მარადიული სიცოცხლე დედამიწაზე — ქრისტიანული სწავლებაა?
მარადიული სიცოცხლე დედამიწაზე — ქრისტიანული სწავლებაა?
„მოსწმენდს [ღმერთი] მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი“ (გამოცხ. 21:4).
1, 2. საიდან ვიცით, რომ პირველ საუკუნეში ებრაელებს დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედი ჰქონდათ?
ერთმა მდიდარმა ახალგაზრდამ იესოსთან მიირბინა, მუხლებზე დაეცა და ჰკითხა: „კარგო მოძღვარო, რა უნდა გავაკეთო, რომ მარადიული სიცოცხლე დავიმკვიდრო?“ (მარ. 10:17). მარადიულ სიცოცხლეზე საუბრისას რა ჰქონდა მხედველობაში ამ ახალგაზრდა კაცს — დედამიწაზე ცხოვრება თუ ზეცაში? როგორც წინა სტატიაში განვიხილეთ, საუკუნეებით ადრე ღმერთმა ისრაელებს მკვდრეთით აღდგომისა და დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედი მისცა. პირველ საუკუნეში ბევრ ისრაელს ეჭვიც არ ეპარებოდა ამ დანაპირებში.
2 იესოს მეგობარ მართას, როგორც ჩანს, დედამიწაზე მკვდრეთით აღდგომის იმედი ჰქონდა, როცა თავის გარდაცვლილ ძმაზე თქვა: „ვიცი, რომ აღდგება აღდგომისას, უკანასკნელ დღეს“ (იოან. 11:24). იმ დროს სადუკევლებს არ სწამდათ მკვდრეთით აღდგომის (მარ. 12:18). ჯორჯ ფუტ მური თავის წიგნში წერდა: „ძველი წელთაღრიცხვით მეორე თუ პირველი საუკუნეების ხელნაწერებიდან ვიგებთ, რომ მაშინ ადამიანებს სჯეროდათ ისეთი დროის დადგომის, როცა დედამიწაზე მკვდრები გაცოცხლდებოდნენ“. იმ მდიდარ ახალგაზრდას, რომელიც იესოსთან მივიდა, დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის სურვილი ჰქონდა (Judaism in the First Centuries of the Christian Era).
3. რა კითხვებს განვიხილავთ ამ სტატიაში?
3 დღეს მრავალი რელიგია და ბიბლეისტი დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედს ქრისტიანულ სწავლებად არ აღიარებს. ბევრს სწამს, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეს სულიერ სამყაროში გააგრძელებენ. ამიტომ ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში „მარადიული სიცოცხლის“ წაკითხვისას ისინი ფიქრობენ, რომ ამაში ყოველთვის ზეცაში ცხოვრება იგულისხმება. ასეა ეს სინამდვილეში? რას გულისხმობდა იესო, როცა მარადიულ სიცოცხლეზე საუბრობდა? რა სწამდათ იესოს მოწაფეებს? ასწავლის ქრისტიანულ-ბერძნული წერილები იმას, რომ დედამიწაზე მარადიული სიცოცხლე იქნება?
მარადიული სიცოცხლე „ხელახლა შექმნისას“
4. რა ხდება „ხელახლა შექმნისას“?
4 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ცხებული ქრისტიანები ზეცაში ცხოვრებისთვის აღდგებიან, რათა ზეციდან დედამიწაზე იმმართველონ (ლუკ. 12:32; გამოცხ. 5:9, 10; 14:1—3). მაგრამ იესოს ყოველთვის ეს ჯგუფი არ ჰყავდა მხედველობაში, როცა მარადიული სიცოცხლის შესახებ საუბრობდა. განვიხილოთ, რა უთხრა მან თავის მოწაფეებს, როცა მდიდარი ახალგაზრდა დანაღვლიანებული წავიდა მისგან, რადგან ქრისტეს მოწაფეობის გამო უარი ვერ თქვა სიმდიდრეზე (წაიკითხეთ მათეს 19:28, 29). იესოს სიტყვების თანახმად, მოციქულები მათ შორის იქნებოდნენ, ვინც იმეფებდნენ და „ისრაელის თორმეტ ტომს“, ანუ დედამიწაზე მცხოვრებ ხალხს გაასამართლებდნენ (1 კორ. 6:2). იესო აგრეთვე ლაპარაკობდა ჯილდოზე, რომელსაც ყველა მისი მიმდევარი მიიღებდა. ისინიც დაიმკვიდრებდნენ „მარადიულ სიცოცხლეს“. ეს ყველაფერი ხდება „ხელახლა შექმნისას“.
