი განმსჭვალულნი, აუცილებელი არ არის, ყველა დეტალი ვიცოდეთ შემოქმედებაზე. როგორც ორ ადამიანს შორის მეგობრობა არ ემყარება მხოლოდ მშრალ ფაქტებს, ასევეა იეჰოვასთან მეგობრობის განვითარების დროსაც. როგორც მეგობრებს შორის ღრმავდება სიყვარული, როცა ისინი უკეთ ეცნობიან ერთმანეთს, ასევე ღმერთთან ჩვენი ურთიერთობისასაც; რაც უფრო უკეთ ვეცნობით იეჰოვას პიროვნებას, მით უფრო მტკიცდება მისდამი ჩვენი რწმენა. როდესაც ვხედავთ, როგორ პასუხობს იეჰოვა ჩვენს ლოცვებს და რა სასიკეთოდ მოქმედებს ჩვენზე ღვთის პრინციპების დაცვა, ჩვენთვის იეჰოვა რეალური ხდება. იეჰოვასთან უფრო მეტ სიახლოვეს ვგრძნობთ, როცა ვხედავთ, როგორ წარმართავს იგი ჩვენს ნაბიჯებს, როგორ გვიცავს, როგორ გვაკურთხებს მსახურების დროს და როგორ გვაძლევს ყოველივე აუცილებელს. ყველაფერი ეს აშკარად მოწმობს იმაზე, რომ ღმერთი არსებობს და თავისი წმინდა სულით ასრულებს თავის განზრახვას.
20. ა) რატომ შექმნა ღმერთმა სამყარო და ადამიანი? ბ) რას მივიღებთ შედეგად, თუ კვლავაც ღვთის სულით ვივლით?
20 იეჰოვას წმინდა სულის კიდევ ერთი შესანიშნავი ნაყოფი არის ბიბლია, რადგან ამ წიგნის დამწერებს სწორედ „წმინდა სულით აღძრულებს, ღმერთი ალაპარაკებდა“ (2 პეტ. 1:21). ღვთის სიტყვის საგულდაგულოდ შესწავლა რწმენას გაგვიღრმავებს ღვთის მიმართ, რომელიც არის ყველაფრის შემოქმედი (გამოცხ. 4:11). იეჰოვა ყველაზე გამორჩეული თვისების, სიყვარულის გამო გახდა შემოქმედი (1 იოან. 4:8). ამიტომ, ძალ-ღონე არ დავიშუროთ, რომ სხვებს გავაცნოთ ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამა და მეგობარი. თუ კვლავაც ღვთის სულით ვივლით, უსასრულოდ მივიღებთ იეჰოვას შესახებ ცოდნას და მარადიულად განვადიდებთ მას (გალ. 5:16, 25). დაე, თითოეულმა ჩვენგანმა განვაგრძოთ იეჰოვასა და მისი დიდებული საქმეების შეცნობა და ავირეკლოთ უსაზღვრო სიყვარული, რომელიც მან ცის, დედამიწისა და ადამიანის შექმნის დროს გამოავლინა!
[სქოლიო]
^ აბზ. 6 იხილეთ წიგნი „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“, გვერდები 24, 25.
შეგიძლიათ ახსნათ?
• რას გვიმჟღავნებს ცა და დედამიწა ღვთის წმინდა სულის შესახებ?
• რისი უნარი და შესაძლებლობა გვაქვს ღვთის მსგავსად შექმნილ ადამიანებს?
• რატომ უნდა გამოვიკვლიოთ ღვთის შემოქმედების დამადასტურებელი ფაქტები?
• როგორ შეგვიძლია უფრო დავუახლოვდეთ იეჰოვას?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 7 გვერდზე]
რას გვიმხელს საოცრად მოწესრიგებული სამყარო შემოქმედების შესახებ?
[საავტორო უფლება]
Stars: Anglo-Australian Observatory/David Malin Images
[სურათები 8 გვერდზე]
რატომ შეიძლება ითქვას, რომ დნმ-ის გარეშე ეს ცოცხალი ორგანიზმები ვერ იარსებებდნენ?
[სურათი 10 გვერდზე]
მზად ხართ თქვენი რწმენის დასაცავად?