წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი, მონათლეთ ისინი
წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი, მონათლეთ ისინი
„წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან, მონათლეთ ისინი . . . ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ“ (მათე 28:19, 20).
1. რა გადაწყვეტილება მიიღო ისრაელმა სინას მთასთან?
დაახლოებით სამიათას ხუთასი წლის წინათ ისრაელმა ერმა ღმერთს აღთქმა დაუდო. სინას მთასთან ისრაელმა სახალხოდ განაცხადა: „ყოველ სიტყვას, რომელიც წარმოთქვა უფალმა, შევასრულებთ“. იმ დროიდან ისრაელი ღვთისადმი მიძღვნილი ერი, ღვთის „საკუთრება“, გახდა (გამოსვლა 19:5, 8; 24:3). ისინი მოელოდნენ, რომ ღმერთი დაიცავდა მათ და მთელი მათი შთამომავლობა იცხოვრებდა მიწაზე, „სადაც მოედინება რძე და თაფლი“ (ლევიანები 20:24).
2. რა ურთიერთობა შეიძლება ჰქონდეთ დღეს ადამიანებს ღმერთთან?
2 თუმცა, როგორც ფსალმუნმომღერალმა ასაფმა თქვა, ისრაელებმა „არ დაიცვეს აღთქმა უფლისა და მის მცნებაზე სიარული აღარ ისურვეს“ (ფსალმუნები 77:10). ისრაელმა დაარღვია იეჰოვასთვის მიცემული პირობა. საბოლოოდ, ერმა დაკარგა იეჰოვასთან განსაკუთრებული ურთიერთობა (ეკლესიასტე 5:4; მათე 23:37, 38). ამიტომაც, „მიაპყრო ყურადღება ღმერთმა . . . უცხოტომელებს, რათა მათგან გამოეყო ხალხი თავისი სახელისთვის“ (საქმეები 15:14). ამ ბოლო დღეებში ის კრებს „უამრავ ხალხს, რომლის დათვლა არავის [შეუძლია], ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან“ და, რომელიც სიხარულით აცხადებს: „ხსნას ჩვენს ღმერთს — ტახტზე მჯდომს — და კრავს ვუმადლით“ (გამოცხადება 7:9, 10).
3. რა ნაბიჯები უნდა გადადგას პიროვნებამ ღმერთთან პირადი ურთიერთობის განსავითარებლად?
3 მან, ვისაც სურს, იმ ხალხს შორის იყოს, რომლებიც ხარობენ ღმერთთან კარგი ურთიერთობით, მათე 28:19, 20). ისრაელები უსმენდნენ მოსეს, როცა ის „აღთქმის წიგნს“ კითხულობდა (გამოსვლა 24:3, 7, 8). შედეგად, მათ გაიგეს, თუ რა ვალდებულებები ეკისრათ იეჰოვას წინაშე. დღესაც, აუცილებელია, რომ მონათვლამდე პიროვნებამ ბიბლიიდან ღვთის განზრახვების შესახებ საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს.
იეჰოვას უნდა მიუძღვნას თავი და წყალში მოინათლოს. ასე მოქცევით, ის დაემორჩილება იესოს მითითებას, რომელიც მან თავის მოწაფეებს მისცა: „ამიტომ, წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან, მონათლეთ ისინი მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით, ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ“ (4. რა უნდა გააკეთოს პიროვნებამ, რომ შეესაბამებოდეს მონათვლისთვის საჭირო მოთხოვნებს? (იხილეთ ზემოთ მოცემული ჩარჩო).
