არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვუქადაგოთ ხალხს სამუშაო ადგილებზე

ვუქადაგოთ ხალხს სამუშაო ადგილებზე

სამეფოს მაუწყებლები იტყობინებიან

ვუქადაგოთ ხალხს სამუშაო ადგილებზე

რა საერთო ჰქონდათ მათე, პეტრე, ანდრია, იაკობ და იოანე მოციქულებს? იესომ თითოეულ მათგანს მაშინ მოუხმო, როცა მუშაობდნენ. პეტრე, ანდრია, იაკობი და იოანე თევზს იჭერდნენ, როცა იესომ მათ თავის მიმდევრებად გახდომა შესთავაზა და უთხრა: „მომყევით მე“. მათე კი საბაჟოსთან იჯდა, როცა იესომ მოწაფედ აირჩია (მათე 4:18—21; 9:9).

სამუშაო ადგილებზე ქადაგებამ შეიძლება კარგი ნაყოფი გამოიღოს. ამიტომაც იაპონიაში იეჰოვას მოწმეებმა უკანასკნელ პერიოდში ორგანიზება გაუწიეს ასეთი სახით ქადაგებას. რა მოჰყვა ამას შედეგად? რამდენიმე თვის განმავლობაში ათასობით განმეორებითი მონახულება გაკეთდა და ბიბლიის 250 შესწავლა იქნა დაწყებული. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე შემთხვევა.

ტოკიოში ერთი სრული დროით მსახური შეხვდა რესტორნის მეპატრონეს, რომელიც 30 წლის წინ, სკოლაში სწავლის პერიოდში ესაუბრა იეჰოვას მოწმეებს. მართალია, იმ საუბრიდან მან ბევრი ვერაფერი გაიგო, მაგრამ ბიბლიით დაინტერესდა. ახლა კი, როცა ინტერესი კვლავ გაუღვივეს, სიამოვნებით დათანხმდა ბიბლიის შესწავლაზე წიგნით „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“ *. გარდა ამისა, მან საღამოობით, ძილის წინ ბიბლიის კითხვა დაიწყო.

სპეციალური პიონერი ერთი ოფისის მისაღებში შევიდა. მართალია, მან მენეჯერთან საუბარი ვერ მოახერხა, მაგრამ ახალგაზრდა ქალმა, რომელმაც ტელეფონზე უპასუხა, ჰკითხა მას: „მე ხომ ვერაფრით დაგეხმარებით?“ ტელეფონზე ხანმოკლე საუბრის შემდეგ ახალგაზრდა ქალი გარეთ გამოვიდა და უთხრა მას, რომ ბიბლიის წაკითხვა სურდა. მოგვიანებით სპეციალურმა პიონერმა ის განმეორებით მოინახულა, ბიბლია მიუტანა და მასთან დილაობით, სამსახურის დაწყებამდე, იქვე ახლოს მდებარე პარკში ბიბლიის შესწავლა დაიწყო.

სხვა ოფისში ერთმა მამაკაცმა, რომლის ცოლიც იეჰოვას მოწმეა, დაინახა, როგორ აიღო მისმა თანამშრომელმა „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“, მაგრამ ჟურნალები მოწმის წასვლისთანავე გადაყარა. მამაკაცმა სახლში მისვლისას ეს ამბავი ცოლს უამბო და უთხრა, რომ თვითონ სხვაგვარად მოიქცეოდა და მოწმეებს ცოტა ხანს მაინც მოუსმენდა. საუბარს ყური მოჰკრა მათმა ქალიშვილმა. ის დაუკავშირდა ძმას, რომელიც იმ საქმიან უბანზე ქადაგებდა, სადაც მამამისი მუშაობდა. ძმამ დაუყოვნებლივ მოინახულა ჩვენი დის მეუღლე სამსახურში და მასთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. მალე ეს მამაკაცი უკვე რეგულარულად ესწრებოდა კვირა დღის შეხვედრას.

სამუშაო ადგილებზე ქადაგებამ სხვა სარგებლობაც მოიტანა. იაპონიაში ბევრმა მქადაგებელმა მაღაზიებში, საწარმოებსა და ოფისებში განმეორებითი მონახულებების გაკეთების საკმაო გამოცდილება შეიძინა. გარდა ამისა, ასეთი ქადაგების შედეგად, მოწმეები ბევრ არააქტიურ მაუწყებელს დაუკავშირდნენ და მათთან ბიბლიის ხელახლა შესწავლა დაიწყეს. შედეგები მართლაც რომ შესანიშნავია. უკანასკნელ პერიოდში ტოკიოს ცენტრალური ნაწილის ერთ კრებაში 108 ბიბლიის საშინაო შესწავლა აღირიცხა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.

[სქოლიო]

^ აბზ. 5 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.