ნდობის გარეშე ვერ ვიქნებით ბედნიერები
ნდობის გარეშე ვერ ვიქნებით ბედნიერები
საკვები პროდუქტებით მოწამვლა ძალიან არასასიამოვნოა. თუ ვინმე ხშირად იწამლება, ფრთხილად უნდა იყოს და დააკვირდეს, რას ჭამს. თუმცა მოწამვლის შიშით ჭამაზე უარს არავინ ამბობს. საკვების მიუღებლობით საქმეს კი არ ვუშველით, არამედ გავაფუჭებთ. ჭამის გარეშე დიდხანს ვერ ვიცოცხლებთ.
მსგავსად ამისა, მტკივნეულია, როდესაც ვინმე ჩვენს ნდობას არ ამართლებს. თუ ამ საკითხში არაერთხელ ვიწვნიეთ სიმწარე, შეიძლება უკვე ვფრთხილობთ სხვებთან ურთიერთობისას. მაგრამ საფრთხის თავიდან აცილების მიზნით ხალხთან ურთიერთობაზე სავსებით უარის თქმა პრობლემიდან გამოსავალი არ არის. რატომ? უნდობლობა მოსვენებასა და ბედნიერებას გვაკარგვინებს. ცხოვრებით კმაყოფილები რომ ვიყოთ, საჭიროა ისეთ ხალხთან გვქონდეს ურთიერთობა, რომლებსაც ჩვენც ვენდობით და ისინიც გვენდობიან.
„ნდობა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც ხელს უწყობს ადამიანებს შორის ყოველდღიურად სასიამოვნო ურთიერთობების დამყარებას, — ნათქვამია წიგნში „ახალგაზრდობა 2002“. „ყველას უნდა, რომ გვერდით სანდო პიროვნება ჰყავდეს“, — ამბობს გაზეთი „ნოიე ციურხერ ცაიტუნგი“. „ნდობა [იმდენად] აუმჯობესებს ცხოვრებას“, რომ „მის გარეშე სიცოცხლე შეუძლებელია“. მართლაც, როგორც შემდეგ ამ გაზეთშივეა აღნიშნული, ნდობის გარეშე „ადამიანი ცხოვრებისეულ სირთულეებს ვერ გაუმკლავდება“.
როგორც ვხედავთ, ყველას გვაქვს მოთხოვნილება, ვინმეს მივენდოთ. ვინ შეიძლება იყოს ის, ვინც ჩვენს ნდობას აუცილებლად გაამართლებს?
მიენდეთ იეჰოვას მთელი გულით
„დაენდე უფალს მთელი შენი გულით“, — გვეუბნება ბიბლია (იგავები 3:5). ღვთის სიტყვა არაერთხელ მოგვიწოდებს, ვენდოთ ჩვენს შემოქმედს, იეჰოვა ღმერთს.
რატომ შეგვიძლია ვენდოთ ღმერთს? უპირველესად იმიტომ, რომ იეჰოვა ღმერთი წმინდაა. წინასწარმეტყველი ესაია წერდა: „წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ცაბაოთი!“ (ესაია 6:3). განა არ გიზიდავთ ის აზრი, რომ იეჰოვა წმინდაა? სინამდვილეში ამან უნდა მიგიზიდოთ, რადგან ‘იეჰოვა წმინდაა’ იმას ნიშნავს, რომ ის სუფთა, ყოველგვარ ბოროტებას განრიდებული და აბსოლუტურად სანდოა. ის არასდროს მოიქცევა უმართებულოდ და შეუძლებელია, ჩვენი ნდობა არ გაამართლოს.
გარდა ამისა, შეგვიძლია ღმერთს ვენდოთ იმის გამო, რომ მას უნარიც აქვს და სურვილიც, 1 იოანე 4:8). სიყვარულის ანაბეჭდი ეტყობა მის ყველა მოქმედებას. იეჰოვა სიწმინდისა და სხვა შესანიშნავი თვისებების მფლობელია, რის გამოც ის იდეალური მამა და ისეთი პიროვნებაა, რომელსაც შეიძლება ადამიანი მთლიანად ენდოს. ვერაფერი და ვერავინ იქნება იეჰოვაზე საიმედო.
