„კარგად მოიქეცით წარმართებში“
„კარგად მოიქეცით წარმართებში“
„ყველას პატივი მიაგეთ, გიყვარდეთ საძმო“ (1 პეტრე 2:17).
1, 2. ა) რა თქვა იეჰოვას მოწმეების შესახებ ერთმა კორესპონდენტმა? ბ) რატომ ისწრაფვიან იეჰოვას მოწმეები ყოფაქცევის მაღალი ნორმების შენარჩუნებისკენ?
რამდენიმე წლის წინათ, ამარილოში (ტეხასის შტატი, აშშ) გამომავალი ერთი გაზეთის კორესპონდენტი გარკვეული გამოკვლევის ჩასატარებლად სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობის შეხვედრებს ესწრებოდა. მოგვიანებით შედეგები თავის გაზეთში გამოაქვეყნა. ერთმა ჯგუფმა მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. მან თქვა: „ამარილოში სამი წლის განმავლობაში იეჰოვას მოწმეების ყოველწლიურ კონგრესს ვესწრებოდი. იქ არც სიგარეტი მოუწევია ვინმეს, არც ლუდი დაულევია და არც რაიმე უწმაწური სიტყვა წამოსცდენია. ისინი ძალიან ზრდილობიანები, მოკრძალებულად და სუფთად ჩაცმულები და გულთბილები იყვნენ. მათი მსგავსი ხალხი უწინ არასოდეს მენახა“. იეჰოვას მოწმეების შესახებ მსგავსი გამონათქვამები ხშირად დაბეჭდილა პრესაში. რატომ აქებენ მოწმეებს ისინი, რომლებიც მათ რწმენას არ იზიარებენ?
2 ძირითადად, ღვთის ხალხს კარგი ყოფაქცევის გამო აქებენ. იმ დროს, როცა სულ უფრო და უფრო ეცემა ქცევის ნორმები, იეჰოვას მოწმეები თავს ვალდებულად თვლიან, მაღალზნეობრივი ნორმები დაიცვან, ვინაიდან ეს მათი თაყვანისმცემლობის ნაწილია. მოწმეებმა იციან, რომ ხალხს მათი ქცევა უქმნის წარმოდგენას იეჰოვასა და თანამორწმუნეებზე. მათი კარგი ყოფაქცევა მხარს უჭერს ჭეშმარიტებას, რომელსაც ისინი ქადაგებენ (იოანე 15:8; ტიტე 2:7, 8). ამიტომ, მოდი ვნახოთ, როგორ შეგვიძლია კარგი ყოფაქცევის შენარჩუნება, რომ, ამგვარად, გავუფრთხილდეთ იეჰოვასა და მისი მოწმეების რეპუტაციას. ასევე ვნახოთ, პირადად ჩვენ რა სარგებლობას მოგვიტანს ასე მოქცევა.
ქრისტიანული ოჯახი
3. რისგან სჭირდებათ ქრისტიანულ ოჯახებს დაცვა?
3 უპირველესად, შევეხოთ ჩვენს ყოფაქცევას ოჯახში. გერჰარდ ბეზირისა და ერვინ შოიკის წიგნში „ახალი ინკვიზიტორები: რელიგიური თავისუფლება 2 ტიმოთე 3:2, 3); ოჯახებში მეუღლეებს შორის ხდება ძალადობა; მშობლები სხვადასხვა სახის შეურაცხყოფას აყენებენ საკუთარ შვილებს, ან საერთოდ უარს ამბობენ მათზე; თავის მხრივ, ისინიც აღარ ემორჩილებიან მშობლებს, იწყებენ ნარკოტიკების მიღებას, ეფლობიან უზნეობაში, ან საერთოდ მიდიან სახლიდან. ყოველივე ეს ‘ამ წუთისოფლის სულის’ დამღუპველი ზეგავლენის შედეგია (ეფესელთა 2:1, 2). აუცილებელია ჩვენი ოჯახების დაცვა ამ სულისგან. მაგრამ როგორ? იმ რჩევებისა და ხელმძღვანელობის მიყოლით, რომლებიც იეჰოვამ ოჯახის წევრებს მისცა.
