არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბეწვის სამოსი და ღვთისმოსაობა

ბეწვის სამოსი და ღვთისმოსაობა

ბეწვის სამოსი და ღვთისმოსაობა

მას საფრანგეთის მეფე ლუი IX ატარებდა. მისი წყალობით ახალგაზრდა სერ ტომას მორს თვეების განმავლობაში დღეში 19-20 საათი არ ეძინა, რაც სამართლის სწავლაში დაეხმარა. როგორც ამბობენ, მორი მას თითქმის მთელი ცხოვრება ატარებდა. როდესაც კენტერბერის არქიეპისკოპოსი ტომას ბეკეტი საკათედრო ტაძარში მოკლეს, მოულოდნელად ეს მისი ტანსაცმლის ქვეშ შენიშნეს. რა საერთო აქვთ ამ ისტორიულ პიროვნებებს ერთმანეთთან? ის, რომ ხორციელი სურვილების ჩასახშობად ისინი ბეწვის სამოსს ატარებდნენ.

ასეთი სამოსი თხის უხეში ბეწვისგან იყო დამზადებული. რადგან მას ტანსაცმლის შიგნით იცვამდნენ იგი კანს ხეხავდა და დიდ დისკომფორტს უქმნიდა ადამიანს. მასში, აგრეთვე, ადვილად იბუდებდნენ ტილები. ამბობენ, რომ ტომას ბეკეტს იგი ბრიჯების ქვეშ ეცვა და მანამ ატარებდა მას, სანამ „ტილების ბუდე არ გახდა“. მე-16 საუკუნიდან თხის ბეწვის ნაცვლად ზოგჯერ მავთულისგან დაწნულ პერანგს ატარებდნენ; მავთულის ბასრი ბოლოები სხეულისკენ იყო მიმართული. ასეთი პერანგი მეტად შემაწუხებელი იყო ადამიანისთვის.

ერთი ცნობარის თანახმად, ბეწვის სამოსი, თვითგვემის სხვა ფორმებთან ერთად, იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ „მოეთოკათ უმართავი სხეული; შედეგად კი, სულიერად განწმენდილიყვნენ და ღვთისმოსაწონად ეცხოვრათ“. ასეთ სამოსს არა მარტო ასკეტები ატარებდნენ, არამედ საერო პირებიც, და მათ შორის, მაღალი რანგის წარმომადგენლები. ზოგიერთ რელიგიაში მსგავსი რამ დღესაც მიღებულია.

ღვთისმოსავს ხდის ადამიანს ასეთი სამოსის ტარება ან საკუთარი თავისთვის ფიზიკური ტკივილის სხვაგვარად მიყენება? არა. ღვთისმოსაობა ამაზე არ არის დამოკიდებული. პავლე მოციქული ‘სხეულის დათრგუნვის’ წინააღმდეგი იყო (კოლოსელები 2:23) *. ნამდვილი ღვთისმოსაობა ბიბლიიდან ღვთის შესახებ ცოდნის მიღებასა და ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენებაზეა დამოკიდებული.

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 დამატებითი ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ 1997 წლის 8 ოქტომბრის „გამოიღვიძეთ!“-ში, სტატიაში „ბიბლიის თვალსაზრისი — ასკეტიზმი სიბრძნის გამოვლენაა?“ (რუს.).

[სურათის საავტორო უფლებები 32 გვერდზე]

King Louis IX, top: From the book Great Men and Famous Women; Thomas Becket, center: From the book Ridpath’s History of the World (Vol. IV); Thomas More, bottom: From the book Heroes of the Reformation, 1904