უარყავით „ამაოება“
უარყავით „ამაოება“
„ვინც ამაოებას ესწრაფვის, უგუნურია“ (იგავ. 12:11).
1. რა არის ის ზოგი ძვირფასი რამ, რაც გვაქვს, და როგორ შეგვიძლია საუკეთესოდ გამოვიყენოთ ეს ყოველივე?
ჩვენ, ქრისტიანებს მრავალი ძვირფასი რამ გვაქვს. ამაში შეიძლება შედიოდეს ჯანმრთელობა, ენერგია, გონებრივი შესაძლებლობები თუ მატერიალური სახსრები. ჩვენ გვიყვარს იეჰოვა, ამიტომ გვახარებს ის, რომ ეს ყოველივე შეგვიძლია მის მსახურებაში გამოვიყენოთ და, ამგვარად, ღვთის შთაგონებით ჩაწერილი მოწოდების თანახმად მოვიქცეთ: „პატივი მიაგე იეჰოვას შენი ქონებიდან [ყოველივედან, რაც ძვირფასია]“ (იგავ. 3:9).
2. რა გაფრთხილებას გვაძლევს ბიბლია ამაოებასთან დაკავშირებით და რა შედეგი მოაქვს ამ გაფრთხილების უგულებელყოფას?
2 მეორე მხრივ, ბიბლია აგრეთვე ლაპარაკობს ამაოების შესახებ, რასაც არავითარი ფასი არა აქვს, და გვაფრთხილებს, რომ ძალ-ღონე არ შევალიოთ მისკენ სწრაფვას. ამასთან დაკავშირებით განვიხილოთ იგავების 12:11-ში ჩაწერილი სიტყვები: „ვინც თავის მიწას ამუშავებს, პურით გაძღება, ხოლო ვინც ამაოებას ესწრაფვის, უგუნურია“. ძნელი არაა იმის დანახვა, თუ რა კარგად ასახავს ეს იგავი რეალობას. თუ ადამიანი ოჯახის რჩენისთვის მთელ თავის დროსა და ენერგიას ხარჯავს, ალბათ მისი ოჯახის წევრები მატერიალურად მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილნი იქნებიან (1 ტიმ. 5:8). მაგრამ, თუ ის ამაოებას ესწრაფვის, ამით ცხადყოფს, რომ „უგუნურია“ და მას არა აქვს სათანადო განსჯის უნარი და გულის სწორი მოტივები. ადვილი შესაძლებელია, რომ ასეთი ადამიანი ძირითადი სახსრების გარეშე დარჩეს.
3. როგორ ეხება ამაოებასთან დაკავშირებული ბიბლიური გაფრთხილება ჩვენს თაყვანისმცემლობას?
3 რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს იმას, თუ იგავში მოცემულ პრინციპს ჩვენს თაყვანისმცემლობაში გამოვიყენებთ? შედეგი ის იქნება, რომ ქრისტიანი, რომელიც გულმოდგინედ და ერთგულად ემსახურება იეჰოვას, თავს უსაფრთხოდ იგრძნობს. ის დარწმუნებული იქნება, რომ ღმერთი დღესვე აკურთხებს; ამასთანავე მას მომავლის უტყუარი იმედი ექნება (მათ. 6:33; 1 ტიმ. 4:10). მაგრამ, ის ქრისტიანი, რომელსაც ამაოება იზიდავს, იეჰოვასთან ურთიერთობასა და თავის მარადიულ მომავალს საფრთხეს უქმნის. რა უნდა გავაკეთოთ, რომ მსგავსი რამ არ დაგვემართოს? უნდა გამოვიკვლიოთ, ხომ არ ვესწრაფვით ამა თუ იმ სახის ამაოებას, და თუ ასეა, ის მაშინვე უნდა უარვყოთ (წაიკითხეთ ტიტეს 2:11, 12).
4. ზოგადად, რა არის ამაოება?
