ახალგაზრდებო — იეჰოვა არ დაივიწყებს თქვენს შრომას!
ახალგაზრდებო — იეჰოვა არ დაივიწყებს თქვენს შრომას!
„ღმერთი არაა უსამართლო, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და სიყვარულის შრომა, რომელიც გამოიჩინეთ მისი სახელისათვის, რომ ემსახურებოდით და კვლავაც ემსახურებით წმიდებს“ (ებრაელთა 6:10).
1. როგორ გარწმუნებს ბიბლიის წიგნები „ებრაელთა“ და „მალაქია“, რომ იეჰოვა აფასებს შენს მსახურებას?
გქონია ცხოვრებაში შემთხვევა, როდესაც მეგობრისთვის სიკეთე გაგიკეთებია, მაგრამ მას მადლიერება არ გამოუხატავს? ბუნებრივია, გული გვტკივა, როდესაც სათანადოდ არ აფასებენ ან სრულიად ივიწყებენ ჩვენს სიკეთეს. იეჰოვა ასე არასოდეს მოგვექცევა, თუ სულითა და გულით მას ვემსახურებით! ბიბლიაში ნათქვამია: „ღმერთი არაა უსამართლო, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და სიყვარულის შრომა, რომელიც გამოიჩინეთ მისი სახელისათვის, რომ ემსახურებოდით და კვლავაც ემსახურებით წმიდებს“ (ებრაელთა 6:10). დაფიქრდი ამ სიტყვების მნიშვნელობაზე. იეჰოვა უსამართლობად — ცოდვად — თვლის იმის დავიწყებას, რაც გაგიკეთებია და რასაც აკეთებ მის მსახურებაში. რამდენად მადლიერი ღმერთია იეჰოვა! (მალაქია 3:10).
2. რატომ არის იეჰოვას მსახურება ნამდვილად დიდებული შესაძლებლობა?
იოანე 6:44). დიახ, იეჰოვა თითოეულ ადამიანს პირადად ეხმარება ქრისტეს მსხვერპლიდან სარგებლობის მიღებაში.
2 შენ ასეთი მადლიერი ღმერთის თაყვანისცემისა და მსახურების საუცხოო საშუალება გეძლევა. ეს ნამდვილად იშვიათი შესაძლებლობაა, თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ მსოფლიოში მცხოვრებ დაახლოებით ექვს მილიარდ ადამიანს შორის დაახლოებით ექვსი მილიონია შენი თანამორწმუნე. გარდა ამისა, შენ ისმენ და დადებითად ეხმაურები სასიხარულო ცნობას. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ იეჰოვა ინტერესს ავლენს პირადად შენდამი. იესომ თქვა: „არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ იგი მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, არ მოიყვანა“ (დააფასე უდიდესი პატივი
3. როგორ გამოხატეს კორახის ძეებმა იეჰოვას მსახურებისთვის მადლიერება?
3 როგორც წინა სტატიაში განვიხილეთ, გეძლევა შესანიშნავი შესაძლებლობა იმისა, რომ იეჰოვას გული გაუხარო (იგავები 27:11). ეს უდიდესი პატივია, რომელსაც ყოველთვის უნდა აფასებდე. ღვთის შთაგონებით დაწერილ ერთ-ერთ ფსალმუნში კორახის ძეებმა გამოხატეს, რამდენად აფასებდნენ იეჰოვას მსახურებას: „ერთი დღე შენს ეზოებში ათასჯერ უმჯობესია; ჩემი ღმერთის სახლის ზღურბლთან დგომას ვარჩევ ბოროტების კარვებში ბინადრობას“ (ფსალმუნები 83:11).
4. ა) რატომ შეიძლება იფიქროს ვინმემ, რომ იეჰოვას თაყვანისცემა ზღუდავს და თავისუფლებას ართმევს? ბ) საიდან ჩანს, რომ იეჰოვას სურს შეუმჩნეველი არ დარჩეს და სანაცვლო მიაგოს თავის მსახურებს?
