მარადიული სიცოცხლე დედამიწაზე — იმედი, რომელსაც კვლავ მოეფინა ნათელი
მარადიული სიცოცხლე დედამიწაზე — იმედი, რომელსაც კვლავ მოეფინა ნათელი
„დანიელ, საიდუმლოდ შეინახე ეს სიტყვები . . . უკანასკნელ დრომდე. ბევრი დაიწყებს ძიებას და გამრავლდება ჭეშმარიტი ცოდნა“ (დან. 12:4).
1, 2. რა კითხვებს გაეცემა პასუხი ამ სტატიაში?
დღეს მილიონობით ადამიანს ბიბლიის საფუძველზე სწამს, რომ დედამიწაზე სამოთხეში მარადიული სიცოცხლე იქნება (გამოცხ. 7:9, 17). კაცობრიობის ისტორიის დასაწყისშივე ცნობილი გახდა ღვთის განზრახვა, რომ ადამიანი მარადიული სიცოცხლისთვის შეიქმნა და არა იმისთვის, რომ გარკვეული წლები ეცოცხლა და შემდეგ მომკვდარიყო (დაბ. 1:26—28).
2 ისრაელებს იმედი ჰქონდათ, რომ კაცობრიობა მიაღწევდა ისეთივე სრულყოფილებას, როგორიც შეცოდებამდე ადამს ჰქონდა. ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ნათლად იყო ახსნილი, თუ როგორ გახდიდა ღმერთი შესაძლებელს მარადიულ ცხოვრებას სამოთხეში დედამიწაზე. მაშ, რატომ უნდა ყოფილიყო ადამიანებისთვის დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედი სიახლე? როგორ მოეფინა ამ იმედს ნათელი მილიონობით ადამიანისთვის?
იმედი დაფარული იყო
3. რატომ არ არის გასაკვირი, რომ დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედი დაფარული იყო?
3 იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ცრუწინასწარმეტყველები მის სწავლებებს დაამახინჯებდნენ და მრავალს შეცდომაში შეიყვანდნენ (მათ. 24:11). პეტრე მოციქულმა ქრისტიანები გააფრთხილა: „თქვენშიც იქნებიან ცრუმასწავლებლები“ (2 პეტ. 2:1). პავლე მოციქული ლაპარაკობდა ‘დროზე, როცა ადამიანებისთვის აუტანელი გახდებოდა ჯანსაღი სწავლება და ისინი საკუთარი სურვილით თავს მოუყრიდნენ მასწავლებლებს ყურის საამებლად’ (2 ტიმ. 4:3, 4). სატანა ქრისტიანული სამყაროს მეშვეობით ბუნდოვანს ხდიდა ღვთის განზრახვას ადამიანებთან და დედამიწასთან დაკავშირებით და შეცდომაში შეჰყავდა ხალხი (წაიკითხეთ 2 კორინთელების 4:3, 4 ).
4. კაცობრიობის რა იმედი უარყვეს ქრისტიანული სამყაროს რელიგიურმა წინამძღოლებმა?
4 წმინდა წერილები გვიხსნის, რომ ღვთის სამეფო არის ზეციერი ხელისუფლება, რომელიც დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა ადამიანურ მმართველობას (დან. 2:44). ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დროს სატანა უფსკრულში იქნება ჩაგდებული, მკვდრები აღდგებიან და დედამიწაზე მცხოვრები ადამიანები გასრულყოფილდებიან (გამოცხ. 20:1—3, 6, 12; 21:1—4). ქრისტიანული სამყაროს რელიგიური წინამძღოლები ამ საკითხებს სულ სხვაგვარად ხსნიდნენ. მესამე საუკუნეში „ეკლესიის მამები“, მაგალითად, ორიგენე ალექსანდრიელი მსჯავრს სდებდა ყველას, ვისაც სწამდა, რომ ქრისტეს ათასწლიანი მმართველობა დედამიწაზე მოიტანდა კურთხევებს. კათოლიკე თეოლოგი ავგუსტინე ნეტარი (ახ. წ. 354—430 წწ.) „მხარს უჭერდა იმ აზრს, რომ ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის შესახებ სწავლება არასწორი იყო“, — ნათქვამია კათოლიკურ ენციკლოპედიაში. *
5, 6. რატომ უარყოფდნენ ორიგენე და ავგუსტინე, რომ ქრისტე ათასი წლის განმავლობაში დედამიწაზე იმმართველებდა?