4 რა არის ამაოება? ზოგადად, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, რაც ხელს შეგვიშლიდა იეჰოვასთვის მთელი სულითა და გულით მსახურებაში. ამაოებაში შეიძლება გართობის ესა თუ ის ფორმა შედიოდეს. ცხადია, გართობას თავისი ადგილი აქვს, მაგრამ თუ ჩვენ მას ძალიან დიდ დროს ვუთმობთ და თანაც სულიერი საქმეების ხარჯზე ვერთობით, გართობა ხდება ამაოება, რომელიც ცუდ გავლენას ახდენს ჩვენს სულიერობაზე (ეკლ. 2:24; 4:6). ის ქრისტიანი, რომელსაც სურს მოერიდოს ასეთ რამეს, გაწონასწორებულია და დიდ ყურადღებას აქცევს იმას, თუ რაში ხარჯავს ძვირფას დროს (წაიკითხეთ კოლოსელების 4:5). მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ამაოებაში კიდევ შედის მრავალი ისეთი რამ, რაც გართობაზე გაცილებით საზიანოა, მაგალითად ცრუ ღმერთები, რომლებზეც ახლა ვისაუბრებთ.
უარყავით არაფრის მაქნისი ღმერთები
5. ხშირად რა გაგებით იყენებს ბიბლია სიტყვა „ამაოებას“?
5 საინტერესოა, რომ „ამაოებად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვა ბიბლიის უმეტეს მუხლებში ცრუ ღმერთებთან დაკავშირებით ლევ. 26:1). მეფე დავითმა დაწერა: „დიდებულია იეჰოვა და დიდად საქები, ყველა ღმერთზე შიშის მომგვრელია იგი. ხალხთა ღმერთები არაფრის მაქნისი ღმერთებია, იეჰოვამ კი ზეცა შექმნა“ (1 მატ. 16:25, 26).
გვხვდება და „არაფრის მაქნისს“ ნიშნავს. მაგალითად, იეჰოვამ ისრაელს უთხრა: „არ გაიკეთოთ არაფრის მაქნისი ღმერთები, არ აღმართოთ ქანდაკება, არც წმინდა სვეტი, და არ დაიდგათ მოხატული ქვა თაყვანსაცემად თქვენს მიწაზე“ (6. რატომ არიან ცრუ ღმერთები არაფრის მაქნისები?
6 როგორც დავითმა აღნიშნა, ჩვენ გარშემო მრავალი ისეთი რამეა, რაც იეჰოვას დიდებულებაზე მეტყველებს (ფსალმ. 139:14; 148:1—10). ისრაელებისთვის მართლაც დიდი პატივი იყო, რომ შეთანხმების საფუძველზე მათ იეჰოვასთან ჰქონდათ ურთიერთობა. რამხელა უგუნურება იყო მათი მხრიდან, როცა ზურგი აქციეს იეჰოვას და ქანდაკებებსა და წმინდა სვეტებს დაუწყეს თაყვანისცემა! გაჭირვების დროს მათი ცრუ ღმერთები მართლაც არაფრის მაქნისები აღმოჩნდნენ, ვინაიდან საკუთარი თავიც კი ვერ იხსნეს, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ თაყვანისმცემლებზე (მსაჯ. 10:14, 15; ეს. 46:5—7).
7, 8. როგორ შეიძლება სიმდიდრე ღმერთად გვექცეს?
7 დღესაც, მრავალ ქვეყანაში ხალხი თაყვანს სცემს ადამიანის ხელით გაკეთებულ გამოსახულებებს. ასეთი ღმერთები ახლაც ისეთივე უსარგებლონი არიან, როგორც ძველად (1 იოან. 5:21). თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გამოსახულებების გარდა ბიბლია სხვა რამეებსაც უწოდებს ღმერთებს. მაგალითად, დავფიქრდეთ იესოს შემდეგ სიტყვებზე: „ვერავინ იქნება ორი ბატონის მონა, რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან ერთს ზედ გადაჰყვება და მეორეს არაფრად ჩააგდებს. ვერ იქნებით ღვთის მონაც და სიმდიდრისაც“ (მათ. 6:24).