4 შენც ასევე აფასებ შენი ზეციერი მამისთვის მსახურებას? ზოგჯერ შეიძლება მოგეჩვენოს, რომ იეჰოვას თაყვანისცემა გზღუდავს და თავისუფლებას გართმევს. ცხადია, ცხოვრებაში ბიბლიური პრინციპების გამოყენება გარკვეულ მსხვერპლს მოითხოვს. მაგრამ რასაც იეჰოვა შენგან მოითხოვს, ისევ და ისევ შენთვის არის სასიკეთო (ფსალმუნები 1:1—3). გარდა ამისა, იეჰოვა ხედავს შენს ძალისხმევას და მადლიერებას გამოხატავს იმისათვის, რომ მისი ერთგული ხარ. პავლემ დაწერა, რომ იეჰოვა „თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს“ (ებრაელთა 11:6). ღმერთი ამის გაკეთების შესაძლებლობებს ეძებს. ძველ ისრაელში მცხოვრებმა ერთგულმა წინასწარმეტყველმა დაწერა: „უფლის თვალი დაჰყურებს მთელ ქვეყანას, რომ მხარი დაუჭიროს იმას, ვინც მთელი გულით არის მასზე მინდობილი“ (2 ნეშტთა 16:9).
5. ა) როგორ ცხადყოფ საუკეთესოდ, რომ მთელი გულით იეჰოვაზე ხარ მინდობილი? ბ) რატომ შეიძლება გაგიჭირდეს შენს რწმენაზე ლაპარაკი?
5 მთელი გულით რომ იეჰოვაზე ხარ მინდობილი, საუკეთესოდ ცხადყოფ, თუ სხვებთან მის შესახებ ილაპარაკებ. გქონია შესაძლებლობა, სკოლის ამხანაგებთან შენს რწმენაზე გელაპარაკა? თავიდან შეიძლება ამან შეგაშინოს და სკოლაში ქადაგების გაფიქრებაზეც კი იოანე 15:20). თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა დაგცინებს და უარგყოფს. პირიქით, იეჰოვას ბევრ ახალგაზრდა მოწმეს უსმენენ თანატოლები და პატივსაც სცემენ საკუთარი შეხედულებების ერთგულებისთვის.
აღელდე. შეიძლება იფიქრო, რომ დაგცინებენ ან შენი რწმენა უცნაური მოეჩვენებათ. იესომაც თქვა, რომ ყველა არ მოისმენდა სამეფოს შესახებ ცნობას („იეჰოვა დაგეხმარება“
6, 7. ა) როგორ უქადაგა თანაკლასელებს ერთმა 17 წლის გოგონამ? ბ) რა ისწავლე ჯენიფერის შემთხვევიდან?
6 როგორ უნდა მოიკრიბო გამბედაობა, შენს რწმენაზე ლაპარაკი რომ შეძლო? განა არ ჯობია გულწრფელი პასუხის გაცემა, როდესაც ვინმე დაინტერესდება, რომელი რელიგიის მიმდევარი ხარ? აი, როგორ მოიქცა 17 წლის ჯენიფერი. „შესვენებაზე ბუფეტში ვისხედით. გოგოები რელიგიაზე ლაპარაკობდნენ და ერთერთმა მკითხა, რომელი რელიგიის მიმდევარი ხარო“, — გვიამბობს იგი. საინტერესოა, ღელავდა თუ არა ჯენიფერი პასუხის გაცემამდე. „დიახ, ვღელავდი, — აღიარებს ის, — რადგან არ ვიცოდი, გოგოებს რა რეაქცია ექნებოდათ“. როგორ მოიქცა ის? „ვუთხარი, იეჰოვას მოწმე ვარ-მეთქი. შევატყვე, რომ გაუკვირდათ. როგორც ჩანს, იეჰოვას მოწმეებს უცნაურ ხალხად მიიჩნევდნენ. შეკითხვები დამისვეს და მეც შესაძლებლობა მომეცა, ზოგიერთ საკითხზე სწორი თვალსაზრისი შემექმნა მათთვის. იმ დღის შემდეგ ზოგი მათგანი შეკითხვებს მისვამს ხოლმე“.
7 ნანობს ჯენიფერი, რომ საკუთარი მრწამსის შესახებ ლაპარაკის შესაძლებლობა გამოიყენა? არა! „შესვენების შემდეგ ძალიან კმაყოფილი ვიყავი, — ამბობს ის. — ახლა იმ გოგოებმა უკეთესად იციან, ვინ არიან იეჰოვას მოწმეები“. ჯენიფერი უბრალო რჩევას იძლევა: „თუ გიჭირს თანაკლასელებთან ან მასწავლებლებთან ქადაგება, შენთვის მოკლედ ილოცე. იეჰოვა დაგეხმარება. კმაყოფილი იქნები, რომ ქადაგების შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვი“ (1 პეტრე 3:15).
