იეჰოვას სულით მავალი მეფე კურთხევებს არ მოგაკლებთ!
იეჰოვას სულით მავალი მეფე კურთხევებს არ მოგაკლებთ!
„მასზე დაივანებს იეჰოვას სული“ (ეს. 11:2).
1. რა მოსაზრება გამოთქვა ზოგმა მსოფლიო მდგომარეობის შესახებ?
„დღეს პოლიტიკური არასტაბილურობის, სოციალური თუ ეკოლოგიური პრობლემების გამო მსოფლიოში სრული ქაოსია. რა იქნება ასი წლის შემდეგ? იარსებებს კი ადამიანთა მოდგმა საერთოდ?“ ეს კითხვა 2006 წელს ასტროფიზიკოსმა სტივენ ჰოკინგმა დასვა. ჟურნალ „ნიუ-სტეიტსმენის“ ერთ-ერთ სტატიაში ნათქვამი იყო: „ჩვენ ვერც სიღარიბეს დავაღწიეთ თავი და ვერც მსოფლიო მშვიდობა დავამყარეთ. არაერთი მცდელობის მიუხედავად, დღეს სრულიად საპირისპირო შედეგს ვხედავთ. მმართველობის რომელი ფორმა აღარ მოვსინჯეთ — კომუნიზმით დაწყებული კაპიტალიზმით დამთავრებული. მშვიდობის მისაღწევად რა გზას აღარ მივმართეთ — შევქმენით ერთა ლიგა და საბოლოოდ, ბირთვული განიარაღების პოლიტიკამდე მივედით. არაერთ ომში ჩავებით იმ იმედით, რომ ომებს ერთხელ და სამუდამოდ ბოლოს მოვუღებდით“.
2. როგორ დაამტკიცებს მალე იეჰოვა, რომ მხოლოდ მას აქვს კანონიერი უფლება, იყოს უზენაესი მმართველი დედამიწაზე?
2 იეჰოვას მოწმეებს არ უკვირთ, როცა ხალხი ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს. როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, ადამიანი არ შექმნილა იმისთვის, რომ თავად წარმართოს თავისი ნაბიჯები (იერ. 10:23). მხოლოდ იეჰოვაა სამყაროს კანონიერი მმართველი. ამიტომ მხოლოდ მას აქვს უფლება, დაგვიდგინოს ნორმები, თუ როგორ ვიცხოვროთ, და თავისი განზრახვის თანახმად წარმართოს ჩვენი ნაბიჯები. უფრო მეტიც, ის მალე თავის კანონიერ უფლებას გამოიყენებს და ბოლოს მოუღებს ადამიანთა მმართველობას, რომელმაც მარცხი იწვნია. გარდა ამისა, იეჰოვა გაანადგურებს ყველას, ვინც უარყო მისი უზენაესობა; სწორედ მათი გავლენით ადამიანები კვლავ ცოდვის, სიკვდილის, არასრულყოფილებისა და „ამ ქვეყნიერების ღმერთის“, სატანა ეშმაკის მონებად რჩებიან (2 კორ. 4:4).
3. რა იწინასწარმეტყველა ესაიამ მესიის შესახებ?
3 ახალ ქვეყნიერებაში, როცა სამოთხე დამყარდება, უზენაესი უფალი, იეჰოვა ადამიანების მიმართ თავის სიყვარულს იმით გამოხატავს, რომ მისი ძე, მესია დაიწყებს მათზე მმართველობას (დან. 7:13, 14). ესაიამ ღვთის სამეფოს მეფეზე იწინასწარმეტყველა: „ამოვა ყლორტი იესეს ძირკვიდან და ნაყოფიერი იქნება მისი ფესვის ამონაყარი. მასზე დაივანებს იეჰოვას სული, სიბრძნისა და გაგების სული, რჩევისა და ძლევამოსილების სული, ცოდნისა და იეჰოვას შიშის სული“ (ეს. 11:1, 2). როგორ მისცა იეჰოვამ თავისი წმინდა სულით „ყლორტს იესეს ძირკვიდან“ — იესო ქრისტეს — საჭირო სიბრძნე და გამოცდილება, რომ კაცობრიობის მმართველი გამხდარიყო? რა კურთხევებს მოუტანს მისი მმართველობა ადამიანებს? რა უნდა გავაკეთოთ ამ კურთხევების მისაღებად?
