ანგელოზები — „მომსახურე სულები“
ანგელოზები — „მომსახურე სულები“
„განა ყველანი მომსახურე სულები არ არიან, იმათ მოსამსახურებლად გაგზავნილნი, ვინც ხსნა უნდა დაიმკვიდროს?“ (ებრ. 1:14).
1. რაში გვარწმუნებს მათეს 18:10-სა და ებრაელების 1:14-ში ჩაწერილი სიტყვები?
იესო ქრისტემ ყველას, ვინც მის მიმდევრებს დააბრკოლებდა, უთხრა: „გაფრთხილდით, არ დაამციროთ არც ერთი ამ მცირეთაგანი, რადგან გეუბნებით: მათი ანგელოზები ზეცაში ყოველთვის ხედავენ ჩემი ზეციერი მამის სახეს“ (მათ. 18:10). ღვთის ერთგული ანგელოზების შესახებ პავლე მოციქულმა დაწერა: „განა ყველანი მომსახურე სულები არ არიან, იმათ მოსამსახურებლად გაგზავნილნი, ვინც ხსნა უნდა დაიმკვიდროს?“ (ებრ. 1:14). ეს სიტყვები გვარწმუნებს, რომ ღმერთი თავისი ზეციერი ქმნილებების მეშვეობით ეხმარება ადამიანებს. რას ვიგებთ ბიბლიიდან ანგელოზების შესახებ? როგორ გვეხმარებიან ისინი? რას ვსწავლობთ მათგან?
2, 3. რა მოვალეობებს ასრულებენ ზეცაში ანგელოზები?
2 ზეცაში მილიონობით ღვთის ერთგული ანგელოზია. ისინი ‘ძალით ძლიერნი და ღვთის სიტყვის შემსრულებელნი’ არიან (ფსალმ. 103:20; წაიკითხეთ გამოცხადების 5:11 ). ღვთის სულიერ ძეებს იეჰოვას მსგავსი თვისებები აქვთ, აგრეთვე ნების თავისუფლება. ისინი საოცრად ორგანიზებულები არიან და მაღალი მდგომარეობა უკავიათ. მაგალითად, მიქაელი (ზეცაში მყოფი იესოს სახელი) მთავარანგელოზია (დან. 10:13; იუდ. 9). იესო, „პირმშო ყველა ქმნილებას შორის“ არის „სიტყვა“ ანუ ღვთის სიტყვის გადამცემი. იეჰოვამ ყველაფერი მასთან ერთად შექმნა (კოლ. 1:15—17; იოან. 1:1—3).
3 მთავარანგელოზზე დაბალი მდგომარეობა უკავიათ სერაფიმებს, რომლებიც იეჰოვას სიწმინდეს აცხადებენ და ღვთის ხალხს სულიერი სიწმინდის დაცვაში ეხმარებიან. იეჰოვას აგრეთვე ემსახურებიან ქერუბიმები, რომლებიც მხარს უჭერენ მის უზენაესობას (დაბ. 3:24; ეს. 6:1—3, 6, 7). დანარჩენ ანგელოზებს, ანუ მაცნეებს ღვთის ნების შესასრულებლად სხვადასხვა მოვალეობები აკისრიათ (ებრ. 12:22, 23).
4. რას გრძნობდნენ ანგელოზები, როცა ღმერთი დედამიწას აფუძნებდა, და როგორ იცხოვრებდნენ ადამიანები, თუ ნების თავისუფლებას ბოროტად არ გამოიყენებდნენ?
4 ყველა ანგელოზი ხარობდა, როცა იეჰოვა ‘დედამიწას აფუძნებდა’. ანგელოზები დიდი სიამოვნებით ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობებს მაშინ, როცა ეს მშვენიერი პლანეტა ადამიანთა საცხოვრებლად მზადდებოდა (იობ. 38:4, 7). იეჰოვამ ადამიანი ‘ანგელოზებზე ოდნავ დაბლა დააყენა’, თუმცა თავის ანარეკლად შექმნა, რაც ადამიანებს შემოქმედის მიბაძვის შესაძლებლობას აძლევს (ებრ. 2:7; დაბ. 1:26). თუ ღვთის საჩუქარს — ნების თავისუფლებას ბოროტად არ გამოიყენებდნენ, ადამი, ევა და მათი შთამომავლობა მარადიულად იცხოვრებდნენ სამოთხეში დედამიწაზე და გონიერი ქმნილებებისგან შემდგარი იეჰოვას ერთი დიდი ოჯახის წევრები იქნებოდნენ.
