მოვლენა, რომელიც უნდა გვახსოვდეს!
მოვლენა, რომელიც უნდა გვახსოვდეს!
ორშაბათი, 2 აპრილი
იდგა ახ. წ. 33 წლის 14 ნისანი. იესომ მოციქულებს ღვინით სავსე სასმისი და უფუარი პური გადააწოდა. რა უთხრა მათ იესომ? „ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“ (ლუკა 22:19).
მსგავსად, წელიწადში ერთხელ იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში იკრიბებიან, რათა იესოს მითითების თანახმად, მისი სიკვდილი გაიხსენონ. წელს 14 ნისანი იწყება ორშაბათს, 2 აპრილს, მზის ჩასვლის შემდეგ. გულთბილად გიწვევთ, ჩვენთან ერთად დაესწროთ ამ დღეს იესოს სიკვდილის გახსენების საღამოს. დაუკავშირდით თქვენ მახლობლად მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს, რათა დააზუსტოთ ამ შეხვედრის ჩატარების დრო და ადგილი.