ღვთიური სიბრძნით განსწავლული მეფე
4—6. რა განსაკუთრებულ ცოდნას ფლობს იესო და როგორ დაეხმარება ეს ცოდნა მას, იყოს ბრძენი და თანამგრძნობი მეფე, მღვდელთმთავარი და მოსამართლე?
4 იეჰოვას სურს, რომ ბრძენმა და თანამგრძნობმა მეფემ, მღვდელმთავარმა და მოსამართლემ მისი მიწიერი ქვეშევრდომები სრულყოფილებამდე მიიყვანოს. სწორედ ამიტომ აირჩია მან იესო ქრისტე, რომელსაც თავისი წმინდა სულის მეშვეობით მისცა საჭირო სიბრძნე და გამოცდილება უმნიშვნელოვანესი დავალებების შესასრულებლად. განვიხილოთ ზოგიერთი მიზეზი, თუ რატომ შეუძლია იესოს, ღვთისგან დაკისრებული როლი წუნდაუდებლად შეასრულოს.
კოლ. 1:15). იესომ საკუთარ თავზე თქვა: „ვინც მე მიხილა, მამაც იხილა“ (იოან. 14:9).
5 იესო ყველაზე კარგად იცნობდა მამას და მის შესახებ ყველაფერი იცოდა. ღვთის მხოლოდშობილმა ძემ მამის გვერდით მილიარდობით წელი გაატარა, ამიტომ მასზე უკეთ მამას არავინ იცნობს. მთელი ამ დროის მანძილზე იესომ იმდენად ბევრი რამ გაიგო იეჰოვას შესახებ, რომ მას ბიბლიაში „უხილავი ღვთის ანარეკლი“ ეწოდება (6 იეჰოვას შემდეგ იესო ფლობს ამომწურავ ცოდნას ყველა ქმნილებაზე, მათ შორის ადამიანებზე. კოლოსელების 1:16, 17-ში ვკითხულობთ: „მისი [ღვთის ძის] მონაწილეობით შეიქმნა სხვა ყველაფერი ზეცაში და დედამიწაზე, ხილული და უხილავი . . . ის არის ყველაფერზე უწინ, მისი მონაწილეობით გაჩნდა ყველაფერი“. წარმოიდგინეთ, იესო, „როგორც ოსტატი“ მონაწილეობას იღებდა ყველაფრის შექმნაში! ამიტომ, მან ყოველი უმნიშვნელო წვრილმანი იცის მთელი სამყაროს შესახებ, დაწყებული უმცირესი სუბატომური ნაწილაკებიდან ადამიანის ურთულესი ტვინით დამთავრებული. იესო მართლაც გაპიროვნებული სიბრძნეა! (იგავ. 8:12, 22, 30, 31).
7, 8. როგორ ეხმარებოდა ღმერთი თავისი წმინდა სულით იესოს მსახურების შესრულებაში?
7 ღმერთმა იესო თავისი წმინდა სულით სცხო. „იეჰოვას სულია ჩემზე, — ამბობს იესო. — რადგან მან მცხო, რომ ღარიბებს სასიხარულო ცნობა ვაუწყო და გამომგზავნა, რომ ტყვეებს გათავისუფლების შესახებ, უსინათლოებს კი მხედველობის დაბრუნების შესახებ ვუქადაგო, გავათავისუფლო ჩაგრულები და იეჰოვასთვის სასურველი წელიწადის შესახებ ვიქადაგო“ (ლუკ. 4:18, 19). როდესაც იესო მოინათლა, როგორც ჩანს, ღვთის წმინდა სულის მეშვეობით გაიხსენა, რა ისწავლა მამისგან განკაცებამდე, მათ შორის ის, რომ მამის ნებისამებრ მესიის როლი უნდა შეესრულებინა დედამიწაზე (წაიკითხეთ ესაიას 42:1; ლუკას 3:21, 22; იოანეს 12:50).