5 რატომ უარყოფდნენ ორიგენე და ავგუსტინე, რომ ქრისტე ათასი წლის განმავლობაში დედამიწაზე იმმართველებდა? ორიგენე კლემენტ ალექსანდრიელის მოწაფე იყო. კლემენტმა ბერძნულ გადმოცემაზე დააფუძნა მოძღვრება სულის უკვდავების
შესახებ და ორიგენეც იზიარებდა მის მოსაზრებას. ორიგენეზე აგრეთვე დიდი გავლენა მოახდინა პლატონის შეხედულებებმა სულის უკვდავებასთან დაკავშირებით. ორიგენემ „ქრისტიანულ მოძღვრებაში შეიტანა სულის შესახებ მთელი რიგი სწავლებები, რომლებიც პლატონისგან გადმოიღო“, — აღნიშნავს თეოლოგი ვერნერ იეგერი. ამგვარად, ორიგენე ასწავლიდა, რომ ქრისტეს ათასწლიანი მმართველობა კურთხევებს მოიტანდა ზეცაში და არა დედამიწაზე.6 ავგუსტინემ ქრისტიანობა 33 წლის ასაკში მიიღო. მანამდე ის იყო ნეოპლატონიზმის მიმდევარი. ნეოპლატონიზმი პლატონის ფილოსოფიაზე დაფუძნებული მიმდინარეობა იყო, რომელიც პლოტინემ მესამე საუკუნეში ჩამოაყალიბა. მართალია ავგუსტინემ ქრისტიანობა მიიღო, მის გონებაში ნეოპლატონიზმის იდეები მაინც ღრმად იყო გამჯდარი. „მის მიერ მიღებული ახალი აღთქმის რელიგია პლატონის იდეებთან და ბერძნულ ფილოსოფიასთან იყო შერწყმული“, — ნათქვამია „ახალ ენციკლოპედია ბრიტანიკაში“. ავგუსტინე განმარტავდა, რომ გამოცხადების მე-20 თავში მოხსენიებული ათასწლიანი მმართველობა „გადატანითი მნიშვნელობით გამოიყენება . . . ეს განმარტება სწორად მიიჩნიეს ბერძენმა და რომაელმა ქრისტიანმა თეოლოგებმა და ათასწლიანი მმართველობის ადრინდელი შეხედულებისთვის მხარი აღარავის დაუჭერია“, — აღნიშნულია კათოლიკურ ენციკლოპედიაში.
7. რომელი არასწორი სწავლება უთხრის ძირს დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედს და როგორ?
7 დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედს ძირი გამოუთხარა ძველმა ბაბილონურმა სწავლებამ, რომელიც მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ამ სწავლების თანახმად, ადამიანს აქვს უკვდავი სული, რომელიც ადამიანის ფიზიკურ სხეულში მკვიდრობს. ქრისტიანულმა სამყარომ გაიზიარა ეს მოსაზრება და ღვთისმეტყველებმა ბიბლიური მუხლები ისე შეცვალეს, რომ ხალხს დაეჯერებინა, თითქოს ყველა კარგი ადამიანი ზეცაში მიდის. ამ შეხედულების თანახმად, ადამიანი დედამიწაზე დროებით იმიტომ ცხოვრობს, რომ გამოიცადოს, ივარგებს თუ არა ზეციერი ცხოვრებისთვის. მსგავსად გამოეთხარა ძირი დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის შესახებ იუდეველთა იმედს. პირველი საუკუნის შემდეგ იუდეველებმა თანდათანობით გადმოიღეს ბერძნების სწავლება სულის უკვდავების შესახებ, რის შედეგადაც მათ გაუქრათ დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის თავდაპირველი იმედი. მათი შეხედულება ძალიან განსხვავდებოდა ბიბლიის თვალსაზრისისგან, საიდანაც ვიგებთ, რომ ადამიანი ფიზიკური ქმნილებაა და არა სულიერი. იეჰოვამ პირველ მამაკაცს უთხრა: „მტვერი ხარ“ (დაბ. 3:19). ადამიანის მარადიული საცხოვრებელი დედამიწაა და არა ზეცა (წაიკითხეთ ფსალმუნის 104:5; 115:16 ).