5. რას ნიშნავს „ხელახლა შექმნა“?
5 რას გულისხმობდა იესო „ხელახლა შექმნაში“? ეს ტერმინი ბიბლიის სხვადასხვა თარგმანში სხვადასხვანაირად არის ნათარგმნი, მაგალითად: „ახალ ქვეყნიერებაში“ („ამერიკული თარგმანი“), „როცა ყველაფერი ახლად შეიქმნება“ („იერუსალიმის ბიბლია“) და „ყოველივეს განახლებისას“ („ახალი საერთაშორისო თარგმანი“). ვინაიდან იესომ მათეს 19:28-ში ჩაწერილი სიტყვები ყოველგვარი ახსნის გარეშე გამოიყენა, როგორც ჩანს, ის მიუთითებდა იმედზე, რომელიც იუდეველებს საუკუნეების განმავლობაში ჰქონდათ. „ხელახლა შექმნა“ ნიშნავს დედამიწაზე იმ პირობების აღდგენას, რომელიც ადამისა და ევას შეცოდებამდე ედემის ბაღში იყო. ეს მაშინ მოხდება, როცა ღმერთი შეასრულებს თავის დაპირებას და შექმნის „ახალ ცასა და ახალ დედამიწას“ (ეს. 65:17).
6. რას ვიგებთ მარადიული სიცოცხლის იმედზე ცხვრებისა და თხების მაგალითიდან?
6 „ქვეყნიერების აღსასრულზე“ საუბრისას იესომ მათ. 24:1—3). მან თქვა: „როცა მოვა კაცის ძე ანგელოზებთან ერთად თავისი დიდებით, მაშინ თავის დიდებულ ტახტზე დაჯდება. შეიკრიბება მის წინაშე ყველა ხალხი და გამოაცალკევებს ადამიანებს ერთმანეთისგან, როგორც მწყემსი აცალკევებს ცხვრებს თხებისგან“. მსჯავრდადებულნი „მარადიულად მოიკვეთებიან, მართლები კი მარადიულად იცოცხლებენ“. „მართლები“ არიან ის ერთგული ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ ქრისტეს ცხებულ „ძმებს“. ისინი მარადიულად იცოცხლებენ (მათ. 25:31—34, 40, 41, 45, 46). ვინაიდან ცხებულები ღვთის ზეციერ სამეფოში მეფობისთვის არიან არჩეულნი, „მართლები“ ამ სამეფოს ქვეშევრდომები იქნებიან დედამიწაზე. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო: „მისი [იეჰოვას მეფის] მორჩილები იქნებიან ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან დედამიწის კიდეებამდე“ (ფსალმ. 72:8). ეს ქვეშევრდომები მარადიულად იცოცხლებენ დედამიწაზე.
კიდევ ერთხელ მოიხსენია მარადიული სიცოცხლე (რას ვიგებთ იოანეს სახარებიდან?
7, 8. რა და რა სახის იმედზე გაამახვილა ყურადღება იესომ ნიკოდემესთან საუბრისას?
7 მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარებები გვამცნობს, რომ იესომ ზემოხსენებულ შემთხვევებში გამოიყენა გამოთქმა „მარადიული სიცოცხლე“. იოანეს სახარებაში ეს გამოთქმა დაახლოებით 17-ჯერ არის გამოყენებული. განვიხილოთ ამ შემთხვევებიდან რამდენიმე.
8 იოანეს სახარების თანახმად, იესომ მარადიული სიცოცხლის შესახებ პირველად ფარისეველ ნიკოდემესთან ისაუბრა. იესომ უთხრა მას: „თუ კაცი წყლისა და სულისგან არ დაიბადება, ვერ შევა ღვთის სამეფოში“. ისინი, ვინც ზეციერ სამეფოში შედიან, ხელახლა უნდა დაიბადონ (იოან. 3:3—5). იესომ მხოლოდ ამ სიტყვებით არ დაასრულა მასთან საუბარი. ის ნიკოდემეს იმ იმედის შესახებაც ელაპარაკა, რომელიც მთელ კაცობრიობას ჰქონდა (წაიკითხეთ იოანეს 3:16). იესომ თქვა, რომ მარადიული სიცოცხლის იმედი ექნებოდათ როგორც ცხებულებს, რომლებიც ზეციდან იმმართველებდნენ, ისე მათ, ვინც დედამიწაზე იცხოვრებდა.