4 აშკარაა, რომ იესოს სურდა, მის მოწაფეებს მონათვლამდე მტკიცე რწმენა ჰქონოდათ. მან თავის მიმდევრებს მხოლოდ ის კი არ უთხრა, რომ წასულიყვნენ და მოწაფეები მოემზადებინათ, არამედ ესწავლებინათ მათთვის, ‘ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაუდო’ (მათე 7:24, 25; ეფესოელები 3:17—19). ამიტომაც ის, ვინც შეესაბამება მონათვლისთვის საჭირო მოთხოვნებს, ჩვეულებრივ, ბიბლიას რამდენიმე თვე ან, შესაძლოა, ერთი ან ორი წელი სწავლობს. ასე რომ, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არც ნაჩქარევია და არც საფუძვლიან ცოდნას მოკლებული. ნათლობისას მონათვლის მსურველებმა ორ კითხვაზე დადებითად უნდა უპასუხონ. რადგან იესომ ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენი „დიახ იყოს დიახ, არა კი — არა“, ყველასთვის დამხმარე იქნება ამ ორი კითხვის მნიშვნელობის განხილვა, რის შესახებაც ამ სტატიაში იქნება საუბარი (მათე 5:37).
მონანიება და მიძღვნა
5. რა ორ მნიშვნელოვან ნაბიჯზე მახვილდება ყურადღება მონათვლის მსურველებისთვის დასმულ პირველ კითხვაში?
5 პირველი კითხვა, რომელსაც მონათვლის მსურველს უსვამენ, ეხება იმას, მოინანია თუ არა მან ცოდვები და მიუძღვნა თუ არა თავი იეჰოვას მისი ნების შესასრულებლად. ეს კითხვა ყურადღებას ამახვილებს ორ მნიშვნელოვან ნაბიჯზე — მონანიებასა და მიძღვნაზე, — რომელიც პიროვნებამ მონათვლამდე უნდა გადადგას.
6, 7. ა) რატომ არის აუცილებელი მონანიება ნათლობის მსურველებისთვის? ბ) რა ცვლილებები უნდა მოახდინოს პიროვნებამ მონანიების შემდეგ?
6 რატომ უნდა მოინანიოს პიროვნებამ მონათვლამდე? პავლე მოციქულმა განმარტა: „ერთ დროს ჩვენც ყველანი . . . ხორცის სურვილებისამებრ ვიქცეოდით“ (ეფესოელები 2:3). ღვთის ნების შესახებ საფუძვლიანი ცოდნის მიღებამდე, ქვეყნიერებაში მიღებული ფასეულობებისა და ნორმების შესაბამისად ვცხოვრობდით. ჩვენს ცხოვრებას ამ სისტემის ღმერთი, სატანა, მართავდა (2 კორინთელები 4:4). მაგრამ ღვთის ნების გაგების შემდეგ, გადავწყვიტეთ, ‘ადამიანური სურვილების დასაკმაყოფილებლად კი აღარ ვიცხოვროთ, არამედ ღვთის ნების შესასრულებლად’ (1 პეტრე 4:2).
7 ამ ახალ გზაზე სიარულს უხვი კურთხევები მოაქვს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის ღმერთთან ძვირფასი ურთიერთობის განვითარებაში ფსალმუნები 14:1). ლოგიკურია დავასკვნათ, რომ იეჰოვა თავის კარავში განურჩევლად ყველას კი არ ეპატიჟება, არამედ მხოლოდ მას, „ვინც უმწიკვლოდ დადის, სიმართლის მოქმედია, და ჭეშმარიტებას ლაპარაკობს თავის გულში“ (ფსალმუნები 14:2). ჭეშმარიტების გაგებამდე ყველას განსხვავებული წარსული გვქონდა. ამიტომ ზემოთ მოცემულ მუხლში მითითებულ მოთხოვნებს რომ შევესაბამებოდეთ, აუცილებელია გარკვეული ცვლილებების მოხდენა — პიროვნული თვისებებისა და ქცევების შეცვლა (1 კორინთელები 6:9—11; კოლოსელები 3:5—10). ასეთი ცვლილებებისკენ კი აღგვძრავს მონანიება ანუ იმის სინანული, რასაც წარსულში ვაკეთებდით და მტკიცე გადაწყვეტილება, ვასიამოვნოთ იეჰოვას. ეს კი გვეხმარება, პირად ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებები მოვახდინოთ — უარი ვთქვათ ქვეყნიერებისთვის დამახასიათებელ ეგოისტურ სურვილებზე და ღვთისმოსაწონ გზას დავადგეთ (საქმეები 3:19).