თავის მსახურებს დაეხმაროს. მაგალითად, მას უსაზღვრო ძალა აქვს, რაც მოქმედების საშუალებას აძლევს. მოქმედებაში ის სრულყოფილ სამართლიანობასა და სიბრძნეს იყენებს. აღმძვრელი ძალა კი თავისი უბადლო სიყვარულია. „ღმერთი სიყვარულია“, — წერდა მოციქული იოანე (მიენდეთ იეჰოვას და იყავით ბედნიერები
იეჰოვაზე მინდობა იმიტომაც არის გონივრული, რომ მას ნებისმიერ პიროვნებაზე უკეთესად ესმის ჩვენი. იცის, რომ თითოეულ ადამიანს გვჭირდება შემოქმედთან მტკიცე, ხანგრძლივი და ნდობით აღსავსე ურთიერთობა. ვისაც უკვე აქვს ასეთი ურთიერთობა, თავს შედარებით უსაფრთხოდ გრძნობს. „ნეტარ არს კაცი, ვინც უფალზე ამყარებს იმედს“, — თქვა მეფე დავითმა (ფსალმუნები 39:5). დღეს მილიონობით ადამიანი მთელი გულით ეთანხმება დავითის სიტყვებს.
განვიხილოთ რამდენიმე მათგანის მაგალითი. დომინიკელთა რესპუბლიკასა და გერმანიაში, საბერძნეთსა და შეერთებულ შტატებში ნაცხოვრები დორისი ჰყვება: „ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ იეჰოვაზე ვარ მინდობილი. მან იცის, როგორ იზრუნოს ჩემს ფიზიკურ, სულიერ და ემოციურ მოთხოვნილებებზე. შეუძლებელია მასზე უკეთესი მეგობრის ყოლა“. ვოლფგანგი, იურისკონსულტი, კი ამბობს: „დიდებულია, როდესაც შეგიძლია ისეთ ვინმეს დაენდო, ვინც შენს ინტერესებზე ზრუნავს; ვისაც შეუძლია და იზრუნებს კიდეც იმისათვის, რაც შენთვის საუკეთესო იქნება!“ აზიაში დაბადებული, მაგრამ ახლა ევროპაში მცხოვრები ჰამი აღნიშნავს: „დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი იეჰოვას ხელშია; ის არასდროს უშვებს შეცდომებს და ამიტომ, ბედნიერი ვარ იმით, რომ მასზე ვარ მინდობილი“.
ცხადია, თითოეულს გვაქვს მოთხოვნილება, რომ არა მარტო შემოქმედს ვენდობოდეთ, არამედ ადამიანებსაც. ამიტომ, იეჰოვა, როგორც გონიერი და გმოცდილი მეგობარი, გვირჩევს, როგორ ადამიანებს უნდა ვენდოთ. ამ რჩევას კი ბიბლიის გულმოდგინე კითხვის საშუალებით გავიგებთ.
ადამიანები, რომლებსაც შეგვიძლია ვენდოთ
„იმედს ნუ დაამყარებთ მთავრებზე, ადამის ძეზე, რომელსაც არ შეუძლია შველა“, — წერდა ფსალმუნმომღერალი (ფსალმუნები 145:3). ღვთის შთაგონებით ჩაწერილი ეს სიტყვები გვეხმარება, დავინახოთ, რომ მრავალი ადამიანი არ იმსახურებს ჩვენს ნდობას. ისინიც კი, ვისაც ძალიან აფასებენ, მაგალითად ამ წუთისოფლის „მთავრები“, როგორებიც არიან გარკვეულ სფეროში დახელოვნებული სპეციალისტები, არ იმსახურებენ ყოველგვარი შემოწმების გარეშე ნდობას. მათ ხშირად არასწორი მიმართულებით მივყავართ და ასეთ „მთავრებზე“ მინდობას შეიძლება ძალიან მალე გულგატეხილობა მოჰყვეს.
ცხადია, ამის გამო ყველას არ გამოვუცხადებთ უნდობლობას. მაგრამ გონიერების გამოვლენა გვმართებს, როდესაც საქმე ეხება იმას, თუ ვის ვენდოთ. რა კრიტერიუმებით უნდა ვიხელმძღვანელოთ ამ დროს? შესაძლოა, ძველი ისრაელის მაგალითი გამოგვადგეს. საჭიროებამ მოითხოვა, რომ მოსეს ცალკეული პიროვნებებისთვის დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრებინა. ამ დროს მას ურჩიეს: „ამოარჩიე მთელი გამოსვლა 18:21). რისი სწავლა შეგვიძლია ამ შემთხვევიდან?