8. ა) როგორ დაეხმარა ლოცვა ნეემიას მოულოდნელ სიტუაციაში? ბ) სკოლაში რა შემთხვევებში იქნებოდა კარგი, შენთვის გელოცა?
8 ყურადღება მიაქციე ჯენიფერის რჩევას — როდესაც შენს რწმენაზე ლაპარაკის შესაძლებლობა გეძლევა, კარგი იქნება ‘შენთვის მოკლედ ილოცო’. სწორედ ასე მოიქცა მოულოდნელ სიტუაციაში სპარსეთის მეფე არტაქსერქსეს (ბიბლიაში ართახშასთა) მწდე. ნეემია დამწუხრებული იყო ცუდი ამბის გამო — იუდაელები სავალალო მდგომარეობაში იყვნენ და იერუსალიმის კედლები თუ კარიბჭეები ნანგრევებად იყო ქცეული. მეფემ შენიშნა, რომ ნეემიას რაღაც აწუხებდა და ჰკითხა, რაზე დარდობდა. პასუხის გაცემამდე ნეემიამ თავისთვის ილოცა, რათა ღმერთი დახმარებოდა. შემდეგ კი გაბედულად სთხოვა მეფეს, იერუსალიმში დაბრუნებისა და ქალაქის აღდგენის ნება მიეცა. არტაქსერქსემ ნეემიას თხოვნა შეუსრულა (ნეემია 2:1—8). რას ვსწავლობთ ამ მაგალითიდან? როდესაც შენს რწმენაზე ლაპარაკის შესაძლებლობა გეძლევა და განიცდი, არ დაგავიწყდეს შენთვის ლოცვა. „თქვენი ყველა საზრუნავი მას [იეჰოვას] მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7; ფსალმუნები 54:23).
„მზად იყავით, რომ . . . უპასუხოთ“
9. როგორ გაავრცელა 13 წლის გოგონამ 23 ეგზემპლარი წიგნისა „ახალგაზრდების შეკითხვები“?
9 აი, კიდევ ერთი მაგალითი. 13 წლის გოგონა, სახელად ლია, სკოლაში დასვენებაზე კითხულობდა წიგნს „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“ *. „ბავშვები მიყურებდნენ, — ჰყვება ის, — და მალე ჩემ გარშემო შეგროვდნენ. აინტერესებდათ, რას ვკითხულობდი“. დღის ბოლოს ოთხმა გოგონამ სთხოვა ლიას ეს წიგნი. მოგვიანებით ამ გოგონებმა წიგნები თავიანთ მეგობრებს ათხოვეს და მათაც მოისურვეს პირადი ეგზემპლარები. რამდენიმე კვირის განმავლობაში ლიამ, მთლიანობაში, 23 ეგზემპლარი გაავრცელა. ადვილი იყო ლიასთვის ლაპარაკის დაწყება, როდესაც მეგობრებმა ჰკითხეს, თუ რა წიგნს კითხულობდა? არა! „თავიდან ვღელავდი“, — ამბობს ლია, — მაგრამ ვილოცე და ვიცოდი, რომ იეჰოვა ჩემთან იყო“.
10, 11. როგორ დაეხმარა პატარა ისრაელი გოგონა სირიელ მხედართმთავარს იეჰოვას გაცნობაში და რა იყო ამის შედეგი?
10 ლიას შემთხვევა სირიაში ტყვედ წაყვანილი პატარა ისრაელი გოგონას შემთხვევას გვაგონებს. ნაყამანი, სირიელი მხედართმთავარი, კეთრით იყო დაავადებული. შესაძლოა მისმა ცოლმა მოიხსენია ისრაელ გოგონასთან ეს საკითხი, რამაც გოგონას თავის რწმენაზე ლაპარაკის შესაძლებლობა მისცა. „ნეტავ მისულიყო ჩემი ბატონი წინასწარმეტყველთან სამარიაში, ხომ განკურნავდა კეთრისაგან“, — უთხრა მან ნაყამანის მეუღლეს (4 მეფეთა 5:1—3).