5, 6. რა განხეთქილება მოხდა ზეცაში და რა გადაწყვეტილება მიიღო ღმერთმა?
5 უეჭველია, რომ წმინდა ანგელოზები გაოგნდებოდნენ, როცა ღვთის ზეციერ ოჯახში განხეთქილების მოწმენი გახდებოდნენ. ერთმა ანგელოზმა უარი თქვა იეჰოვას განდიდებაზე და მოისურვა, თავად მისთვის ეცათ თაყვანი. ეს ანგელოზი გახდა სატანა (მოწინააღმდეგე), რადგან ეჭვქვეშ დააყენა იეჰოვას სამართლიანი ხელისუფლება და შეეცადა მიეთვისებინა ის, რაც ღმერთს ეკუთვნოდა. სატანა იყო პირველი, ვინც მოიტყუა, მზაკვრულად აცდუნა ადამი და ევა და მოსიყვარულე შემოქმედს დაუპირისპირა (დაბ. 3:4, 5; იოან. 8:44).
6 იეჰოვამ მყისვე გამოუტანა სატანას განაჩენი, რომელიც ბიბლიაში ჩაწერილი პირველი წინასწარმეტყველება გახდა: „მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და ქალს შორის, შენს შთამომავლობასა და მის შთამომავლობას შორის. ის თავს გაგიჭეჭყავს, შენ კი ქუსლს დაუგესლავ“ (დაბ. 3:15). სატანასა და „ქალს“ შორის მტრობა იარსებებდა. იეჰოვამ ერთგული სულიერი ქმნილებებისგან შემდგარ ზეციერ ორგანიზაციას ცოლი უწოდა, თავის თავს კი — ქმარი. მიუხედავად იმისა, რომ ამ წინასწარმეტყველების დეტალები „წმინდა საიდუმლოდ“ რჩებოდა და თანდათან უნდა გამჟღავნებულიყო, ის მაინც დიდი იმედის მომცემი იყო. ღვთის განზრახვის თანახმად, ზეციერი ორგანიზაციის ერთი წარმომადგენელი გაანადგურებდა ყველა ურჩს. მისი მეშვეობით ღმერთი თავს მოუყრიდა „ყველაფერს, რაც ზეცაშია და რაც დედამიწაზეა“ (ეფეს. 1:8—10).
7. რა გააკეთა ნოეს დროს ზოგმა ანგელოზმა და რა მოჰყვა ამას?
7 ნოეს დროს ზოგმა ანგელოზმა მიატოვა „მათთვის განკუთვნილი სამკვიდრო“, ხორცი შეისხა და დედამიწაზე განცხრომას მიეცა (იუდ. 6; დაბ. 6:1—4). იეჰოვამ განდევნა ეს ურჩი ანგელოზები უკუნეთ სიბნელეში. ისინი სატანას შეუერთდნენ და გახდნენ „ბოროტი სულები“ — ღვთის მსახურების დაუძინებელი მტრები (ეფეს. 6:11—13; 2 პეტ. 2:4).
როგორ გვეხმარებიან ანგელოზები?
8, 9. როგორ იყენებდა იეჰოვა ანგელოზებს ადამიანების დასახმარებლად?
8 აბრაამი, იაკობი, მოსე, იესო ნავეს ძე, ესაია, დანიელი, იესო, პეტრე, იოანე და პავლე ის ადამიანები იყვნენ, რომლებსაც ანგელოზები მოემსახურნენ. სამართლიანი ანგელოზები ღვთის განაჩენის აღმსრულებლები იყვნენ, მათ ადამიანებს გადასცეს წინასწარმეტყველებები და მითითებები, მათ შორის მოსეს კანონი (2 მეფ. 19:35; დან. 10:5, 11, 14; საქ. 7:53; გამოცხ. 1:1). ვინაიდან დღეს ღვთის სრული სიტყვა გვაქვს, ღვთის ცნობის გადასაცემად ანგელოზების დახმარება შეიძლება აღარ იყოს საჭირო (2 ტიმ. 3:16, 17). თუმცა ჩვენთვის უხილავად ანგელოზები გამუდმებით ასრულებენ ღვთის ნებას და მის მსახურებს ეხმარებიან.