8 როგორ შეიძლება, რომ სიმდიდრე ადამიანს ღმერთად ექცეს? დავფიქრდეთ ერთ მაგალითზე: ძველ ისრაელში მინდორში დაგდებული ქვა შეიძლება სასარგებლოდ — სახლის ან გალავნის ასაშენებლად — გამოეყენებინათ. მაგრამ, თუ იგივე ქვას „წმინდა სვეტად“ აღმართავდნენ ან ‘მოხატავდნენ’, ის დაბრკოლების ლოდად იქცეოდა იეჰოვას ხალხისთვის (ლევ. 26:1). იგივე შეიძლება ითქვას ფულზე — მას თავისი ადგილი აქვს. ჩვენ ის არსებობისთვის გვჭირდება; გარდა ამისა, ფული შეგვიძლია იეჰოვას მსახურებაშირც გამოვიყენოთ (ეკლ. 7:12; ლუკ. 16:9). მაგრამ, თუ ფულის შოვნისკენ ვისწრაფვით და ამას ქრისტიანულ მსახურებაზე წინ ვაყენებთ, შეიძლება ითქვას, რომ ფული ჩვენი ღმერთი ხდება (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 6:9, 10). თანამედროვე მსოფლიოში, სადაც გამდიდრებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, საჭიროა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით გაწონასწორებული თვალსაზრისი გვაქვს (1 ტიმ. 6:17—19).
9, 10. ა) რა თვალსაზრისი აქვთ ქრისტიანებს განათლებაზე ბ) რა საფრთხე შეიძლება იმალებოდეს უმაღლესი განათლებისკენ სწრაფვაში?
9 განათლების მიღება — ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რაც თავისთავად სასარგებლოა, მაგრამ შეიძლება ამაოებად იქცეს. ჩვენ გვსურს, რომ ჩვენმა შვილებმა კარგი განათლება მიიღონ, რათა თავი ირჩინონ. უფრო მეტიც, კარგი განათლება ქრისტიანს საშუალებას აძლევს, წაიკითხოს ბიბლია და ჩასწვდეს წაკითხულს, დაინახოს პრობლემების მიზეზი და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს, აგრეთვე ბიბლიური ჭეშმარიტება გასაგებად და დამაჯერებლად ასწავლოს. კარგი განათლების მიღება დროს მოითხოვს, მაგრამ ამისთვის ნამდვილად ღირს დროის დახარჯვა.
10 მაგრამ, რა შეიძლება ითქვას უნივერსიტეტში ან სხვა ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში განათლების მიღებაზე? ბევრ ქვეყანაში თვლიან, რომ ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად ასეთი განათლების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ მრავალმა, ვინც უმაღლესი განათლების მიღებას ესწრაფოდა, საბოლოო ჯამში გონება ქრისტიანისთვის საზიანო, ქვეყნიური სიბრძნით აივსო. ასეთ განათლებას ეწირება ახალგაზრდობის ის ძვირფასი წლები, რაც შეიძლებოდა ადამიანს საუკეთესოდ გამოეყენებინა იეჰოვას მსახურებაში (ეკლ. 12:1). ალბათ გასაკვირი არაა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მრავალი იღებს უმაღლეს განათლებას, ღვთისადმი რწმენა ისე განელდა, როგორც არასდროს. ნაცვლად იმისა, რომ ქრისტიანი ამ ქვეყნიერების საგანმანათლებლო სისტემას მიიჩნევდეს წარმატებისა და უსაფრთხოების საწინდრად, ის იეჰოვა ღმერთს ენდობა (იგავ. 3:5).
არ დაუშვათ, რომ ხორციელი სურვილები ღმერთად გექცეთ
11, 12. რატომ თქვა პავლემ ზოგიერთებზე: „მათი ღმერთი მათივე მუცელია“?
11 ფილიპელებისადმი მიწერილ წერილში პავლე ფილ. 3:18, 19). როგორ შეიძლება, რომ ადამიანის მუცელი ღმერთი გახდეს?