11 პატარა გოგონას რომ გამბედაობა არ გამოევლინა, ნაყამანი ვერ დარწმუნდებოდა, რომ ‘მთელს ქვეყანაზე მხოლოდ ისრაელში იყო ღმერთი’. მან ისიც კი გადაწყვიტა, რომ ‘უფლის გარდა სხვა ღმერთებს აღარ შესწირავდა მსხვერპლს’ (4 მეფეთა 5:15, 17). იეჰოვამ ნამდვილად აკურთხა ამ გოგონას გამბედაობა. ის დღესაც აკურთხებს ბავშვებსა და ახალგაზრდებს. ლია ამაში საკუთარმა გამოცდილებამ დაარწმუნა. მოგვიანებით მას სკოლაში რამდენიმე ამხანაგმა უთხრა, რომ „ახალგაზრდების შეკითხვებში“ მოცემულ რჩევებს იყენებდნენ. „ძალიან გამიხარდა, — ამბობს ლია, — რომ დავეხმარე მათ, მეტი გაეგოთ იეჰოვას შესახებ და ცხოვრება შეეცვალათ“.
12. რა დაგეხმარება რწმენის შესახებ ლაპარაკში?
12 ჯენიფერისა და ლიას მსგავსად, შესაძლებელია, რომ შენც გქონდეს საინტერესო შემთხვევები. პეტრე მოციქული გვირჩევს: „მზად იყავით, რომ სიმშვიდით და მოწიწებით უპასუხოთ ყველას, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას მოგთხოვთ“ (1 პეტრე 3:15). როგორ შეძლებ ამას? მიჰბაძე პირველი საუკუნის ქრისტიანებს, რომლებიც იეჰოვას ლოცვაში სთხოვდნენ „მთელი გაბედულებით“ ლაპარაკში დახმარებას (საქმეები 4:29). შემდეგ გამბედაობა მოიკრიბე შენს რწმენაზე სალაპარაკოდ. თვითონვე გაოცდები შედეგებით. რაც მთავარია, ამით გულს გაუხარებ იეჰოვას.
ვიდეოფილმები და სასკოლო ღონისძიებები
13. რა შესაძლებლობებს იყენებენ იეჰოვას მოწმე ახალგაზრდები საქადაგებლად? (იხილე ჩარჩოები მე-20 და 21-ე გვერდებზე).
13 ბევრმა ახალგაზრდამ ვიდეოფილმების გამოყენებით აუხსნა სკოლის ამხანაგებსა და მასწავლებლებს საკუთარი მრწამსი. ზოგს სასკოლო ღონისძიებების დროს მიეცა იეჰოვას განდიდების შესაძლებლობა. მაგალითად, იეჰოვას ორ მოწმეს, 15 წლის ბიჭებს, მსოფლიო ისტორიაში დავალებად მიცემული ჰქონდათ რომელიმე რელიგიის შესახებ მოხსენების დაწერა. მათ გადაწყვიტეს, გამოეყენებინათ წიგნი „იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“ (ინგლ.) და ერთად დაეწერათ მოხსენება იეჰოვას მოწმეებზე *. კლასში მათ ხუთწუთიანი მოხსენებაც უნდა წარმოეთქვათ. მათი მოხსენების შემდეგ მასწავლებელსა და მოსწავლეებს იმდენი კითხვა დაებადათ, რომ ბიჭებს კლასის წინაშე კიდევ 20 წუთი მოუწიათ ლაპარაკი. ამ შემთხვევიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში თანაკლასელები მათ დროდადრო შეკითხვებს უსვამდნენ იეჰოვას მოწმეებზე.
14, 15. ა) რატომ შეიძლება ითქვას, რომ ადამიანთა შიში მახეა? ბ) რატომ უნდა გაუზიარო თანატოლებს შენი მრწამსი?