9. რა იმედზე ელაპარაკა იესო სამარიელ ქალს?
9 ნიკოდემესთან საუბრის შემდეგ იესო იერუსალიმიდან ჩრდილოეთით, გალილეისკენ გაემგზავრა. სამარიის ქალაქ სიქართან ახლოს, იაკობის წყაროსთან ის ერთ ქალს შეხვდა. იესომ უთხრა ქალს: „ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარასოდეს მოსწყურდება, არამედ წყალი, რომელსაც მე მივცემ, მარადიული სიცოცხლის მოჩუხჩუხე წყაროდ გადაიქცევა მასში“ (იოან. 4:5, 6, 14). ეს წყალი განასახიერებს ღვთის ღონისძიებას, რომლის მეშვეობითაც ის მარადიულ სიცოცხლეს დაუბრუნებს კაცობრიობას. შედეგად, ზოგი ზეცაში იცხოვრებს მარადიულად, ზოგი კი — დედამიწაზე. წიგნ „გამოცხადებაში“ ღმერთი ამბობს: „მწყურვალს უსასყიდლოდ მივცემ სიცოცხლის წყლის წყაროდან“ (გამოცხ. 21:5, 6; 22:17). ამგვარად, სამარიელ ქალთან მარადიული სიცოცხლის შესახებ საუბრისას იესომ არა მხოლოდ სამეფოს ცხებული მემკვიდრეები იგულისხმა, არამედ მიწიერი იმედის მქონე ადამიანებიც.
10. ბეთზათას აუზთან ავადმყოფის განკურნების შემდეგ, რა უთხრა იესომ თავის მოწინააღმდეგეებს მარადიულ სიცოცხლეზე?
10 ამ შემთხვევიდან ერთი წლის შემდეგ იესო კვლავ იერუსალიმში დაბრუნდა, სადაც მან ბეთზათას აუზთან ერთი ავადმყოფი კაცი განკურნა. ამის გამო იუდეველებმა გააკრიტიკეს იესო, მან კი მიუგო: „ძე თავისით არაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რასაც ხედავს, რომ მამა აკეთებს“. მას შემდეგ, რაც უთხრა მათ, რომ მამამ „მთელი სასამართლო ძეს გადასცა“, იესომ თქვა: „ვინც ჩემს სიტყვას ისმენს და სწამს ჩემი გამომგზავნელი, მარადიული სიცოცხლე აქვს“. შემდეგ კი დასძინა: „მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის [კაცის ძის] ხმას მოისმენენ და გამოვლენ: კარგის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის, ცუდის მოქმედნი კი — სასამართლოს აღდგომისთვის“ (იოან. 5:1—9, 19, 22, 24—29). იესომ თავის მოწინააღმდეგე იუდეველებს უთხრა, რომ ის ღვთისგან იყო დანიშნული, რათა რეალობად ექცია ისრაელების იმედი დედამიწაზე მარადიულ სიცოცხლესთან დაკავშირებით, რასაც მკვდრეთით აღდგომის მეშვეობით გააკეთებდა.
11. საიდან ვიგებთ, რომ იოანეს 6:48—51-ში ჩაწერილ სიტყვებში იესომ დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედიც იგულისხმა?
იოანეს 6:40, 48—51). ‘ეს პური, რომელსაც ვიძლევი, ჩემი ხორცია’, — თქვა მან. იესომ თავისი სიცოცხლე მხოლოდ მათთვის კი არ გასწირა, ვინც მასთან ერთად ზეციერ სამეფოში იმმართველებს, არამედ „ქვეყნიერების სიცოცხლისთვისაც“, ანუ მომნანიებელი კაცობრიობისთვის. „ვინც ამ პურს ჭამს“, ანუ რწმენას ავლენს იესოს გამოსასყიდისადმი, მარადიული სიცოცხლის იმედი აქვს. ამგვარად, გამოთქმაში ‘მარადიული სიცოცხლე’ აგრეთვე იგულისხმებოდა მესიის მმართველობისას დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედი, რაც იუდეველებს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ.