მოციქული მოიხსენიებს კიდევ ერთ რამეს, რაც შეიძლება ადამიანს ღმერთად ექცეს. პავლე საუბრობს ზოგიერთ მათგანზე, ვინც ერთ დროს ღვთის თაყვანისმცემელი იყო, და ამბობს: „ბევრნი, რომელთა შესახებაც ხშირად მითქვამს თქვენთვის, ახლა კი ტირილით ვამბობ, ისე დადიან, როგორც ქრისტეს წამების ბოძის მტრები. მათი ბოლო დაღუპვაა, მათი ღმერთი მათივე მუცელია . . . ისინი მიწიერზე ფიქრობენ“ (12 როგორც ჩანს, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც პავლე გულისხმობდა, ხორციელი სურვილების დაკმაყოფილება იეჰოვას მსახურებაზე მნიშვნელოვანი გახდა. ზოგიერთი მათგანი იმდენად მიეძალა ჭამა-სმას, რომ გაუმაძღარი და ლოთი გახდა (იგავ. 23:20, 21; შეადარეთ კანონის 21:18—21). ზოგმა კი შეიძლება არჩია, რომ სრულად ესარგებლა ქვეყნიერებით, და ამის გამო იეჰოვას მსახურება შეწყვიტა. მოდი არასოდეს დავუშვათ, რომ ეგრეთ წოდებული კარგი ცხოვრების სურვილმა შეგვასუსტოს და იეჰოვასადმი მთელი სულითა და გულით მსახურების ხალისი დაგვაკარგვინოს! (კოლ. 3:23, 24).
13. ა) რა არის სიხარბე და როგორ აღწერა ის პავლემ? ბ) როგორ მოვერიდოთ სიხარბეს?
13 პავლემ ცრუ თაყვანისმცემლობის კიდევ ერთ მხარეზე გაამახვილა ყურადღება. მან დაწერა: „ამიტომ ჩაკალით თქვენი სხეულის მიწიერი ნაწილები: სიძვა, უწმინდურება, ვნება, მავნებელი სურვილები და სიხარბე, რაც კერპთაყვანისმცემლობაა“ (კოლ. 3:5). სიხარბე არის ძლიერი სურვილი იმისა, რომ გვქონდეს ის, რაც არა გვაქვს, მაგალითად მატერიალური საგნები. გარდა ამისა, სიხარბეში შეიძლება უკანონო სქესობრივი ურთიერთობის სურვილიც კი შედიოდეს (გამ. 20:17). ცოტა ხმამაღალი ნათქვამი ხომ არ არის ის, რომ ასეთი სურვილები იგივე კერპთაყვანისმცემლობა, ანუ ცრუ ღმერთების თაყვანისცემაა? იესომ საკმაოდ ნათლად დაგვანახვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ნებისმიერ ფასად ვაკონტროლოთ ჩვენი არასწორი სურვილები (წაიკითხეთ მარკოზის 9:47; 1 იოან. 2:16).
მოერიდეთ ფუჭ სიტყვებს
14, 15. ა) იერემიას დროს რა „ფუჭმა სიტყვებმა“ დააბრკოლა მრავალი? ბ) რატომ იყო მოსეს სიტყვები ძვირფასი?
14 ამაოებაში ფუჭი სიტყვებიც იგულისხმება. მაგალითად, იეჰოვამ იერემიას უთხრა: „სიცრუეს წინასწარმეტყველებენ წინასწარმეტყველები ჩემი სახელით. მე არ გამიგზავნია ისინი, არც არაფერი მიბრძანებია მათთვის, არც კი დავლაპარაკებივარ. ცრუ ხილვებს, მკითხაობას, ფუჭ სიტყვებსა და თავიანთი გულის მზაკვრობას გადმოგცემენ, როგორც წინასწარმეტყველებას“ (იერ. 14:14). ეს ცრუ წინასწარმეტყველები აცხადებდნენ, რომ იეჰოვას სახელით ლაპარაკობდნენ, მაგრამ სინამდვილეში ხალხს საკუთარ აზრებსა და „სიბრძნეს“ გადასცემდნენ. ამგვარად, მათი სიტყვები „ფუჭი“ იყო, მათ ფასი არ ჰქონდა და ხალხის სულიერობას რეალურ საფრთხეს უქმნიდა. ვინც ასეთ ფუჭ სიტყვებს დაუგდო ყური, ძვ. წ. 607 წელს ბაბილონელების ხელით განადგურდა.