14 ზემოთ მოყვანილმა მაგალითებმა ცხადყო, რომ ღმერთი გაკურთხებს, თუ სხვებთან საკუთარი შეხედულებების შესახებ ილაპარაკებ. არ დაუშვა, რომ ადამიანთა მიმართ შიშის გამო დაკარგო ეს დიდებული შესაძლებლობა და სიხარული, რომელსაც აუცილებლად იგრძნობ, თუ სხვებს იეჰოვას გაცნობაში დაეხმარები. ბიბლიაში ნათქვამია: „ადამიანთა მოშიშარს მახე დაეგება, ხოლო უფალს მინდობილი დაცული იქნება“ (15 გახსოვდეს, რომ შენ, ქრისტიან ახალგაზრდას, შეგიძლია თანატოლებს ცხოვრების საუკეთესო გზა დაანახვო და მარადიული სიცოცხლის შესახებ აღთქმები გაუზიარო; ეს კი მათ ნამდვილად სჭირდებათ (1 ტიმოთე 4:8). საინტერესოა, რომ ერთი გამოკითხვის თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებში (სადაც, შეიძლება იფიქრო, რომ ხალხი გულგრილი და ნაკლებად რელიგიურია) ახალგაზრდების ნახევარი მაინც უყურებს რელიგიას სერიოზულად. მესამედი კი ამბობს, რომ რელიგია მათ ცხოვრებაზე „უდიდეს გავლენას“ ახდენს. როგორც ჩანს, ასეთივე სიტუაციაა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. თუ ასეა, სკოლაში შენი თანატოლებისთვის, ალბათ, საინტერესო იქნება, ბიბლიაზე საუბარი.
დაუახლოვდი იეჰოვას
16. რა უნდა გააკეთო ქადაგებასთან ერთად იმისათვის, რომ იეჰოვას ასიამოვნო?
16 ცხადია, იეჰოვას გულის გასახარებლად სხვებთან მის შესახებ ლაპარაკი არ კმარა. საჭიროა, მის მიერ დადგენილი ნორმები დაიცვა. იოანე მოციქულმა დაწერა: „ღვთის სიყვარული ისაა, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს. ხოლო მისი მცნებები მძიმე როდია“ (1 იოანე 5:3). ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში დარწმუნდები, თუ დაუახლოვდები იეჰოვას. როგორ უნდა დაუახლოვდე მას?
17. როგორ უნდა დაუახლოვდე იეჰოვას?
17 დრო გამოყავი ბიბლიისა და ბიბლიაზე დაფუძნებული ლიტერატურის წასაკითხად. რაც მეტს გაიგებ იეჰოვაზე, მით უფრო გაგიადვილდება მისი მორჩილება და მის შესახებ ლაპარაკი. „კეთილი კაცი თავისი გულის კეთილი საუნჯიდან სიკეთეს გამოიღებს . . . ვინაიდან გულის სავსებისაგან მეტყველებს მისი პირი“, — თქვა იესომ (ლუკა 6:45). ასე რომ, ყოველივე კარგით უნდა გქონდეს გული სავსე. ამისათვის საჭიროა დაისახო მიზნები. მაგალითად, შეგიძლია უკეთესად მოემზადო შემდეგი კვირის კრების შეხვედრებისთვის. მომდევნო მიზნად შეგეძლო დაგესახა შენი სიტყვებით მოკლე კომენტარების გაკეთება. და რაღა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ცხოვრებაში გამოიყენო ის, რასაც სწავლობ (ფილიპელთა 4:9).
18. რაში უნდა იყო დარწმუნებული იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზოგჯერ წინააღმდეგობას ხვდები?
18 იეჰოვას მსახურებას ხანგრძლივი, მარადიული კურთხევები მოაქვს. მართალია, ზოგჯერ წინააღმდეგობები გექნება ან დაგცინებენ იმის გამო, რომ იეჰოვას მოწმე ხარ, მაგრამ გული არ გაიტეხო. გაიხსენე მოსე. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ის „ხედავდა საზღაურს“ (ებრაელთა 11:24—26). შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვასგან შენც მიიღებ საზღაურს, თუ მის შესახებ მეტის გაგებასა და მასზე სხვებთან ლაპარაკს შეეცდები. ნამდვილად შეუძლებელია, რომ იეჰოვამ „დაივიწყოს თქვენი საქმე და სიყვარულის შრომა, რომელიც გამოიჩინეთ მისი სახელისათვის“ (ებრაელთა 6:10).
[სქოლიოები]
^ აბზ. 9 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
^ აბზ. 13 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
გახსოვს თუ არა?
• რატომ უნდა იყო დარწმუნებული, რომ იეჰოვა აფასებს შენს მსახურებას?