8 რამდენადაც იესო იყო ღვთის წმინდა სულით აღვსილი და ყოველმხრივ სრულყოფილი, იგი არა მხოლოდ ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი იყო, არამედ დიდებული მასწავლებელიც. „ხალხი განცვიფრებული იყო იმით, თუ როგორ ასწავლიდა“ იესო (მათ. 7:28). მას შეეძლო ისეთ ღრმა საკითხებს შეხებოდა, როგორიცაა კაცობრიობის პრობლემების გამომწვევი ძირითადი მიზეზები — ცოდვა, არასრულყოფილება და სულიერი სიბნელე. იესო აგრეთვე ხედავდა თითოეული ადამიანის გულს და შესაბამისად ეპყრობოდა (მათ. 9:4; იოან. 1:47).
9. როგორ გარწმუნებს იესოს დედამიწაზე მსახურება იმაში, რომ იგი საუკეთესო მმართველი იქნება?
9 იესო ადამიანი იყო. დედამიწაზე ცხოვრების გამოცდილებამ და არასრულყოფილ ადამიანებთან ურთიერთობამ იესოს მეფისთვის საჭირო თვისებები შესძინა. პავლე მოციქულმა დაწერა: „[იესო] ყველაფერში თავის ძმებს უნდა დამსგავსებოდა, რათა გულმოწყალე და ერთგულ მღვდელმთავრად დანიშნულიყო ღვთის საკუთრებაზე, რომ შერიგების მსხვერპლი შეეწირა ხალხის ცოდვებისთვის. რაკი თვითონ იტანჯა, როცა იცდებოდა, შეუძლია დაეხმაროს მათაც, ვინც ახლა იცდება“ (ებრ. 2:17, 18). რადგან იესომ თავადაც გამოსცადა ტანჯვა, ადვილად გაუგებს მათ, ვინც განსაცდელებს ხვდება. იესო დედამიწაზე მსახურების პერიოდშიც ავლენდა ადამიანების მიმართ სიბრალულს. ავადმყოფები, უძლურები, დაჩაგრულები და ბავშვებიც თავისუფლად გრძნობდნენ თავს მასთან (მარ. 5:22—24, 38—42; 10:14—16). თავმდაბალ და სულიერს მოწყურებულ ხალხსაც იზიდავდა იესო. რაც შეეხებათ ამაყ და ამპარტავან ხალხს, მათ ‘არ უყვარდათ ღმერთი’ და სძულდათ იესო; ისინი უარყოფდნენ და დევნიდნენ მას (იოან. 5:40—42; 11:47—53).
10. რით დაგვიდასტურა იესომ, რომ უსაზღვროდ ვუყვარვართ?
10 იესომ ჩვენთვის გაიღო საკუთარი სიცოცხლე. ყველაზე ძლიერი მტკიცება იმისა, რომ იესო იქნება საუკეთესო მმართველი, არის ის, რომ იგი მზად იყო, თავი გაეწირა ჩვენთვის (წაიკითხეთ ფსალმუნის 40:6—10). იესომ თქვა: „იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავის სულს სწირავს მეგობრებისთვის“ (იოან. 15:13). იესომ თავისი სიცოცხლეც კი მსხვერპლად გაიღო კაცობრიობისთვის. როგორ განსხვავდება იგი არასრულყოფილი ქვეყნიური მმართველებისგან, რომლებიც ხშირად თავისი ქვეშევრდომების ხარჯზე ცხოვრობენ ფუფუნებაში (მათ. 20:28).