და შუღლი“ აღნიშნულია: „მათი [იეჰოვას მოწმეების] ოჯახები განსაკუთრებულად არიან დაცული“. ეს განაცხადი სწორია. დღეს ოჯახებს უამრავი საშიშროებისგან სჭირდებათ დაცვა: დღევანდელი ბავშვების უმეტესობა „მშობლების ურჩნი“, ხოლო უფროსები „მოძულენი“ ან „თავშეუკავებელნი“ არიან (4. რა პასუხისმგებლობები აკისრიათ ოჯახის წევრებს ერთმანეთის მიმართ?
4 ქრისტიანი წყვილები აცნობიერებენ, რომ ვალდებული არიან, დააკმაყოფილონ ერთმანეთის ემოციური, ფიზიკური და სულიერი მოთხოვნილებები (1 კორინთელთა 7:3—5; ეფესელთა 5:21—23; 1 პეტრე 3:7). ქრისტიან მშობლებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ შვილების აღზრდასთან დაკავშირებით (იგავნი 22:6; 2 კორინთელთა 12:14; ეფესელთა 6:4). თუ ბავშვები ქრისტიანულ ოჯახებში იზრდებიან, სწავლობენ იმას, რომ გარკვეული ვალდებულებები მათაც აქვთ (იგავნი 1:8, 9; 23:22; ეფესელთა 6:1; 1 ტიმოთე 5:3, 4, 8). ოჯახური პასუხისმგებლობების შესრულება ძალისხმევას, მტკიცე გადაწყვეტილებას, სიყვარულსა და თავგანწირვას მოითხოვს. როდესაც ოჯახის თითოეული წევრი ემორჩილება ღვთისგან დაკისრებულ ვალდებულებას, ისინი ერთმანეთისთვისაც და კრებისთვისაც კურთხევას წარმოადგენენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ასეთი სახით ისინი განადიდებენ ოჯახის დამაარსებელს, იეჰოვა ღმერთს (დაბადება 1:27, 28; ეფესელთა 3:15).
ქრისტიანული საძმო
5. რა კურთხევებს ვიმკით თანაქრისტიანებთან მეგობრული ურთიერთობით?
5 როგორც ქრისტიანები, არა მარტო ჩვენს 1 პეტრე 5:9). კრებასთან ურთიერთობა ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი სულიერი ჯანმრთელობისთვის. „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მოწოდებულ ნოყიერ სულიერ საზრდოსთან ერთად, გვსიამოვნებს თანაქრისტიანებთან ურთიერთობა და მათი გამამხნევებელი, მეგობრული საუბრები (მათე 24:45—47). თუ პრობლემებს წავაწყდებით, ბიბლიურ პრინციპებზე დაფუძნებული გონივრული რჩევისთვის შეგვიძლია ჩვენს ძმებს მივმართოთ (იგავნი 17:17; ეკლესიასტე 4:9; იაკობი 5:13—18). და თუ გაჭირვებაში ჩავცვივდებით, ძმები არასოდეს მიგვატოვებენ. მართლაც, რამხელა კურთხევაა, იყო ღვთის ორგანიზაციის ნაწილი!
კრებაში მყოფი თანაქრისტიანებისადმი ვართ პასუხისმგებელი, არამედ — მთელი ‘მსოფლიოს საძმოს’ მიმართაც (6. როგორ აჩვენა მოციქულმა პავლემ, რომ პასუხისმგებლობები გვაკისრია თანაქრისტიანების მიმართ?
6 არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ კრებაში მხოლოდ იმისთვის კი არ ვართ, რომ ზემოხსენებული კურთხევები მივიღოთ, არამედ, გავცეთ კიდეც. იესომ თქვა: „გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება“ (საქმეები 20:35). მოციქულმა პავლემაც აღნიშნა, რაოდენ მნიშვნელოვანია გაცემა: „მტკიცედ მივყვეთ იმედის აღსარებას, ვინაიდან აღმთქმელი სარწმუნოა. ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთს, წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ შევაგონოთ ერთმანეთს. და, მით უმეტეს, რაც უფრო მეტად ატყობთ იმ დღის მოახლოებას“ (ებრაელთა 10:23—25).
7, 8. როგორ გავცემთ როგორც ჩვენს კრებაში, ისე სხვა ქვეყნებში მცხოვრები ძმებისთვის?
7 როდესაც შეხვედრების დროს კომენტარებს ვიძლევით, ან კიდევ სხვა რაიმე სახით ვიღებთ პროგრამაში მონაწილეობას, ამით ‘ჩვენს იმედს ვაღიარებთ’ სახალხოდ. ასეთი ძალისხმევა უდავოდ ამხნევებს ჩვენს ძმებს. კრების შეხვედრამდე თუ მის შემდეგ და-ძმებთან საუბრები გამამხნევებელია. ამ დროს შესანიშნავი შესაძლებლობა გვაქვს, გავაძლიეროთ ‘უძლურნი’, ვანუგეშოთ გულდამძიმებულები და ავადმყოფები (1 თესალონიკელთა 5:14). გულწრფელი ქრისტიანები ხელგაშლილები და სიხარულით გამცემები არიან; კრებაში პირველად მოსულთაგან ბევრი განცვიფრებული რჩება, როდესაც ჩვენ შორის გამეფებულ სიყვარულს ხედავენ (ფსალმუნი 36:21; იოანე 15:12; 1 კორინთელთა 14:25).
8 და მაინც, ჩვენი სიყვარული მხოლოდ ჩვენი კრების წევრებზე არ ვრცელდება. ის მსოფლიო საძმოს მოიცავს. სწორედ ამიტომ, ბევრ სამეფო დარბაზში არის შესაწირავის ყუთი სამეფო დარბაზების ფონდისთვის. შეიძლება ჩვენ კარგი სამეფო დარბაზი გვაქვს, მაგრამ ვიცით, რომ ათასობით თანაქრისტიანს შეხვედრებისთვის არა აქვს შესაფერისი დარბაზი. ამ ფონდისთვის გაღებული შესაწირავებით სიყვარულს გამოვხატავთ ასეთ ქვეყნებში მცხოვრები თითოეული ძმის მიმართ, მაშინაც კი, თუ პირადად არ ვიცნობთ მათ.
9. რატომ უყვართ იეჰოვას მოწმეებს ერთმანეთი?
9 რატომ უყვართ იეჰოვას მოწმეებს ერთმანეთი? თუნდაც იმიტომ, რომ ეს იესოს მითითებაა (იოანე 15:17). მათ შორის არსებული სიყვარული იმის აშკარა მტკიცებაა, რომ მათზე — როგორც ჯგუფზე, ისე თითოეულზე — ღვთის სული მოქმედებს. სიყვარული „სულის ნაყოფის“ ნაწილია (გალატელთა 5:22, 23). იეჰოვას მოწმეები სწავლობენ ბიბლიას, ესწრებიან ქრისტიანულ შეხვედრებს და გამუდმებით ესაუბრებიან ღმერთს ლოცვებში — ამის შედეგად სიყვარული მათი ბუნების ნაწილი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ისეთ წუთისოფელში ცხოვრობენ, სადაც ‘მრავალს გაუნელდა სიყვარული’ (მათე 24:12).
წუთისოფელთან დამოკიდებულება
10. რა პასუხისმგებლობა გვაკისრია წუთისოფელთან დაკავშირებით?
10 „იმედის სახალხოდ აღიარება“ — პავლეს ეს სიტყვები ჩვენს სხვა პასუხისმგებლობას შეგვახსენებს. სახალხოდ აღიარებაში შედის სასიხარულო ცნობის ქადაგება მათთვის, რომლებიც ჯერ არ გამხდარან ჩვენი ქრისტიანი ძმები (მათე 24:14; 28:19, 20; რომაელთა 10:9, 10, 13—15). ასეთი ქადაგებაც გაცემაა. ამ საქმის შესრულება დროს, ძალ-ღონეს, მომზადებასა და პირადი სახსრების გაღებას მოითხოვს. პავლე ასევე წერდა: „ბერძენთა და ბარბაროსთა, ბრძენთა და უგუნურთა მოვალე ვარ. ამიტომ, რაც მე მეხება, მზად ვარ გახაროთ თქვენც, რომში მყოფთ“ (რომაელთა 1:14, 15). პავლეს მსგავსად, მოდი ნუ ვიძუნწებთ და ისე მოვიქცეთ, თითქოს მათი „მოვალე“ ვიყოთ.
11. რომელი ორი ბიბლიური პრინციპი მოქმედებს ჩვენს ურთიერთობაზე წუთისოფელთან, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, რას უნდა ვაცნობიერებდეთ?
1 იოანე 5:19). იესომ თავის მოწაფეების შესახებ თქვა: „ისინი წუთისოფლისანი არ არიან, როგორც მე არა ვარ წუთისოფლისა“. მიუხედავად ამისა, გვიწევს წუთისოფელში ცხოვრება, თავის რჩენა და ბევრი რამით სარგებლობა (იოანე 17:11, 15, 16). ასე რომ, წუთისოფელთან დაკავშირებით გარკვეული ვალდებულებები გვაკისრია. რა ვალდებულებები? მოციქული პეტრე პასუხობს ამ კითხვას. იერუსალიმის განადგურებამდე ცოტა ხნით ადრე, მან მცირე აზიელ ქრისტიანებს წერილი მისწერა. სწორედ ამ წერილის ერთი მონაკვეთის განხილვა დაგვეხმარება, რომ გაწონასწორებული დამოკიდებულება ვიქონიოთ ამ წუთისოფელთან.
11 გვეკისრება კიდევ რაიმე პასუხისმგებლობები მათ მიმართ, ვინც ჩვენს რწმენას არ იზიარებს? ცხადია. ჩვენ კარგად გვესმის, რომ „მთელი წუთისოფელი ბოროტებაში ძევს“ (12. რა გაგებით არიან ქრისტიანები „ხიზნები და მწირები“ და რისგან მართებთ მათ თავის შეკავება?
12 დავიწყოთ პეტრეს შემდგომი ნათქვამიდან: „საყვარელნო, შეგაგონებთ, როგორც ხიზნებსა და მწირებს, განეშორენით ხორციელ გულისთქმებს, რომლებიც სულის წინააღმდეგ იბრძვიან“ (1 პეტრე 2:11). სულიერი გაგებით, ქრისტიანები „ხიზნები და მწირები“ არიან, ვინაიდან მათი ცხოვრება მარადიული სიცოცხლის იმედისკენ არის მიზანმიმართული. სულითცხებულებს ზეციერი იმედი აქვთ, ხოლო „სხვა ცხვრებს“ — მომავალი მიწიერი სამოთხის იმედი (იოანე 10:16; ფილიპელთა 3:20, 21; ებრაელთა 11:13; გამოცხადება 7:9, 14—17). მაგრამ რა შედის ხორციელ გულისთქმებში? ამაში შედის გამდიდრებისა და ძალაუფლების მოპოვების სურვილი; უზნეო სექსუალური სურვილები; ასევე, „შურთან“ და სიხარბესთან დაკავშირებული ნებისმიერი სურვილი (კოლასელთა 3:5; 1 ტიმოთე 6:4, 9; 1 იოანე 2:15, 16).
13. როგორ „იბრძვიან [ჩვენი] სულის წინააღმდეგ“ ხორციელი სურვილები?
13 ასეთი სურვილები, სინამდვილეში, „[ჩვენი] სულის წინააღმდეგ იბრძვიან“. ისინი ანადგურებს ჩვენს ურთიერთობას ღმერთთან და საფრთხეს უქმნის ჩვენს ქრისტიანულ იმედს, ისევე როგორც ჩვენს „სულს“ ანუ სიცოცხლეს. მაგალითად, თუ უზნეო საკითხებისადმი ინტერესს ვავლენთ, როგორღა შევწირავთ საკუთარ თავს „ცოცხალ, წმიდა, ღვთის სასურველ მსხვერპლად“? ან თუ გამდიდრების სურვილის მახეში ვებმებით, როგორღა განვაგრძობთ ‘უწინარეს ღვთის სასუფევლის ძიებას’? (რომაელთა 12:1, 2; მათე 6:33; 1 ტიმოთე 6:17—19). საუკეთესო კი ის არის, რომ მოსეს მსგავსად, გავუძლოთ წუთისოფლის ცდუნებებს და იეჰოვასადმი მსახურება ცხოვრებაში პირველ ადგილზე დავაყენოთ (მათე 6:19, 20; ებრაელთა 11:24—26). ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისათვის, რომ ამ წუთისოფელთან გაწონასწორებული დამოკიდებულება გვქონდეს.
„კარგად მოიქეცით“
14. როგორც ქრისტიანები, რატომ ვცდილობთ კარგად მოქცევას?
14 სხვა მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო პრინციპები მოცემულია პეტრეს შემდეგ სიტყვებში: „კარგად მოიქეცით წარმართებში, რათა რაშიც გაძაგებენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში დაინახონ თქვენი კეთილი საქმეები და ადიდონ ღმერთი მონახულების დღეს“ (1 პეტრე 2:12). როგორც ქრისტიანები, ვცდილობთ, რომ სამაგალითოები ვიყოთ: სკოლაში ბეჯითი მოსწავლეების სახელი გვაქვს; სამსახურში შრომისმოყვარეობითა და პატიოსნებით გამოვირჩევით მაშინაც კი, როდესაც დამსაქმებელს უგუნურებად მიაჩნია ჩვენი პატიოსნება; რელიგიურად დაყოფილ ოჯახებში მორწმუნე ქმარი ან ცოლი განსაკუთრებულ ძალ-ღონეს ახმარს ქრისტიანული პრინციპების დაცვას. ეს ყოველთვის ადვილი არ არის, მაგრამ გვესმის, რომ ჩვენი სამაგალითო ყოფაქცევა განადიდებს იეჰოვას და, ხშირ შემთხვევაში, დადებით გავლენას ახდენს მათზე, ვინც არ არის იეჰოვას მოწმე (1 პეტრე 2:18—20; 3:1).
15. საიდან ვიცით, რომ იეჰოვას მოწმეების ქცევის მაღალი ნორმები საქვეყნოდ არის ცნობილი?
15 ის, რომ იეჰოვას მოწმეები სამაგალითო ყოფაქცევით გამოირჩევიან, კარგად ჩანს წლების განმავლობაში მასმედიის მიერ გამოთქმულ კომენტარებში. მაგალითად, იტალიაში გამომავალ ერთ გაზეთში ნათქვამი იყო: „ისინი, რომლებიც მუშაობენ იეჰოვას მოწმეებთან, მათ ახასიათებენ, როგორც პატიოსან მშრომელებს, იმდენად დარწმუნებულებს თავიანთ რწმენაში, რომ თითქოსდა მთლიანად
შთანთქმული არიან თავიანთი რწმენით; მაგრამ ისინი მაინც იმსახურებენ პატივისცემას ზნეობრივი სიწმინდისთვის“ (Il Tempo). ბუენოს-აირესში (არგენტინა) გამომავალი ინგლისური გაზეთი კი აღნიშნავდა: „იეჰოვას მოწმეებმა წლების განმავლობაში დაამტკიცეს, რომ მუყაითი, გაწონასწორებული, ყაირათიანი და ღვთისმოშიში მოქალაქეები არიან“ (Herald). რუსმა სწავლულმა, სერგეი ივანენკომ დაწერა: „იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში არიან ცნობილი კანონისადმი უაღრესად მორჩილებითა და, განსაკუთრებით, გადასახადების გადახდისადმი ძალზედ კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით“. ერთ-ერთი დაწესებულების დირექტორმა, ვისგანაც იეჰოვას ზიმბაბველმა მოწმეებმა დარბაზი იქირავეს კონგრესების ჩასატარებლად, თქვა: „ვხედავდი, როგორ იღებდნენ მოწმეები ძირს დაცვენილ ქაღალდებს და როგორ ასუფთავებდნენ საპირფარეშოებს. დარბაზი მათი წასვლის შემდეგ უფრო სუფთა იყო, ვიდრე მანამდე. თქვენთან მოზარდებს უკვე ჩამოყალიბებული პრინციპები აქვთ. მინდა, რომ მთელი მსოფლიო იეჰოვას მოწმეებით იყოს სავსე“.ქრისტიანული მორჩილება
16. როგორი დამოკიდებულება გვაქვს ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი და რატომ?
16 პეტრე ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი დამოკიდებულებაზეც საუბრობდა. მან თქვა: „დაემორჩილეთ ყოველ ადამიანურ დადგენილებას უფლის გულისათვის, თუნდ მეფეს, როგორც უმაღლეს ხელისუფლებას, განმგებელთ, როგორც მის მოვლინებულთ, ბოროტმოქმედთა დასასჯელად და კეთილის მოქმედთა სადიდებლად. რადგან ასეთია ნება ღვთისა: რათა კეთილის ქმნით დაადუმოთ უგუნურ ადამიანთა უმეცრება“ (1 პეტრე 2:13—15). ჩვენ მადლიერი ვართ იმ სარგებლობისთვის, რომელსაც ორგანიზებული სახელმწიფო სტრუქტურებისგან ვიღებთ. ამიტომ პეტრეს სიტყვების გათვალისწინებით, ვემორჩილებით სახელმწიფო კანონებს და ვიხდით გადასახადებს. მართალია, ვაღიარებთ, რომ ხელისუფლება ღვთისგან არის უფლებამოსილი კანონის დამრღვევთა დასასჯელად, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლებს, უმთავრესად, „უფლის გულისთვის“ ვემორჩილებით. ამით ღვთის ნებას ვასრულებთ. გარდა ამისა, არ გვსურს, რომ არასწორი საქციელით იეჰოვას სახელს ჩირქი მოვცხოთ (რომაელთა 13:1, 4—7; ტიტე 3:1; 1 პეტრე 3:17).
17. რაში უნდა ვიყოთ დარწმუნებული, როდესაც „უგუნური ადამიანები“ გვეწინააღმდეგებიან?
17 სამწუხაროდ, ზოგი „უგუნური ადამიანი“ — მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი — გვდევნის, ან სხვადასხვა სახით გვეწინააღმდეგება. დევნის ერთ-ერთი სახე ცილისმწამებლური კამპანიებია. მიუხედავად ამისა, იეჰოვას დანიშნულ დროს მათ სიცრუეს ფარდა აეხდება და მათი ‘უმეცრული’ საუბრები დადუმდება. ჩვენი ქრისტიანული ყოფაქცევიდან კარგად ჩანს, თუ ვინ ლაპარაკობს ჭეშმარიტებას. სწორედ ამიტომ გვახასიათებენ ხელისუფლების პატიოსანი წარმომადგენლები კარგ მოქალაქეებად (რომაელთა 13:3; ტიტე 2:7, 8).
ღვთის მონები
18. როგორც ქრისტიანები, რა მხრივ არ ვიყენებთ ბოროტად ჩვენს თავისუფლებას?
18 პეტრე გვაფრთხილებს: „იცხოვრეთ როგორც თავისუფლებმა, ოღონდ ბოროტების საფარად თავისუფლებას ნუ გამოიყენებთ, არამედ იცხოვრეთ როგორც ღვთის მონებმა“ (1 პეტრე 2:16; გალატელთა 5:13). დღეს ბიბლიური ჭეშმარიტება გვათავისუფლებს ცრუ რელიგიური სწავლებებისგან (იოანე 8:32). გარდა ამისა, გვაქვს ნების თავისუფლება და არჩევნის გაკეთების საშუალება. მაგრამ ამ თავისუფლებას ბოროტად არ ვიყენებთ. როდესაც საქმე მეგობრების არჩევას, ჩაცმულობას, ვარცხნილობას, გართობას, თუნდაც ჭამა-სმას ეხება, გვახსოვს, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები ღვთის მონები არიან და საკუთარ სიამოვნებას არ არიან აყოლილი. ნაცვლად იმისა, რომ დავემონოთ საკუთარ ხორციელ სურვილებსა თუ მოდას და წუთისოფლის სტილს მივყვეთ, იეჰოვას მსახურებას ვირჩევთ (გალატელთა 5:24; 2 ტიმოთე 2:22; ტიტე 2:11, 12).
19—21. ა) როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი? ბ) როგორ აჩვენებს ზოგი, რომ ‘უყვარს საძმო’? გ) რა არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობა?
19 პეტრე განაგრძობს: „ყველას პატივი მიაგეთ, გიყვარდეთ საძმო, ღვთისა გეშინოდეთ, მეფეს პატივი ეცით“ (1 პეტრე 2:17). ვინაიდან სახელმწიფო მოხელეებს იეჰოვა ღმერთისაგან აქვთ ძალაუფლება მიცემული, მათ სათანადო პატივს მივაგებთ. ჩვენ ვლოცულობთ კიდეც მათთვის, რომ გვქონდეს საშუალება, თავისუფლად შევასრულოთ ჩვენი მსახურება მშვიდობითა და ღვთისადმი ერთგულებით (1 ტიმოთე 2:1—4). ამავე დროს, ‘გვიყვარს საძმო’. ყოველთვის იმას ვფიქრობთ, თუ რით შეგვიძლია მხარში ამოვუდგეთ ჩვენს ქრისტიან ძმებს.
20 მაგალითად, როდესაც აფრიკის ერთ ქვეყანაში ეთნიკურ ნიადაგზე ძალადობამ იფეთქა, იეჰოვას მოწმეების კარგმა ქცევამ ყველა გააოცა. ერთი შვეიცარიული გაზეთი იუწყებოდა: «1995 წელს „აფრიკელთა უფლებებს“ (ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია ლონდონში) ხელთ ჰქონდა იმის დამამტკიცებელი ფაქტები, რომ ამ ძალადობაში ჩაბმული იყო ყველა ეკლესია, გარდა იეჰოვას მოწმეებისა» (Reformierte Presse). როდესაც მსოფლიოს რომელიმე ნაწილში რაიმე ტრაგიკული შემთხვევა ხდება, იეჰოვას ევროპელი მოწმეები დაზარალებულებს — არა მარტო ქრისტიან და-ძმებს, არამედ სხვებსაც — ყოველთვის სასწრაფოდ უგზავნიან საკვებსა და მედიკამენტებს (გალატელთა 6:10). მათ გულთან ახლოს მიაქვთ იგავნის 3:27-ში ჩაწერილი სიტყვები: „ნუ დაუკავებ, ვინც ღირსია, კეთილ საქმეს, თუკი შეგიძლია ამის გაკეთება“.
21 არის თუ არა ხელისუფლების წარმომადგენლების პატივისცემასა და ჩვენი ძმების სიყვარულზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რაიმე პასუხისმგებლობა? დიახ. პეტრემ თქვა: „ღვთისა გეშინოდეთ“. ჩვენ ყველაზე მეტად იეჰოვას, და არა ადამიანის, წინაშე ვართ ანგარიშვალდებული. რატომ? როგორ შეიძლება ღვთის წინაშე ჩვენი ვალდებულებების შეთავსება ხელისუფლებისადმი მორჩილებასთან? ამ კითხვებს მომდევნო სტატია უპასუხებს.
გახსოვთ თუ არა?
• რა პასუხისმგებლობები აქვთ ქრისტიანებს ოჯახში?
• როგორ შეგვიძლია კრებაში „გაცემა“?
• რა პასუხისმგებლობები გვეკისრება წუთისოფლის მიმართ?
• რა სარგებლობას ვიღებთ ჩვენი კარგი ყოფაქცევით?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 9 გვერდზე]
როგორ შეუძლიათ ოჯახებს, დიდი სიხარულის წყარო იყვნენ?
[სურათები 10 გვერდზე]
რატომ უყვართ იეჰოვას მოწმეებს ერთმანეთი?
[სურათები 10 გვერდზე]
შეგვიძლია გამოვავლინოთ სიყვარული ჩვენი ძმებისადმი მაშინაც კი, თუ პირადად არ ვიცნობთ მათ?