9 ბიბლია გვარწმუნებს: „იეჰოვას ანგელოზი დაბანაკებულია მის მოშიშთა გარშემო და იხსნის მათ“ (ფსალმ. 34:7; 91:11). სატანამ ეჭვქვეშ დააყენა ღვთისადმი ადამიანების ერთგულება, ამიტომ იეჰოვა უფლებას აძლევს მას, რომ სხვადასხვაგვარად გამოგვცადოს (ლუკ. 21:16—19). მაგრამ ღმერთმა იცის, თუ რამდენ ხანს დაუშვას განსაცდელი, ჩვენს ერთგულებაში რომ დარწმუნდეს (წაიკითხეთ 1 კორინთელების 10:13). ანგელოზები მზად არიან ნებისმიერ მომენტში, ღვთის ნებისამებრ დაეხმარონ ადამიანებს. მათ გადაარჩინეს შადრაქი, მეშაქი, აბედნეგო, დანიელი, პეტრე, მაგრამ სტეფანე და იაკობი არ დაუხსნიათ მტრის ხელიდან (დან. 3:17, 18, 28; 6:22; საქ. 7:59, 60; 12:1—3, 7, 11). თითოეულის შემთხვევაში ვითარება და მიზეზი განსხვავებული იყო. მსგავსად ამისა, ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკებში ზოგი ძმა დაიღუპა, მაშინ როცა იეჰოვამ უმეტესობის გადარჩენაზე იზრუნა.
10. კიდევ როგორ შეგვიძლია მივიღოთ დახმარება?
1 იოან. 5:14). რასაკვირველია, იეჰოვას შეუძლია ჩვენს დასახმარებლად ანგელოზი გამოგზავნოს, მაგრამ დახმარება შეიძლება სხვა გზით მივიღოთ. შესაძლოა, თანაქრისტიანები აღიძრან, რომ დახმარების ხელი გამოგვიწოდონ და გვანუგეშონ. ღმერთს შეუძლია სიბრძნე და ძალა მოგვცეს, რომ ავიტანოთ „სხეულში ეკალი“, რაც „სატანის ანგელოზის“ მიერ სახეში ცემას ჰგავს (2 კორ. 12:7—10; 1 თეს. 5:14).
10 ბიბლიაში არ წერია, რომ თითოეულ ადამიანს თავისი მფარველი ანგელოზი ჰყავს. როცა ვლოცულობთ, დარწმუნებულები ვართ, რომ „რაც უნდა ვთხოვოთ მისი ნებისამებრ, ის [ღმერთი] გვისმენს“ (მიჰბაძეთ იესოს
11. როგორ ეხმარებოდა იეჰოვა ანგელოზების მეშვეობით იესოს და რა დაამტკიცა მან ღვთისადმი ერთგულებით?
11 განვიხილოთ, რა როლს ასრულებდნენ ანგელოზები დედამიწაზე იესოს ცხოვრების დროს. მათ შეატყობინეს ადამიანებს მისი დაბადებისა და მკვდრეთით აღდგომის შესახებ; დედამიწაზე ყოფნისას იესოს ანგელოზები მხარს უჭერდნენ. ანგელოზების ჩარევით შესაძლებელი იყო იესოს დაპატიმრებისა და წამებით სიკვდილის თავიდან აცილება, მაგრამ ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთმა მას ანგელოზი გასაძლიერებლად გაუგზავნა (მათ. 28:5, 6; ლუკ. 2:8—11; 22:43). იეჰოვას ნება იყო, რომ იესო მოწამებრივი სიკვდილით მომკვდარიყო და დაემტკიცებინა, რომ სრულყოფილ ადამიანს ძალუძს, დარჩეს ღვთის ერთგული ურთულესი გამოცდების დროსაც კი. იეჰოვამ აღადგინა იესო ზეცაში უკვდავი ცხოვრებისთვის, მისცა მას „მთელი ძალაუფლება“ და ანგელოზები დაუმორჩილა (მათ. 28:18; საქ. 2:32; 1 პეტ. 3:22). მან დაამტკიცა, რომ არის „ქალის“ მთავარი შთამომავალი (დაბ. 3:15; გალ. 3:16).