ხალხიდან უნარიანი კაცები, ღვთისმოშიშნი, პატიოსანი კაცები, ანგარების მოძულენი“ (მამაკაცებმა, რომლებსაც ასეთი პასუხისმგებლობა მიანდეს, მანამდე გამოავლინეს ღვთისმოსაწონი თვისებები. მათ მანამდე ცხადყვეს, რომ ღვთისმოშიშები იყვნენ; შემოქმედისადმი ღრმა პატივისცემა ჰქონდათ და ეშინოდათ, ისეთი რამ არ გაეკეთებინათ, რაც მას არ ესიამოვნებოდა. ყველასთვის აშკარა იყო, რომ ეს მამაკაცები მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებდნენ ღვთის ნორმების დასაცავად; სძულდათ ანგარება, რაც მათ მორალურ სიმტკიცეზე მეტყველებდა და რის გამოც მათ ვერ გახრწნიდა ძალაუფლება. ისინი ბოროტად არ ისარგებლებდნენ მათ მიმართ გამოვლენილი ნდობით და ამას საკუთარი ინტერესებისთვის ან ნათესავებისა თუ მეგობრების სასარგებლოდ არ გამოიყენებდნენ.
განა გონივრული არ იქნება, დღესაც მსგავსი კრიტერიუმების გამოყენებით ამოვირჩიოთ, ვის მიმართ გამოვავლინოთ ნდობა? ვიცნობთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი საქციელით ცხადყოფენ, რომ ღვთის ეშინიათ? აქვთ მათ გადაწყვეტილი, რომ ბოლომდე ღვთის ნორმების შესაბამისად მოიქცნენ? არიან ისინი ზნეობრივად იმდენად დახვეწილები, რომ არასწორი მოქმედებებისგან თავს შეიკავებენ? არიან იმდენად გულწრფელები, რომ საკუთარი ინტერესების წინ წასაწევად ან საკუთარი სურვილების განსახორციელებლად მდგომარეობის მანიპულირებას არ დაიწყებენ? მამაკაცები თუ ქალები, რომლებიც ამ მხრივ დადებით თვისებებს ავლენენ, ნამდვილად იმსახურებენ ნდობას.
გულს ნუ გაიტეხთ, თუ უკვე რამდენჯერმე გაგიცრუვდათ იმედი
გადაწყვეტილების მიღებისას, იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვენდოთ, საჭიროა მოთმინების გამოვლენა, რადგან ნდობის განვითარებას დრო სჭირდება. გონივრულია ვინმეს თავიდან ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებში ვენდოთ და მხოლოდ შემდეგ გადავიდეთ თანდათანობით უფრო სერიოზულ საკითხში ნდობაზეც. როგორ? შეგვიძლია გარკვეული პერიოდის განმავლობაში დავაკვირდეთ ადამიანს, როგორ იქცევა ამა თუ იმ სიტუაციაში. არის თუ არა ის სანდო ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებში? მაგალითად, აბრუნებს თუ არა ნათხოვარ ნივთებს ან ნასესხებ ფულს დროზე და არის თუ არა პუნქტუალური? თუ დიახ, მაშინ მშვიდად შეგვიძლია ასეთ ადამიანს უფრო სერიოზულ საკითხებშიც ვენდოთ. ამგვარად მოქმედება შეესაბამება პრინციპს: „მცირედში ერთგული ბევრშიც ერთგულია“ (ლუკა 16:10). სანდო პიროვნების შერჩევისას სიფრთხილისა და მოთმინების გამოვლენა დიდ უსიამოვნებებს აგვარიდებს.
რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, თუ ვიღაცამ არ გაამართლა ჩვენი ნდობა? ბიბლიაში გათვითცნობიერებულებს შეუძლიათ გაიხსენონ, რომ დაპატიმრების ღამეს იესო ქრისტეს საკუთარმა მოციქულებმაც კი გაუმტყუნეს იმედი. იუდა ისკარიოტელმა გასცა, ხოლო სხვები შიშით შეპყრობილები გაიქცნენ. პეტრემ სამჯერ უარყო იესო. მაგრამ იესომ დაინახა, რომ მხოლოდ იუდას მოქმედება იყო გააზრებული და თავიდან მოფიქრებული. თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტში რომ მოციქულებმა იმედი გაუცრუეს, ამას იესოსთვის ხელი არ შეუშლია, რამდენიმე კვირის შემდეგ 11 მოციქულისადმი ნდობა კვლავ გამოევლინა (მათე 26:45—47, 56, 69—75; 28:16—20). მსგავსად ამისა, თუ ვფიქრობთ, რომ ვიღაცამ ჩვენი ნდობა არ გაამართლა, დავფიქრდეთ, ეს მართლა ღალატი იყო თუ მომენტალური სისუსტის გამოვლენა.