გვეხმარება. იეჰოვასთან ურთიერთობა დავითმა ღვთის „კარავში“ და „წმინდა მთაზე“ სტუმრობას შეადარა. ეს მართლაც, დიდი პატივია! (8. როგორ ვუძღვნით თავს იეჰოვას და რა კავშირი აქვს მიძღვნას ნათლობასთან?
8 მონათვლის მსურველებისთვის დასმულ პირველ კითხვაში ისიც შედის, მიუძღვნა თუ არა მან თავი იეჰოვას მისი ნების შესასრულებლად. მიძღვნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც მონათვლამდე უნდა გადაიდგას. მიძღვნის დროს, ლოცვაში, გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ სურვილს, რომ თავს ვუძღვნით იეჰოვას ქრისტეს მეშვეობით (რომაელები 14:7, 8; 2 კორინთელები 5:15). ასეთნაირად, იეჰოვა ჩვენი ბატონი და მესაკუთრე ხდება და იესოს მსგავსად, ჩვენც სიხარულს გვანიჭებს ღვთის ნების შესრულება (ფსალმუნები 39:9; ეფესოელები 6:6). ასეთ მნიშვნელოვან აღთქმას იეჰოვას მხოლოდ ერთხელ ვაძლევთ. მართალია, ლოცვაში პირადად ვუძღვნით თავს ღმერთს, მაგრამ ნათლობით სახალხოდ ვაღიარებთ, რომ იეჰოვას, ჩვენს ზეციერ მამას, მივუძღვენით თავი (რომაელები 10:10).
9, 10. ა) რას ნიშნავს ღვთის ნების შესრულება? ბ) რატომ შეიძლება ითქვას, რომ ნაცისტებსაც ესმოდათ მიძღვნის მნიშვნელობა?
9 რა მოგვეთხოვება, რომ იესოს მსგავსად ჩვენც შევასრულოთ ღვთის ნება? იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „თუ ვინმეს უნდა, რომ მომყვეს, უარყოს საკუთარი თავი, აიღოს თავისი წამების ბოძი და გამომყვეს“ (მათე 16:24). იესომ ხაზი გაუსვა სამ რამეს, რისი გაკეთებაც მოგვეთხოვება. პირველი, უნდა „უარვყოთ“ საკუთარი თავი. ეს ნიშნავს, უარი ვთქვათ ეგოისტურ მიდრეკილებებზე და მივყვეთ ღვთის მითითებებს. მეორე, უნდა ავიღოთ ჩვენი „წამების ბოძი“. იესოს დღეებში წამების ბოძი სირცხვილთან და ტანჯვასთან იყო ასოცირებული. როგორც ქრისტიანებს, გვესმის, რომ სასიხარულო ცნობის გამო დროდადრო ტანჯვა მოგვიწევს (2 ტიმოთე 1:8). შესაძლოა ქვეყნიერება დაგვცინის ან გვგმობს, მაგრამ ქრისტეს მსგავსად, ‘სირცხვილს არაფრად ვაგდებთ’ და ბედნიერებას გვანიჭებს იმის ცოდნა, რომ ღვთის მოსაწონად ვიქცევით (ებრაელები 12:2). და მესამე, უნდა ‘მივყვეთ’ იესოს მარადიულად (ფსალმუნები 72:26; 118:44; 144:2).
10 უნდა აღინიშნოს, რომ ზოგ მოწინააღმდეგესაც კი ესმის, თუ რა მოითხოვება იეჰოვას მოწმისგან ღვთისადმი მიძღვნის თანახმად ცხოვრებისთვის და მისადმი განსაკუთრებული ერთგულების გამოვლენისთვის. ბუხენვალდში, გერმანელ ფაშისტთა საკონცენტრაციო ბანაკში მყოფ მოწმეებს, რომლებმაც არ უარყვეს რწმენა, ხელი საქმეები 5:32).