12. როგორ უნდა ვიცხოვროთ იესოს მსგავსად აზრიანად?
12 იესომ იცოდა, რომ ანგელოზების დახმარების იმედი არ უნდა ჰქონოდა იმ შემთხვევაში, თუ არაგონივრული საქციელით იეჰოვას გამოცდიდა (წაიკითხეთ მათეს 4:5—7 ). ასე რომ, მივბაძოთ იესოს და ვიცხოვროთ აზრიანად. თუმცა გაბედულად ვხვდებით დევნას, უაზროდ არ ვიგდებთ თავს საფრთხეში (ტიტ. 2:12).
რას ვსწავლობთ ერთგული ანგელოზებისგან?
13. რა შეგვიძლია ვისწავლოთ მართალი ანგელოზებისგან 2 პეტრეს 2:9—11-ის მიხედვით?
13 პეტრე მოციქულს მართალი ანგელოზების მაგალითი მოჰყავს მათ გასაგონად, ვინც იეჰოვას ცხებულ მსახურებს „შეურაცხმყოფელი სიტყვებით“ მოიხსენიებს. მიუხედავად იმისა, რომ ანგელოზები დიდ ძალას ფლობენ, ისინი თავმდაბლები არიან, მოსამართლის როლში არ გამოდიან და მსჯავრს არ სდებენ სხვებს „იეჰოვასადმი პატივისცემის გამო“ (წაიკითხეთ 2 პეტრეს 2:9—11 ). ჩვენც თავი უნდა შევიკავოთ სხვების განსჯისგან, პატივი ვცეთ მათ, ვინც ზედამხედველობას უწევს კრებას და ყველაფერი უზენაეს მოსამართლეს, იეჰოვას მივანდოთ (რომ. 12:18, 19; ებრ. 13:17).
14. თავმდაბლობის რა მაგალითს გვაძლევენ ანგელოზები?
14 იეჰოვას ანგელოზები იმ მხრივაც გვაძლევენ კარგ მაგალითს, რომ თავმდაბლად ემსახურებიან იეჰოვას. მაგალითად, ზოგმა ანგელოზმა დაბ. 32:29; მსაჯ. 13:17, 18). ზეცაში მილიონობით ანგელოზია, მაგრამ ბიბლიაში მხოლოდ მიქაელისა და გაბრიელის სახელებია ნახსენები. ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ ანგელოზებს თაყვანი არ უნდა ვცეთ (ლუკ. 1:26; გამოცხ. 12:7). როდესაც იოანე მოციქული ანგელოზის თაყვანსაცემად დაემხო, ანგელოზმა უთხრა მას: „იცოდე, ნუ იზამ ამას! მეც ისეთივე მონა ვარ, როგორც შენ, შენი ძმები“ (გამოცხ. 22:8, 9). ჩვენ მხოლოდ ღმერთს ვცემთ თაყვანს და ლოცვასაც მხოლოდ მის წინაშე აღვავლენთ (წაიკითხეთ მათეს 4:8—10).
ადამიანებს თავისი სახელიც კი არ გაუმხილა (15. მოთმინების რა მაგალითს გვაძლევენ ანგელოზები?
15 ანგელოზები მოთმინების მაგალითსაც გვაძლევენ. მათ ძალიან აინტერესებთ ღვთის წმინდა საიდუმლო, მაგრამ ბევრი რამ მათთვის დაფარულია. ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ანგელოზებს სურთ, ჩაუკვირდნენ ამ ყველაფერს“ (1 პეტ. 1:12). მაშ, რას აკეთებენ ანგელოზები? ისინი მოთმინებით ელოდებიან ღვთის მიერ დანიშნულ დროს, როცა ‘ღვთის მრავალმხრივი სიბრძნე კრების მეშვეობით’ გახდება ცნობილი (ეფეს. 3:10, 11).
