შეგიძლია კვლავაც აიღო პასუხისმგებლობები?
შეგიძლია კვლავაც აიღო პასუხისმგებლობები?
გქონია ოდესმე ქრისტიანულ კრებაში რაიმე პასუხისმგებლობა? შესაძლოა, მომსახურე ან უხუცესი იყავი. შეიძლება პიონერად მსახურობდი. უდავოა, დიდ სიხარულსა და კმაყოფილებას განიჭებდა დაკისრებული პასუხისმგებლობების შესრულება, მაგრამ ახლა ამა თუ იმ მიზეზის გამო აღარ ასრულებ მათ.
შეიძლება პასუხისმგებლობებზე უარის თქმა ოჯახის წევრებზე ზრუნვის, ასაკის ან სუსტი ჯანმრთელობის გამო მოგიწია. ასეთი მიზეზების გამო პასუხისმგებლობებზე უარის თქმა რწმენის ნაკლებობაზე არ მეტყველებს (1 ტიმ. 5:8). მაგალითად, პირველ საუკუნეში ფილიპე მისიონერად მსახურობდა, მაგრამ მოგვიანებით კესარეაში დასახლდა, რათა ოჯახზე ეზრუნა (საქ. 21:8, 9). ხანში შესულმა მეფე დავითმა თავისი სამეფო ტახტი სოლომონს გადასცა (1 მეფ. 1:1, 32—35). მიუხედავად ამისა, იეჰოვას ფილიპეც უყვარდა და დავითიც და ძალიან აფასებდა მათ. ღვთის ამ მსახურებს ხალხი დღემდე პატივისცემით მოიხსენიებს.
მაგრამ შეიძლება ისე მოხდა, რომ პასუხისმგებლობები ჩამოგერთვა. მიზეზი შეიძლება არაგონივრული საქციელი ან ოჯახური პრობლემები იყო (1 ტიმ. 3:2, 4, 10, 12). შეიძლება ძმების გადაწყვეტილება უსამართლოდ მიიჩნიე და დღემდე ნაწყენი ხარ.
შენ შეგიძლია კვლავაც აიღო პასუხისმგებლობები
შესაძლებელია პასუხისმგებლობების დაბრუნება? ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია. თუმცა ამისკენ სწრაფვაა საჭირო (1 ტიმ. 3:1). რატომ უნდა გინდოდეს ამის გაკეთება? იმიტომ, რომ გიყვარს იეჰოვა და ისინი, ვინც მას ემსახურება. ღმერთს ხომ ამ მიზეზის გამო მიუძღვენი თავი! თუ მზად ხარ, რომ ეს სიყვარული კვლავაც გამოხატო მსახურებით, ამით შესაძლებლობას მისცემ იეჰოვას, რომ შენი გამოცდილება გამოიყენოს.
გაიხსენე, როგორ დაარწმუნა იეჰოვამ ისრაელები მას შემდეგ, რაც მათ ღვთის წინაშე პასუხისმგებლობები დაკარგეს. ბიბლიაში ნათქვამია: „მე ვარ იეჰოვა, მე არ შევცვლილვარ, თქვენ იაკობის ძეები ხართ და არ დაღუპულხართ“ (მალ. 3:6). იეჰოვას უყვარდა ისრაელები და სურდა, რომ კვლავაც გამოეყენებინა ისინი თავისი ნების შესასრულებლად. ღმერთი დაინტერესებულია იმით, რომ შენც შეასრულო სხვადასხვა პასუხისმგებლობა. რა შეგიძლია გააკეთო ამისთვის? კრებაში პასუხისმგებლობის აღება უფრო მეტად ადამიანის სულიერობაზეა დამოკიდებული და არა რაიმე განსაკუთრებულ უნარზე. ამიტომ, თუ ახლა კრებაში აღარ გაქვს რაიმე პასუხისმგებლობა, თავისუფალი დრო იმისთვის გამოიყენე, რომ სულიერად განმტკიცდე.
‘რწმენაში რომ გაძლიერდე’, ‘იეჰოვა და მისი ძალა უნდა ეძებო’ (1 კორ. 16:13; ფსალმ. 105:4). ამაში მხურვალე ლოცვა დაგეხმარება. როდესაც იეჰოვას შენს მდგომარეობაზე ესაუბრები, გულწრფელად უთხარი ლოცვაში, რასაც გრძნობ და სთხოვე წმინდა სული. თუ ასე მოიქცევი, უფრო დაუახლოვდები ღმერთს და სულიერად განმტკიცდები (ფსალმ. 62:8; ფილ. 4:6, 13). სულიერად რომ გაძლიერდე, ამაში აგრეთვე ბიბლიის უფრო გულმოდგინედ შესწავლა დაგეხმარება. რამდენადაც ზოგი პასუხისმგებლობის შესრულება აღარ გიწევს, შეგიძლია უფრო მეტი დრო გამოუყო პირად და ოჯახურ შესწავლას, რასაც ადრე შესაძლოა საკმარის დროს ვერ უთმობდი.
რა თქმა უნდა, შენ კვლავაც იეჰოვას მოწმე ხარ და ღვთის სახელს ატარებ (ეს. 43:10—12). ჩვენთვის ყველაზე დიდი პატივი ის არის, რომ „ღვთის თანამშრომელნი ვართ“ (1 კორ. 3:9). სამქადაგებლო მსახურებაში აქტიურად მონაწილეობა შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ გაძლიერდე სულიერად და თანამორწმუნეებიც განამტკიცო.
გაუმკლავდი უარყოფით გრძნობებს
პასუხისმგებლობის დაკარგვის გამო შეიძლება სირცხვილის ან სინანულის გრძნობა გაქვს. შესაძლოა, ამართლებ კიდეც იმ მოქმედებებს, რის გამოც პასუხისმგებლობები ჩამოგერთვა. ამის შესახებ შეიძლება ესაუბრე პასუხისმგებელ ძმებს, მაგრამ ისინი მაინც თვლიან, რომ გარკვეულ მოთხოვნებს არ შეესაბამები. ამის გამო შეიძლება ძმებზე განაწყენდი და აღარ ცდილობ პასუხისმგებლობებისკენ ისწრაფო ან შენი შემთხვევიდან რაიმე ისწავლო. უარყოფით გრძნობებთან გამკლავებაში დაგეხმარება იობის, მენაშესა და იოსების შემთხვევები.
იობი ხალხის საქმეებს იეჰოვას წინაშე წარადგენდა. ის უხუცესი და მოსამართლე იყო პატრიარქალური წყობილების დროს (იობ. 1:5; 29:7—17, 21—25). მოგვიანებით იობს დიდი განსაცდელები შეხვდა — მან დაკარგა ქონება, მოუკვდა შვილები და საშინელი სენი შეეყარა. გარდა ამისა, მან პატივისცემა დაკარგა სხვების თვალში. „ჩემზე უმცროსები დამცინიან“, — თქვა იობმა (იობ. 30:1).
იობი თავს უდანაშაულოდ თვლიდა და ღვთის წინაშე თავს იმართლებდა (იობ. 13:15). მიუხედავად ამისა, ის მზად იყო იეჰოვას დალოდებოდა, რის გამოც ღმერთმა აკურთხა. იობი მიხვდა, რომ სხვადასხვა საკითხში მას თვალსაზრისი უნდა შეეცვალა, განსაკუთრებით უნდა გამოსწორებულიყო იმ მხრივ, რომ განსაცდელების დროს მსგავსი რეაქცია აღარ ჰქონოდა (იობ. 40:6—8; 42:3, 6). თავმდაბლობის გამო იეჰოვამ უხვად აკურთხა იობი (იობ. 42:10—13).
თუ არასწორი საქციელის გამო პასუხისმგებლობები ჩამოგერთვა, შეიძლება ფიქრობ, გაპატიებენ თუ არა იეჰოვა და ძმები ოდესმე ან დაივიწყებენ თუ არა შენს საქციელს. განვიხილოთ მეფე მენაშეს შემთხვევა. „დიდ ბოროტებას სჩადიოდა ის იეჰოვას თვალში, რათა შეურაცხეყო იგი“ (2 მეფ. 21:6). მიუხედავად ამისა, მენაშე მოკვდა როგორც იეჰოვას ერთგული მეფე. რატომ ვამბობთ ამას?
როცა მენაშემ გაფრთხილება არ გაითვალისწინა, იეჰოვამ ის ასურელების ხელში ჩააგდო, რომლებმაც მას ბორკილები დაადეს და შორეულ ბაბილონში ტყვედ წაიყვანეს. იქ მენაშემ „გული მოულბო იეჰოვას, თავის ღმერთს, და დიდად დაიმდაბლა თავი თავისი მამა-პაპის ღვთის წინაშე. ლოცვით მიმართავდა მას“. ბოლოს მენაშე გამოსწორდა — გულწრფელი მონანიება საქმეებით დაამტკიცა — და იეჰოვამაც აპატია მას (2 მატ. 33:12, 13).
ყველა დაკარგული პასუხისმგებლობის ერთბაშად დაბრუნება იშვიათად ხდება. თუმცა დროთა განმავლობაში შეიძლება მოგეცეს ისინი. თუ ყოველ ახალ დავალებას მზადყოფნით მიიღებ და გულმოდგინედ შეასრულებ, ეს შესაძლებლობას მოგცემს, რომ სხვა პასუხისმგებლობებიც მიიღო. შენს შემთხვევაში შეიძლება ეს ისე სწრაფად არ მოხდეს, როგორც გინდა, რადგან შესაძლოა არსებობდეს ხელისშემშლელი ფაქტორები. მიუხედავად ამისა, მზადყოფნისა და გულმოდგინების გამოვლენა კარგ შედეგებს მოგიტანს.