11 გალილეაში იესოს ათასობით ადამიანი გაჰყვა, რომლებსაც სასწაულებრივად სურდათ დაპურება. იესო მათ განსხვავებული სახის პურზე — „სიცოცხლის პურზე“ ელაპარაკა (წაიკითხეთ12. რა იმედს გულისხმობდა იესო, როცა მოწინააღმდეგეებს უთხრა, რომ ‘ცხვარს მარადიულ სიცოცხლეს მისცემდა’?
12 მოგვიანებით, იერუსალიმში მიძღვნის დღესასწაულზე იესომ თავის მოწინააღმდეგეებს უთხრა: „თქვენ არ გწამთ, რადგან ჩემი ცხვარი არა ხართ. ჩემი ცხვარი ისმენს ჩემს ხმას; მე ვიცნობ მათ და ისინი მე მომყვებიან. მე მათ მარადიულ სიცოცხლეს ვაძლევ“ (იოან. 10:26—28). მხოლოდ ზეცაში ცხოვრება იგულისხმა იესომ ამ სიტყვებში, თუ დედამიწაზე სამოთხეში მარადიული სიცოცხლეც? ცოტა ხნით ადრე მან შემდეგი სიტყვებით ანუგეშა თავისი მიმდევრები: „ნუ გეშინია, მცირე სამწყსოვ, რადგან თქვენმა მამამ მოისურვა თქვენთვის სამეფოს მოცემა“ (ლუკ. 12:32). უნდა აღინიშნოს, რომ ამავე დღესასწაულზე იესომ თქვა: „მე სხვა ცხვარიც მყავს, არა ამ ფარეხისა, ისინიც უნდა მოვიყვანო“ (იოან. 10:16). ასე რომ, მოწინააღმდეგეებთან საუბრისას იესოს მხედველობაში ჰქონდა როგორც ზეციერი ცხოვრების იმედი „მცირე სამწყსოსთვის“, ისე დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედი მილიონობით „სხვა ცხვრისთვის“.
იმედი, რომელიც ახსნას არ საჭიროებდა
13. რა იგულისხმა იესომ სიტყვებში: „ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“?
13 წამების ბოძზე სიკვდილის პირას მყოფმა იესომ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება კაცობრიობის უტყუარ იმედზე. მის გვერდით ძელზე დაკიდებულმა ბოროტმოქმედმა იესოს უთხრა: „გამიხსენე, როცა შენს სამეფოში იქნები“. იესო დაჰპირდა მას: „ჭეშმარიტებას გეუბნები დღეს: ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლუკ. 23:42, 43). ვინაიდან ეს კაცი ებრაელი იყო, მას არ სჭირდებოდა რაიმეს ახსნა სამოთხის შესახებ. მას სჯეროდა, რომ მომავალში დედამიწაზე მარადიული სიცოცხლე იქნებოდა.
14. ა) საიდან ჩანს, რომ ზეცაში ცხოვრების იმედი რთული გასაგები იყო მოციქულებისთვის? ბ) როდის ჩასწვდნენ იესოს მიმდევრები სრულად ზეციერი იმედის მნიშვნელობას?
14 ის, რაც ახსნას საჭიროებდა, იესოს მიერ მოხსენიებული ზეციერი იმედი იყო. როდესაც მან თავის მოწაფეებს უთხრა, რომ ზეცაში წავიდოდა და ადგილს მოუმზადებდა, მათ ვერ გაიგეს, რას გულისხმობდა იესო (წაიკითხეთ იოანეს 14:2—5). მოგვიანებით მოწაფეებს იესომ უთხრა: „კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ამჯერად ვერ ჩასწვდებით. ხოლო, როცა მოვა ჭეშმარიტების სული, წაგიძღვებათ ის ყოველი ჭეშმარიტებისკენ“ (იოან. 16:12, 13). ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, როცა იესოს მიმდევრებზე ღვთის წმინდა სული გადმოვიდა, ისინი მხოლოდ მას შემდეგ მიხვდნენ, რომ მათი ტახტი ზეცაში იქნებოდა (1 კორ. 15:49; კოლ. 1:5; 1 პეტ. 1:3, 4). ზეციერი მემკვიდრეობის იმედი სიახლე იყო, ამიტომ ღვთის შთაგონებით დაწერილი ქრისტიანულ-ბერძნული წერილები ძირითადად ამ იმედზე ამახვილებდა ყურადღებას. მაგრამ ეს წერილებიც უჭერს მხარს დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედს?