იესოს მსხვერპლს ხსნის ძალა აქვს
11. რა გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ბოლომდე ვენდოთ იესოს, ჩვენს გამომსყიდველს?
11 იესო, ჩვენი მღვდელმთავარი ერთადერთია, რომლის მსხვერპლსაც ჩვენი ხსნის ძალა აქვს! დედამიწაზე მსახურების დროს იესომ გვიჩვენა, თუ რას გააკეთებს ის, როგორც ჩვენი გამომსყიდველი ათასწლიანი მმართველობის პერიოდში. ამ ყველაფრის მოწმე გავხდებით, თუ ერთგულები დავრჩებით. იესო კურნავდა ავადმყოფებს, უძლურთ, აღადგენდა მკვდრებს, აპურებდა უამრავ ხალხს და ბუნების ძალებსაც კი იმორჩილებდა (მათ. 8:26; 14:14—21; ლუკ. 7:14, 15). იესო თავის უფლებამოსილებას და ძალას არასდროს წარმოაჩენდა, პირიქით, მის ყველა საქმეში თანაგრძნობა და სიყვარული ჩანდა. როდესაც მასთან კეთროვანი მივიდა და განკურნება სთხოვა, იესომ უთხრა: „მსურს, განიწმინდე!“ (მარ. 1:40, 41). იესო ასეთივე თანამგრძნობი იქნება, როცა ათასი წლით მთელ დედამიწაზე იმმართველებს.
12. როგორ შესრულდება ესაიას 11:9-ში ჩაწერილი სიტყვები?
12 ქრისტე და მისი თანამმართველები გააგრძელებენ იმ საქმეს, რომელიც იესომ 2 000 წლის წინათ დაიწყო — ისინი ხალხს ღვთის შესახებ ასწავლიან და ასეთი სახით, სულიერ განათლებას მისცემენ მათ. ამგვარად შესრულდება ესაიას 11:9-ში ჩაწერილი სიტყვები: „დედამიწა იეჰოვას ცოდნით აივსება, როგორც ზღვაა წყლით სავსე“. ეს სულიერი განათლება, უეჭველია, მოიცავს იმ მითითებებსაც, თუ როგორ უნდა ვიზრუნოთ დედამიწაზე და მის უთვალავ ქმნილებებზე, რაც თავდაპირველად ადამს დაევალა. ათასწლიანი მმართველობის ბოლოს დაბადების 1:28-ში მოხსენიებული ღვთის თავდაპირველი განზრახვა შესრულდება და იესოს მიერ გაღებული მსხვერპლის ფასი სრულად იქნება გამოყენებული ერთგული ადამიანებისთვის.
იესო, ჩვენი მოსამართლე
13. როგორ აჩვენა იესომ, რომ უყვარდა სამართლიანობა?
13 „ღმერთმა ის [ქრისტე] ცოცხლებისა და მკვდრების მოსამართლედ დანიშნა“ (საქ. 10:42). მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ იესო არის უანგარო, სამართლიანი მოსამართლე, რომელსაც ‘წელი ერთგულებით აქვს შემოსარტყლული’ (ეს. 11:5). იესო თავისი საქციელით აჩვენებდა, რომ სძულდა სიხარბე, თვალთმაქცობა და სხვა მანკიერებები. იგი განსჯიდა ყველას, ვისაც სხვისი გაჭირვება არ ადარდებდა (მათ. 23:1—8, 25—28; მარ. 3:5). უფრო მეტიც, იესო არასდროს ტყუვდებოდა გარეგნობით, „რადგან იცოდა ადამიანის ბუნება“ (იოან. 2:25).
14. რით ცხადყოფს იესო, რომ დღესაც სიმართლისა და სამართლიანობის მხარეს დგას, და ჩვენ რა კითხვები უნდა დავუსვათ თავს?