დაბ. 37:2, 26—28). უდავოა, რომ მას უსამართლოდ მოექცნენ. მაგრამ მონობაში ის გულმოდგინედ ასრულებდა თავის საქმეს და იეჰოვას კურთხევით „თავისი ეგვიპტელი ბატონის სახლის“ ზედამხედველი გახდა (დაბ. 39:2). მოგვიანებით იოსები საპყრობილეში ჩასვეს, მაგრამ მან ბოლომდე შეინარჩუნა ერთგულება და იეჰოვაც მასთან იყო, ამიტომ საპყრობილის ზედამხედველმა ყველაფერი მას ჩააბარა (დაბ. 39:21—23).
მოვიყვანოთ იაკობის ვაჟის, იოსების შემთხვევა. 17 წლის იოსები ძმებმა მონად გაყიდეს (იოსებმა არ იცოდა, რომ ყველაფერი, რაც თავს გადახდა, გარკვეულ მიზანს მოემსახურებოდა. ის უბრალოდ აკეთებდა იმას, რაც შეეძლო. იეჰოვამ იოსები იმისთვის გამოიყენა, რომ აღთქმული შთამომავლის ხაზი არ შეწყვეტილიყო (დაბ. 3:15; 45:5—8). ცხადია, არც ერთი ჩვენგანი არ მოველით, რომ იოსებივით განსაკუთრებულ როლს შევასრულებთ, მაგრამ ამ შემთხვევიდან იმას ვიგებთ, რომ კრებაში ნებისმიერი პასუხისმგებლობის მიღება იეჰოვას ხელმძღვანელობით ხდება. იოსების მსგავსად, მიეცი იეჰოვას შესაძლებლობა, რომ თავისი ნების შესასრულებლად გამოგიყენოს.
რისი სწავლა შეგიძლია შენი შემთხვევიდან?
იობს, მენაშეს და იოსებს ცხოვრებაში ისეთი რამ გადახდათ, რამაც მათ გული ატკინა. სამივემ კარგი გამოცდილება მიიღო იქიდან, რაც იეჰოვამ დაუშვა მათზე. შენ რისი სწავლა შეგიძლია შენი შემთხვევიდან?
დაფიქრდი, რა უნდა იეჰოვას, ამით გასწავლოს. გასაჭირში მყოფმა იობმა მხოლოდ საკუთარ თავზე დაიწყო ფიქრი და მხედველობიდან გამორჩა მნიშვნელოვანი საკითხები. იეჰოვას დახმარებით მან არასწორი შეხედულება შეიცვალა და აღიარა: „ვლაპარაკობდი, მაგრამ არ მესმოდა“ (იობ. 42:3). თუ გული გატკინა პასუხისმგებლობების დაკარგვამ, ‘შენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებ, ვიდრე უნდა ფიქრობდე, არამედ ისე იფიქრე, რომ საღი აზროვნება გქონდეს’ (რომ. 12:3). იეჰოვა შეიძლება ასეთი სახით ცდილობს შენს გამოსწორებას, მაგრამ ეს ბოლომდე არ გესმის.
მიიღე დასჯა. მენაშე შეიძლება თავიდან ფიქრობდა, რომ არ იმსახურებდა ასეთ მკაცრ სასჯელს. მიუხედავად ამისა, მან მიიღო დასჯა, მოინანია და მიატოვა ბოროტი გზა. რა თვალსაზრისიც არ უნდა გქონდეს დასჯაზე, რომელიც მიიღე, ‘დაიმდაბლე თავი იეჰოვას წინაშე და ის აგამაღლებს’ (1 პეტ. 5:6; იაკ. 4:10).
იყავი მომთმენი და გამოავლინე მზადყოფნის სული. ადვილად შეიძლებოდა, რომ იოსებს შესძულებოდა ძმები და გასჩენოდა შურისძიების გრძნობა. მაგრამ ის შეეცადა გაეგო ძმებისთვის და გულმოწყალება გამოავლინა (დაბ. 50:15—21). თუ განაწყენებული ხარ, გამოავლინე მოთმინება და მზად იყავი, რომ იეჰოვამ გასწავლოს.
გქონია ოდესმე ქრისტიანულ კრებაში რაიმე პასუხისმგებლობა? მიეცი იეჰოვას შესაძლებლობა, რომ კვლავ მოგანდოს პასუხისმგებლობები. გაძლიერდი სულიერად. გამოავლინე მოთმინება და თავმდაბლობა და დასძლიე უარყოფითი გრძნობები. მზად იყავი ნებისმიერი პასუხისმგებლობის შესასრულებლად. გჯეროდეს, რომ „იეჰოვა კარგს არ დაუკავებს უბიწოდ მავალთ“ (ფსალმ. 84:11).
[ჩანართი 30 გვერდზე]
მხურვალე ლოცვა დაგეხმარება, რომ რწმენაში გაძლიერდე
[სურათი 31 გვერდზე]
სამქადაგებლო მსახურებაში აქტიური მონაწილეობა სულიერად გაგაძლიერებს
[სურათი 32 გვერდზე]
მიეცი იეჰოვას შესაძლებლობა, რომ კვლავ მოგანდოს პასუხისმგებლობები