რას ვიგებთ ღვთის შთაგონებით დაწერილი წერილებიდან?
15, 16. როგორ ამახვილებენ ყურადღებას პავლე და პეტრე მოციქულები დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედზე?
15 ებრაელებისადმი მიწერილ წერილში პავლე მოციქული მიმართავს თანაქრისტიანებს, როგორც ‘წმინდა ძმებს და ზეციური მოწოდების მოზიარეებს’. მაგრამ ის იმასაც ამბობს, რომ ღმერთმა იესოს ‘დაუმორჩილა მომავალი ქვეყნიერება’ (ებრ. 2:3, 5; 3:1). ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ორიგინალში გამოყენებული სიტყვა, რომელიც ამ მუხლში „ქვეყნიერებად“ არის ნათარგმნი, ყოველთვის ადამიანებით დასახლებულ დედამიწაზე მიუთითებს. ამგვარად, „მომავალ ქვეყნიერებაში“ იგულისხმება იესო ქრისტეს მმართველობის დროს დედამიწაზე არსებული გარკვეული სისტემა. მაშინ იესო შეასრულებს ღვთის დანაპირებს: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმ. 37:29).
16 პეტრე მოციქულს ღმერთმა შთააგონა, რომ ადამიანთა მომავლის შესახებ დაეწერა: „ახლანდელი ცა და დედამიწა . . . ცეცხლისთვის არის გამზადებული და შემონახული უღვთოთა გასამართლებისა და დაღუპვის დღისთვის“ (2 პეტ. 3:7). რა შეცვლის ახლანდელ „ცას“ ანუ არსებულ მმართველობას და „დედამიწას“ ანუ ბოროტ ადამიანთა საზოგადოებას? (წაიკითხეთ 2 პეტრეს 3:13). მათ შეცვლის „ახალი ცა“ ანუ ღვთის მესიანური სამეფო და „ახალი მიწა“ ანუ სამართლიან ადამიანთა საზოგადოება, რომელიც ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლებისგან შედგება.
17. როგორ არის კაცობრიობის იმედი აღწერილი გამოცხადების 21:1—4-ში?
17 ადამიანთა გასრულყოფილების შესახებ ბიბლიის ბოლო წიგნში ჩაწერილი ხილვები ამაღელვებელ ცნობას გადმოგვცემს (წაიკითხეთ გამოცხადების 21:1—4). ეს იმედი ყოველთვის ჰქონდათ მორწმუნე ადამიანებს იმ დროიდან მოყოლებული, რაც ადამმა და ევამ ედემის ბაღში სრულყოფილება დაკარგეს. მართალი ადამიანები მარადიულად იცხოვრებენ სამოთხეში დედამიწაზე და აღარასოდეს დაბერდებიან. ამ იმედის უტყუარობას მხარს უჭერს როგორ ებრაული, ისე ქრისტიანულ-ბერძნული წერილები და ეს იმედი დღესაც აძლიერებს იეჰოვას ერთგულ მსახურებს (გამოცხ. 22:1, 2).
შეგიძლიათ ახსნათ?
• რას გულისხმობდა იესო „ხელახლა შექმნაში“?
• რის შესახებ ელაპარაკა იესო ნიკოდემეს?
• რას დაჰპირდა იესო მის გვერდით ძელზე დაკიდებულ ბოროტმოქმედს?
• როგორ ადასტურებენ პავლე და პეტრე მოციქულები იმას, რომ დედამიწაზე მარადიული სიცოცხლე იქნება?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 8 გვერდზე]
ცხვრისმაგვარი ადამიანები მარადიულად იცხოვრებენ დედამიწაზე
[სურათები 10 გვერდზე]
იესო სხვებს მარადიულ სიცოცხლეზე ელაპარაკებოდა