14 იესო დღესაც სიმართლისა და სამართლიანობის მხარეს დგას, რასაც იმით ცხადყოფს, რომ კაცობრიობის ისტორიაში უპრეცედენტო სამქადაგებლო საქმიანობას ხელმძღვანელობს. ვერანაირი ბოროტი ძალა, ვერც ერთი ადამიანი თუ ქვეყნიური მთავრობა ვერ შეაჩერებს ამ საქმიანობას. ეს საქმე ისე წარიმართება, როგორც ღმერთს სურს. ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია ბოლომდე ვიყოთ დარწმუნებული, რომ არმაგედონის შემდეგ ღვთის სამართალი იზეიმებს (წაიკითხეთ ესაიას 11:4; მათეს 16:27 ). ჰკითხეთ თავს: იესოსავით ვეპყრობი ადამიანებს ქადაგების დროს? გავცემ იეჰოვასთვის საუკეთესოს მაშინაც კი, როცა ჯანმრთელობისა თუ სხვა პირადი პრობლემების გამო ხელი მეშლება მსახურებაში?
15. რა დაგვეხმარება, საუკეთესო გავცეთ იეჰოვასთვის?
15 თუ ყოველთვის გვემახსოვრება, რომ ღვთის დავალებით ვმონაწილეობთ სამქადაგებლო საქმიანობაში, მთელი გულით ჩავებმებით მასში. ეს საქმე იეჰოვამ დაგვავალა; იგი ამ საქმეს თავისი ძის მეშვეობით ხელმძღვანელობს; ღმერთი თავისი წმინდა სულით ეხმარება ყველას, ვინც მასში მონაწილეობს. არის თქვენთვის პატივი, იყოთ ღვთისა და მისი სულით მავალი ძის, იესო ქრისტეს თანამშრომლები? მხოლოდ იეჰოვას შეუძლია უბიძგოს შვიდ მილიონზე მეტ ადამიანს, რომელთა უმრავლესობაც „უსწავლელი და უბრალოა“, სამეფოს შესახებ ცნობა 236 ქვეყანაში მცხოვრებ ხალხს გაუზიაროს! (საქ. 4:13).
ქრისტეს მეშვეობით მიიღეთ კურთხევები!
16. დაბადების 22:18-ის თანახმად, რა კურთხევებს მიიღებენ ღვთის ერთგულნი?
16 იეჰოვამ უთხრა აბრაამს: „შენი შთამომავლის მეშვეობით იკურთხება დედამიწის ყველა ერი, რადგან შენ მოისმინე ჩემი ხმა“ (დაბ. 22:18). ღვთის მადლიერი მსახურები მოუთმენლად ელიან იმ დროს, როცა აღთქმული შთამომავალი, მესია კურთხევებს არ დაიშურებს მათთვის. ამ კურთხევების მოლოდინში ისინი ძალ-ღონეს არ ზოგავენ ღვთის მსახურებაში.
17, 18. რას გვპირდება ღმერთი კანონის 28:2-ის თანახმად, და რას ნიშნავს ეს ჩვენთვის?
17 ერთხელ აბრაამის მიწიერ შთამომავალს, ისრაელ ერს, ღმერთმა უთხრა: „გადმოვა შენზე ყველა ეს კურთხევა [კანონის საფუძველზე დადებული შეთანხმების მეშვეობით] და გეწევა, რადგან მოუსმენ იეჰოვას, შენი ღვთის ხმას“ (კან. 28:2). ეს ღვთის დღევანდელ მსახურებსაც ეხება. თუ მთელი გულით გსურთ იეჰოვას კურთხევების მიღება, ‘მოუსმინეთ მის ხმას და გადმოვა თქვენზე ყველა ეს კურთხევა და გეწევათ’. რას ნიშნავს ‘იეჰოვას ხმის მოსმენა’?