16. რა გავლენას ახდენს ანგელოზებზე ჩვენი საქციელი?
16 განსაცდელში მყოფი ქრისტიანები ‘თეატრალურ სანახაობად არიან ქცეული ანგელოზებისთვის’ (1 კორ. 4:9). ანგელოზები უდიდეს კმაყოფილებას განიცდიან, როცა ხედავენ ღვთისადმი ჩვენს ერთგულებას, მათ ძალიან უხარიათ, როცა შემცოდველი ინანიებს (ლუკ. 15:10). მათ შეუმჩნეველი არ რჩებათ ღვთისმოშიში ქალების საქციელი. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ „ქალს ძალაუფლების ნიშანი უნდა ჰქონდეს თავზე ანგელოზებისთვის“ (1 კორ. 11:3, 10). ანგელოზებს სიამოვნებთ იმის დანახვა, რომ ქრისტიანი ქალები და ყველა მიწიერი მსახური ემორჩილებიან თეოკრატიულ წესრიგსა და მეთაურობის პრინციპს. ეს ღვთის სულიერი ძეებისთვის კარგი მაგალითია.
ანგელოზები გვეხმარებიან ქადაგების დროს
17, 18. საიდან ვიცით, რომ ანგელოზები მხარს გვიჭერენ ქადაგების დროს?
17 ანგელოზები არაერთ მნიშვნელოვან საქმეში მონაწილეობენ, რომელიც „უფლის დღეში“ სრულდება, კერძოდ, მათ მონაწილეობა მიიღეს 1914 წელს ზეცაში ღვთის სამეფოს დამყარებასა და მიქაელთან ერთად სატანისა და მისი დემონების ზეციდან გადმოყრაში (გამოცხ. 1:10; 11:15; 12:5—9). იოანე მოციქულმა დაინახა „ანგელოზი, რომელიც ცაში დაფრინავდა და მარადიული სასიხარულო ცნობა ჰქონდა, რომ ეხარებინა დედამიწის მკვიდრთათვის“. ანგელოზი ამბობდა: „გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, რადგან მოვიდა მისი სასამართლოს საათი. თაყვანი ეცით ცისა და დედამიწის, ზღვისა და წყალთა წყაროების შემქმნელს“ (გამოცხ. 14:6, 7). აქედან გამომდინარე, იეჰოვას მსახურებმა იციან, რომ ანგელოზები ეშმაკის სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, მხარს უჭერენ ზეცაში დამყარებული ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებაში (გამოცხ. 12:13, 17).
18 დღეს ანგელოზები უშუალოდ არ გვეუბნებიან, თუ ვისთან მივიდეთ, როგორც ეს ფილიპეს შემთხვევაში მოხდა, როცა ანგელოზმა ეთიოპ საჭურისთან მიავლინა (საქ. 8:26—29). მაგრამ მრავალი შემთხვევიდან ჩანს, რომ ანგელოზები უხილავად მხარს გვიჭერენ სამეფოს შესახებ ქადაგებაში და გვეხმარებიან მათ მოძებნაში, ვინც ‘მარადიული სიცოცხლისთვის არის განწყობილი’ (საქ. 13:48). * რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ რეგულარულად ვიქადაგოთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ მათ მოძებნაში, ვისაც სურთ, ‘მამას სულითა და ჭეშმარიტებით სცენ თაყვანი’! (იოან. 4:23, 24)
19, 20. როგორ მონაწილეობენ ანგელოზები „ქვეყნიერების აღსასრულის დროს“ განვითარებულ მოვლენებში?
19 ერთხელ იესომ თქვა, რომ „ქვეყნიერების აღსასრულის დროს“, ანუ ჩვენს დღეებში, ანგელოზები „ბოროტებს მართლებისგან გამოაცალკევებენ“ (მათ. 13:37—43, 49). ანგელოზები მონაწილეობას იღებენ ცხებულების საბოლოო შეკრებასა და მათთვის ბეჭდის დასმაში (წაიკითხეთ მათეს 24:31; გამოცხ. 7:1—3). გარდა ამისა, როცა იესო „გამოაცალკევებს . . . ცხვრებს თხებისგან“, ანგელოზები მასთან ერთად იქნებიან (მათ. 25:31—33, 46).