• რა მეთოდებს იყენებს ზოგი ქრისტიანი ახალგაზრდა სკოლაში საქადაგებლად?
• რა დაგეხმარება თანაკლასელებთან ქადაგებაში?
• როგორ შეძლებ იეჰოვასთან დაახლოებას?
[სასწავლო კითხვები]
[ჩარჩო⁄სურათები 20 გვერდზე]
ბავშვებიც კი განადიდებენ იეჰოვას
ხშირად პატარებიც ქადაგებენ სკოლაში. ქვემოთ რამდენიმე მაგალითია მოყვანილი.
მეხუთე კლასის მოსწავლემ, ათი წლის ამბერმა თავის სახელმძღვანელოში წაიკითხა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტები ებრაელებს დევნიდნენ. მან გადაწყვიტა, მასწავლებლისთვის ვიდეოფილმი „იისფერი სამკუთხედები“ ეჩვენებინა. მასწავლებელი გააოცა იმის გაგებამ, რომ ნაცისტური რეჟიმის დროს იეჰოვას მოწმეებიც იდევნებოდნენ. მასწავლებელმა ვიდეოფილმი მთელ კლასს აჩვენა.
რვა წლის ალექსანდრამ თანაკლასელებს დაუწერა წერილი, რომელშიც ახსნა, რატომ ვერ მიიღებდა მონაწილეობას შობის დღესასწაულის აღნიშვნაში. წერილმა მასწავლებელზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ალექსანდრას სთხოვა, როგორც საკუთარ კლასში, ისე ორ სხვა კლასში ხმამაღლა წაეკითხა წერილი! „მე მასწავლეს, პატივი ვცე სხვის შეხედულებებს, რომლებიც ჩემი შეხედულებებისგან განხსვავდება, — თქვა ალექსანდრამ დასკვნაში, — და მადლობას გიხდით, რომ თქვენც პატივს სცემთ ჩემს გადაწყვეტილებას, მონაწილეობა არ მივიღო შობის დღესასწაულის აღნიშვნაში“.
პირველკლასელმა ერიკმა სასწავლო წლის დასაწყისშივე წაიღო სკოლაში წიგნი „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“ და მასწავლებელს ნებართვა სთხოვა, თანაკლასელებისთვის ეჩვენებინა. „უკეთესი აზრი დამებადა, — უთხრა მასწავლებელმა. — მოდი ერთი მოთხრობა წაგვიკითხე“. ერიკი ასეც მოიქცა. შემდეგ ითხოვა, ხელი აეწია, ვისაც წიგნი უნდოდა. ჩვიდმეტმა მოსწავლემ და თვითონ მასწავლებელმა გამოთქვეს სურვილი! ასე რომ, ერიკს ახლა თავისი განსაკუთრებული სამქადაგებლო უბანი აქვს.
ცხრა წლის ვიტნი მადლიერია ბროშურისთვის „იეჰოვას მოწმეები და განათლება“ *. «დედა ყოველწლიურად აძლევს ამ ბროშურას ჩემს მასწავლებლებს, — ამბობს ის, — მაგრამ წელს ეს მე თვითონ გავაკეთე. ამ ბროშურის წყალობით მასწავლებელმა „კვირის მოსწავლედ“ ამირჩია».
[სქოლიოები]
^ აბზ. 56 ყველა მოხსენიებული პუბლიკაცია მომზადებულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[ჩარჩო⁄სურათები 21 გვერდზე]
შემთხვევები, რომლებსაც ზოგი ახალგაზრდა რწმენაზე სალაპარაკოდ იყენებს
სასკოლო ღონისძიებების დროს ზოგი მოხსენებისთვის ირჩევს თემას, რომელიც ქადაგების შესაძლებლობას იძლევა.
ბევრ ახალგაზრდას მასწავლებელთან მიაქვს ვიდეოკასეტა ან პუბლიკაცია, რომელიც გაკვეთილის თემას ეხება.
ზოგი დასვენებაზე კითხულობს ბიბლიას ან ბიბლიაზე დაფუძნებულ რომელიმე პუბლიკაციას, რითაც ამხანაგები ინტერესდებიან და შეკითხვებს უსვამენ.
[სურათი 18 გვერდზე]
გამოცდილ ქრისტიანებს შეუძლიათ, ახალგაზრდებს იეჰოვას მსახურებაში დაეხმარონ.