ჭეშმარიტება ანათებს სიბნელეში
8. რა თქვა მე-17 საუკუნეში მოღვაწე ბიბლიის ზოგმა მკვლევარმა კაცობრიობის იმედის შესახებ?
8 მრავალი ქრისტიანული რელიგია უარყოფს დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედს, თუმცა სატანა ყოველთვის ვერ ახერხებს, დაფაროს ჭეშმარიტება. საუკუნეების განმავლობაში ბიბლიის რამდენიმე გულმოდგინე მკითხველისთვის ცხადი გახდა გარკვეული საკითხები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაასრულყოფილებს ღმერთი ადამიანებს (ფსალმ. 97:11; მათ. 7:13, 14; 13:37—39). მე-17 საუკუნეში ბიბლიის მრავალი თარგმანი გაკეთდა და დაიბეჭდა, რამაც ხელი შეუწყო ღვთის სიტყვის გავრცელებას. 1651 წელს ერთმა ბიბლიის მკვლევარმა დაწერა, რომ ადამის მეშვეობით ადამიანებმა „დაკარგეს სამოთხე და მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა დედამიწაზე“, ქრისტეს მეშვეობით კი „ყველას შეუძლია იცოცხლოს მარადიულად დედამიწაზე“ (წაიკითხეთ 1 კორინთელების 15:21, 22). ერთ-ერთმა ცნობილმა ინგლისელმა პოეტმა ჯონ მილტონმა (1608—1674 წწ.) თავის პოემებში „დაკარგული სამოთხე“ და „დაბრუნებული სამოთხე“ ყურადღება გაამახვილა ჯილდოზე, რომელსაც ღვთის ერთგული ადამიანები დედამიწაზე სამოთხეში მიიღებენ. მიუხედავად იმისა, რომ მილტონმა თავისი ცხოვრების ნახევარზე მეტი ბიბლიის გამოკვლევას დაუთმო, მან გააცნობიერა, რომ ბიბლიურ ჭეშმარიტებას ბოლომდე ვერავინ ჩასწვდებოდა ქრისტეს მოსვლამდე.
9, 10. ა) რა დაწერა ნიუტონმა კაცობრიობის იმედის შესახებ? ბ) რატომ ფიქრობდა ნიუტონი, რომ ქრისტეს მოსვლა დიდი ხნის შემდეგ იქნებოდა?
9 ცნობილი მათემატიკოსი სერ ისააკ ნიუტონი (1642—1727 წწ.) ძალიან იყო დაინტერესებული ბიბლიით. ის იმ დასკვნამდე მივიდა, რომ წმინდები ზეციერი ცხოვრებისთვის აღდგებოდნენ და ქრისტესთან ერთად უხილავად იმმართველებდნენ (გამოცხ. 5:9, 10). ამ სამეფოს ქვეშევრდომების შესახებ მან დაწერა: „განკითხვის დღის შემდეგ მოკვდავი [ადამიანები] არა მხოლოდ 1 000 წლის განმავლობაში იცხოვრებენ დედამიწაზე, არამედ მარადიულად“.