18 მოსმენა გულისხმობს, სერიოზულად მოეკიდო ღვთის სიტყვას და სულიერ საზრდოს, რომლითაც დღეს იეჰოვა გვასაზრდოებს (მათ. 24:45). ‘ღვთის ხმის მოსმენა’ აგრეთვე ნიშნავს, ღვთისა და მისი ძის მორჩილებას. იესომ თქვა: «ვინც მეუბნება: „უფალო, უფალო“, ყველა ვერ შევა ზეციერ სამეფოში, არამედ ის, ვინც ასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას» (მათ. 7:21). თუ გვინდა, რომ ღმერთს მოვუსმინოთ, ხალისით უნდა დავემორჩილოთ „ძღვენს ადამიანთა სახით“, რომლებიც ღმერთმა ქრისტიანულ კრებაში უხუცესებად დანიშნა (ეფეს. 4:8).
19. კიდევ რა მოგვეთხოვება ღვთის კურთხევების მისაღებად?
19 მათ შორის, ვისაც ეწოდება „ძღვენი ადამიანთა სახით“, არიან ხელმძღვანელი საბჭოს წევრები. ისინი არიან ღვთის წარმომადგენლები და მთელი ქრისტიანული კრების ინტერესებს იცავენ (საქ. 15:2, 6). ის, თუ დიდი გასაჭირის დროს როგორ გავსამართლდებით, პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს ქრისტეს სულიერი ძმების მიმართ (მათ. 25:34—40). ასე რომ, თუ გვინდა ღვთის კურთხევების მიღება, ერთგულად უნდა დავუჭიროთ მხარი ღვთის სულით ცხებულ ქრისტიანებს.
20. ა) რა ევალება, ძირითადად, მათ, ვინც არის „ძღვენი ადამიანთა სახით“? ბ) როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ ვაფასებთ „ძღვენს ადამიანთა სახით“?
20 „ძღვენში ადამიანთა სახით“ აგრეთვე შედიან ფილიალის კომიტეტის წევრები, მიმომსვლელი ზედამხედველები და კრების უხუცესები — ყველა, ვისაც წმინდა სულით მიენდო ეს პასუხისმგებლობები (საქ. 20:28). უშუალოდ ამ ძმებს დაეკისრათ ღვთის ხალხის მწყემსვა მანამ, „სანამ ყველა არ მივაღწევთ ერთიანობას რწმენასა და ღვთის ძის შესახებ საფუძვლიან ცოდნაში, სანამ არ გავხდებით ზრდადასრულებულნი და არ მივაღწევთ ქრისტეს სისავსისთვის დამახასიათებელ მოწიფულობას“ (ეფეს. 4:13). მართალია, ჩვენ მსგავსად ეს ძმებიც არასრულყოფილები არიან, მაგრამ ღვთისგან კურთხევებს იმ შემთხვევაში მივიღებთ, თუ დავაფასებთ ამ მოსიყვარულე ძმებს და მივყვებით მათ ხელმძღვანელობას (ებრ. 13:7, 17).
21. რატომ უნდა დავემორჩილოთ ღვთის ძეს?
21 მალე ქრისტე სატანის ბოროტი ქვეყნიერების წინააღმდეგ გაილაშქრებს. მაშინ ჩვენი სიცოცხლე იესოს ხელში იქნება, რადგან ღმერთმა მას მისცა უფლებამოსილება, გაგვასამართლოს და „უამრავ ხალხს“ წაუძღვეს „სიცოცხლის წყლის წყაროებისკენ“ (გამოცხ. 7:9, 16, 17). მოდი, მადლიერების ნიშნად ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მთელი გულით დავემორჩილოთ იეჰოვას სულით მავალ მეფეს!
რა ისწავლეთ . . .
• ესაიას 11:1—5-დან?
• მარკოზის 1:40, 41-დან?
• საქმეების 10:42-დან?
• დაბადების 22:18-დან?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 17 გვერდზე]
იესომ თანაგრძნობა გამოავლინა, როცა მკვდრეთით აღადგინა იაიროსის ქალიშვილი
[სურათები 18 გვერდზე]
იესო ქრისტე კაცობრიობის ისტორიაში უპრეცედენტო სამქადაგებლო საქმიანობას ხელმძღვანელობს