უნდა მოეწერათ შემდეგ განაცხადზე: „მე კვლავაც ბიბლიის ერთგული მკვლევარი ვარ და არასოდეს დავარღვევ იეჰოვასთვის მიცემულ პირობას“. ამ სიტყვებში აშკარად არის გამოხატული ღვთის ყველა მიძღვნილი და ერთგული მსახურის პოზიცია (იეჰოვას მოწმედ მსახურება
11. რა პატივი ხვდება წილად მას, ვინც ინათლება?
11 შემდეგ მონათვლის მსურველს ეკითხებიან, ესმის თუ არა მას, რომ ნათლობით ის იეჰოვას მოწმე ხდება. მონათვლისას პიროვნება ღვთის მსახური ხდება და იეჰოვას სახელს ატარებს. ეს უდიდესი პატივი და სერიოზული პასუხისმგებლობაა. მონათვლით ადამიანს მარადიული სიცოცხლის პერსპექტივაც ეძლევა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ის ბოლომდე იეჰოვას ერთგული დარჩება (მათე 24:13).
12. რა ვალდებულებებს გვაკისრებს იეჰოვას სახელის ტარება?
12 მართლაც, განსაკუთრებული პატივია, ატარო ყოვლისშემძლე ღმერთის, იეჰოვას, სახელი. წინასწარმეტყველმა მიქამ თქვა: „ყოველი ხალხი თავისი ღმერთის სახელით დადის, ჩვენც ვივლით უფლის, ჩვენი ღმერთის სახელით უკუნითი უკუნისამდე“ (მიქა 4:5). ეს განსაკუთრებული პატივი გარკვეულ ვალდებულებებსაც გვაკისრებს. ყოველმხრივ უნდა ვეცადოთ, ჩვენი ცხოვრებით პატივი მივაგოთ ღვთის სახელს, რომელსაც ვატარებთ. პავლემ რომში მცხოვრებ ქრისტიანებს შეახსენა, რომ თუ ვინმე ქადაგების შესაბამისად არ მოიქცეოდა, ღვთის სახელი ‘დაიგმობოდა’ ანუ შეურაცხყოფილ იქნებოდა (რომაელები 2:21—24).
13. რატომ აკისრიათ იეჰოვასადმი მიძღვნილ მსახურებს ღვთის შესახებ დამოწმების პასუხისმგებლობა?
13 როდესაც პიროვნება იეჰოვას მოწმე ხდება, მას დამოწმების პასუხისმგებლობაც ეკისრება. იეჰოვამ მისადმი მიძღვნილი ისრაელი ერი თავის მოწმედ აირჩია, რათა მისი მარადიული ძლიერებისა და ღვთაებრიობის შესახებ დაემოწმებინათ (ესაია 43:10—12, 21). მაგრამ ერმა არ შეასრულა დაკისრებული პასუხისმგებლობა და საბოლოოდ, საერთოდ დაკარგა იეჰოვას კეთილგანწყობა. დღეს, ჭეშმარიტ ქრისტიანებს ხვდათ პატივი, ატარონ იეჰოვას სახელი. ჩვენ გვიყვარს ღმერთი და ძალიან გვსურს, განიწმინდოს მისი სახელი. რადგან ვიცით ჭეშმარიტება, ჩვენ არ შეგვიძლია სხვებს ჩვენი ზეციერი მამისა და მისი განზრახვების შესახებ არ ვესაუბროთ. ჩვენ ისეთივე გრძნობები გვეუფლება, როგორიც მოციქულ პავლეს ჰქონდა. მან თქვა: „ეს აუცილებლად უნდა გავაკეთო. მაგრამ, ვაი მე, თუ არ ვაუწყებ სასიხარულო ცნობას!“ (1 კორინთელები 9:16).
14, 15. ა) რა როლს ასრულებს იეჰოვას ორგანიზაცია ჩვენს სულიერ ზრდაში? ბ) რით უზრუნველგვყოფს იეჰოვა ჩვენი სულიერობის განსამტკიცებლად?
14 მეორე კითხვა მონათვლის მსურველს იეჰოვას სულით მოქმედ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პასუხისმგებლობასაც შეახსენებს. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ღვთის დანარჩენი მსახურებისგან გამოყოფილნი, რადგან „მთელი საძმოსგან“ გვჭირდება დახმარება, მხარდაჭერა და გამხნევება (1 პეტრე 2:17; 1 კორინთელები 12:12, 13). ღვთის ორგანიზაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს სულიერ ზრდაში. ის უხვად გვთავაზობს ბიბლიაზე დაფუძნებულ პუბლიკაციებს, რაც გვეხმარება საფუძვლიანი ცოდნის გაღრმავებაში, პრობლემების გონივრულად გადაჭრასა და ღმერთთან ახლო ურთიერთობის განვითარებაში. ისე როგორც დედა ზრუნავს შვილის კეთილდღეობაზე და კვებავს მას, „ერთგული და გონიერი მონაც“ უხვად და დროულად გვაწვდის სულიერ საზრდოს. ეს კი სულიერ წინსვლაში გვეხმარება (მათე 24:45—47; 1 თესალონიკელები 2:7, 8).
15 იეჰოვას ხალხი ყოველკვირეულ შეხვედრებზე საჭირო სწავლებასა და გამხნევებას იღებს, რათა იეჰოვას ერთგულად ემსახურონ (ებრაელები ). თეოკრატიული სამსახურის სკოლაში ვსწავლობთ, როგორ ვესაუბროთ ხალხს. სამსახურებრივი შეხვედრა კი გვეხმარება, ეფექტურად გადავცეთ სასიხარულო ცნობა. როგორც ქრისტიანულ შეხვედრებზე, ასევე, პირადი შესწავლის დროს, შეგვიძლია დავინახოთ, როგორ ხელმძღვანელობს იეჰოვა თავის ორგანიზაციას წმინდა სულის მეშვეობით. ყველა ამ საშუალებით ღმერთი გვაფრთხილებს მოსალოდნელი საშიშროებების შესახებ, აგრეთვე გვეხმარება ეფექტურად ქადაგებასა და სულიერი სიფხიზლის შენარჩუნებაში ( 10:24, 25ფსალმუნები 18:8, 9, 12; 1 თესალონიკელები 5:6, 11; 1 ტიმოთე 4:13).
რა უნდა აღძრავდეს ადამიანს ნათლობისკენ?
16. რამ უნდა აღძრას ადამიანი, რომ თავი მიუძღვნას იეჰოვას?
16 მონათვლის მსურველთათვის დასმული ორი კითხვა მათ ნათლობის მნიშვნელობასა და დაკისრებულ პასუხისმგებლობებს შეახსენებს. და მაინც, რამ უნდა აღძრას ადამიანი მონათვლისკენ? ჩვენ იმიტომ კი არ ვინათლებით, რომ ამას ვინმე გვაიძულებს, არამედ იმიტომ, რომ იეჰოვა თავისკენ ‘გვიზიდავს’ (იოანე 6:44). ვინაიდან „ღმერთი სიყვარულია“, მისი სურვილია, რომ თავისი ქმნილებები მას სიყვარულით დაემორჩილონ და არა იძულებით (1 იოანე 4:8). ჩვენ გვიზიდავს იეჰოვას შესანიშნავი თვისებები და ის, თუ როგორ გვეპყრობა. იეჰოვამ შემოგვწირა თავისი მხოლოდშობილი ძე და საუკეთესო მომავალს გვპირდება (იოანე 3:16). ეს კი აღგვძრავს, თავი მივუძღვნათ მას და ვემსახუროთ (იგავები 3:9; 2 კორინთელები 5:14, 15).