20 „როცა უფალი იესო ზეციდან თავისი ძლიერი ანგელოზებითურთ გამოგვეცხადება“, ყველა, „ვინც არ იცნობს ღმერთს და ვინც არ ემორჩილება სასიხარულო ცნობას ჩვენი უფლის იესოს შესახებ“, განადგურდება (2 თეს. 1:6—10). იოანეს ხილვაში სწორედ ეს მოვლენაა აღწერილი — მან ნახა იესო და ანგელოზების ზეციერი ლაშქარი, რომლებიც თეთრ ცხენებზე ამხედრებულები მიდიოდნენ სამართლიან ომში საბრძოლველად (გამოცხ. 19:11—14).
21. რას მოიმოქმედებს სატანისა და დემონების წინააღმდეგ ანგელოზი, რომელსაც ‘ხელში უფსკრულის გასაღები და დიდი ჯაჭვი უჭირავს’?
21 იოანემ აგრეთვე იხილა „ციდან ჩამომავალი ანგელოზი, რომელსაც უფსკრულის გასაღები და დიდი ჯაჭვი ეჭირა ხელში“. ეს ანგელოზი სხვა არავინაა, თუ არა მთავარანგელოზი მიქაელი, რომელიც შებოჭავს ეშმაკს — როგორც ჩანს, დემონებსაც — და ჩაყრის უფსკრულში. ისინი ქრისტეს ათასწლიანი მეფობის ბოლოს გათავისუფლდებიან, რის შემდეგაც სრულყოფილი ადამიანები საბოლოოდ გამოიცდებიან. ბოლოს სატანა და მისი თანამოაზრეები აღიგვებიან მიწისაგან პირისა (გამოცხ. 20:1—3, 7—10; 1 იოან. 3:8). იეჰოვას წინ ვეღარავინ ვერასოდეს აღუდგება!
22. რა როლს შეასრულებენ ანგელოზები მომავალში განვითარებული მოვლენების დროს და რატომ უნდა ვიყოთ მადლიერნი ამისთვის?
22 ძალიან გვიხარია, რომ მალე სატანის ბოროტი ქვეყნიერების კვალიც კი აღარსად იქნება. ანგელოზები დიდ როლს შეასრულებენ ამ მნიშვნელოვანი მოვლენების დროს და დაამტკიცებენ, რომ იეჰოვა უზენაესი მმართველია, რომელიც თავის განზრახვას ბოლომდე შეასრულებს. მართალი ანგელოზები მართლაც რომ ‘მომსახურე სულები არიან, იმათ მოსამსახურებლად გაგზავნილნი, ვინც ხსნა უნდა დაიმკვიდროს’. ვუმადლოდეთ იეჰოვას, რომ ის ანგელოზებს ჩვენს დასახმარებლად იყენებს, რათა შევასრულოთ მისი ნება და ვიცხოვროთ მარადიულად!
[სქოლიო]
^ აბზ. 18 იხილეთ წიგნი „იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“, გვერდები 549—551 (ინგლ. რუს.).
როგორ უპასუხებთ?
• რა მოვალეობებს ასრულებენ ანგელოზები?
• რა გააკეთა ნოეს დროს ზოგმა ანგელოზმა?
• როგორ გვეხმარება იეჰოვა ანგელოზების მეშვეობით?
• რა როლს ასრულებენ მართალი ანგელოზები ჩვენს დღეებში?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 21 გვერდზე]
ანგელოზები სიხარულით ასრულებენ ღვთის ნებას
[სურათი 23 გვერდზე]
როგორც დანიელის შემთხვევიდან გამოჩნდა, ანგელოზები ყოველთვის მზად არიან, ღვთის ნებისამებრ დაეხმარონ ადამიანებს
[სურათები 24 გვერდზე]
იყავით გაბედულნი, რადგან ანგელოზები მხარს გვიჭერენ ქადაგების დროს!
[საავტორო უფლება]
Globe: NASA photo