ვარ მე თვითონ სანდო ადამიანი?
როდესაც სიფრთხილეს ვავლენთ და ვაკვირდებით, სანდოა თუ არა სხვა ადამიანი, კარგი იქნებოდა სამართლიანობა გამოგვევლინა და საკუთარი თავისთვის დაგვესვა კითხვა: „ვარ მე თვითონ სანდო ადამიანი?“ გონიერების ფარგლებში, რა მოთხოვნების წაყენება შემიძლია ამ საკითხთან დაკავშირებით როგორც საკუთარი თავისთვის, ისე სხვებისთვის?
ცხადია, სანდო ადამიანი ყოველთვის სიმართლეს ლაპარაკობს (ეფესელთა 4:25). ის არასდროს დაუწყებს ერთს ასე ლაპარაკს და მეორეს ისე, რათა ამგვარად მსმენელის კეთილგანწყობა მოიპოვოს და შემდეგ ეს თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. აგრეთვე, თუ საკუთარ თავზე რამე ვალდებულებას აიღებს, ის ყოველთვის მაქსიმალურად ეცდება სიტყვის შესრულებას (მათე 5:37). თუ ვინმე გულს გადაუშლის, სანდო პიროვნება საიდუმლოს შეინახავს და ამაზე ჭორაობას არ მოჰყვება. ასეთი ადამიანი მეუღლისადმი ერთგულია. ის არ უყურებს პორნოგრაფიას, მისი გონება სექსუალური ფანტაზიით არ არის დაკავებული და არც ვინმესთან ფლირტს იწყებს (მათე 5:27, 28). ნდობას იმსახურებს ადამიანი, რომელიც მუყაითად შრომობს საკუთარი თავისა და ოჯახის მატერიალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და არ ცდილობს, სხვების ხარჯზე იოლად გასვლას (1 ტიმოთე 5:8). ასეთი გონივრული ბიბლიური ნორმების შესაბამისად მსჯელობა დაგვეხმარება, ამოვიცნოთ, თუ ვის შეიძლება ვენდოთ და ვის — არა. გარდა ამისა, ქცევის ამავე ნორმების შესაბამისად მოქმედება პირადად ჩვენ დაგვეხმარება, რომ სანდო ადამიანები ვიყოთ.
ჩინებული იქნება ისეთ ქვეყნიერებაში ცხოვრება, სადაც შეგვეძლება ყველას ვენდოთ და ნდობის გამტყუნების გამო იმედგაცრუება წარსულს ჩაჰბარდება! მხოლოდ ოცნებაა ეს? იმათთვის არა, ვინც ბიბლიის დანაპირებს სერიოზულად უყურებს, რადგან ღვთის სიტყვაში ნაწინასწარმეტყველებია, რომ იქნება მშვენიერი „ახალი მიწა“, რომელიც ყოველგვარი ეშმაკობის, სიცრუისა და ექსპლუატაციისგან, ყოველგვარი მწუხარების, ავადმყოფობისა და თვით სიკვდილისგანაც კი თავისუფალი იქნება! (2 პეტრე 3:13; ფსალმუნები 36:11, 29; გამოცხადება 21:3—5). განა ეს ყოველივე არ ღირს იმად, რომ უფრო მეტი გავიგოთ ასეთი მომავლის შესახებ? იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით დაგეხმარებოდნენ, რომ მეტი ინფორმაცია მიიღოთ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
[სურათი 4 გვერდზე]
უნდობლობა ბედნიერებას გვაკარგვინებს.
[სურათი 5 გვერდზე]
იეჰოვა ყველაზე მეტად იმსახურებს ჩვენს ნდობას.
[სურათები 7 გვერდზე]
ყველა ვსაჭიროებთ ურთიერთნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს.