არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა არის საიდუმლო სერობა?

რა არის საიდუმლო სერობა?

რა არის საიდუმლო სერობა?

რა მოგდით აზრად, როდესაც გამოთქმა „საიდუმლო სერობა“ გესმით? მრავალს ამის გაგონებაზე ლეონარდო და ვინჩის მიერ შესრულებული, მილანში (იტალია) არსებული ბრწყინვალე ფრესკა წარმოუდგება გონებაში (1452—1519). საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, რომ საიდუმლო სერობა მხატვართა, მწერალთა და მუსიკოსთა წრეებში საკმაოდ პოპულარული თემაა.

რა არის საიდუმლო სერობა და რა მნიშვნელობა აქვს მას XXI საუკუნეში მცხოვრებთათვის? ენციკლოპედიებისა და ლექსიკონების თანახმად, საიდუმლო სერობა, რომელსაც უფლის სერობასაც უწოდებენ, არის ვახშამი, რომელზეც იესო ქრისტე საკუთარი სიცოცხლის მსხვერპლად გაღების წინა საღამოს თავის მოციქულებთან ერთად იყო. იმ საღამოს იესომ უკანასკნელად ივახშმა თავის ერთგულ მიმდევრებთან ერთად. ამიტომ ზოგი მას „უკანასკნელ ვახშამსაც“ უწოდებს და ვინაიდან ეს ღონისძიება თავად უფალ იესო ქრისტეს მიერ არის დაფუძნებული, სრულიად მართებულია, რომ მას უფლის სერობა ანუ ვახშამი ეწოდოს.

საუკუნეების განმავლობაში მრავალი ადამიანი მზად იყო, რაიმე ღირებულისთვის საკუთარი სიცოცხლე გაეღო. მათმა სიკვდილმა შეიძლება გარკვეული დროით მოუტანა სარგებლობა სხვებს, მაგრამ თავისი მნიშვნელობით ვერც ერთი მათგანის თავგანწირვა (რა კეთილი მიზნითაც უნდა ყოფილიყო ნაკარნახევი) ახლოსაც ვერ მივა იესო ქრისტეს სიკვდილთან. გარდა ამისა, კაცობრიობის ჭირ-ვარამით სავსე ისტორიაში არც ერთ სიკვდილს არ უმოქმედია ადამიანების მომავალზე იმდენად, რამდენადაც ქრისტეს სიკვდილმა იმოქმედა. რატომ?

ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად და უფლის ვახშმის მნიშვნელობის გასაგებად, გთავაზობთ წაიკითხოთ მომდევნო სტატია.