17. რას არ ვუძღვნით თავს?
17 ჩვენ უშუალოდ იეჰოვას მივუძღვენით თავი და არა რაიმე იდეას ან საქმეს. დავალება, რომელსაც ღმერთი აძლევს თავის მსახურებს, შეიცვლება, მაგრამ ღვთისადმი მიძღვნა — არა. მაგალითად, ღმერთმა აბრაამსა და იერემიას სხვადასხვა დავალება მისცა (დაბადება 13:17, 18; იერემია 1:6, 7). მიუხედავად ამისა, ორივე მათგანმა შეასრულა ღვთის განსაკუთრებული დავალება, რადგან უყვარდათ იეჰოვა და სურდათ, ერთგულად შეესრულებინათ მისი ნება. ამ უკანასკნელ დროს, ქრისტეს ყველა მონათლული მიმდევარი ერთგულად ასრულებს მის დავალებას სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებასა და მოწაფეების მომზადებასთან დაკავშირებით (მათე 24:14; 28:19, 20). ამ დავალების მთელი გულით შესრულებით, ცხადვყოფთ, რომ გვიყვარს ჩვენი ზეციერი მამა და ნამდვილად მას მივუძღვენით თავი (1 იოანე 5:3).
18, 19. ა) რას ცხადვყოფთ ნათლობით? ბ) რა იქნება განხილული მომდევნო სტატიაში?
18 უეჭველია, რომ ნათლობას მრავალი კურთხევა მოაქვს, მაგრამ ეს ნაბიჯი დაუფიქრებლად არ უნდა გადავდგათ (ლუკა 14:26—33). ნათლობით ცხადვყოფთ, თუ რა უფრო მნიშვნელოვანია ჩვენს ცხოვრებაში (ლუკა 9:62). შეიძლება ითქვას, რომ ნათლობით სახალხოდ ვაცხადებთ: „ის არის ღმერთი, ჩვენი ღმერთი უკუნითი უკუნისამდე; ის წაგვიძღვება ჩვენ სამარის კარამდე“ (ფსალმუნები 47:15).
19 მომდევნო სტატიაში განხილული იქნება სხვა კითხვები, რაც შეიძლება ნათლობასთან დაკავშირებით წამოიჭრას. არსებობს საფუძვლიანი მიზეზები, რის გამოც პიროვნებამ შეიძლება თავი შეიკავოს ნათლობისგან? აქვს ნათლობისთვის ასაკს მნიშვნელობა? როგორ შეუძლია ყველას ხელი შეუწყოს ნათლობის ღირსეულად ჩატარებას?
შეგიძლიათ ახსნათ?
• რატომ არის საჭირო, რომ პიროვნებამ მონათვლამდე მოინანიოს?
• რას ნიშნავს ღვთისადმი მიძღვნა?
• რა პასუხისმგებლობებს გვაკისრებს იეჰოვას სახელის ტარება?
• რამ უნდა აღგვძრას მონათვლისკენ?
[სასწავლო კითხვები]
[ჩარჩო 22 გვერდზე]
ორი კითხვა, რომელსაც მონათვლის მსურველებს უსვამენ:
იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე, მოინანიე ცოდვები და მიუძღვენი თავი იეჰოვას მისი ნების შესასრულებლად?
გესმის, რომ მიძღვნითა და ნათლობით იეჰოვას მოწმე, ღვთის სულით მოქმედი ორგანიზაციის წევრი ხდები?
[სურათი 23 გვერდზე]
მიძღვნა არის ლოცვაში იეჰოვასთვის იმის აღთქმა, რომ მზად ვართ მისი ნების შესასრულებლად.
[სურათი 25 გვერდზე]
სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობის მიღებით ცხადვყოფთ, რომ თავი მივუძღვენით ღმერთს.