15 ცრუ წინასწარმეტყველთა ფუჭი სიტყვებისგან განსხვავებით მოსეს სიტყვები ნამდვილად არ იყო ფუჭი. მან ისრაელებს უთხრა: „გულში ჩაიბეჭდეთ ეს გამაფრთხილებელი სიტყვები, რომლებსაც დღეს გეუბნებით . . . ეს უბრალო [ფუჭი] სიტყვა არ არის, ეს თქვენი სიცოცხლეა! ამ სიტყვის წყალობით კან. 32:46, 47). მოსემ ეს სიტყვები ღვთის შთაგონებით წარმოთქვა. ამგვარად, მოსეს სიტყვები ნამდვილად ძვირფასი და სასარგებლო იყო მთელი ერისთვის. ყველა, ვინც ეს სიტყვები გულთან ახლოს მიიტანა, დღეგრძელი და ყოველმხრივ კურთხეული იყო. დაე, ყოველთვის უარვყოთ ფუჭი სიტყვები და ჩავეჭიდოთ ჭეშმარიტების ძვირფას სიტყვებს.
იქნებით დღეგრძელნი მიწაზე, რომლის დასაუფლებლადაც კვეთთ იორდანეს“ (16. როგორ ვუყურებთ მეცნიერთა იმ განაცხადებს, რომლებიც ღვთის სიტყვას ეწინააღმდეგება?
16 დღესაც გაისმის ფუჭი სიტყვები? დიახ. მაგალითად, ზოგიერთი მეცნიერი ამბობს, რომ ევოლუციის თეორია და სხვადასხვა სამეცნიერო აღმოჩენები ცხადყოფს, რომ საჭირო აღარ არის, გწამდეს ღმერთი, რადგან ბუნებრივი პროცესებით ყველაფრის ახსნა შეიძლება. სერიოზულად უნდა მივიღოთ ასეთი ხმამაღალი განაცხადები? რა თქმა უნდა, არა! ადამიანური სიბრძნე განსხვავდება ღვთის სიბრძნისგან (1 კორ. 2:6, 7). ჩვენ ვიცით, რომ როდესაც ადამიანთა სწავლებები ეწინააღმდეგება ღვთისას, ასეთ შემთხვევაში არასწორი ყოველთვის ადამიანური სწავლებებია (წაიკითხეთ რომაელების 3:4). მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებმა ამა თუ იმ დარგში დიდ წარმატებებს მიაღწიეს, მაინც ჭეშმარიტებად რჩება ის შეფასება, რასაც ბიბლია ადამიანურ სიბრძნეს აძლევს: „ქვეყნიერების სიბრძნე უგუნურებაა ღვთისთვის“. ღვთის განუზომელ სიბრძნესთან შედარებით ადამიანური სიბრძნე ამაოა (1 კორ. 3:18—20).
17. როგორ უნდა ვუყურებდეთ ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლებისა და განდგომილების სიტყვებს?
17 ფუჭი სიტყვები ქრისტიანული სამყაროს რელიგიური წინამძღოლების პირიდანაც ისმის. ისინი აცხადებენ, რომ ღვთის სახელით ლაპარაკობენ, მაგრამ მათი სიტყვები უმეტესწილად ბიბლიაზე არ არის დაფუძნებული და მათი ნათქვამი ფუჭია. განდგომილებიც ფუჭ სიტყვებს ლაპარაკობენ. ისინი ამტკიცებენ, რომ მათ უფრო მეტი სიბრძნე აქვთ, ვიდრე ღვთის მიერ დანიშნულ „ერთგულ და გონიერ მონას“ (მათ. 24:45—47). მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ განდგომილები თავიანთი სიბრძნით ლაპარაკობენ და მათი სიტყვები ფუჭია — დაბრკოლების ლოდია ნებისმიერისთვის, ვინც მათ მოუსმენს (ლუკ. 17:1, 2). როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ განდგომილებმა შეცდომაში არ შეგვიყვანონ?
როგორ უნდა უარვყოთ ფუჭი სიტყვები?
18. რა მხრივ შეგვიძლია 1 იოანეს 4:1-ში მოცემული რჩევის გათვალისწინება?
18 ხანში შესულმა მოციქულმა იოანემ ამასთან დაკავშირებით შესანიშნავი რჩევა მოგვცა (წაიკითხეთ 1 იოანეს 4:1). ჩვენ ვითვალისწინებთ იოანეს რჩევას და მათ, ვისაც მსახურებაში ვხვდებით, ყოველთვის მოვუწოდებთ, რომ შეამოწმონ, შეესაბამება თუ არა ბიბლიას ის, რასაც სწავლობენ. ეს პრინციპი ჩვენთვისაც საყურადღებოა. ჩვენ ბრმად არ უნდა ვირწმუნოთ ჭეშმარიტების საწინააღმდეგოდ გამოთქმული არც ერთი სიტყვა ან ცილისწამება, რომელიც სახელს უტეხს კრებას, უხუცესებსა თუ ნებისმიერ ძმას. პირიქით, ჩვენ საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: „მოქმედებს ბიბლიური პრინციპების თანახმად ის, ვინც ასეთ ამბებს ავრცელებს? ეთანხმება მისი სიტყვები იეჰოვას ნებას ან უწყობს ხელს კრებაში მშვიდობის არსებობას?“ ყველა სიტყვა, რაც კი არ აღაშენებს ძმობას, არამედ ანგრევს, ფუჭია (2 კორ. 13:10, 11).
19. რას აკეთებენ უხუცესები იმისთვის, რომ მათი სიტყვები ფუჭი არ იყოს?
19 ფუჭ სიტყვებთან დაკავშირებით უხუცესებიც მნიშვნელოვან რამეს სწავლობენ. როდესაც უხუცესები თანაქრისტიანებს რჩევას აძლევენ, მათ ახსოვთ, რომ არასრულყოფილები არიან და ამიტომაც რჩევის მიცემისას მხოლოდ საკუთარ გამოცდილებას არ ეყრდნობიან. ასეთ დროს ისინი ყოველთვის ბიბლიას მიმართავენ. უხუცესები ხელმძღვანელობენ პავლე მოციქულის სიტყვებით: „არ გადახვიდეთ დაწერილს“ (1 კორ. 4:6). უხუცესები მართლაც არ გადადიან ბიბლიაში დაწერილს. გარდა ამისა, ისინი „არ გადადიან“ იმ ბიბლიურ რჩევებს, რომლებიც ერთგული და გონიერი მონის მიერ მოწოდებულ პუბლიკაციებშია მოცემული.
20. რა გვეხმარება, რომ უარვყოთ ამაოება?
20 ამაოება — იქნება ეს არაფრის მაქნისი „ღმერთები“, ფუჭი სიტყვები თუ ნებისმიერი სხვა რამ — ძალიან საზიანოა. ამიტომაც, ჩვენ ლოცვით ყოველთვის ვთხოვთ იეჰოვას დახმარებას, რომ დაგვანახვოს, რა შეიძლება იყოს ამაოება; ამავე დროს, ვეძებთ მის ხელმძღვანელობას, რომ უარვყოთ ეს ამაოება. როდესაც ჩვენ ასე ვიქცევით, ვუერთდებით ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „თვალი ამარიდებინე არარაობას; სიცოცხლე შემინარჩუნე და შენი გზით მატარე“ (ფსალმ. 119:37). მომდევნო სტატიაში ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იეჰოვას ხელმძღვანელობის მიყოლა.
შეგიძლიათ ახსნათ?
• ზოგადად, რა შედის „ამაოებაში“, რაც უნდა უარვყოთ?
• როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ფული ღმერთად არ გვექცეს?
• რატომ შეიძლება, რომ ხორციელი სურვილები კერპთაყვანისმცემლობად ჩაითვალოს?
• როგორ შეგვიძლია უარვყოთ ფუჭი სიტყვები?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 3 გვერდზე]
ღმერთი მოუწოდებდა ისრაელებს, რომ ‘დაემუშავებინათ თავიანთი მიწა’ და არ ესწრაფათ ამაოებისკენ
[სურათი 5 გვერდზე]
არასოდეს დაუშვა, რომ მატერიალიზმისკენ სწრაფვამ იეჰოვას მსახურებაში ხელი შეგიშალოს
[სურათი 6 გვერდზე]
უხუცესების სიტყვებს დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია