არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღვთის თვალსაზრისი გარდაცვლილთა შესახებ

ღვთის თვალსაზრისი გარდაცვლილთა შესახებ

ღვთის თვალსაზრისი გარდაცვლილთა შესახებ

საყვარელი ადამიანის გარდაცვალება დიდ ტკივილს გვაყენებს. გვეუფლება სიცარიელის, მარტოობისა და დანაკლისის გრძნობა. ამის შედეგად ადამიანი თავს უმწეოდ გრძნობს, რადგან ძალიან მდიდარიც რომ იყოს და უზარმაზარ ძალაუფლებასა და გავლენასაც რომ ფლობდეს, დღეს დედამიწაზე არავის შეუძლია გარდაცვლილის მკვდრეთით აღდგენა.

სრულიად სხვაგვარია ამ საკითხის შესახებ ღვთის თვალსაზრისი. მას, რომელმაც მიწის მტვრისგან შექმნა პირველი ადამიანები, გარდაცვლილთა აღდგენაც შეუძლია. ამიტომ, ღვთის თვალში გარდაცვლილები ცოცხლები არიან. ძველი დროის ერთგულ მსახურთა შესახებ იესომ თქვა: „მისთვის [ღვთისთვის] ყველა ცოცხალია“ ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღვთის თვალსაზრისით, ისინი ცოცხლები არიან (ლუკა 20:38).

დედამიწაზე ყოფნისას იესოს მიცემული ჰქონდა მკვდრების აღდგენის ძალა (იოანე 5:21). ამიტომ, გარდაცვლილი ერთგული ადამიანების შესახებ ის მამის აზრს იზიარებდა. მაგალითად, როცა იესოს მეგობარი, ლაზარე, გარდაეცვალა, თავის მოწაფეებს უთხრა: „მის გასაღვიძებლად მივდივარ“ (იოანე 11:11). ადამიანის თვალსაზრისით, ლაზარე მკვდარი იყო, მაგრამ იეჰოვასა და იესოს თვალსაზრისით, მას ეძინა.

ღვთის სამეფოს მმართველობისას „იქნება მკვდრეთით აღდგომა როგორც მართალთა, ისე უკეთურთა“ (საქმეები 24:15). დროთა განმავლობაში მკვდრეთით აღდგენილები ღვთიურ განათლებას მიიღებენ და დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების პერსპექტივა ექნებათ (იოანე 5:28, 29).

დიახ, საყვარელი ადამიანის გარდაცვალება დიდ ტკივილს გვაყენებს და მეტისმეტად გვამწუხრებს. ტკივილი შეიძლება წლების განმავლობაში არ გაგვინელდეს. მიუხედავად ამისა, გარდაცვლილთა შესახებ ღვთის თვალსაზრისის გაგება დიდად გვანუგეშებს და იმედით გვავსებს (2 კორინთელთა 1:3, 4).