10 ნიუტონს მიაჩნდა, რომ ქრისტე საუკუნეების შემდეგ მოვიდოდა. ისტორიკოსის სტეფან სნობელენის აზრით, ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ფიქრობდა ნიუტონი, რომ ღვთის სამეფო დიდი ხნის შემდეგ დამყარდებოდა, ის იყო, რომ მისთვის მიუღებელი სამების დოგმატი ხალხში კვლავაც ღრმად იყო გამჯდარი. სასიხარულო ცნობა ჯერ კიდევ დაფარული იყო. ნიუტონი იმასაც ხედავდა, რომ არც ერთი ქრისტიანული რელიგია არ ქადაგებდა ამ ცნობას. მან დაწერა: „დანიელის წიგნში და იოანეს [გამოცხადებაში] ჩაწერილი წინასწარმეტყველებები გასაგები არ უნდა იყოს უკანასკნელ დრომდე . . . შემდეგ, როგორც დანიელი ამბობს, ‘მრავალი დაიწყებს ძიებას და მოიმატებს ცოდნა’, რადგან დიდი გასაჭირისა და წუთისოფლის აღსასრულის დადგომამდე სახარება უნდა ექადაგოს ყველა ერს. სახარების ქადაგების გარეშე შეუძლებელია, შეიკრიბოს უთვალავი ხალხი, პალმის ტოტებით ხელში, რომლებიც დიდ გასაჭირს გადაიტანენ“ (დან. 12:4; მათ. 24:14; გამოცხ. 7:9, 10).
11. რატომ იყო მილტონისა და ნიუტონის დროს უმრავლესობისთვის კაცობრიობის იმედი დაფარული?
11 მილტონისა და ნიუტონის დროს ისეთი იდეების გავრცელება, რომლებიც ეკლესიის მოძღვრებებს ეწინააღმდეგებოდა, საკმაოდ საშიში იყო. ამიტომ მათ მიერ დაწერილი ბიბლიური ნაშრომების უმეტესობა მხოლოდ მათი სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა. მე-16 საუკუნეში რეფორმაციის მიუხედავად არ შეცვლილა სწავლება უკვდავი სულის შესახებ. პროტესტანტული ეკლესიები კვლავაც ავგუსტინეს იდეებს ავრცელებდნენ, რომ ქრისტეს ათასწლიანი მმართველობა წარსულში იყო. მოიმატა ცოდნამ უკანასკნელ დროს?
„გამრავლდება ჭეშმარიტი ცოდნა“
12. როდის უნდა გამრავლებულიყო ჭეშმარიტი ცოდნა?
12 დანიელმა იწინასწარმეტყველა, რომ „უკანასკნელ დროს“ სასიხარულო მოვლენები მოხდებოდა (წაიკითხეთ დანიელის 12:3, 4, 9, 10). იესო ქრისტემაც აღნიშნა, რომ ‘იმ დროს მართალნი მზესავით გაანათებდნენ’ (მათ. 13:43). როგორ გამრავლდა ცოდნა უკანასკნელ დროს? განვიხილოთ, როგორ განვითარდა მოვლენები 1914 წლამდე, უკანასკნელი დროის დაწყებამდე ათეულობით წლით ადრე.
13. რა დაწერა რასელმა?
13 მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში რამდენიმე გულწრფელმა ადამიანმა კვლევა დაიწყო, რომ „ჯანსაღი სიტყვების ნიმუში“ გაეგოთ (2 ტიმ. 1:13). ერთ-ერთი მათგანი ჩარლზ ტეიზ რასელი იყო. 1870 წელს მან და ჭეშმარიტების კიდევ რამდენიმე გულწრფელმა მაძიებელმა ბიბლიის მკვლევართა ჯგუფი ჩამოაყალიბეს. 1872 წელს მათ გამოიკვლიეს საკითხი, რომელიც ადამის მიერ დაკარგული სრულყოფილების დაბრუნებას ეხებოდა. მოგვიანებით რასელმა დაწერა: „მთელი ამ დროის განმავლობაში ნათლად ვერ ვხედავდით, თუ რა დიდი სხვაობაა იმ საზღაურს შორის, რომელსაც მიიღებს ეკლესია (ცხებული ქრისტიანები), რომელიც ახლა იცდება, და ზოგადად ერთგული ადამიანები. ამ უკანასკნელთა ჯილდო იქნება „იმ სრულყოფილების დაბრუნება, რომელიც თავდაპირველად ადამს ჰქონდა ედემის ბაღში“. რასელი ამბობდა, რომ ბიბლიის გაგებაში მას სხვები დაეხმარნენ. ვის გულისხმობდა ის?
14. ა) როგორ ესმოდა ჰენრი დანს საქმეების 3:21? ბ) დანის აზრით, ვინ იცხოვრებდა დედამიწაზე მარადიულად?
14 ერთ-ერთი მათგანი, ვინც რასელს დაეხმარა, ჰენრი დანი იყო. რასელამდე მან დაწერა ყველაფრის აღდგენაზე, „რაზეც ღმერთი ლაპარაკობდა ძველ დროს თავის წმინდა წინასწარმეტყველთა პირით“ (საქ. 3:21). დანი დარწმუნებული იყო, რომ „აღდგენაში“ ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დროს ადამიანთა გასრულყოფილებაც შედიოდა. მან აგრეთვე გამოიკვლია ბევრისთვის საინტერესო საკითხი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იცხოვრებდა მარადიულად დედამიწაზე. დანმა ახსნა, რომ მილიონობით გარდაცვლილი აღდგებოდა, ჭეშმარიტებას ისწავლიდა და შესაძლებლობა ექნებოდათ, ქრისტესადმი რწმენა გამოევლინათ.
15. რა დასკვნამდე მივიდა სტორზი?
15 ათას რვაას სამოცდაათ წელს ჯორჯ სტორზიც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ უმართლოები მკვდრეთით აღდგებოდნენ და მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა მიეცემოდათ. ბიბლიიდან ის იმასაც მიხვდა, რომ აღდგენილთაგან ვინც ამ შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებდა, ‘ასი წლისაც რომ ყოფილიყო და შეეცოდა, მოკვდებოდა’ (ეს. 65:20). სტორზი ბრუკლინში (ნიუ-იორკი) ცხოვრობდა. ის ჟურნალ „ბიბლიის შემსწავლელის“ რედაქტორი იყო.
16. რა განასხვავებდა ბიბლიის მკვლევარებს ქრისტიანული სამყაროსგან?
16 რასელმა ბიბლიიდან გაიგო, რომ დადგა დრო, სასიხარულო ცნობა ყველგან გავრცელებულიყო. ამიტომ 1879 წელს მან დაიწყო ჟურნალ „სიონის საგუშაგო კოშკისა და ქრისტეს მოსვლის მაცნის“ გამოცემა, რომელსაც დღეს ეწოდება „საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ“. მანამდე კაცობრიობის იმედის შესახებ ჭეშმარიტება ძალიან ცოტას ესმოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მრავალ ქვეყანაში ბიბლიის შემსწავლელთა ჯგუფები ჩამოყალიბდა, რომლებიც იღებდნენ „საგუშაგო კოშკს“ და გულდასმით სწავლობდნენ. ქრისტიანული სამყაროსგან განსხვავებით, მათ სწამდათ, რომ ზეცაში მხოლოდ ცოტანი წავიდოდნენ, მილიონები კი გასრულყოფილდებოდნენ და დედამიწაზე იცხოვრებდნენ.
17. როგორ გამრავლდა ჭეშმარიტი ცოდნა?
17 ნაწინასწარმეტყველები „უკანასკნელი დრო“ 1914 წელს დაიწყო. გამრავლდა ჭეშმარიტი დან. 12:4). 1913 წლისთვის რასელის ქადაგებები 2 000 გაზეთში იბეჭდებოდა და მთლიანობაში 15 მილიონ მკითხველამდე აღწევდა. 1914 წლის ბოლოს სამ კონტინენტზე 9 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა შემოქმედების ფოტოდრამა, რომელშიც შესული იყო მოძრავი სურათები და სლაიდები. მასში ახსნილი იყო, თუ რას ნიშნავდა ქრისტეს ათასწლიანი მმართველობა. 1918 წლიდან 1925 წლამდე იეჰოვას მსახურებმა მთელ მსოფლიოში 30-ზე მეტ ენაზე წარმოთქვეს მოხსენება „დღეს მცხოვრები მილიონები არასდროს მოკვდებიან“. ამ მოხსენებაში დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედზე იყო ყურადღება გამახვილებული. 1934 წელს იეჰოვას მოწმეებმა ბიბლიიდან გაიგეს, რომ ამ იმედის მქონე ადამიანები უნდა მონათლულიყვნენ. დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედმა მოწმეებს სასიხარულო ცნობის ქადაგების უფრო მეტი ენთუზიაზმი მისცა. დღეს მილიონობით ადამიანს იეჰოვასადმი მადლიერებით უვსებს გულს ეს იმედი.
ცოდნა კაცობრიობის იმედის შესახებ? (წინ „დიდებული თავისუფლება“ გველის!
18, 19. რა არის ესაიას 65:21—25-ში ნაწინასწარმეტყველები?
18 წინასწარმეტყველმა ესაიამ ღვთის შთაგონებით დაწერა, თუ რა პირობებში იცხოვრებს ღვთის ხალხი დედამიწაზე (წაიკითხეთ ესაიას 65:21—25 ). სავარაუდოდ, დღესაც შემორჩენილია ზოგიერთი ხე, რომლებიც დაახლოებით 2 700 წლის წინ არსებობდა, როცა ესაია ამ სიტყვებს წერდა. წარმოიდგინეთ, რომ ჯანმრთელი და ძალებით აღსავსე ხართ და ამდენ ხანს ცოცხლობთ!
19 დღევანდელი ხანმოკლე ცხოვრებისგან განსხვავებით, ახალ ქვეყნიერებაში მარადიულად იცხოვრებთ და გექნებათ შესაძლებლობა, ააშენოთ, დარგოთ და ისწავლოთ. დაფიქრდით, რამდენ მეგობარს შეიძენთ, რომლებთანაც სასიამოვნო ურთიერთობას ბოლო არ ექნება! დედამიწაზე მცხოვრებ „ღვთის შვილებს“ მართლაც რომ „დიდებული თავისუფლება“ ექნებათ! (რომ. 8:21).
[სქოლიო]
^ აბზ. 4 ავგუსტინე აცხადებდა, რომ ქრისტეს სამეფოს ათასწლიანი მმართველობა მომავალში არ დამყარდებოდა, რადგან ის მაშინ დამყარდა, როცა კათოლიკური ეკლესია დაფუძნდა.
შეგიძლიათ ახსნათ?
• რატომ იყო დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედი დაფარული?
• რა გახდა ცნობილი ბიბლიის ზოგი მკითხველისთვის მე-17 საუკუნეში?
• როგორ მოეფინა ნათელი 1914 წელს კაცობრიობის ჭეშმარიტ იმედს?
• როგორ გამრავლდა ცოდნა დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედის შესახებ?
[სასწავლო კითხვები]
[სურათები 13 გვერდზე]
პოეტმა ჯონ მილტონმა (მარცხნივ) და მათემატიკოსმა ისააკ ნიუტონმა (მარჯვნივ) იცოდნენ, რომ დედამიწაზე მარადიული სიცოცხლე იქნებოდა
[სურათები 15 გვერდზე]
ბიბლიის მკვლევარებმა წმინდა წერილებიდან გაიგეს, რომ დადგა დრო, კაცობრიობის ჭეშმარიტი იმედის შესახებ მთელ მსოფლიოს გაეგო