არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„მოგვიყევი უფრო მეტი!“

„მოგვიყევი უფრო მეტი!“

„მოგვიყევი უფრო მეტი!“

რუსეთის ქალაქ ნეზლობნაიაში, ერთ-ერთ საშუალო სკოლაში ლიტერატურის გაკვეთილზე განიხილავდნენ მიხეილ ბულგაკოვის შემოქმედებას. მის ერთ-ერთ ნაწარმოებში სატანა დადებით, იესო ქრისტე კი უარყოფით შუქშია წარმოდგენილი. კლასში განხილვის შემდეგ მასწავლებელმა დაავალა მოსწავლეებს, ამ რომანზე თემა დაეწერათ. 16 წლის ანდრეიმ, რომელიც იეჰოვას მოწმეა, მასწავლებელს თავაზიანად აუხსნა, რომ სინდისი არ რთავდა ნებას, ასეთ ნაწარმოებზე თემა დაეწერა. მან შესთავაზა, რომ დაწერდა, თუ რა შეხედულებები აქვს იესო ქრისტეზე. მასწავლებელი დათანხმდა.

ანდრეიმ თემაში განმარტა, რომ მართალია ის პატივს სცემს სხვის შეხედულებებს, მაგრამ მისთვის საუკეთესო საშუალება, რომ იესოზე უფრო მეტი გაიგოს, ოთხი სახარებიდან ერთ-ერთის წაკითხვაა. „თუ ასე მოიქცევით, თქვენ იესოს ცხოვრებისა და სწავლებების შესახებ თვითმხილველებისგან შეიტყობთ“, — დაწერა ანდრეიმ. შემდეგ კი განაგრძო: „ზოგი შეიძლება ერთობა ასეთი წიგნის კითხვით, სადაც სატანა დადებითი პერსონაჟია, მაგრამ ჩემთვის ეს საინტერესო არ არის“. ანდრეიმ ახსნა, რომ სატანა სინამდვილეში ძლიერი ბოროტი სულიერი ქმნილებაა, რომელიც ღმერთს განუდგა. მან კაცობრიობას ბოროტება, ტანჯვა და უბედურება მოუტანა. ბოლოს კი ანდრეიმ აღნიშნა: „ვეჭვობ, რომ ამ ნაწარმოების წაკითხვა სარგებლობას მომიტანს. რა თქმა უნდა, ბულგაკოვის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მირჩევნია, იესო ქრისტეს შესახებ ბიბლიიდან გავიგო“.

მასწავლებელს ძალიან მოეწონა ანდრეის თემა და შესთავაზა, კლასის წინაშე ესაუბრა იესო ქრისტეს შესახებ. ანდრეი სიხარულით დათანხმდა. შემდეგ გაკვეთილზე კი მან კლასის წინაშე ახსნა, თუ რატომ ფიქრობდა, რომ იესო ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანია. ანდრეიმ ბიბლიიდან, კერძოდ მათეს სახარებიდან, წაიკითხა იესოს სიკვდილის შესახებ. მიცემული დრო იწურებოდა და ანდრეის სურდა, თემა დაემთავრებინა, მაგრამ თანაკლასელებმა სთხოვეს: „მოგვიყევი უფრო მეტი! შემდეგ რა მოხდა?“ ასე რომ, მან მათეს სახარებიდან გააგრძელა კითხვა იესოს აღდგომის შესახებ.

საუბრის დასრულების შემდეგ ანდრეის მრავალი შეკითხვა დაუსვეს კლასელებმა იესოსა და იეჰოვას შესახებ. „ვილოცე, რომ იეჰოვას სიბრძნე მოეცა, და მან მიპასუხა, — ამბობს ის. — მე ყველა კითხვაზე გავეცი პასუხი!“ გაკვეთილის შემდეგ ანდრეიმ მასწავლებელს აჩუქა „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“ *. მან სიამოვნებით აიღო წიგნი. ანდრეი ამბობს: „მასწავლებელმა ხუთიანი დამიწერა; მან შემაქო, რომ დამაჯერებლად ვისაუბრე და კლასელების არ შემრცხვა. აგრეთვე მითხრა, რომ ჩემს ზოგიერთ შეხედულებას დაეთანხმა“.

ანდრეი ბედნიერია, რომ გადაწყვეტილება მიიღო, მიჰყოლოდა ბიბლიით განსწავლულ სინდისს და უარი ეთქვა იმის წაკითხვაზე, რაც იეჰოვას და მის ძეს იესო ქრისტეს შეურაცხყოფდა. ასეთმა პოზიციამ ის არამარტო დაიცვა არაბიბლიური შეხედულებების ზეგავლენისგან, არამედ საშუალება მისცა, ჭეშმარიტი სწავლებები სხვებისთვისაც გაეზიარებინა.

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.